საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა

ფოტო: საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ოლჟას ბეკტენოვის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ტურიზმისა და საინვესტიციო სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო ყაზახური ენერგორესურსების ტრანსპორტირების მოცულობის ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით.
ირაკლი კობახიძემ ყაზახ კოლეგას საქართველოს დელეგაციის მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს.
„ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ხასიათდება ზრდის ტენდენციით. ჩვენ მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ქართული აგროსასურსათო პროდუქტების ექსპორტს ყაზახეთში, ასევე წავახალისოთ ინვესტიციები აგროსასურსათო სექტორში. ყაზახეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარია. შესაბამისად, გამოვხატავთ მზადყოფნას, განვაგრძოთ თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან ტურიზმის სფეროში. გვაქვს შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, ასევე წვდომა ძირითად საერთაშორისო ბაზრებთან. საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. საქართველოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შესაძლებელი გახდა შუა დერეფნის პროექტის განხორციელება. შესაბამისად, ამ მარშრუტის გამოყენებით ხორციელდება სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით და პირიქით. მიზანშეწონილია ძალისხმევის გააქტიურება შუა დერეფნის განვითარების ხელშეწყობისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იყოს დამაკავშირებელი რგოლი ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას შორის, ასევე ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. დაკავშირებადობის საერთაშორისო მარშრუტები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიქცეთ ევროპასა და აზიას შორის ციფრულ ცენტრად. საქართველო მიესალმება ყაზახური ენერგორესურსების, კერძოდ, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების ზრდის პერსპექტივებს საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და შავი ზღვის პორტების მეშვეობით“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას მიულოცა და წარმატებები უსურვა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა. ოლჟას ბეკტენოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურის ვიზიტი ყაზახეთში ორმხრივ თანამშრომლობებში ახალ პერსპექტივებს აჩენს.
„ჩვენს ქვეყნებს აქვთ ბევრი საერთო ინტერესი. ჩვენ ვაფასებთ თქვენს პირად ძალისხმევას ყაზახეთ-საქართველოს პარტნიორობის განმტკიცების თვალსაზრისით. დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ყაზახეთი და საქართველო იქცნენ არა მხოლოდ მეგობარ სახელმწიფოებად, არამედ სანდო პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებადაც. საქართველო არის ყაზახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი. ამ მხრივ აღსანიშნავია პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების მხრივ. ყაზახმა მეწარმეებმა განახორციელეს დაახლოებით 620 დოლარის ოდენობის ინვესტიციები საქართველოს ეკონომიკაში. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა ჩვენი საინვესტიციო პარტნიორობის შემდგომი განმტკიცება და ბიზნესისთვის პირობების გაუმჯობესება. ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს შორის დღესაც ყურადღების ცენტრშია. გვჯერა, რომ არსებობს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი დივერსიფიკაციის დიდი პოტენციალი. ტრანზიტი და ტრანსპორტი ჩვენი თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი სფეროებია. როგორც ყაზახეთი, ისე საქართველო წარმოადგენს ტრანსკონტინენტური სატრანსპორტო დერეფნების სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლს და გვთავაზობს ევროპისა და ჩინეთის/სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის დამაკავშირებელ ეფექტიან მარშრუტებს. სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაზე. ბოლო წლის განმავლობაში ტვირთის გადაზიდვები ამ დერეფნის გასწვრივ გაიზარდა 62%-ით და შეადგინა 4.5 მილიონი ტონა. ეს კი ნიშნავს თითქმის ხუთმაგ ზრდას 2021 წელთან შედარებით და ასახავს მზარდ ნდობას მოთხოვნისა და მიწოდების მხრივ ამ მარშრუტის მიმართ. ყაზახეთის მტკიცე გადაწყვეტილებაა რეგიონული დაკავშირებადობის გაფართოება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის და პირობების სისტემატური გაუმჯობესება. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მნიშვნელოვან როლს ამ პროცესში და ვითვალისწინებთ მის სტრატეგიულ სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს ჩვენი საერთო განვითარების გეგმების ფარგლებში“, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე

15 თებერვალი 2025, 01:23
მსოფლიო
თეთრმა სახლმა Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე წვდომა აუკრძალა - მიზეზად კი სააგენტოს მიერ „ამერიკის ყურის“ ტერმინის გამოყენებაზე უარის თქმა დასახელდა
თეთრმა სახლმა Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავ Air Force One-ზე წვდომა აუკრძალა, ამის მიზეზად კი სააგენტოს მიერ „ამერიკის ყურის“ ტერმინის გამოყენებაზე უარის თქმა დასახელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

15 თებერვალი 2025, 01:01
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ლიდერს შეხვდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერს, ალის ვაიდელს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

15 თებერვალი 2025, 00:46
მსოფლიო
ზელენსკიმ განაცხადა, რომ კარგი შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კარგი შეხვედრა გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.

15 თებერვალი 2025, 00:28
კულტურა
Guns N Roses შეკვეთილში - 30 მაისის გრანდიოზული შოუსთვის სამზადისი დაწყებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
Guns N Roses შეკვეთილში - ლეგენდარული როკ-ჯგუფის კონცერტამდე სამ თვეზე ცოტა მეტი რჩება. 30 მაისის გრანდიოზული შოუსთვის სამზადისი დაწყებულია. პარალელურად, „სტარინგ ჯორჯიას” ფარგლებში ახალი კამპანია მიმდინარეობს.

15 თებერვალი 2025, 00:15
მსოფლიო
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯი გადადგას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით
ჩვენ მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯი გადადგას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

15 თებერვალი 2025, 00:04
საზოგადოება
დღეს მირქმაა
მირქმა, ღვთისადმი მიგებების დღესასწაული, უფლის 12 დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი უდიდესია. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს ყრმა იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ.

15 თებერვალი 2025, 00:03
კულტურა
„ოსკარის“ 97-ე ცერემონია 2 მარტს გაიმართება - ცერემონიას ტრადიციულად, „იმედის“ მაყურებელიც ნახავს
„ოსკარის“ 97-ე ცერემონიას წელს პირველად, ცნობილი ამერიკელი წამყვანი და კომიკოსი კონან ო’ბრაიენი წაიყვანს. ლოს-ანჯელესის ხანძრის გამო ორჯერ გადადებული ცერემონია, წელს 2 მარტს გაიმართება. 1968 წლის შემდეგ პირველად, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ორი მიუზიკლია ნომინირებული - „ალქაჯი“ და „ემილია პერესი“, რომელმაც ყველაზე მეტი, 13 ნომინაცია მიიღო.

14 თებერვალი 2025, 23:35
კულტურა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ანა კალანდაძის დაბადებიდან ასი წლისთავი აღინიშნა
საღამოზე ნაჩვენები იყო ანა კალანდაძისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ფრაგმენტები. პოეტის ლექსები წაიკითხეს მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა.

14 თებერვალი 2025, 23:26
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ევროპას არ შეუძლია ჩათვალოს, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა კონტინენტზე სამუდამოდ გაგრძელდება
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ევროპას არ შეუძლია ჩათვალოს, რომ აშშ-ის სამხედრო ყოფნა კონტინენტზე სამუდამოდ გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 23:05
მსოფლიო
ზელენსკი: გულწრფელები ვიყოთ, აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოში - ისინი მხოლოდ ამაზე საუბრობდნენ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ არასდროს ხედავდა უკრაინას ნატოს წევრად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 22:57
სამართალი
პენიტენციური სამსახური: გავრცელებული დეზინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებული კლინიკაში ნაცემ მდგომარეობაში მიიყვანეს, არის პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მორიგი მცდელობა
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ცალკეული მიკერძოებული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ მორიგ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რომელიც მსჯავრდებულ დ.გ.-ს გარდაცვალებას უკავშირდება.

14 თებერვალი 2025, 22:45
საზოგადოება
„10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“ - რას წერენ საქართველოს დედაქალაქის შესახებ ავიაკომპანია „იზიჯეტის“ საბორტო ჟურნალში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
,,10 მიზეზი, თუ რატომ უნდა შეიყვარო თბილისი“, - ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ საბორტო ჟურნალ „თრეველერში” საქართველოს დედაქალაქის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

14 თებერვალი 2025, 22:36
მსოფლიო
კაია კალასი მიუნხენის კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე: ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვაშინგტონი ევროპასთან წაჩხუბებას ცდილობს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სიტყვით გამოსვლას უპასუხა და აღნიშნა, რომ ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ვაშინგტონი ევროპასთან წაჩხუბებას ცდილობს.

14 თებერვალი 2025, 22:11
სპორტი
ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო საბჭოს წევრი „ბაკურიანი 2025“-ზე: საქართველო არის ადგილი, სადაც მსგავსი დონის ტურნირების ჩატარება და ამ ქვეყნისთვის ნდობის გამოცხადება ნებისმიერ დროს შეიძლება
„პირადად ჩემთვის სიურპრიზი იყო ასეთი მაღალი დონის ორგანიზება. თითოეულ, მცირე ასპექტშიც კი იგრძნობა, რომ სამუშაოები ჩატარებულია ქვეყნის მთავრობისა და საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელობის მჭიდრო კოორდინაციის ფონზე“, - აღნიშნა ფლორინ მიშკამ.

14 თებერვალი 2025, 22:09
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ გვინდა მდგრადი მშვიდობა, რომელიც არ მიგვიყვანს კონფლიქტამდე რამდენიმე წელიწადში
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ცდილობს მიაღწიოს ომის გრძელვადიან დარეგულირებას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

14 თებერვალი 2025, 21:56
პოლიტიკა
კარმა... კარმა... - შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას ეხმიანება. „კარმა... კარმა..“ - წერს შალვა პაპუაშვილი.

14 თებერვალი 2025, 21:42
საზოგადოება
საყოველთაო ნათლობის 71-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
იწყება 71-ე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა, - ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 24 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით 12:00 საათიდან 16:00 საათამდე.

14 თებერვალი 2025, 21:05
მსოფლიო
ალექსეი გონჩარენკო: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპა და სიტყვაც არ უთქვამს რუსეთსა და მის ომზე უკრაინის წინააღმდეგ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მკაცრად გააკრიტიკა ევროპა და სიტყვაც არ უთქვამს რუსეთსა და მის ომზე უკრაინის წინააღმდეგ, - განაცხადა უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ.

14 თებერვალი 2025, 20:58
პოლიტიკა
„ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელთა გამოკითხვა დასრულებულია - პროცესი შემდეგ ეტაპზე გადადის და არც ის გამოირიცხა, რომ საქმე დამძიმდეს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საბოტაჟი და მტრულ საქმიანობაში დახმარება - სკანდალური საქმის ძიება გრძელდება, „ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენელთა გამოკითხვა დასრულებულია, პროცესი შემდეგ ეტაპზე გადადის და არც ის გამოირიცხა, რომ საქმე დამძიმდეს.

14 თებერვალი 2025, 20:55
მსოფლიო
ზელენსკი: მე მხოლოდ პუტინს შევხვდები
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ გეგმავს შეხვედრებს რუს ოფიციალურ პირებთან, გარდა ვლადიმირ პუტინისა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.