არჩილ გორდულაძე: ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ყველას თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები - ამიტომაც პრევენციული მიზანი აქვს კანონმდებლობის გამკაცრებას

არჩილ გორდულაძე
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ყველას თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ კანონმდებლობაში ცვლილებების შესახებ საუბრისას.
მისი განმარტებით, ზოგადად კანონმდებლობის გამკაცრებას თავისი დასაბუთება აქვს, ხოლო მიზანი სხვადასხვა სახის კანონდარღვევის პრევენციაა.
„ე.წ. ოპოზიცია და რეალურად ამ ქვეყნისთვის არაკეთილმოსურნეები იმას კი არ ამბობენ, რომ კანონი უნდა იყოს დაცული, რომ პატივი უნდა ვცეთ სხვა ადამიანებს, არ უნდა მივაყენოთ შეურაცხყოფა, არ უნდა დავაბულინგოთ საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრები, უნდა დავემორჩილოთ სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას, პროტესტი უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში და ფარგლებში, არ უნდა შევეცადოთ, რომ სხვა ადამიანები დავაზიანოთ - პიროტექნიკა არ გამოვიყენოთ და ცოცხლად დაწვის მცდელობები არ გვქონდეს, სამართალდამცავი ორგანოების მიმართ აგრესიით და ძალადობით არ უნდა ვიყოთ გამორჩეულები, არ უნდა გავანადგუროთ სახელმწიფო, მუნიციპალური თუ კერძო საკუთრებები. ამ ყველაფერს არ ამბობენ ეს ადამიანები. პირიქით, ამბობენ, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ამისათვის პასუხისმგებლობა უნდა იყოს რბილიო.
ჩვენი დამოკიდებულება არის ამისგან აბსოლუტურად განსხვავებული. ჩვენ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებები, პატივი უნდა ვცეთ სხვა ადამიანებს, არ გვჭირდება ბულინგი, არ არის ამ საზოგადოებისთვის მისაღები ძალადობა, ადამიანების ცოცხლად დაწვა.
იმისათვის, რომ ამ ყველაფრის პრევენცია მოვახდინოთ, საჭიროა, მკაცრი პასუხისმგებლობა იყოს დაკისრებული, რომ ადამიანებისთვის იყოს ეს მბოჭავი და არ გაუჩნდეს ცდუნება, მიუხედავად იმისა, რა მითითებას მიიღებენ, ასე უხეშად დაარღვიონ ჩვენი კანონმდებლობა და სხვა ადამიანის უფლებები.
საბოლოო ჯამში ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ყველას თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი უფლებები. სხვას რომ უფლებები აქვს, სამწუხაროდ, „ნაცკლასტერის“ წარმომადგენლებს და მათ მიერ დაორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფებს, ამის აღიარება არ უნდათ და ბერკეტები ხომ ჰქონდეთ ხელში, ალბათ სიტყვის ამოღებას და სუნთქვას აგვიკრძალავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ და ნამდვილად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა.
მათ არ აქვთ ეს ბერკეტები და ქუცაში კი ვხედავთ, როგორ დემონსტრაციულად ცდილობენ, რომ უხეში და მაპროვოცირებელი გზებით დაარღვიონ კანონმდებლობა და სხვისი უსაფრთხოებაც. ამიტომაც პრევენციული მიზანი აქვს კანონმდებლობის გამკაცრებას”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კითხვაზე, საკანონმდებლო ცვილელებებთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის ფონზე აქვს თუ არა მმართველ გუნდს მოლოდინი, რომ პარლამენტში მიმდინარე განხილვებში გიორგი გახარიას გუნდი ჩაერთვება, გორდულაძემ განაცხადა, რომ არავის აინტერესებს, რაში ჩაერთვება გახარია.
„ძალიან შავ დღეში არიან გახარია და მისი ბანდის სხვა წარმომადგენლები. ორი არჩევანი აქვთ, ორ ცეცხლს შუა არიან - შემოვლენ და ნაცმოძრაობის სხვა წევრები ერთ ამბავს აუტეხენ, ხოლო თუ არ შემოვლენ, კი ბატონო, გაცდენების გამო მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორც ეს რეგლამენტით არის გათვალისწინებული, შევუწყვეტთ მანდატებს.
რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს [გახარიამ], არ ვიცი და რეალურად არც არასდროს არ ყოფილან არც ბატონი გახარია და არც მისი წევრები დამოუკიდებლები თავიანთ გადაწყვეტილებებში. ახლა ელოდებიან მითითების მიღებას, მითითება აგვიანებს და ამიტომაც არიან ჩუმად. მითითებას ელოდებიან იმ ადამიანებისგან და გავლენიანი ძალებისგან, რომელთა გავლენების ქვეშ ყოველთვის იყო ეს ადამიანი და რომელთა მითითებით მოქმედებდა ხოლმე მათ შორის, მაშინაც, როდესაც ჩვენი გუნდიდან ასე მოღალატეობრივად წავიდა და ასე გადაეფარა კანონის უხეშ დამრღვევ ნიკანორ მელიას”, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესულ ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა. ცვლილებების მიხედვით, გაიზარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე, ასევე, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე, აიკრძალა დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება. გაიზარდა სისხლის სამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა, მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს განაცხადა, რომ„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისთვის სახელმწიფოს მართვის ყველა შესაბამისი ბერკეტის მისაღებად რამდენიმე კანონს დააინიცირებს.
ყველა სიახლე

18 მარტი 2025, 18:49
მსოფლიო
თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი პუტინთან საუბრისთვის და რაც შეიძლება მალე სურს მშვიდობის მიღწევა
თეთრი სახლის პრესმდივნის მოადგილემ, ჰარისონ ფილდსმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი პატივს სცემს დონალდ ტრამპს.

18 მარტი 2025, 18:40
საზოგადოება
„საქართველოს მელიორაციას“ გიგლა თამაზაშვილი უხელმძღვანელებს
შპს „საქართველოს მელიორაციას“ გიგლა თამაზაშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

18 მარტი 2025, 18:36
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე ტრამპი-პუტინის საუბარზე: არ ველოდები რაღაც სერიოზულ გარღვევას, რომ დღეს ყველაფერი გადაწყდება, მაგრამ ველოდები, რომ იქნება გარკვეული წინსვლა სამშვიდობო პროცესში
არ ველოდები რაღაც სერიოზულ გარღვევას, რომ დღეს ყველაფერი გადაწყდება, მაგრამ ველოდები, რომ იქნება გარკვეული წინსვლა სამშვიდობო პროცესში, რაღაც მონახაზს გამოაცხადებენ და შემდგომში ეს პროცესი გაგრძელდება,- განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ.

18 მარტი 2025, 18:35
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვინდა ომის დასრულება წელს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ უკრაინას ომის დასრულება სურს წელს და მოელის, რომ რუსეთი მიიღებს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა თუ რუსეთი უარს იტყვის, უკრაინელები გააგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას.

18 მარტი 2025, 18:30
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ლანდსბერგისზე: ძალიან უსიამოვნოდ მახსენდება მასთან შეხვედრა, მისი უპატივცემულო დამოკიდებულება მთლიანად საქართველოს, სახელმწიფოს მიმართ იმიტომ, რომ იმ შემთხვევაში როგორც ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები ასე ვხვდებოდით
საერთოდ არ მიკვირს ის მიზნობრიობა, რისთვისაც ახლა არის ჩამოსული და რა საქმიანობასაც ეწევა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

18 მარტი 2025, 18:21
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: ოპოზიციის მხრიდან ჩვენ მივეჩვიეთ არაკონსტრუქციულობას წლების განმავლობაში, მივეჩვიეთ საბოტაჟს და მივეჩვიეთ მუდმივად კანონებში რაღაც შავი ხვრელების ძებნას, ეს არის მათი ხელწერა
ოპოზიციის მხრიდან ჩვენ მივეჩვიეთ არაკონსტრუქციულობას წლების განმავლობაში, მივეჩვიეთ საბოტაჟს და მივეჩვიეთ მუდმივად კანონებში რაღაც შავი ხვრელების ძებნას, ეს არის მათი ხელწერა. ისინი არ არიან დაკავებული არც საკანონმდებლო საქმიანობით, როგორც ოპოზიციური პარტიები და საპროტესტო აქციებიც აქციეს ნამდვილ საომარი დაპირისპირებების არეალად, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებაზე საუბრისას.

18 მარტი 2025, 18:20
პოლიტიკა
ამირან სალუქვაძე: საჭიროა ოპოზიციის სახლში გაშვება, სხვანაირად ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესს ვერ მივაღწევთ
„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ვერც კი დამალეს იმდენად მკვეთრი იყო ეს გადასვლა - საერთო ლიდერიდან უცებ მეცხრე ხარისხოვან მარიონეტად იქცა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რიგით აქტივისტს გაუტოლეს. უფრო გარეთ შეიცვალა რაღაც, ვიდრე შიგნით, რადგან კარგად ჩანს რომ დავალებებს ასრულებდნენ და ცვლილებებიც კონკრეტულ ვიზიტებს უკავშირდებ. ამ ცვლილებებს ვუკავშირებ ოპოზიციის ლიდერების ვიზიტს ლონდონში. რაღაც სიგნალი მიიღეს, რომლითაც ითქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის პერსპექტიული და მოდი, ჩამოვწეროთო. ეს არის გარე დავალებები. ცენტრიც შეიცვალა, ადრე თუ მეტწილად ვაშინგტონიდან იმართებოდნენ, ახლა ლონდონისკენ ინაცვლებს ცენტრი“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

18 მარტი 2025, 18:18
მსოფლიო
ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ სრულად ენდობა ტრამპის უნარს, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს
ნატოს გენერალური მდივანი, მარკ რუტე „სრულად ენდობა“ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უნარს, მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

18 მარტი 2025, 18:15
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ფონდების დაყადაღებაზე: ქველმოქმედების შეფუთვით აკეთებდნენ რევოლუციებს. გვახსოვს რა ქარცეცხლში გახვიეს ქვეყანა. სწორედ ამ საფუძვლით იქმნებოდა ეს ფონდი და ირიცხებოდა თანხები. ეს ფონდი იყო „ნაცმოძრაობის“ შავი ყულაბა
ნანუკა ჟორჟოლიანის აქტივობები პირდაპირ დაკავშირებული იყო დანაშაულის წახალისებასთან, მფარველობასთან, პოლიციელებზე, პარლამენტზე, სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმის ორგანიზებასთან. ეს ფონდი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შავი ყულაბა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, პროკურატურის მიერ კონკრეტული ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით.

18 მარტი 2025, 18:06
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ის, რომ „გენდერული თანასწორობა“ შეიცვალოს ტერმინით „ქალსა და კაცს შორის თანასწორობით“, არ აზიანებს იმ დიდ იდეას, რომელიც გულისხმობს, რომ ქალებს დამატებითი შესაძლებლობები მიეცეთ, გაძლიერდნენ
„მე ვიყავი ქალების ინტერესების და უფლებების დამცველი საპარლამენტო ცხოვრებაში და მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის ჭრილში და დავრჩები. [პარლამენტში] დღევანდელი მეორე მოსმენით არც მუნიციპალური საბჭოები არ გაუქმდება. აღნიშნულ საბჭოებს გადაერქმევა სახელი და იქნება ქალების და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოები. მათ შორის მუნიციპალიტეტებში, მერიებში იქნებიან ქალთა საკითხებზე პასუხისმგებელი პირები. ის ცვლილებები, რომელიც გულისხმობს, რომ „გენდერული თანასწორობა“ შეიცვალოს ტერმინით „ქალსა და კაცს შორის თანასწორობით“ და „სქესთა შორის თანასწორობით“, არ აზიანებს იმ დიდ იდეას, რომელიც გულისხმობს, რომ ქალებს დამატებითი შესაძლებლობები მიეცეთ, გაძლიერდნენ, მათზე მორგებული პოლიტიკა იწარმოოს. მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი ამ კუთხით არ იცვლის პრიორიტეტებს. ჩვენ ისედაც ტერმინი „გენდერული თანასწორობა“ გვქონდა განმარტებული როგორც ქალსა და კაცს შორის თანასწორობა. ეს არის თანამედროვე განმარტება“, - აღნიშნა წილოსანმა.

18 მარტი 2025, 18:06
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო: ზელენსკი იმ გუნდის უბედური ლიდერია, რომელსაც ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავს
გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გუნდს ქვეყანა დიქტატურისკენ მიჰყავთ.

18 მარტი 2025, 18:05
სპორტი
BBC: უელსისა და საქართველოს ფლეი-ოფში თამაში ექვსი ერის ჩემპიონატისთვის სავსებით ლოგიკურია
ეს იქნებოდა თამაში, რომლის ნახვაც ხალხს მოუნდება.

18 მარტი 2025, 17:59
მსოფლიო
Liberties: ევროკავშირის ქვეყნებში 2024-2025 წლებში კანონის უზენაესობის პრობლემები და დემოკრატიის დაღმასვლა ფიქსირდება
ორგანიზაცია „ევროპისთვის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა“ (Liberties) კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ევროკავშირში 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში კანონის უზენაესობის პრობლემებსა და დემოკრატიის დაღმასვლაზეა საუბარი.

18 მარტი 2025, 17:19
რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესის დარბაზი გაიხსნა
ხობის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესის დარბაზი გაიხსნა.

18 მარტი 2025, 17:18
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ოპოზიციასთან შეხვედრაზე: სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან საქართველო გამძაფრებულ შემოტევას აწყდება
სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან საქართველო გამძაფრებულ შემოტევას აწყდება.

18 მარტი 2025, 17:17
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეიძლება იყოს ყოფილი მინისტრი, მაგრამ „დიფ სთეითისგან“ მართული ყოფილი - ასეთი რამ არ არსებობს
გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეიძლება იყოს ყოფილი მინისტრი, მაგრამ „დიფ სთეითისგან“ მართული ყოფილი - ასეთი რამ არ არსებობს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვიზიტზე საუბრისას.

18 მარტი 2025, 17:10
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ჩეხეთის საელჩოს პასუხზე: მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო. ასეთ აბსურდს რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, ზუსტად, ასე მუშაობს „დიფ სთეითი“
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა.

18 მარტი 2025, 17:05
პოლიტიკა
ესკლაციის მართვის კონსულტანტი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
შენობაში შეიყვანეს მხოლოდ მათთვის სასურველი მედიის წარმომადგენლები, სიაში ვერ მოხვდნენ „იმედი“, „რუსთავი ორი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. რატომ დაიკეტა კარი რამდენიმე მედიისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ორგანიზაციულ საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

18 მარტი 2025, 17:04
პოლიტიკა
ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები ააქტიურებენ
საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები ააქტიურებენ, - განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

18 მარტი 2025, 16:45
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.