პრემიერი: ჩვენი მთავრობა პირველი ხელისუფლებაა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის დროსაც საქართველომ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
2022 წლიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან ბევრს ვიბრძვით, რათა თავიდან ავიცილოთ ომი საქართველოში, ჩვენი მთავრობა, არის პირველი ხელისუფლება საქართველოს უახლეს ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომლის დროსაც საქართველომ შეძლო მშვიდობის შენარჩუნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია სწორედ მშვიდობის საკითხზე იყო კონცენტრირებული.
„90-იანი წლებიდან საქართველოში ოთხი განსხვავებული ომი გვქონდა. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რა არის მშვიდობის რეალური ღირებულება. 2022 წელი უაღრესად რთული იყო საქართველოსთვის, რადგან იყო დიდი ინტერესი, რომ მეორე ფრონტის ხაზი ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო.
მაგრამ ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესები და მოვახერხეთ ამ ქვეყანაში ომის თავიდან აცილება. ამიტომ, ჩვენი საარჩევნო კამპანიაც მშვიდობის საკითხზე იყო კონცენტრირებული.
ქართველ ხალხს ვუთხარით, რომ ეს არჩევნებიც, 2024 წლის არჩევნები, იყო ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების გზა და რომ „ქართულ ოცნებას” ამ მხრივ ალტერნატივა არ ჰქონდა, რადგან ოპოზიცია საზღვარგარეთ მოკავშირეებთან ერთად ფართოდ გვიბიძგებდა ომისკენ. მიუხედავად ამ სირთულეებისა, მიუხედავად პირდაპირი მოწოდებისა, რომ საქართველო მეორე ფრონტის ხაზი გამხდარიყო, ასეთი გზავნილები გვქონდა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისგან და ა.შ. ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება, რაც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიღწევაა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ასე რომ, მშვიდობა ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დღესაც,”- განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გზავნილები ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს, რომ უკრაინაში ომი მეტ-ნაკლებად მალე დასრულდება.
„როდესაც უკრაინაზე ვსაუბრობთ, ჩვენ, რა თქმა უნდა, უკიდურესად შეშფოთებული ვართ უკრაინაში არსებული სიტუაციით. უკრაინელი ხალხი მეგობარი ერია, ქვეყანა მეგობარი ქვეყანაა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ძლიერ შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში შექმნილი ვითარებით. თავიდანვე, ჩვენი მთავრობა ამბობდა, 2021 წლიდან, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა კონცენტრირებულიყო უკრაინაში ომის თავიდან აცილებაზე, რაც შესაძლებელი იყო. მაგრამ, საბოლოოდ, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ, უკრაინაში ომი დაწყებულიყო. უკრაინელი ხალხი ძალიან იტანჯება. ეს არის მთავარი პრობლემა. ამდენი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ინფრასტრუქტურა. ეკონომიკა განადგურებულია. უკრაინამ ტერიტორიების 20% დაკარგა. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა.უკრაინელი ხალხი არ იმსახურებდა ასეთ შედეგებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ომი მალე დასრულდება. შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გზავნილები ოპტიმისტურად გვაფიქრებინებს, რომ ომი მეტ-ნაკლებად მალე დასრულდება“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე

20 მარტი 2025, 02:03
მსოფლიო
იტალიის პრემიერი: არ ვფიქრობ, რომ ოდესმე გამომიყენებია სიტყვა გამარჯვება უკრაინაში ომთან დაკავშირებით
არ ვფიქრობ, რომ ოდესმე გამომიყენებია სიტყვა გამარჯვება უკრაინაში ომთან დაკავშირებით, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

20 მარტი 2025, 01:46
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი არჩევნებში იმარჯვებს, მემარცხენე „დიფ სთეითი“ იყენებს სასამართლო სისტემას ხალხის ნების წინააღმდეგ - ისინი ვერ გაიმარჯვებენ
ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი არჩევნებში იმარჯვებს, მემარცხენე „დიფ სთეითი“ იყენებს სასამართლო სისტემას ხალხის ნების წინააღმდეგ, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

20 მარტი 2025, 01:23
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: პრემიერის, ვიცე-პრემიერის დასანქცირება ნიშნავს პოლიტიკურ თავდასხმას სხვა სახელმწიფოზე, მტრობის აქტია და კონკრეტული NGO-ები, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოცემაში მონაწილეობდნენ
პირდაპირ გამოდიოდნენ პოლიტიკოსები, პარტიები, წამყვანი ოპოზიციური რადიკალური პარტიები და პირდაპირ ამბობდნენ ტყუილს, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და გვემუქრებოდნენ ამის საფუძველზე გარედან სანქციებით და ა.შ. რომ საქართველო იყო შავი ხვრელი, რუსული სანქციების თავიდან არიდება ხდებოდა საქართველოს მეშვეობით და ა.შ. რაც მერე დადასტურდა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 01:15
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს - ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ რაიმე არსებითი კონკურენცია გაგვიწიოს
ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამისთვის გვაქვს ყველანაირი საფუძველი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 01:12
პოლიტიკა
პრემიერი: საბოტაჟი და მტრული საქმიანობის ხელშეწყობა ხდებოდა აბსოლუტურად ღიად და საჯაროდ, პირდაპირ საუბარი ჰქონდათ ომზე, სანქციების დაწესებაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე
საბოტაჟი და მტრული საქმიანობის ხელშეწყობა ხდებოდა აბსოლუტურად ღიად და საჯაროდ, პირდაპირ საუბარი ჰქონდათ ომზე, სანქციების დაწესებაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 01:09
პოლიტიკა
პრემიერი: კონკრეტული ძალები, რომლებიც იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ რევოლუციურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, გარედან ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუცია, რაც უკვე კრიმინალია
დაფინანსება გამოიყოფოდა კონკრეტულ ორგანიზაციებზე, რომლებიც, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩართული იყვნენ რევოლუციურ ქმედებებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:54
ეკონომიკა
ირაკლი კობახიძე: ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 4 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა დაახლოებით 9,5%
ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 4 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა დაახლოებით 9,5 პროცენტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:53
პოლიტიკა
პრემიერი: სანიკიძემ თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, არავის აინტერესებს ზურაბიშვილის აზრიო, ხაბეიშვილს ათქმევინეს, პრეზიდენტი აღარ არის, აზრი აღარ გვაინტერესებსო, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი
როგორც ხდება ხოლმე მოძველებული საქონლის ჩამოწერა, ისე აქვს უკვე დაწყებული „დიფ სთეითს“ სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერის პროცესი და ამის შედეგებს მალე დაინახავთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:53
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე მაღაროელებზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, სამსახური. ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, სამსახური, არ გაუარესდეს სოციალური მდგომარეობა, ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, დანარჩენი დეტალებზეა დამოკიდებული, ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

20 მარტი 2025, 00:52
პოლიტიკა
პრემიერი: ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს, იმდენად მართლები ვართ, ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, იმ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც გადაწყვიტა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვერ დაველაპარაკებით
ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები ნებისმიერ ფორმატში, იმდენად მართლები ვართ და იმდენად გვაქვს ამის რწმენა, რომ ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, საჯაროდ თუ არასაჯაროდ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:49
პოლიტიკა
პრემიერი: როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში
როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, თუ ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებული, რატომ არ დადეს საკუთარი ხარჯები მაინც, პროკურატურა გააკეთებს იმას, რაც მათ ჰქონდათ დასამალი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:48
პოლიტიკა
პრემიერი: პარლამენტს ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი ანიჭებს, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია. არ შეიძლება, ქართველი ხალხი სააკაშვილმა, გვარამიამ, გახარიამ და ხაზარაძემ ჩატოვოს საბოტაჟის რეჟიმში
პარლამენტი არის ლეგიტიმური. ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:48
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: თუ არ გინდა, „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი გინდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, მწამებლები, მკვლელები და რეკეტიორები, ორჯერ ორი ოთხია
დისკუსიაზე არ მოდიან, რადგან იციან, რომ „ნაცმოძრაობა“ კლავდა, აწამებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, ომი გააჩაღა და ა.შ., ეს ყველაფერი იციან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“.

20 მარტი 2025, 00:45
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არც ერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი, დიდი იმედი მაქვს, გახარიას პარტიასაც მოუწევს საპარლამენტო მანდატების დატოვება
პარლამენტში დღეს არის 3+1 პარტია წარმოდგენილი, იმედია, საბოლოოდ დარჩება სამი პოლიტიკური პარტია, იმიტომ, რომ არც გახარიას პარტიას არაფერი ესაქმება საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:45
პოლიტიკა
პრემიერი: აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები. 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა თვალი დაკარგა, ესეც ხომ ფარისევლობაა
უდიდესი რისკების მიუხედავად, ჩვენ რაც გვქონდა მთავარი ამოცანა დასახული, ის პირნათლად შევასრულეთ - არც ერთ ადამიანს არ დარჩა რაიმე კვალი ჯანმრთელობაზე, ამ მასშტაბის ძალადობის მიუხედავად და ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

20 მარტი 2025, 00:44
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: რა მდგომარეობაში იყო მედია 2012 წლამდე - „იმედი“ დაარბიეს, ყველა არხზე ერთი და იგივე სიუჟეტი იყო, ერთი და იგივე კამერით გადაღებული. ახლა ვისაც გაუხარდება დაწერს განცხადებას და ტელევიზიას გახსნის ხვალვე
ჩვეულებრივი ბანდიტები არიან და ახლა მოირგეს ბატკნის ტყავი და გამოგვივიდნენ დემოკრატიისთვის მებრძოლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ იმ ფონდების დამფუძნებლებზე საუბრისას, რომლებიც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ დააყადაღა.

20 მარტი 2025, 00:36
პოლიტიკა
დაჩი ცაგურია: როგორ შეიძლება 7 ნოემბერს და ამ აქციებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა? სადაც არ უნდა მიხვიდე და საკანონმდებლო ორგანოს ფეიერვერკები დაუშინო, პოლიციელებს ურტყა არ არსებობს ეგეთი ქვეყანა, სადაც მაგისთვის მედალს დაგკიდებენ
როგორ შეიძლება 7 ნოემბერს და ამ აქციებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა? მთელს დედამიწაზე, სადაც არ უნდა მიხვიდე და საკანონმდებლო ორგანოს ფეიერვერკების წვიმა, რომ დაუშინო და შურდულებით ფანჯრები დაამტვრიო და ცეცხლი გააჩინო და პოლიციელებს ხელი ურტყა და წიხლები ურტყა და ბენზინიანი ბოთლები ესროლო და ცეცხლი წაუკიდო, არ არსებობს პლანეტაზე ეგეთი ქვეყანა, სადაც მაგის გულისთვის მედალს დაგკიდებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ.

20 მარტი 2025, 00:35
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ამ ფონდის მთავარი მიზანი თურმე ყოფილა გარკვეული დახმარება, როგორც გილაურმა დაწერა. სინამდვილეში, კარგად ვიცით, დიდი წილია ამგვარი ლობისტური საქმიანობის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ, რთული პროცესი დაიწყო ოპოზიციამ
მიაჩვიეს ჩვენი ყური, რომ დემოკრატიის სახელით, პრაქტიკულად გარკვეულ სადამსჯელო ოპერაციებს ატარებენ სხვადასხვა სახელმწიფოების და ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი გვტკივა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

20 მარტი 2025, 00:19
მსოფლიო
ტრამპმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას მისი დაცვის საუკეთესო საშუალება უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას მისი დაცვის საუკეთესო საშუალება უწოდა.

20 მარტი 2025, 00:19
პოლიტიკა
პრემიერი: ერთადერთი ქვეყანა შეიძლება ვიყოთ, სადაც შეგიძლია, ნებისმიერმა აგენტმა ხელი გაარტყას პოლიციელს და იქ პატიმრობაც არ უნდა იყოს შეფარდებული, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა
ერთადერთი ქვეყანა შეიძლება ვიყოთ, სადაც 300 კაცით შეიძლება გადაკეტო ცენტრალური გამზირი და ასევე ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეგიძლია, ნებისმიერმა აგენტმა გაარტყას ხელი პოლიციელს და იქ პატიმრობაც არ უნდა იყოს შეფარდებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.