12 თებერვალი 2025, 18:37 / სანდო წყარო

ირაკლი კირცხალია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მოხვედრაზე: ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ, ნატოს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ, მაგრამ ეს ჩვენთვის გამოწვევად რჩება

ირაკლი კირცხალია

ირაკლი კირცხალია

ეფექტური სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს გახდა იმის წინაპირობა, რომ საქართველო მოწინავე ადგილს იკავებს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ.

„ეს ერთ-ერთი რეიტინგია იმ ბევრ საერთაშორისო რეიტინგებს შორის, რომელიც გამოქვეყნებულა ძალიან ავტორიტეტული და წამყვანი კვლევითი ორგანიზაციების მიერ საქართველოსთან მიმართებაში, რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში. ეს არის ერთ-ერთი რეიტინგი, სადაც საქართველო არის მოწინავე ადგილებზე და კანდიდატ ქვეყნებს არც ვგულისხმობ იმიტომ, რომ არ არსებობს რეიტინგი, არ არსებობს კვლევა, არ არსებობს შეფასება, სადაც ჩვენ მათ არ ვუსწრებდით. ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანას ვუსწრებთ, ნატოს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ, მაგრამ ეს ჩვენთვის გამოწვევად რჩება“, - აღნიშნა კირცხალიამ.

მისი თქმით, ნებისმიერი მიღწევა გამომდინარეობს მმართველობის სტილიდან, იმ ეფექტური და სამშვიდობო პოლიტიკიდან, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში.

„ჩვენს ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი შემადგენელი კომპონენტი არის ტურიზმი. იცით თქვენ, თუ რა კეთდება, რა ძალისხმევა იხარჯება ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის ჩვენს ქვეყანაში. რომელი ერთი ჩამოვთვალო - მგზავრნაკადთა გაუმჯობესება, ახალი აეროპორტის მშენებლობა, მეგაპროექტები, რამდენი ავიაკომპანია შემოვიდა, ის მსხვილი ინვესტიციები, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება თუნდაც ტურიზმის სფეროში, იქნება ეს სასტუმრო თუ სარესტორნო მიმართულებები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ეფექტური მმართველობა და პოლიტიკა არის შემდეგ იმ მოწინავე შედეგების განმაპირობებელი, სადაც ყველა რეიტინგში შემდეგ აღმოჩნდება ხოლმე საქართველო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მთავარია“, - აღნიშნა კირცხალიამ.

კირცხალია ასევე გამოეხმაურა უსამართლო განცხადებებსა და ასეთი კვლევების უგულებელყოფას ბრიუსელის მხრიდან და აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ის რეზოლუციები, ის არასამართლიანი განცხადებები, რომლებიც ისმის, წუხილს იწვევს. თუმცა, კირცხალიამ გამოთქვა იმედი, რომ ეს ტენდენცია ძალიან მალე გადავა ახალ ეტაპზე და იქაც გამოჩნდებიან ძალები, ამის ყველანაირი ნიშანი უკვე არსებობს, რომლებიც ყველაფერს რეალურად დაინახავენ, ობიექტურად შეაფასებენ თუ სად იყო საქართველო და სად არის ის დღეს, რა გეგმები აქვს და როგორ ვითარდება.

„ეს არის ყველაზე მთავარი ჩვენთვის და გვაქვს სურვილი, რომ ჩვენმა მეგობრებმაც და პარტნიორებმაც ეს შესაბამისად შეაფასონ“, - განაცხადა კირცხალიამ.

საერთაშორისო რეიტინგში, საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით მეოთხე ადგილს იკავებს.

ქვეყანა ჩამორჩება მხოლოდ ხორვატიას, სლოვენიასა და ისლანდიას.

საქართველო ტურისტების ღამით უსაფრთხოდ გადაადგილების მაჩვენებლით, უსწრებს ევროკავშირის 25 წევრ და ყველა კანდიდატ სახელმწიფოს.

ყველა სიახლე

გივი მიქანაძე

24 მარტი 2025, 00:34

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: საზოგადოებისთვის თვალნათელია რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, თუმცა დადგა დრო იმისა, რომ ჩვენ უფრო გავზარდოთ ის მექანიზმები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გააძლიერებს

საზოგადოებისთვის თვალნათელია რაოდენ მნიშვნელოვანი იყო გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება, თუმცა დადგა დრო იმისა, რომ ჩვენ უფრო გავზარდოთ ის მექანიზმები, რომელიც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს გააძლიერებს, - აღნიშნა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „ფარაზე“ საუბრისას.

თორნიკე ჭეიშვილი

24 მარტი 2025, 00:02

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი ფონდებზე: როდესაც პოტენციურმა სამართალდამრღვევმა მოძალადემ იცის, რომ წინასწარ მას აქვს გარანტირებული სახდელისათვის თავის არიდება, პრევენციული ეფექტი იკარგება და ხდება სამართლებრივი ნორმებისთვის გვერდის ავლა

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დასტურდება, რომ ეს ორგანიზაციები რეალურად აქტიურად იყვნენ დაკავებულები რადიკალური ჯგუფების დაფინანსებით. ამას აქვს თავისი რამდენიმე განზომილება. სუფთა სამართლებრივ კონტექსტში თუ მოვახდენთ მათი ნამოქმედარის ანალიზს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ისინი ახდენენ სამართალდარღვევების დასპონსორებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ფონდებზე საუბრისას.

მალიკ მურზალინი

23 მარტი 2025, 23:35

საზოგადოება

მალიკ მურზალინი: მინდა ვისარგებლო და მივულოცო ნოვრუზი არა მხოლოდ ყაზახ, არამედ აზერბაიჯანელ, თურქ და ირანელ ხალხებს, ასევე - ჩემს ქართველ კოლეგებს, რომ ამ დღესასწაულმა საქართველოში მოიტანოს მშვიდობა, აყვავება და ყველაფერი კარგი

მინდა ვისარგებლო და მივულოცო ნოვრუზი არა მხოლოდ ყაზახ, არამედ აზერბაიჯანელ, თურქ და ირანელ ხალხებს. ასევე, მინდა მივულოცო ჩემს ქართველ კოლეგებს გაზაფხულის დღესასწაული, რომ ამ დღესასწაულმა საქართველოში მოიტანოს მშვიდობა, აყვავება, სიკეთე, განვითარება და ყველაფერი კარგი, - განაცხადა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მალიკ მურზალინიმ.

დავით მათიკაშვილი

23 მარტი 2025, 23:34

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი რადიკალებზე: მათ არა თუ ლიდერი არ ჰყავთ, მათ იდეა არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება პოლიტიკაში იყო და იდეა არ გქონდეს, ან ეს იდეა იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნიდან მიღებულ დავალებაზე

მათ არათუ ლიდერი არ ჰყავთ, მათ იდეა არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება პოლიტიკაში იყო და იდეა არ გქონდეს, ან ეს იდეა იყოს დამოკიდებული უცხო ქვეყნიდან მიღებულ დავალებაზე, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მალიკ მურზალინი

23 მარტი 2025, 23:31

ეკონომიკა

მალიკ მურზალინი: მაისის ბოლოს კომპანია „ეარ ასტანას“ მეშვეობით, ატირაუსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის განხორციელება იგეგმება

მაისის ბოლოს კომპანია „ეარ ასტანას“ მეშვეობით, ატირაუსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისის განხორციელება იგეგმება, - განაცხადა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მალიკ მურზალინიმ.

გიორგი ვოლსკი

23 მარტი 2025, 23:29

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილზე დიდი მოთხოვნის დადება იმიტომ ხდებოდა, რომ სააკაშვილის გარდა ფიგურა არავინ იყო. მაშინაც შეცდნენ და ახლაც ცდებიან, როდესაც სალომე ზურაბიშვილზე დებენ ფსონს

სააკაშვილზე დიდი მოთხოვნის დადება იმიტომ ხდებოდა, რომ სააკაშვილის გარდა ფიგურა არავინ იყო. მაშინაც შეცდნენ და ახლაც ცდებიან, როდესაც სალომე ზურაბიშვილზე დებენ ფსონს, - განუცხადა „იმედის კვირას“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

მალიკ მურზალინი

23 მარტი 2025, 23:27

საზოგადოება

მალიკ მურზალინი: ყაზახებმა საქართველოში შარშან დაახლოებით, 700 მლნ დოლარი დახარჯეს - რა მოგებაც საქართველომ მიიღო ტურისტებისგან, 15% ყაზახეთზე მოდის

როდესაც ჩვენი მოქალაქეები ჩამოდიან, მეუბნებიან, რა კარგია! როგორ ვუყვარვართ საქართველოში! როგორ თბილად გვხვდებიან და მე ძალიან მსიამოვნებს თანამოქალაქეებისგან ამის მოსმენა, - განაცხადა საქართველოში ტურიზმის სფეროზე საუბრისას ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მალიკ მურზალინიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მალიკ მურზალინი

23 მარტი 2025, 23:23

პოლიტიკა

მალიკ მურზალინი: ქართული ბიზნესის წყალობით შესაძლოა, ყაზახეთი გახდეს უკიდურესი ჩრდილოეთის ქვეყანა, სადაც ზეთისხილი ხარობს

ინვესტიციების მოცულობაზე თუ ვისაუბრებთ, ყაზახური ინვესტიცია საქართველოში 600მლნ-ზე მეტია, მაგრამ (ამ მაჩვენებელს) საქართველო ნელ-ნელა ეწევა - ბოლო დროს ქართული ინვესტიცია ყაზახეთში 430მლნ იყო, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალიკ მურზალინიმ გადაცემაში „იმედი LIVE“

23 მარტი 2025, 23:23

ეკონომიკა

მალიკ მურზალინი: ყაზახეთში, როგორც საქართველოში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფანს. მოსახლეობისადმი მიმართვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა დასვა კონკრეტული ამოცანები შუა დერეფანთან დაკავშირებით და ცალკე განცხადება გააკეთა საქართველოზე

ყაზახეთში, როგორც საქართველოში ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ შუა დერეფანს. მოსახლეობისადმი მიმართვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა დასვა კონკრეტული ამოცანები შუა დერეფანთან დაკავშირებით და ცალკე განცხადება გააკეთა საქართველოზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მალიკ მურზალინმა სატრანზიტო მარშრუტზე საუბრისას.

მალიკ მურზალინ

23 მარტი 2025, 23:12

პოლიტიკა

ყაზახეთის ელჩი: სიამაყით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ყაზახეთი დღეს საქართველოს მერვე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია

მე სიამაყით შემიძლია მოგახსენოთ, რომ ყაზახეთი დღეს საქართველოს მერვე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მალიკ მურზალინმა.

მალიკ მურზალინი

23 მარტი 2025, 23:10

პოლიტიკა

ელჩი მალიკ მურზალინი: დარწმუნებული ვარ, ბატონ ირაკლი კობახიძის ვიზიტი ყაზახეთში ჩვენი ურთიერთობების განვითარებას დამატებით იმპულსს მისცემს

ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, მალიკ მურზალინიმ ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობაზე გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

ზურაბ ქადაგიძე

23 მარტი 2025, 23:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: არ გამიკვირდება, ბრიუსელის უკანა ეზოდ ქცეულმა გერმანიამ, ვიზალიბერალიზაციით ვაჭრობა დაგვიწყოს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბერლინის სასამართლომ ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ექსპერტის თქმით, სამაგიეროდ გერმანიას არ უჩნდება კითხვები სირიის ლიდერთან მოჰამედ ალ-ჯულანთან.

23 მარტი 2025, 23:05

რეგიონი

გიორგი ძიგუა: ვაგრძელებთ მუშაობას, რათა კიდევ ბევრი ახალგაზრდისთვის შევქმნათ საუკეთესო და მრავალმხრივი შესაძლებლობები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროსა და ილორის წმინდა გიორგის სახელობის საკვირაო სკოლის თანამშრომლობის ფარგლებში, პროექტი „აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა“ წარმატებით დასრულდა, - ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

23 მარტი 2025, 23:01

პოლიტიკა

ცხოვრების დონის ხანგრძლივი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

კვლევის ფარგლებში, განხორციელდა მსოფლიოს 147 სახელმწიფოსა და ტერიტორიაზე ცხოვრების დონის შეფასების გაუმჯობესების ისტორიული ანალიზი ინდექსის დაარსებიდან დღემდე. ისტორიული პროგრესის დასადგენად მკვლევარებმა საბაზისო 2005-2010 წლების მსოფლიო გამოკითხვის შედეგები მიმდინარე 2022-2024 წლების ანალოგიურ კვლევებს შეადარეს და ისტორიული პროგრესის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეული გამოვლინეს.

ნინო წილოსანი

23 მარტი 2025, 22:54

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ეს არის ფონდები, რომელიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ახალისებდნენ იმ რადიკალურ აქტივიზმს, რომელსაც ჩვენ თვეების მანძილზე ვხედავდით

ეს არის ფონდები, რომელიც პირდაპირ აფინანსებდნენ და ახალისებდნენ იმ რადიკალურ აქტივიზმს, რომელსაც ჩვენ თვეების მანძილზე ვხედავდით. ვხედავდით პოლიციელებზე თავდასხმას, პოლიციელების დაზიანებას, ფიზიკურ დაზიანებას, კოქტეილის სროლას, პარლამენტის გადაწვას და ჯამში რევოლუციურ სცენარებს, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“ ფონდებზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.

მიხეილ ყაველაშვილი

23 მარტი 2025, 22:18

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს შესანიშნავი თამაშისთვის! ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის სიძლიერესა და თავდადებას

გილოცავთ! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები განმეორებით შეხვედრაში ანგარიშით 6:1 დაამარცხა - ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შედეგად, ჯვაროსნები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში გააგრძელებენ ასპარეზობას, - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მაია ნიკოლეიშვილი

23 მარტი 2025, 22:15

პოლიტიკა

მაია ნიკოლეიშვილი: სააკაშვილი გაწვრთნილი იყო სხვა ქვეყნის ინტერესების საქართველოში გატარებაზე, შემდეგ ჩაიყვანეს უკრაინაში, რომ ეს გამოცდილება ესწავლებინა უკრაინელებისთვის და უკრაინა მისულიყო იქამდე, სადამდეც მივიდა

სააკაშვილი რომელიც გაწვრთნილი იყო, რომელიც მუშაობდა სხვა ქვეყნის ინტერესებზე და მას ატარებდა საქართველოში, ჩაიყვანეს უკრაინაში რომ ეს მისი სხვა ქვეყნის მსახურების გამოცდილება მოეხმარებინა და ესწავლებინა უკრაინელებისთვის და უკრაინა მისულიყო იქამდე, სადამდეც მივიდა, - განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“ სასამართლო დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.

ჯონ კენედი

23 მარტი 2025, 22:05

პოლიტიკა

ჯონ კენედის საიდუმლოებით მოცული მკვლელობის საქმის ფაილები გასაჯაროვდა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული მკვლელობის საქმის ფაილებმა დღის სინათლე იხილეს.

23 მარტი 2025, 21:44

პოლიტიკა

ლობიზმი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

„იმედის კვირა“ ამერიკულ „ფარაზე“ გამოქვეყნებული სკანდალური დოკუმენტით დაინტერესდა. კერძოდ, რაში გადაიხადეს 600 000 დოლარი სააკაშვილის რეჟიმის ყოფილმა პრემიერმა, ნიკა გილაურმა და ნაცრეჟიმის მაღალჩინოსნებმა.

23 მარტი 2025, 21:37

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სომეხი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააცილა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. სომეხი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააცილა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.