შალვა პაპუაშვილი: გამზადებული აქვთ უკვე კარადაში ტყავის ლაბადებიც და მაუზერებიც, ერთი სული აქვთ როგორმე ერთი გრამი ძალაუფლება ხელში ჩაიგდონ და მერე ნახეთ, სახლებზე წარწერების გაკეთება მონაგონი იქნება

შალვა პაპუაშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ყველა დაინახავს, კიდევ ერთხელ მოისმენს იმ ისტორიებს, რომელშიც ჩვენი საზოგადოება 2012 წლამდე ცხოვრობდა და რომლისკენაც შიდა თუ გარე აქტორებს უნდათ რომ ისევ წაგვიყვანონ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“. მან ისაუბრა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე.
„მთავარი არის ის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ, ყველამ კარგად დაინახოს, ვინც დღემდე ცდილობს, რომ ქართველ ხალს თავს მოახვიოს და თავზე დაასვას ნაციონალური მოძრაობა, ზოგადად ეს იდეოლოგია, რომელიც დაფუძნებულია ძალადობასა და ადამიანის დაჩაგვრაზე, რასთან გვქონდა საქმე და შეფასდეს ეს ყველაფერი. 2012 წლის შემდეგ ვიცით, თუ როგორ უშლიდნენ მაშინ ხელს გარე აქტორები იმას, რომ ქართველ ხალხს ბოლომდე გაეგო, თუ რა დანაშაულებრივ რეჟიმთან გვქონდა საქმე. ის რასაც ვხედავდით, იყო მხოლოდ აისბერგის წვერი იმ დანაშაულებისა, რომელიც ჩანდა, სიღრმეში კი იყოს მთელი წყება დანაშაულებისა, რომელიც საბოლოო ჯამში ერთმანეთს განაპირობებდა. ამიტომ საგამოძიებო კომისიის ამოცანა ეს არის, რომ სისტემურად, საჯაროდ შეისწავლოს ეს. ყველა დაინახავს, კიდევ ერთხელ მოისმენს იმ ისტორიებს, რომელშიც ჩვენი საზოგადოება 2012 წლამდე ცხოვრობდა და რომლისკენაც შიდა თუ გარე აქტორებს უნდათ რომ ისევ წაგვიყვანონ. მათ შორის ეს ხომ უნდა ნახოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიკორსკიმ, რომელმაც ცოტა ხნის წინ თქვა, რომ სააკაშვილი იყო მოდერნიზატორი. მაინტერესებს ადამიანების წამება თუ პოლონეთის მთავრობისთვის მოდერნიზებას ნიშნავს, საინტერესო პოზიციაა. შემდეგ როდესაც განცხადებებს ვისმენთ ხან პოლონეთის, ხან სამკუთხედისა და ხან ხუთკუთხედის საქართველოს ხელისუფლებაზე, უნდა ვიცოდეთ რომ ეს ის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელსაც თურმე ჰგონია, რომ წამების სისტემა, ბიზნესის რეკეტი მოდერნიზაციაა. შემდეგ ერთხელ კიდევ ვკითხავთ ბატონ სიკორსკის, რას ფიქრობს ახლა სააკაშვილზე, მაინც მოდერნიზატორად მიაჩნია თუ არა ის და მოდერნიზატულ მიდგომად ის რეპრესიები, რომელიც 2012 წლამდე იყო და ახლაც გვპირდებიან ამას; მთელი ეს პერიოდი, მხოლოდ ერთი მომენტი რომ გავიხსენოთ - საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმა. ვნახეთ შევარდნის კადრები იმ ადამიანებისა, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები არიან. ვნახეთ რომელიმე უცხოელი აქტორის, ენჯეოს მიერ ერთი სიტყვა მაინც საყვედურისა, რომ არ შეიძლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეწოლა? 21-ე საუკუნეში, სააკაშვილის რეჟიმგამოვლილ ქვეყანას ამას გვაყურებინებენ კიდევ ერთხელ და გვარწმუნებენ, რომ ეს არის დემოკრატია, მოდერნიზაცია.
მათ შორის ვნახეთ თქვენ ტელევიზიასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ამერიკელი პოლიტიკოსის გამოხმაურება - პირდაპირ მუქარა დამოუკიდებელი მედიის მიმართ. წარმოგიდგენიათ ასეთი რაღაც რომელიმე სხვა მედიის მიმართ ქართველ პოლიტიკოსს რომ ეთქვა, ამას რა მოჰყვებოდა? გამზადებული აქვთ უკვე კარადაში ტყავის ლაბადებიც და მაუზერებიც. ერთი სული აქვთ როგორმე ერთი გრამი ძალაუფლება ჩაიგდონ და მერე ნახეთ, სახლებზე წარწერების გაკეთება მოსაგონი იქნება. მოინიშნავენ ყველას სახელს, ვინც მათ ეწინააღმდეგება, იმისთვის, რომ შემდეგ გაუსწორდნენ. მათ შორის, თქვენი არხის მფლობელის ინტერვიუ იყო დიდი განხილვის სფერო - როგორც კი განსხვავებული აზრი მოხვდა მათ გვირაბივით სწორხაზოვან სივრცეში, რამხელა მიუღებლობა და კრიტიკა იყო - როგორ დაუშვით, რომ ჩვენ ამ სტერილურ ბაბლში აღმოჩნდა განსხვავებული აზრის ერთი გრამიო. წარმოგიდგენიათ რას იზამენ ეს ადამიანები ხელისუფლება რომ ჰქონდეთ? დახურავენ ყველა მედიას და ყველას, ვინც მათ წინააღმდეგ იქნება, იმავე ეგზეკუციას მოუწყობენ რასაც 2012 წლამდე უწყობდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ყველა სიახლე

14 თებერვალი 2025, 12:45
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
სომხეთის ელჩმა მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

14 თებერვალი 2025, 12:37
ტექნოლოგიები
სეისმური აქტივობა, რომელიც ალასკაზე ბოლო ათი თვის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა ვულკანის ამოფრქვევის მომასწავებელი იყოს
სეისმური აქტივობა, რომელიც ალასკაზე ბოლო ათი თვის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა ვულკანის ამოფრქვევის მომასწავებელი იყოს.

14 თებერვალი 2025, 12:34
მსოფლიო
Reuters: მარკო რუბიოს თვითმფრინავი, რომლითაც ის მიუნხენსა და ახლო აღმოსავლეთში მიფრინავდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო აშშ-ში დაბრუნდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თვითმფრინავი, რომლითაც ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ახლო აღმოსავლეთში მიფრინავდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო უკან, აშშ-ის ენდრიუსის ავიაბაზაზე დაბრუნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 12:18
მსოფლიო
ვენსი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას და უკრაინაში ამერიკული ჯარის გაგზავნას არ გამორიცხავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას და უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.

14 თებერვალი 2025, 12:02
კულტურა
2025 წელს თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეოთხედ გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალს 2025 წლის 21-24 ოქტომბერს უმასპინძლებს. ფესტივალის წლევანდელი თემა „საავტორო კინო“ იქნება. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 11:42
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: გერმანიის ელჩი წერს სტატუსს, რომელსაც ახალ ამბად აქცევს EED-ის დაფინანსებული „პუბლიკა" - ელჩი წერს რომ მოლდოვისათვის „მზადდება" თანხა, მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, რომ ამ „მილიარდმილიონებიდან” 1,500,000,000 ევრო სესხია
„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ეხმიანება საქართველოში გერმანის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ელჩი წერს, რომ 1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“.

14 თებერვალი 2025, 11:38
მსოფლიო
კონგრესმენი ტომას მასი: USAID-მა ტრამპის იმპიჩმენტის კამპანია დააფინანსა. „დიფ სთეითი“ ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ
აშშ-ის კონგრესმენი ტომას მასი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომლის შეთითხნილი ბრალდებები დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იმპიჩმენტის მცდელობისას გამოიყენეს.

14 თებერვალი 2025, 11:18
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან რიმა ბერაძესთან და ირმა ზავრადაშვილთან ასევე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 11:08
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: თუკი უკრაინას რაღაც ტერიტორია დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის, გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის?
„არა მგონია საკმარისი იყოს მხოლოდ ნაცების გასამართლება, სამშობლოს ღალატისთვისაც უნდა აგონ პასუხი იმ ძალებმა, ვინც საქართველოს ისტორიას 2022 წელს უკრაინის ომში ჩართვით ამთავრებდა," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების თემას ეხმიანება.

14 თებერვალი 2025, 11:05
საზოგადოება
სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. EMITT 2025-ზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ. გამოფენაში 10-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 10:52
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა, თუმცა უკრაინას ექნება შესაძლებლობა - არ ეთანხმებოდეს ამას
უკრაინის თემაზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მოგვარების მცდელობის ირგვლივ შექმნილ ვითარებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართულ ფილმში შექმნილ აბსურდულ ვითარებას ადარებს. შესაბამისი შინაარსის პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

14 თებერვალი 2025, 10:45
საზოგადოება
Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს
,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა.

14 თებერვალი 2025, 10:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხი ტრამპის გადასაწყვეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეროგატივაა.

14 თებერვალი 2025, 10:36
ტაბლოიდი
8 000 დაკარგული ბიტკოინის ისტორია დასრულდა - ნაგავსაყრელი, სადაც IT სპეციალისტმა შემთხვევით 620 მილიონი გირვანქა სტერლინგი „გადაყარა“, მზის ელექტროსადგური გახდება
8 000 დაკარგული ბიტკოინის ისტორია დასრულდა - ნაგავსაყრელი, სადაც IT სპეციალისტმა შემთხვევით 620 მილიონი გირვანქა სტერლინგი „გადაყარა“ მზის ელექტროსადგური გახდება.

14 თებერვალი 2025, 10:36
ეკონომიკა
ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავენ
ევროპული ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სან მარინოს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავან. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებეს.

14 თებერვალი 2025, 10:29
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

14 თებერვალი 2025, 10:24
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 10:22
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს.

14 თებერვალი 2025, 10:10
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძეზე: კიდევ კარგი სებ-ი და სრულიად ერი რომანას ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ დავიღუპებოდით?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რომან გოცირიძის მიერ, სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებს აქვეყნებს და ეხმიანება.

14 თებერვალი 2025, 09:59
მსოფლიო
ზელენსკის მრჩეველი: უკრაინა რუსეთთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვედრას არ აპირებს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუსული დელეგაციის წევრებთან შეხვედრას არ აპირებს.