დავით ქართველიშვილი საკანონმდებლო ცვლილებებზე: გავყვეთ ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ საკანონმდებლო გამოცდილებას

დავით ქართველიშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
„ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მავნებლობის აღნიშნულმა ფორმამ საქართველოში ტოტალური ხასიათი მიიღო და მოიცვა ჩვენი ყოველდღიურობის მრავალი სეგმენტი – მედიიდან, ჯანდაცვის სფეროდან პოლიტიკამდე. თანაც ყოველივე ეს მიზანმიმართულად ხორციელდება თითქმის სრული სამართლებრივი დაუსჯელობის პირობებში," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ეხმიანება „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს.
ვრცელ პოსტში ექსპერტი იმ საერთაშორისო გამოცდილებასა და პრეცედენტებზე საუბრობს, რომელიც მიღებული და ამოქმედებულია საზოგადოების დეზინფორმაციისაგან დაცვის მიზნით.
„ნელ-ნელა ვუახლოვდებით ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ საკანონმდებლო გამოცდილების გაზიარების კიდევ ერთ მეტად აქტუალურ – დეზინფორმაციასთან, ცილისწამებასთან და ცრუ-ინფორმაციის განზრახ თუ გაუფრთხილებლობით გავრცელებასთან ბრძოლის სფეროს. ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მავნებლობის აღნიშნულმა ფორმამ საქართველოში ტოტალური ხასიათი მიიღო და მოიცვა ჩვენი ყოველდღიურობის მრავალი სეგმენტი – მედიიდან, ჯანდაცვის სფეროდან პოლიტიკამდე. თანაც ყოველივე ეს მიზანმიმართულად ხორციელდება თითქმის სრული სამართლებრივი დაუსჯელობის პირობებში. ამ მავნებლობას სხვადასხვა ქვეყანაში მკაცრად არეგულირებს კანონმდებლობა, სადაც ცრუ ინფორმაციის გავრცელება დასჯადია სისხლის-სამართლებრივი წესით.
წლებია, მაგალითად რაც საფრანგეთმა მიიღო „კანონი ინფორმაციის მანიპულირების შესახებ“. აღნიშნული კანონის მოთხოვნათა ფარგლებში, ფრანგულ საგანმანათლებლო სისტემაში – ფრანგი ბავშვები სკოლიდანვე სწავლობენ ცრუ ინფორმაციის გარჩევის „ხელოვნებას“, ამ მიზნით „მედია და საინფორმაციო განათლების ცენტრი“ ყოველწლიურად ატარებს პრესისა და მედიის კვირეულს სკოლის მოსწავლეებისთვის. მათ ასწავლიან მედია სივრცის სწორ აღქმას და ამ სისტემის მუშაობის საფუძვლებს, ახალი ამბების კრიტიკული აზროვნების ჭრილში გატარებასა და მათ სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებას. აღნიშნული ღონისძიებები ტარდება ადგილობრივი გაზეთების, ტელეარხების ან რადიოსადგურების რედაქციებთან ერთად. მილიონობით დამწყები სკოლის მოსწავლე, კოლეჯის სტუდენტი და საშუალო სკოლის მოსწავლე ეუფლება ინფორმაციის გადამოწმების, მისი წყაროების მოძიებისა და ანალიზის საფუძვლებს, როგორც საგანმანათლებლო სფეროს ერთ-ერთ დარგს. გარდა ამისა, ყველა წამყვან ფრანგულ მედიას აქვს სპეციალური განყოფილებები ყალბი საინფორმაციო მასალების გამოსავლენად.
გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში, წინასაარჩევნო პერიოდში, საფრანგეთის მიერ მიღებული იქნა კიდევ ერთი ძალზე მნიშვნელოვანი – „საარჩევნო პერიოდში ცრუ-ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ კანონი“, რომელიც ასევე ამკაცრებს კონტროლს სოციალურ ქსელებში პოსტების მეშვეობით ცრუ-ინფორმაციების გავრცელებაზე. კანონის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე რეგისტრირებულ კანდიდატს, პარტიას ან მოქალაქეთა გაერთიანებას შეუძლია სასამართლო წესით მოითხოვოს სოციალური ქსელებიდან ან მედიიდან ისეთი მონაცემების ამოღება, რომლებიც მათ გაყალბებულად მიაჩნიათ. სასამართლომ საჩივარი 48 საათის განმავლობაში უნდა განიხილოს და დადასტურების შემთხვევაში, „შეაჩეროს ყალბი ინფორმაციის გავრცელება“. გარდა ამისა, კანონის თანახმად, სოციალური ქსელები (კერძოდ, ფეისბუქი და ტვიტერი) ვალდებულნი არიან აცნობონ მომხმარებლებს იმ პოლიტიკური რეკლამის შემცველ ინფორმაციაზე, რომელიც კომერციულ საფუძველზეა განთავსებული მისი დაფინანსების წყაროს მითითებით.
ცრუ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვა გათვალისწინებულია აგრეთვე „პრესის თავისუფლების შესახებ კანონითაც“. დოკუმენტში (მუხლი 27) ნათქვამია, რომ არაკეთილსინდისიერი პუბლიკაციებისთვის, გავრცელებისთვის ან რეპროდუცირებისთვის, რომლებიც მოიცავენ ნებისმიერი საშუალებით გავრცელებულ ცილისწამებას, შეთითხნილ და გაყალბებულ შეტყობინებებს, ისევე როგორც მესამე პირების „ავტორობას“ მიწერილ ყალბ შეტყობინებებს, რამაც გამოიწვია საზოგადოებრივი მღელვარება ან მისი გამოწვევის შესაძლებლობას ჰქონოდა ადგილი – ისჯება 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმით. აღნიშნული ჯარიმა იზრდება 135 ათას ევრომდე, თუ ცრუ-ინფორმაციის გამოქვეყნება, გავრცელება ან არაკეთილსინდისიერად რეპროდუცირება ძირს უთხრის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სფეროს, შეიარაღებული ძალების იმიჯს, მართლმსაჯულებისა და ეროვნული უსაფრთხოების სისტემებს.
ასე რომ, გავყვეთ ამერიკულ, ბრიტანულ, ფრანგულ საკანონმდებლო გამოცდილებას. ხოლო მათში „რუსული" კვალის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, დაინტერესებული მხარეები გადავამისამართოთ შესაბამისი ქვეყნების საელჩოებში..." - წერს დავით ქართველიშვილი.
ყველა სიახლე

20 მარტი 2025, 02:03
მსოფლიო
იტალიის პრემიერი: არ ვფიქრობ, რომ ოდესმე გამომიყენებია სიტყვა გამარჯვება უკრაინაში ომთან დაკავშირებით
არ ვფიქრობ, რომ ოდესმე გამომიყენებია სიტყვა გამარჯვება უკრაინაში ომთან დაკავშირებით, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

20 მარტი 2025, 01:46
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი არჩევნებში იმარჯვებს, მემარცხენე „დიფ სთეითი“ იყენებს სასამართლო სისტემას ხალხის ნების წინააღმდეგ - ისინი ვერ გაიმარჯვებენ
ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი არჩევნებში იმარჯვებს, მემარცხენე „დიფ სთეითი“ იყენებს სასამართლო სისტემას ხალხის ნების წინააღმდეგ, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

20 მარტი 2025, 01:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პრემიერის, ვიცე-პრემიერის დასანქცირება ნიშნავს პოლიტიკურ თავდასხმას სხვა სახელმწიფოზე, მტრობის აქტია და კონკრეტული NGO-ები, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოცემაში მონაწილეობდნენ
პირდაპირ გამოდიოდნენ პოლიტიკოსები, პარტიები, წამყვანი ოპოზიციური რადიკალური პარტიები და პირდაპირ ამბობდნენ ტყუილს, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და გვემუქრებოდნენ ამის საფუძველზე გარედან სანქციებით და ა.შ. რომ საქართველო იყო შავი ხვრელი, რუსული სანქციების თავიდან არიდება ხდებოდა საქართველოს მეშვეობით და ა.შ. რაც მერე დადასტურდა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 01:15
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს - ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ რაიმე არსებითი კონკურენცია გაგვიწიოს
ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამისთვის გვაქვს ყველანაირი საფუძველი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 01:12
პოლიტიკა
პრემიერი: საბოტაჟი და მტრული საქმიანობის ხელშეწყობა ხდებოდა აბსოლუტურად ღიად და საჯაროდ, პირდაპირ საუბარი ჰქონდათ ომზე, სანქციების დაწესებაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე
საბოტაჟი და მტრული საქმიანობის ხელშეწყობა ხდებოდა აბსოლუტურად ღიად და საჯაროდ, პირდაპირ საუბარი ჰქონდათ ომზე, სანქციების დაწესებაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 01:09
პოლიტიკა
პრემიერი: კონკრეტული ძალები, რომლებიც იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ რევოლუციურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, გარედან ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუცია, რაც უკვე კრიმინალია
დაფინანსება გამოიყოფოდა კონკრეტულ ორგანიზაციებზე, რომლებიც, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩართული იყვნენ რევოლუციურ ქმედებებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:54
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 4 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა დაახლოებით 9,5%
ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 4 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა დაახლოებით 9,5 პროცენტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:53
პოლიტიკა
პრემიერი: სანიკიძემ თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, არავის აინტერესებს ზურაბიშვილის აზრიო, ხაბეიშვილს ათქმევინეს, პრეზიდენტი აღარ არის, აზრი აღარ გვაინტერესებსო, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი
როგორც ხდება ხოლმე მოძველებული საქონლის ჩამოწერა, ისე აქვს უკვე დაწყებული „დიფ სთეითს“ სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერის პროცესი და ამის შედეგებს მალე დაინახავთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:53
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე მაღაროელებზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, სამსახური. ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, სამსახური, არ გაუარესდეს სოციალური მდგომარეობა, ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, დანარჩენი დეტალებზეა დამოკიდებული, ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

20 მარტი 2025, 00:52
პოლიტიკა
პრემიერი: ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს, იმდენად მართლები ვართ, ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, იმ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც გადაწყვიტა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვერ დაველაპარაკებით
ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები ნებისმიერ ფორმატში, იმდენად მართლები ვართ და იმდენად გვაქვს ამის რწმენა, რომ ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, საჯაროდ თუ არასაჯაროდ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:49
პოლიტიკა
პრემიერი: როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში
როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, თუ ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებული, რატომ არ დადეს საკუთარი ხარჯები მაინც, პროკურატურა გააკეთებს იმას, რაც მათ ჰქონდათ დასამალი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:48
პოლიტიკა
პრემიერი: პარლამენტს ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი ანიჭებს, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია. არ შეიძლება, ქართველი ხალხი სააკაშვილმა, გვარამიამ, გახარიამ და ხაზარაძემ ჩატოვოს საბოტაჟის რეჟიმში
პარლამენტი არის ლეგიტიმური. ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:48
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თუ არ გინდა, „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი გინდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, მწამებლები, მკვლელები და რეკეტიორები, ორჯერ ორი ოთხია
დისკუსიაზე არ მოდიან, რადგან იციან, რომ „ნაცმოძრაობა“ კლავდა, აწამებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, ომი გააჩაღა და ა.შ., ეს ყველაფერი იციან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“.

20 მარტი 2025, 00:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არც ერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი, დიდი იმედი მაქვს, გახარიას პარტიასაც მოუწევს საპარლამენტო მანდატების დატოვება
პარლამენტში დღეს არის 3+1 პარტია წარმოდგენილი, იმედია, საბოლოოდ დარჩება სამი პოლიტიკური პარტია, იმიტომ, რომ არც გახარიას პარტიას არაფერი ესაქმება საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:45
პოლიტიკა
პრემიერი: აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები. 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა თვალი დაკარგა, ესეც ხომ ფარისევლობაა
უდიდესი რისკების მიუხედავად, ჩვენ რაც გვქონდა მთავარი ამოცანა დასახული, ის პირნათლად შევასრულეთ - არც ერთ ადამიანს არ დარჩა რაიმე კვალი ჯანმრთელობაზე, ამ მასშტაბის ძალადობის მიუხედავად და ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

20 მარტი 2025, 00:44
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: რა მდგომარეობაში იყო მედია 2012 წლამდე - „იმედი“ დაარბიეს, ყველა არხზე ერთი და იგივე სიუჟეტი იყო, ერთი და იგივე კამერით გადაღებული. ახლა ვისაც გაუხარდება დაწერს განცხადებას და ტელევიზიას გახსნის ხვალვე
ჩვეულებრივი ბანდიტები არიან და ახლა მოირგეს ბატკნის ტყავი და გამოგვივიდნენ დემოკრატიისთვის მებრძოლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ იმ ფონდების დამფუძნებლებზე საუბრისას, რომლებიც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ დააყადაღა.

20 მარტი 2025, 00:36
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: როგორ შეიძლება 7 ნოემბერს და ამ აქციებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა? სადაც არ უნდა მიხვიდე და საკანონმდებლო ორგანოს ფეიერვერკები დაუშინო, პოლიციელებს ურტყა არ არსებობს ეგეთი ქვეყანა, სადაც მაგისთვის მედალს დაგკიდებენ
როგორ შეიძლება 7 ნოემბერს და ამ აქციებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა? მთელს დედამიწაზე, სადაც არ უნდა მიხვიდე და საკანონმდებლო ორგანოს ფეიერვერკების წვიმა, რომ დაუშინო და შურდულებით ფანჯრები დაამტვრიო და ცეცხლი გააჩინო და პოლიციელებს ხელი ურტყა და წიხლები ურტყა და ბენზინიანი ბოთლები ესროლო და ცეცხლი წაუკიდო, არ არსებობს პლანეტაზე ეგეთი ქვეყანა, სადაც მაგის გულისთვის მედალს დაგკიდებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ.

20 მარტი 2025, 00:35
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ამ ფონდის მთავარი მიზანი თურმე ყოფილა გარკვეული დახმარება, როგორც გილაურმა დაწერა. სინამდვილეში, კარგად ვიცით, დიდი წილია ამგვარი ლობისტური საქმიანობის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ, რთული პროცესი დაიწყო ოპოზიციამ
მიაჩვიეს ჩვენი ყური, რომ დემოკრატიის სახელით, პრაქტიკულად გარკვეულ სადამსჯელო ოპერაციებს ატარებენ სხვადასხვა სახელმწიფოების და ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი გვტკივა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

20 მარტი 2025, 00:19
მსოფლიო
ტრამპმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას მისი დაცვის საუკეთესო საშუალება უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას მისი დაცვის საუკეთესო საშუალება უწოდა.

20 მარტი 2025, 00:19
პოლიტიკა
პრემიერი: ერთადერთი ქვეყანა შეიძლება ვიყოთ, სადაც შეგიძლია, ნებისმიერმა აგენტმა ხელი გაარტყას პოლიციელს და იქ პატიმრობაც არ უნდა იყოს შეფარდებული, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა
ერთადერთი ქვეყანა შეიძლება ვიყოთ, სადაც 300 კაცით შეიძლება გადაკეტო ცენტრალური გამზირი და ასევე ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეგიძლია, ნებისმიერმა აგენტმა გაარტყას ხელი პოლიციელს და იქ პატიმრობაც არ უნდა იყოს შეფარდებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.