ირაკლი კობახიძე: ყაზახეთში არის ინტერესი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მათ შორის, ენერგეტიკის და სხვა სექტორებში, შევქმნით ყველა პირობას, რომ მაქსიმალურად წარმატებული იყოს ასეთი ინიციატივები

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ყაზახეთში ვიზიტი დასრულდა პრეზიდენტს ტოკაევთან შეხვედრით, იყო ძალიან საინტერესო საუბრები ყველა თემაზე, რაც უკავშირდება ორმხრივ ურთიერთობებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში, ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის ყაზახეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორი და ამასთან ერთად, არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორიც.
„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, მაქსიმალურად აღვუდგინოთ ჩვენს ქვეყანას ისტორიული ფუნქცია და ეს ფუნქცია არის ევროპის და აზიის დაკავშირება ერთმანეთთან, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირება და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ყაზახეთთან თანამშრომლობას აქვს ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა. შესაბამისად, საუბარი გვქონდა ყველა თემაზე, პოლიტიკურ თანამშრომლობაზე და ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხზე. რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ინტერესების შემდგომ დაახლოებას და ძალიან კონკრეტული პროექტების განხორციელებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ყაზახი ინვესტორების მუშაობა. საქართველოში არის არაერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით და არის კონკრეტული ინტერესი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკის და სხვა სექტორებში. რა თქმა უნდა, ჩვენ შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად წარმატებული იყოს ასეთი ინიციატივები“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე

21 მარტი 2025, 11:22
რეგიონი
ფოთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა
ფოთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა. საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” და ,,მრავალფუნქციური სოციალური სივრცე’’ დასახელდა.

21 მარტი 2025, 11:22
პოლიტიკა
ილია ინჯია: საზოგადოება ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ „კუს ტბის წილების საქმის" მონაწილეებს
საზოგადოება ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ ამ საქმის მონაწილეებს.

21 მარტი 2025, 11:20
სამართალი
ბესო ხარძიანს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ: ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი მაგრამ ამ შემთხვევაში თუ არ ვცდები ციხის ეპიზოდს ეხება
ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი მაგრამ ამ შემთხვევაში თუ არ ვცდები ციხის ეპიზოდია, - განაცხადა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა ბესიკ ხარძიანმა, რომელსაც დღეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მოუსმენს. როგორც ხარძიანი აცხადებს, ის კომისიას მოუყვება თუ როგორ გაუსწორდა მის ოჯახს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. რა პირობებში იმყოფებოდა მამამისი საპატიმროში, როდესაც 2011 წელს დააკავეს.

21 მარტი 2025, 11:15
მსოფლიო
Bloomberg: აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კონტროლის ჯგუფებში მონაწილეობას ამცირებს
ამერიკის შეერთებული შტატები იმ ჯგუფებში მონაწილეობას ამცირებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მონიტორინგით არიან დაკავებულნი. ინფორმაციას Bloomberg-ი ევროპელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 მარტი 2025, 11:13
სპორტი
სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები სომხეთთან შედარებით ბევრად შემდგარი გუნდია. ეს არის სამაგალითო გუნდი, რომლისგანაც სწავლა შეიძლება
საქართველოს ნაკრები სომხეთთან შედარებით ბევრად შემდგარი გუნდია. შედეგი სამართლიანია, მეტოქემ მოგება დაიმსახურა, - სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა. მან ერთა ლიგაზე საქართველო-სომხეთის მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

21 მარტი 2025, 10:48
ტაბლოიდი
ნოსტალგიისკენ მიდრეკილი ადამიანები უფრო კომუნიკაბელურები არიან - კვლევა
ნოსტალგიისკენ მიდრეკილი ადამიანები უფრო კომუნიკაბელურები არიან - კვლევა.

21 მარტი 2025, 10:41
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სასწავლო სროლები უტარდებათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს სასწავლო სროლები უტარდებათ. სწავლება თებერვლის თვეში დაიწყო და ამ დროისთვის კურსი 900-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

21 მარტი 2025, 10:37
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

21 მარტი 2025, 10:35
საზოგადოება
დავით შერაზადიშვილი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს: თქვენი როლი საზოგადოების ინფორმირების პროცესშიგანსაკუთრებულია
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი შურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

21 მარტი 2025, 10:30
რეგიონი
ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

21 მარტი 2025, 10:29
პოლიტიკა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ რუმინეთის სენატში შეხვედრები გამართა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან მახაშვილი ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ტიტუს კორლაცეანს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრები ასევე გაიმართა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიჰაი კოტეცთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ადელინა დობრასთან და კომიტეტების წევრებთან.

21 მარტი 2025, 10:27
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: დღეს ყველა ნორმალური ქვეყნის ჯანსაღი ხელისუფლების ვალია - ავადმყოფებთან [ევროკავშირი] დროებითი დისტანცირება მოახდინოს
ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების ფორმა „ხალხის ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს პანდემიის დროს შემოღებულ რეგულაციებს აგონებს - ინფიცირებულთან დისტანციის დაჭერა და დაავადებულთან კონტაქტისგან თავის არიდებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირთან ურთიერთობისას საქართველო ისევე იცავს დისტანციას, როგორც ამას აკეთებდა კოვიდით დაინფიცირებულთან ურთიერთობისას.

21 მარტი 2025, 10:20
ტექნოლოგიები
წყალი სამყაროში მილიარდობით წლით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ და, შესაძლოა, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა
წყალი სამყაროში მილიარდობით წლით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ და, შესაძლოა, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა.

21 მარტი 2025, 10:14
მსოფლიო
უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი: უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერულ ზონად იქცეს
უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ზონა იყოს, - განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ The Financial Times-თვის მიცემულ ინტერვიუში.

21 მარტი 2025, 10:05
რეგიონი
კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გახსნა.

21 მარტი 2025, 10:05
საზოგადოება
აბუ-დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე წარდგა.

21 მარტი 2025, 10:00
საზოგადოება
21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა
ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

21 მარტი 2025, 09:58
რეგიონი
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკორეალიზატორები დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ვ.ა., 1968 წელს დაბადებული ი.გ. და 1990 წელს დაბადებულს ს.შ. დააკავეს. ვ.ა. და ი.გ. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით არიან დაკავებულები. ხოლო ს.შ. - ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

21 მარტი 2025, 09:39
მსოფლიო
The Financial Times: ლონდონის ჰითროუს აეროპორტი ელექტრო ქვესადგურზე მომხდარი ავარიის გამო დაიკეტა
ლონდონის უმსხვილესი აეროპორტი ჰითროუ მასთან ახლოს მდებარე ელექტრო ქვესადგურზე მომხდარი ავარიის გამო დროებით დაიხურა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.

21 მარტი 2025, 09:31
რეგიონი
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ლაგოდეხში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. თეა ახვლედიანმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემის ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.