დავით ქართველიშვილი: აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოსთან საზღვარი იმიტომ დაკეტა, რომ საზღვრის გავლით ე.წ. ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორისთვის USAID-ის გავლით ქეშად შეტანილი არაერთი მილიონის ფაქტი ამხილა

დავით ქართველიშვილი
ფოტო: ხალხის ძალა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა იმაზე, თუ რა გახდა საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვრის დიდი ხნით ჩაკეტვის მიზეზი.
ექსპერტის თქმით, სწორედ საქართველო-აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრის გავლით USAID-ი და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციები ახდენდნენ თანხების შეტანას აზერბაიჯანში ე.წ ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორის გააქტიურებისთვის, რის საბოლოო მიზანიც იყო აზერბაიჯანში ფერადი რევოლუციის მოწყობა.
„პარტია „ხალხის ძალა“ უკვე მესამე წელია საუბრობს USAID-ზე, სოროსის ფონდზე, NED-ზე და ასევე სწავლობს ჩვენს მეზობელ და სტრატეგიულ მოკავშირე აზერბაიჯანში განვითარებულ მოვლენებს. აზერბაიჯანში USAID-ის საქმიანობა უკვე დიდი ხანია შეჩერებულია, სოროსის ფონდები კი ვერ ამზადებენ სახელმწიფო გადატრიალებას და ფერად რევოლუციებს.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დღემდე დაკეტილია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ამ საზღვრის გავლით ე.წ ოპოზიციური მედიისა და მესამე სექტორის გააქტიურების მიზნით და USAID-ის ხაზის გავლით ქეშად შეტანილი არაერთი მილიონის ფაქტი ამხილა.
ახლა საქართველოში დგას ძალიან საინტერესო პერიოდი. ყოველდღიურად და სხვადასხვა ბრუნვაში თავს არ გვახსენებენ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერები. აღარ გვაქვს იმის შიში, რომ კვალავ ათეულობით მილიონი შემოვა ქვეყნის აყირავებისთვის, გადატრიალებისა და მაიდანიზაციის მიზნით.
ახლა საქართველოს აქვს ხელსაყრელი პერიოდი, როცა ჩვენი ძალისხმევა მთლიანად არ უნდა მივმართოთ გარე ძალების შეჩერებაზე. ჩვენი ძალები ახლა უნდა მოვახმაროთ ქვეყნის აღმშენებლობას და სხვადასხვა სფეროების რეფორმას.
ყოველდღიურიო ბრძოლა წესების გარეშე ამ ყველაფრის საშუალებას ამდენი ხნის განმავლობაში არ გვაძლევდა. დღეს კი საქართველოს ეძლევა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ სამშვიდობოზე გასვლის ძალიან კარგი შესაძლებლობა,“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
ყველა სიახლე

11 თებერვალი 2025, 23:14
საზოგადოება
დუბაიში „ბურჯ-ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა
მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში, დუბაიში ბურჯ-ხალიფა საქართველოს დელეგაციის საპატივსაცემოდ კიდევ ერთხელ გაანათეს ეროვნული დროშის ფერებში.

11 თებერვალი 2025, 23:09
მსოფლიო
ტრამპი: უკრაინაში ხაზინის მდივანს ვაგზავნი პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად - ეს ომი უნდა დასრულდეს და დასრულდება მალე
უკრაინაში ხაზინის მდივანს, სკოტ ბესენტს ვაგზავნი პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

11 თებერვალი 2025, 23:00
სპორტი
ქართველი ტყვიის მსროლელი სანდრო ხოსიტაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარეობს 16- და 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ტყვიის სროლაში. ქართველმა მსროლელმა სანდრო ხოსიტაშვილმა 16-წლამდელებს შორის 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

11 თებერვალი 2025, 22:51
საზოგადოება
თინათინ რუხაძემ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სამეცნიერო სფეროებში მოღვაწე ქალების, მათ შორის - ახალგაზრდა მკვლევრების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

11 თებერვალი 2025, 22:35
მსოფლიო
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ინტენსიურ ბრძოლას განაახლებს, თუ „ჰამასი“ მძევლებს შაბათს შუადღისთვის არ გაათავისუფლებს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ღაზაში ინტენსიურ ბრძოლას განაახლებს, თუ „ჰამასი“ მძევლებს შაბათს შუადღისთვის არ გაათავისუფლებს.

11 თებერვალი 2025, 22:11
სპორტი
სპიროს კაპრალოსი: ბაკურიანი ზამთრის სპორტის რუკაზე უკვე მოინიშნა. დარწმუნებული ვარ, ქართველები უახლოეს წლებში არა მარტო ძიუდოისტებით და მოჭიდავეებით, არამედ ზამთრის სპორტის წარმომადგენლებითაც იამაყებენ
ბაკურიანი ზამთრის სპორტის რუკაზე უკვე მოინიშნა, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა.

11 თებერვალი 2025, 21:52
მსოფლიო
მამუკა ხაბარელი „ბაკურიანი 2025“-ზე: მხოლოდ პოზიტიური გამოხმაურებები გვაქვს
„გამოხმაურებები ძალიან დადებითია, თუმცა შეჯიბრის დასრულების შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენ მივიღებთ ყველასგან შეფასებას, თუ როგორ დონეზე არის შეჯიბრი ორგანიზებული. დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ პოზიტიური გამოხმაურებები გვაქვს“, - აღნიშნა მამუკა ხაბარელმა.

11 თებერვალი 2025, 21:36
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი: როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი
როდესაც საქართველოს არჩევნებში იგებს ისეთი პარტია, რომელიც არ არის ბრიუსელისთვის ფავორიტი, მაშინ არჩევნების შედეგები კითხვისნიშანის ქვეშ დგება. არავის უნდა ჰქონდეს უფლება, რომ სხვა სახელმწიფოებზე გასცეს ცივილიზაციის სერტიფიკატი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა დანილო დელა ვალემ.

11 თებერვალი 2025, 21:36
მსოფლიო
აშშ-ის თავდაცვის მდივანი: ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ამერიკული სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ამერიკული სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

11 თებერვალი 2025, 21:11
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ონდრეი დოსტალი: დონალდ ტრამპი ამერიკის კეთილდღეობისთვის ისწრაფვის და არა ევროპის კეთილდღეობისთვის. ამიტომ მასთან ურთიერთობაში უნდა ვიყოთ ძლიერი მომლაპარაკებლები და გვქონდეს სათადარიგო გეგმა
ევროპარლამენტში უმრავლესობას ერჩივნა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში კამალა ჰარისს მოეგო, თუმცა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ონდრეი დოსტალიმ.

11 თებერვალი 2025, 21:09
მსოფლიო
თეთრი სახლის შტაბის უფროსი USAID-ზე: ეს „დიფ სთეითის“, ანუ ჭაობის სათამაშო მოედანია
„USAID-ი გამოაშკარავდა როგორც რადიკალ მემარცხენეთა დაფინანსების მექანიზმი როგორც შტატებში, ასევე საზღვარგარეთ. USAID-ი მთელ მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყანაში აფინანსებს კომუნისტურ სისულელეებს, რეჟიმის ცვლილებისა და სხვა ქვეყნის მთავრობების დესტაბილიზაციის გიჟურს სცენარებს. ეს „დიფ სთეითის“, ანუ ჭაობის სათამაშო მოედანია“, - აღნიშნავს სტივენ მილერი.

11 თებერვალი 2025, 21:05
პოლიტიკა
კორუფციის აღქმის ინდექსი და საქართველოს ლიდერის პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში კვლავ ლიდერობს.

11 თებერვალი 2025, 21:01
მსოფლიო
ევროპარლამენტარი: სამშვიდობო მოლაპარაკებები ტრამპსა და პუტინს შორის იგეგმება და ევროკავშირი განზე რჩება. ვშიშობ, ევროკავშირს ის როლი დაეკისრება, რომ უკრაინაში კრახით დასრულებული პოლიტიკის საზღაური გადაიხადოს
ევროკავშირი უნდა ისწრაფოდეს უკრაინაში მშვიდობისკენ და ომში ჩართულ ყველა მხარესთან ეკონომიკური თანამშრომლობის განახლებაზე. ეს აუცილებელია ჩვენი კეთილდღეობისთვის, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ონდრეი დოსტალიმ.

11 თებერვალი 2025, 20:58
მსოფლიო
მაიკ ბენცი USAID-ზე: ეს სააგენტო არავის ეხმარება - ეს იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული იარაღი
„ის ხალხი,ვინც ახლა USAID-ს იცავს, უმძიმეს მდგომარეობაშია. ამბობენ, რომ პროგრამები დემოკრატიის მხარდაჭერას ხმარდება. მაშინ არჩევნებს რატომ აუქმებენ?! USAID-ის ყველა პროგრამა ასე მუშაობს - აცხადებენ, რომ აქვთ ჰუმანიტარული ან პრო-დემოკრატიული პროგრამები, თუმცა აშკარაა, რომ მსოფლიოს არაერთ წერტილში ამ სააგენტომ უამრავი ზიანი მოიტანა. ეს სააგენტო არავის ეხმარებოდა. ეს იყო ამერიკის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული ინსტრუმენტი“, - აღნიშნა მაიკ ბენციმ.

11 თებერვალი 2025, 20:55
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ონდრეი დოსტალი: ევროპარლამენტის რეზოლუციები სამართლებრივად სავალდებულო ეფექტის მქონე არ არის. ევროპარლამენტარები თუ შეთანხმდებიან, რომ ცა მწვანეა და არა ლურჯი, ასეთ რეზოლუციასაც დაამტკიცებენ
ოფიციალურად, ევროპარლამენტმა აღიარა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები ზოგადად ლეგიტიმური იყო, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა ონდრეი დოსტალიმ.

11 თებერვალი 2025, 20:44
პოლიტიკა
USAID-ი, როგორც ჰუმანიტარულ ფასადსა და პრო-დემოკრატიულ ნარატივს ამოფარებული სტრატეგიული იარაღი - რისთვის დახარჯა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 15 მილიონ დოლარზე მეტი საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
USAID-ი, როგორც ჰუმანიტარულ ფასადსა და პრო-დემოკრატიულ ნარატივს ამოფარებული სტრატეგიული იარაღი - რისთვის დახარჯა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ 15 მილიონ დოლარზე მეტი საქართველოში? ირკვევა, რომ USAID-იმ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 1 თვით ადრე, საქართველოში სწორედ არჩევნების მიმართულებით მოქმედ ერთ-ერთ პროგრამაზე მილიონ 800 00 დოლარი გადარიცხა.

11 თებერვალი 2025, 20:40
პოლიტიკა
რადიკალიზმის წახალისება - „საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს“ დონორები შვედეთიდან და შვედი პარლამენტარის მოწოდება თბილისური მაიდანისკენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რადიკალური დღის წესრიგით მოქმედი არასამთავრობოების მიზნის ლუსტრირებისთვის პარლამენტის თავმჯდომარე ერთ-ერთი დონორი ქვეყნის პარლამენტის წევრის მხრიდან თბილისური მაიდანისკენ ღია მოწოდებას ავრცელებს.

11 თებერვალი 2025, 20:36
მსოფლიო
Bloomberg: აშშ-ის ხაზინის მდივანი უკრაინას ეწვევა, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს
მიმდინარე კვირაში უკრაინას აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ეწვევა, რათა კრიტიკულად მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 თებერვალი 2025, 20:33
პოლიტიკა
„ენჯეოების“ შტურმი „ტელეიმედზე“ - ვინ აფინანსებს მსგავს კამპანიას და რატომ არ პასუხობს არცერთი საელჩო „ქრონიკის“ კითხვებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დონორების გამოაშკარავება, გაღიზიანებული ბენეფიციარები და თავდასხმა „იმედზე“. რისთვის ირიცხება საქართველოში მესამე სექტორის ნაწილისთვის ფინანსები? „ქრონიკის“ კითხვას არც ამერიკის, არც ევროკავშირის და შვედეთის საელჩო არ პასუხობს.

11 თებერვალი 2025, 20:31
პოლიტიკა
სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლსდაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და საბოტაჟის მცდელობა - პროკურატურამ გამოკითხვა დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით უცხოეთის კონტროლსდაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და საბოტაჟის მცდელობა - პროკურატურამ გამოკითხვა დაიწყო. გამოძიებას ცნობები უკვე მიაწოდეს „ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენლებმა. საქმე სწორედ მათ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღიძრა.