ირაკლი კირცხალია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარის შემცველ განცხადებაზე: სანამ ხელს გაიშვერენ ვინმესკენ, ყოველთვის დაუკვირდნენ რა ხდება თავიანთ ქვეყანაში და რა პოლიტიკას აწარმოებენ თვითონ

ირაკლი კირცხალია
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარის შემცველ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც კირცხალიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აღნიშნა, უვიზო მიმოსვლის საკითხი მათი გადასაწყვეტი არ არის და ამას თავისი ინსტრუქცია აქვს.
„თქვენ გახსოვთ, ბოლო თვეებში განსაკუთრებით ყველაზე მძაფრად გამოირჩეოდნენ ამ სანქციების კუთხით, ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებიც ამ სანქციებს აანონსებდნენ და ამ რეზოლუციებში იღებდნენ მონაწილეობას.
კიდევ ეკონომიკას ვუბრუნდები, ვინაიდან დღეს ეკონომიკაა ჩვენი ძირითადი ხაზი. საშუალოდ 20%-ით არის ვაჭრობა გაზრდილი ბალტიისპირა ქვეყნების რუსეთთან, განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ. მინდა გამოვყო ღვინის ექსპორტი, რომელიც 22-დან 25%-მდე არის გაზრდილი, სადაც ნამდვილად მე არაერთხელ ვარ ნამყოფი ლატვიასა და ლიეტუვაშიც და არ მგონია, რომ დიდი ვაზის კულტურები ჰქონდეთ, ხომ?! რაღაცა მერკანტილური ნიშნებიც ხომ არ იკვეთება, აქაც რაღაც უფრო ვიწროპარტიული გამძაფრებული ნიშნებიც ხომ არ იკვეთება.
რაც შეეხება ამ ხმამაღალ განცხადებებს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ახლა შევახსენებ, რომ ეს მათი გადასაწყვეტი არ არის და ასევე კანონმდებლობით როგორ ხდება, იქ თავისი ინსტრუქცია აქვთ, თავისი საკანონმდებლო ბაზა არსებობს და გადახედონ თუ რა ურთიერთობა გვაქვს საზღვარზე, თუ რა პოზიციები აქვთ ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს „ევროპოლთან“, რა ურთიერთობა გვაქვს „ევროჯასტთან“, რა შეფასებებია „ევროპოლიდან“, რა შეფასებებია „ევროჯასტიდან“, რა შეფასებებია თუნდაც სასამართლო კუთხით, საზღვრის მართვის კუთხით და ამის შემდეგ აკეთონ ასეთი ხმამაღალი განცხადებები.
კიდევ ერთხელ, სანამ ხელს გაიშვერენ ვინმესკენ, ყოველთვის დაუკვირდნენ რა ხდება თავიანთ ქვეყანაში და რა პოლიტიკას აწარმოებენ თვითონ. საუბრობენ ერთს და რიტორიკით და რეალურად მეორეს [აკეთებენ]. შემთხვევით, ხომ არ გვაგონებენ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომლებიც რიტორიკით ერთს ამბობდნენ და შემდეგ საქმით 100% სხვა საქმეს აკეთებდნენ. მოვუწოდებდი, რომ უფრო თავის შიდა სახელმწიფო საკითხს მიხედონ და კიდევ ერთხელ თავხედურად და უტიფრად ნუ ერევიან დამოუკიდებელი ქვეყნის ურთიერთობებში“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
ყველა სიახლე

19 მარტი 2025, 22:24
პოლიტიკა
პრემიერი: თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, ვფიქრობ, აშშ-საქართველოს ურთიერთობები აღდგება
ღირებულებითი თანხვედრა მკაფიოდ ჩანს, მათ შორის, საჯარო გზავნილებიდან, რასაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, დანარჩენი არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად გათავისუფლდება ახალი ადმინისტრაცია სრულად „დიფ სთეითისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“.

19 მარტი 2025, 22:20
პოლიტიკა
პრემიერი: ჩვენი სურვილია, სრულებით გადაიტვირთოს აშშ-თან ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას
ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში, მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

19 მარტი 2025, 21:45
სპორტი
ოთარ კიტეიშვილი: კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია
კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, - განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენციაზე.

19 მარტი 2025, 21:37
სპორტი
ვილი სანიოლი: ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება, თუმცა მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ და სომხეთს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ
ეს დერბია და ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე.

19 მარტი 2025, 21:22
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი: ჩემი მითითება სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთვის მკაფიოა - არ დაუშვათ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა, სომხეთი მშვიდობისკენ მიემართება და არა ომისკენ
სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება, -განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

19 მარტი 2025, 20:49
მსოფლიო
მედია: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბ-ბინასთან გზები ინციდენტის გამო გადაკეტეს
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შტაბ-ბინასთან გზები ინციდენტის გამო გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

19 მარტი 2025, 20:48
ეკონომიკა
სამ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მხოლოდ ერთ თვეში - საქსტატი საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდას ადასტურებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15,6%-ით მოიმატა. იანვარ-თებერვლის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

19 მარტი 2025, 20:42
პოლიტიკა
ინდოეთი და საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობას იწყებენ - საგარეო საქმეთა მინისტრის სამდღიანი ვიზიტის შედეგები და გზავნილები ნიუ-დელიდან. ჩართვა „ქრონიკაში“ ინდოეთიდან
საქართველო თავისუფალ ვაჭრობას კიდევ ერთი მიმართულებით დაიწყებს, ინდოეთთან საკითხის განხილვა იწყება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ინდოეთში და საქართველოს პირველი მონაწილეობა ნიუ-დელის საერთაშორისო კონფერენციაში დასრულებულია.

19 მარტი 2025, 20:35
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი მოადგილეებთან ერთად ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, მოადგილეებთან ერთად, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს შეხვდა.

19 მარტი 2025, 20:32
მსოფლიო
ისრაელის არმიაში ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში წერტილოვანი სახმელეთო ოპერაციის დაწყება დაადასტურეს
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში წერტილოვანი სახმელეთო ოპერაციის დაწყება დაადასტურეს.

19 მარტი 2025, 20:32
პოლიტიკა
რუმინეთის უნიკალური გამოცდილება და მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბუქარესტში. „ქრონიკა“ რუმინეთიდან
რუმინეთის პარლამენტის მიწვევით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტშია და შეხვედრებს მართავს.

19 მარტი 2025, 20:22
პოლიტიკა
უმკაცრესი სასჯელი, მათ შორის ქონების ჩამორთმევა და სავალდებულო მკურნალობა მომხმარებლებისთვის - ანტინარკოტიკული რეფორმა პირველი მოსმენით მიღებულია. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა და მასშტაბური რეფორმა, რომელიც ორი მოსმენის შემდეგ ამოქმედდება. პარლამენტშია კანონპროექტი, რომელიც გამსაღებლების მიმართ უმკაცრეს სასჯელს ითვალისწინებს, მომხმარებელთა შესახებ კი ახალ მიდგომასაც ნერგავს, მათ შორის იძულებით მკურნალობას.

19 მარტი 2025, 20:15
პოლიტიკა
ფონდები არეულობისთვის - ნიკა გილაურს ეკუთვნის ერთ-ერთი ფონდი, რომლის ანგარიში ძალადობრივი აქციების დაფინანსების გამო დაყადაღებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ნიკა გილაურს ეკუთვნის ერთ-ერთი ფონდი, რომლის ანგარიში ძალადობრივი აქციების დაფინანსების გამო დაყადაღებულია.

19 მარტი 2025, 20:13
პოლიტიკა
ნიკა გილაური თავის მართლების რეჟიმშია მას შემდეგ, რაც აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან 600 ათასი დოლარის სანაცვლოდ ლობისტები დაიქირავა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
600 ათასი დოლარი ნახევარი წლით ლობისტებისთვის - ნიკა გილაურის ხარჯები აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

19 მარტი 2025, 19:48
მსოფლიო
ტრამპი: ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

19 მარტი 2025, 19:37
მსოფლიო
პუტინი: რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურებას ასრულებენ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს.

19 მარტი 2025, 19:01
მსოფლიო
ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოტენციური შემსუბუქება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ განიხილება
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოტენციური შემსუბუქება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ განიხილება.

19 მარტი 2025, 18:58
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილმა მოადგილეებთან ერთად სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ანრი ოხანაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში სამუშაო შეხვედრა გამართა.

19 მარტი 2025, 18:47
პოლიტიკა
ირაკლი გოგავა: არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მიზანია, რომ გლობალისტების მოკავშირე ზელენსკი ჩამოაშოროს ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით, მას უკვე არც თუ ისე ლეგიტიმურად უკავია
არა მხოლოდ რუსეთის, არამედ შეერთებული შტატების, ანუ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მიზანია, რომ გლობალისტების მოკავშირე ზელენსკი ჩამოაშოროს ხელისუფლებას, რომელიც უკრაინის კონსტიტუციით, მას უკვე არც თუ ისე ლეგიტიმურად უკავია, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ. აღნიშნული განცხადებით მან უპასუხა კითხვას, რუსეთის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შესაძლებელია თუ არა იყოს ზელენსკის გვერდზე გაწევა.

19 მარტი 2025, 18:36
მსოფლიო
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.