ირაკლი ჭეიშვილი: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მიხაილ როთი არ უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში და არ უნდა გვითითებდნენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა კანონი უნდა მივიღოთ, რა კანონი უკან უნდა გავიწვიოთ

ირაკლი ჭეიშვილი
ფოტო: ვიდეოკადრი
ჩვენ მზად ვართ, როგორც დღეს პრემიერმა ბრიფინგზე განაცხადა, ურთიერთობის გადატვირთვისთვის. შემხვედრ ნაბიჯებს ველოდებით ახალი ადმინისტრაციისგან და იმედიანად ვართ განწყობილი, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით.
„ხედვა ერთი გვაქვს, დანარჩენი ვნახოთ რა როგორ განვითარდება. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ყოველ შემთხვევაში, იმედიანად ვართ“, - აღნიშნა მან.
ირაკლი ჭეიშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, თუ რა სტრატეგიას ირჩევს საქართველო ევროკავშირთან, მათ შორის, იმ განხილვის გათვალისწინებით, რომელიც ვიხილეთ ევროპარლამენტში.
„წეღან აღვნიშნე, ერთ დღეში და ორ დღეში ეს ურთიერთობები არ დალაგდება. ზოგადად „დიფ სთეითის“ გაწმენდას დრო სჭირდება, რაც თავად ტრამპმაც აღნიშნა. ახლა მაგათი გავლენის ქვეშ არიან, ახლა ბოლო კუდს იქნევენ და მაქსიმალურად უნდათ, რომ ზიანი მოგვაყენონ. ესტონეთის პარლამენტის განცხადება წავიკითხე, რომ არალეგიტიმურად გვცნობენ, ამ არჩევნებს საქართველოში და ძალიან მაინტერესებს, ყველას ვეკითხები, რაიმე ნორმა არსებობს და მე არ ვიცი? ან საერთაშორისო ნორმა, ან საქართველოს კონსტიტუციაში წერია, ან რაიმე ნორმატიული აქტი არსებობს, სადაც ლეგიტიმაცია უნდა ცნოს რომელიმე ქვეყანამ ჩვენი არჩევნების? ან რა პოლიტიკისაც ჩვენ ვაწარმოებთ ამ ქვეყანაში, თავიდან ბოლომდე მაქსიმალურად რომ ცდილობენ გვიკარნახონ და მათი დღის წესრიგით, მათი მითითებით შევადგინოთ ჩვენი დღის წესრიგი?
მე ასეთი არც საერთაშორისო ნორმა, არც კანონი, არც შიდა, არც გარე, არანაირი არაფერი არც წამიკითხავს, არც გამიგია, რომ მაგათი მითითებებით ჩვენ ვიცხოვროთ. ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც არასდროს, ისეთი დამოუკიდებლები ვართ დღეს. ოპოზიციას ჰგონია, რომ დამოუკიდებლები უნდა ვიყოთ აუცილებლად რუსეთისგან და დამოკიდებული უნდა ვიყოთ ევროპაზე ან ამერიკაზე. დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ, ამდენი წელი ამისთვის ვიბრძოდით, ზვიად გამსახურდიადან მოყოლებული. მივიღეთ ეს დამოუკიდებლობა და აბსოლუტურად ყველასგან დამოუკიდებელი უნდა ვიყოთ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მიხაილ როთი, გერმანიის წარმომადგენელი არ უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში და არ უნდა გვითითებდნენ ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რა უნდა გავაკეთოთ, რა კანონი უნდა მივიღოთ, რა კანონი უკან უნდა გავიწვიოთ. ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენ სუვერენიტეტს, ჩვენ დამოუკიდებლობას, ჩვენ ერს, ჩვენ ქვეყანას, ადათს, წესს, ოჯახურ ღირებულებებს, ეკლესიას, ჩვენ რელიგიას. აბსოლუტურად ყველაფერს. მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველა ვაიძულოთ, რომ პატივი სცენ ჩვენს ქვეყანას“, - აღნიშნა მან.
ყველა სიახლე

14 თებერვალი 2025, 12:37
ტექნოლოგიები
სეისმური აქტივობა, რომელიც ალასკაზე ბოლო ათი თვის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა ვულკანის ამოფრქვევის მომასწავებელი იყოს
სეისმური აქტივობა, რომელიც ალასკაზე ბოლო ათი თვის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა ვულკანის ამოფრქვევის მომასწავებელი იყოს.

14 თებერვალი 2025, 12:34
მსოფლიო
Reuters: მარკო რუბიოს თვითმფრინავი, რომლითაც ის მიუნხენსა და ახლო აღმოსავლეთში მიფრინავდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო აშშ-ში დაბრუნდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თვითმფრინავი, რომლითაც ის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ახლო აღმოსავლეთში მიფრინავდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო უკან, აშშ-ის ენდრიუსის ავიაბაზაზე დაბრუნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 12:18
მსოფლიო
ვენსი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას და უკრაინაში ამერიკული ჯარის გაგზავნას არ გამორიცხავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებას და უკრაინაში ამერიკული ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს.

14 თებერვალი 2025, 12:02
კულტურა
2025 წელს თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მეოთხედ გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი თბილისის საარქივო ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალს 2025 წლის 21-24 ოქტომბერს უმასპინძლებს. ფესტივალის წლევანდელი თემა „საავტორო კინო“ იქნება. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 11:42
პოლიტიკა
გიორგი აბაშიშვილი: გერმანიის ელჩი წერს სტატუსს, რომელსაც ახალ ამბად აქცევს EED-ის დაფინანსებული „პუბლიკა" - ელჩი წერს რომ მოლდოვისათვის „მზადდება" თანხა, მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, რომ ამ „მილიარდმილიონებიდან” 1,500,000,000 ევრო სესხია
„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ეხმიანება საქართველოში გერმანის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ელჩი წერს, რომ 1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“.

14 თებერვალი 2025, 11:38
მსოფლიო
კონგრესმენი ტომას მასი: USAID-მა ტრამპის იმპიჩმენტის კამპანია დააფინანსა. „დიფ სთეითი“ ხშირად აფინანსებს რეჟიმის ცვლილებას საზღვარგარეთ
აშშ-ის კონგრესმენი ტომას მასი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ USAID-ი აფინანსებდა ორგანიზაციას, რომლის შეთითხნილი ბრალდებები დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს იმპიჩმენტის მცდელობისას გამოიყენეს.

14 თებერვალი 2025, 11:18
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი და გიორგი ვოლსკი ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან რიმა ბერაძესთან და ირმა ზავრადაშვილთან ასევე, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრ „მზის სივრცეს“ ეწვივნენ. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 11:08
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: თუკი უკრაინას რაღაც ტერიტორია დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის, გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის?
„არა მგონია საკმარისი იყოს მხოლოდ ნაცების გასამართლება, სამშობლოს ღალატისთვისაც უნდა აგონ პასუხი იმ ძალებმა, ვინც საქართველოს ისტორიას 2022 წელს უკრაინის ომში ჩართვით ამთავრებდა," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების თემას ეხმიანება.

14 თებერვალი 2025, 11:05
საზოგადოება
სტამბოლში საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. EMITT 2025-ზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები წარდგნენ. გამოფენაში 10-მდე ქართული კერძო კომპანია მონაწილეობდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 10:52
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: კონფლიქტის რეგულირების შეთანხმებით გათვალისწინებული იქნება კიევის მხრიდან გარკვეული ტერიტორიების დათმობა, თუმცა უკრაინას ექნება შესაძლებლობა - არ ეთანხმებოდეს ამას
უკრაინის თემაზე რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებს და კონფლიქტის მოგვარების მცდელობის ირგვლივ შექმნილ ვითარებას „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქართულ ფილმში შექმნილ აბსურდულ ვითარებას ადარებს. შესაბამისი შინაარსის პოსტი მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

14 თებერვალი 2025, 10:45
საზოგადოება
Easyjet Traveller თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს
,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet-ი საბორტო ჟურნალ Traveller-ში საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და იმ მიზეზების შესახებ წერს, რატომაც თბილისი ავიაკომპანიის 2025 წლის მოსანახულებელ ქალაქთა სიაში მოხვდა.

14 თებერვალი 2025, 10:44
მსოფლიო
პიტ ჰეგსეტი: უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხი ტრამპის გადასაწყვეტია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის განცხადებით, უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პრეროგატივაა.

14 თებერვალი 2025, 10:36
ტაბლოიდი
8 000 დაკარგული ბიტკოინის ისტორია დასრულდა - ნაგავსაყრელი, სადაც IT სპეციალისტმა შემთხვევით 620 მილიონი გირვანქა სტერლინგი „გადაყარა“, მზის ელექტროსადგური გახდება
8 000 დაკარგული ბიტკოინის ისტორია დასრულდა - ნაგავსაყრელი, სადაც IT სპეციალისტმა შემთხვევით 620 მილიონი გირვანქა სტერლინგი „გადაყარა“ მზის ელექტროსადგური გახდება.

14 თებერვალი 2025, 10:36
ეკონომიკა
ევროპული ქვეყნების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტები ნათია თურნავას სებ-ის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავენ
ევროპული ქვეყნების, მათ შორის ესპანეთის, სლოვაკეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სან მარინოს ცენტრალური ბანკების პრეზიდენტები ნათია თურნავას საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დანიშვნას ულოცავან. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებეს.

14 თებერვალი 2025, 10:29
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა, ხოლო 1 პირს ბრალი პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ოზურგეთსა და დაბა ურეკში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 5 პირი დააკავეს.

14 თებერვალი 2025, 10:24
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 10:22
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს
მეცნიერებმა დინოზავრების ძვლებში უნიკალურ აღმოჩენას მიაგნეს.

14 თებერვალი 2025, 10:10
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძეზე: კიდევ კარგი სებ-ი და სრულიად ერი რომანას ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ დავიღუპებოდით?
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში რომან გოცირიძის მიერ, სხვადასხვა დროს, სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტებს აქვეყნებს და ეხმიანება.

14 თებერვალი 2025, 09:59
მსოფლიო
ზელენსკის მრჩეველი: უკრაინა რუსეთთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვედრას არ აპირებს
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა, დიმიტრი ლიტვინმა განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში რუსული დელეგაციის წევრებთან შეხვედრას არ აპირებს.

14 თებერვალი 2025, 09:55
მსოფლიო
კაია კალასი: თუ იქნება ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება, ის უბრალოდ არ იმუშავებს, ვინაიდან, ნებისმიერი სახის გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები
ევროკავშირი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების ევროპის ზურგს უკან წარმართვა დაუშვებელია და რომ პროცესში ევროკავშირი აუცილებლად უნდა იყოს ჩართული. განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მანვე ისაუბრა უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზეც და აღნიშნა რომ მოლაპარაკებების დაწყებამდე არაფერი უნდა გამოირიცხოს.