ლევან მახაშვილი: ჩვენ როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ დეზინფორმაციისგან, უცხოური ჩარევებისგან

ლევან მახაშვილი
ფოტო: IMEDI/კადრი
ჩვენც როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ დეზინფორმაციისგან, უცხოური ჩარევებისგან და ა.შ, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა. ამით დეპუტატი გამოეხმაურა „ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის დაინიცირების შესახებ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას.
„USAID-თან დაკავშირებული სკანდალი და ფაქტობრივად, ყოველდღიურად ახალ-ახალ სკანდალებს ვიგებთ, რომელიც დაკავშირებულია უცხოურ ჩარევასთან, დეზინფორმაციასთან და ყალბი ნარატივების მხარდაჭერასთან. ამის ფონზე, საქართველო დღეს დგას სრულიად სხვა გამოწვევის წინაშე, ვიდრე იყო თუნდაც ერთი თვის წინ, ან ერთი წლის წინ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო ცდილობს და ფიქრობს, როგორ შეიძლება გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, ჩვენც როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოება დავიცვათ დეზინფორმაციისგან, უცხოური ჩარევებისგან და ა.შ.“, - განაცხადა მახაშვილმა.
„ფარას“ ანალოგიური კანონპროექტის დაინიცირების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
ყველა სიახლე

20 მარტი 2025, 00:10
პოლიტიკა
პრემიერი: სიგიჟეს წერენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში, რომ ზურაბიშვილია პრეზიდენტი, კრიმინალები უნდა გავათავისუფლოთ, ქვეყანა უნდა დასანქცირდეს, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ საპასუხო განცხადებებს და არასდროს ვართ მძაფრი რიტორიკის ინიციატორი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია 400 ხმით, თუ მეტით და ჩაწერა, რომ კრიმინალები უნდა გავათავისუფლოთ, ხელისუფლება უნდა დაისაჯოს, დასანქცირდეს, ქვეყანა უნდა დასანქცირდეს, ათასი უბედურება და სალომე ზურაბიშვილი გამოაცხადეს პრეზიდენტად, ხაბეიშვილი აღარ მიიჩნევს სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად, ხაბეიშვილმა როგორ უნდა გაჯობოს ჭკუაში 400 ევროპარლამენტარს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:10
პოლიტიკა
პრემიერი: აქციებზე იყო რამდენიმე ინციდენტი, თუმცა იყო ინსტრუქციები, რომ მაქსიმალურად გამოგვერიცხა ეს ყველაფერი. შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ არც ერთ ადამიანს არ მიდგომია ისეთი დაზიანება, რომელსაც რაიმე კვალი შეიძლებოდა დაეტოვებინა
იყო მძიმე ინციდენტები, შედეგის დადგომას რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია მტკიცებულებებსა და გამოძიებაზე, არც ერთ ადამიანს არ მიდგომია ისეთი დაზიანება, რომელსაც მის ჯანმრთელობაზე რაიმე გრძელვადიანი კვალი შეიძლებოდა დაეტოვებინა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

20 მარტი 2025, 00:05
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია რადიკალურ ოპოზიციაზე: ძალიან გამიხარდება თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, იქნებ, ამის შემდეგ შეიქმნას ქვეყანაში რეალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის რეალურ პრობლემებზე იმსჯელებს და არა საქართველოს დანგრევაზე
ძალიან გამიხარდება თუ არ მიიღებენ მონაწილეობას [არჩევნებში] და საბოლოოდ, როგორც მათი ღმერთი და მათი ლიდერი სააკაშვილი იტყოდა, თუ ჩაირეცხავენ თავებს, მე ნამდვილად არ მეწყინება ეს ამბავი, ეს მათი არჩევანი იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

20 მარტი 2025, 00:04
პოლიტიკა
მაია ბითაძე რადიკალებზე: გულწრფელად გითხრათ, თვითლიკვიდაციის და თვითგანადგურების ასეთი აქტიური კამპანია იშვიათად შეიძლება მოიძებნოს არათუ საქართველოს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში
გულწრფელად გითხრათ, თვითლიკვიდაციის და თვითგანადგურების ასეთი აქტიური კამპანია იშვიათად შეიძლება მოიძებნოს არათუ საქართველოს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

20 მარტი 2025, 00:03
პოლიტიკა
პრემიერი: ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან. არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში
ყველაფერი არის შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:00
მსოფლიო
ტრამპი ირანს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო მარაგების მიწოდება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო მარაგების მიწოდება.

19 მარტი 2025, 23:59
პოლიტიკა
პრემიერი: მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლებას, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სახელით დასაწესებელი სანქციების პაკეტის დაბლოკვის თაობაზე
მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, იმისათვის, რომ სწორედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სახელით დასაწესებელი სანქციების პაკეტის დაბლოკვის თაობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

19 მარტი 2025, 23:41
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, უკრაინის ხელისუფლება, უცხოელი პოლიტიკოსები, სრული კოორდინაცია იყო იმისათვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, ამაზე არ წავედით
გადავდოთ გვერდზე, რაც იყო დახურულ კარს მიღმა, გახსოვთ საჯარო მოწოდებები, საჯარო განცხადებები, რომლებსაც აკეთებდნენ ჩვენი NGO-ების ლიდერები და პოლიტიკოსები ომთან დაკავშირებით პირდაპირ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

19 მარტი 2025, 23:39
პოლიტიკა
მაია ბითაძე: წარუმატებლები და ლუზერები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ყველაზე მთავარი, რაც მათ ასეთად აქცევს, ეს არის ის ტყუილების კასკადი რომლითაც ცდილობენ საქართველოს მოსახლეობა მოატყუონ, რაც ბუნებრივია აღარ მუშაობს
აბსოლუტურად წარუმატებელი იქნება პოლიტიკური ლუზერების ნებისმიერი ქმედება იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველა მათი ქმედება. მათ შორის ასეთი ასტრონომიული თანხების ხარჯვა ლობისტური საქმიანობისთვის იქნება წარუმატებელი ერთი მიზეზის გამო, დღეს თეთრზე შავად ჩანს თუ რასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რითაც ნიკა გილაური მიერ ობისტური კომპანიის დაქირავებას გამოეხმაურა.

19 მარტი 2025, 23:39
პოლიტიკა
პრემიერი: ქართველი ხალხი სწორად რომ მსჯელობს ყველაფერზე, ამის შედეგია ის, რომ ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა არჩევნებზე, ევროპულ ბიუროკრატიას ქართველი ხალხი აღარ ენდობა
ნახეთ, რამხელა ფარსია - გამოდის ევროკავშირის ელჩი და აცხადებს, რომ, თითქოს, 28 ნოემბერს ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია, თუმცა ამ დროს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თვითონ გამოვიდა, თქვა, რომ შეჩერებული იყო ევროინტეგრაცია და თუ „ქართულ ოცნებას“ არ შეცვლიდა ქართველი ხალხი, ამ შემთხვევაში დავრჩებოდით შეჩერებულ მდგომარეობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“.

19 მარტი 2025, 23:34
პოლიტიკა
მაია ბითაძე: არავინ იფიქროს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება შეაჩერა - ყველაზე მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ეკონომიკურად გამართული და ძლიერი თავის სუვერენიტეტში
აბსოლუტურად სამარცხვინო იყო ის ბოლო რეზოლუცია, რაც ჩეხეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა მიიღო. ეს რეალურად არის ძალიან დიდი უცნაურობა, რომელიც აღძრავს კითხვას, რამდენად სუვერენული სახელმწიფოა თვითონ ჩეხეთი და რამდენად ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს პოზიციას საგარეო მიმართულებით, იმიტომ რომ ასეთი ასეთი გაუგებრობა საერთაშორისო ურთიერთობებში არის სამარცხვინო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

19 მარტი 2025, 23:33
პოლიტიკა
პრემიერი: ორი ფონდი აკრძალა ტრამპმა, ერთ-ერთის ხელმძღვანელი მე პირადად მესაუბრებოდა და მიიღო უარი მოთხოვნებზე, რაც უკავშირდებოდა ომს, მე ვუთხარი, რომ ვერ გადავდგამდით ამ ნაბიჯს, რადგან ეს ნიშნავდა საქართველოს განადგურებას
ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის „გლობალური ომის პარტია“, ჩვენ ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე ამერიკის შეერთებული შტატებისგან განცალკევებით და რეალურად, ვსაუბრობდით არსებითად იმაზე, რასაც დღეს Deep State-ს უწოდებს ტრამპის ადმინისტრაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

19 მარტი 2025, 23:24
პოლიტიკა
მაია ბითაძე ფონდებზე: ეს ფონდები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აქტიურად იყო გამოყენებული სწორედ ქვეყანაში როგორც დესტაბილიზაციის წახალისების, ასევე ე.წ. რევოლუციური სცენარების განვითარებისკენ
საინტერესო თემაა ფონდები, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ფონდები, რომელიც დღეს შერაცხილია, თითქოს ეს არის რაღაც საქველმოქმედო და ჰუმანიტარული მიზნების მქონე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

19 მარტი 2025, 23:09
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან
რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

19 მარტი 2025, 23:08
პოლიტიკა
პრემიერი: 9 პუნქტი იყო ტყუილი, რეალურად, ევროკავშირის ჩინოვნიკებისგან იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა ცესკოს და სასამართლოს. ევროპელი ჩინოვნიკები რასაც საუბრობდნენ, იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ხელისუფლების დათმობა
რაც შეეხება 9 პუნქტს, აქ პირდაპირ ითქვა ტყუილი, რეალურად, იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ასე პირდაპირ არ გამომდინარეობდა რეკომენდაციების ტექსტიდან, მაგრამ მერე იყო ინტერპრეტირებული ევროკავშირის ჩინოვნიკების მხრიდან, ეს ეხებოდა - ცესკოს და სასამართლოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

19 მარტი 2025, 23:00
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა და საბოლოო ჯამში ამან მოიტანა ის, რომ მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციისკენ
ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა ყველა მიმართულებით და საბოლოო ჯამში ამან მოიტანა ის, რომ მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

19 მარტი 2025, 22:56
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება
ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

19 მარტი 2025, 22:46
პოლიტიკა
პრემიერი: ევროკავშირის ბიუროკრატიიდან კონკრეტული ადამიანები პირდაპირ საუბრობენ, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში, ასეთ დროს რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კონკრეტულ ადამიანებს დღესაც სურთ მეორე ფრონტი საქართველოში
დღეს, ერთადერთი ვინც საუბრობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ომი უკრაინაში, არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპელ პოლიტიკოსებს, ისინი აკრიტიკებენ ტრამპის მიდგომას და ყველანაირად ცდილობენ, დაბრკოლებები შეუქმნან მის სამშვიდობო პროცესს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

19 მარტი 2025, 22:40
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც დაწყებულია და იმედი გვაქვს, მალე მივა ბოლომდე
აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

19 მარტი 2025, 22:39
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევალთ ნებისმიერ ურთიერთობებში, გვაქვს გზავნილები ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს
საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევალთ ჩვენ ნებისმიერ ურთიერთობებში, ვფიქრობ, შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.