13 თებერვალი 2025, 00:27 / სანდო წყარო

ტიერი მარიანი: ევროპა დაბნეულია, არ იცის რა გააკეთოს. ხვდებიან, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მიდის დისკუსია ტრამპსა და პუტინს, ზელენსკისა და ტრამპს შორის, მაგრამ არავინ არაფერს ეკითხება ევროპას, ეს თავისთავად შოკია ევროპისთვის

ტიერი მარიანი

ტიერი მარიანი

ტრამპის დამოკიდებულება ევროპასთან არაპროგნოზირებადია. ევროპა დაბნეულია, არ იცის რა გააკეთოს. ხვდებიან, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მიდის პირდაპირი დისკუსია ტრამპსა და პუტინს შორის, ზელენსკისა და ტრამპს შორის, მაგრამ არავინ არაფერს ეკითხება ევროპას, ეს თავისთავად შოკია ევროპისთვის, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მისი თქმით, ტრამპი არაპროგნოზირებადია ევროკავშირისთვის და ამიტომ ის შოკშია, ვინაიდან მას არავის არაფერს ეკითხება.

„ვფიქრობ, რომ ტრამპის დამოკიდებულება ევროპასთან არაპროგნოზირებადია. შევამჩნიე, რომ მაგალითად, არ მოიწვია ფონ დერ ლაიენი ინაუგურაციაზე, იტალიის პრემიერ-მინისტრი მოიწვია. ვიცი, რომ კარგი ურთიერთობები აქვს ვიქტორ ორბანთან. ვფიქრობ, რომ ტრამპი პატივს სცემს ერებს, ისტორიას, სტაბილურობას ევროპისა, როგორც ერისა. ჩვენ ალბათ ვიხილავთ კონტაქტებს მალე და არ გამიკვირდება, რომ ტრამპი წავა კონტაქტებზე ცალკე აღებულ ერებთან და ასეთი დაყოფასავით მოხდება მისი მხრიდან.

ევროპა დაბნეულია, არ იცის რა გააკეთოს. ევროკავშირი პარალიზებულია. არ იცის რა რეაგირება ჰქონდეს ტრამპთან მიმართებაში. გაოცებულები არიან. ხვდებიან, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მიდის პირდაპირი დისკუსია ტრამპსა და პუტინს შორის, ზელენსკისა და ტრამპს შორის, მაგრამ არავინ არაფერს ეკითხება ევროპას, ეს თავისთავად შოკია ევროპისთვის. იმიტომ, რომ ევროპელები ფიქრობდნენ, რომ ისინი არიან მეორე ცენტრი, რომელიც მხარს უჭერენ უკრაინას აშშ-ს შემდეგ და კიდევ და კიდევ იმედგაცრუებულები იქნებიან“, - განაცხადა ტიერი მარიანიმ.

ყველა სიახლე

20 მარტი 2025, 21:17

ეკონომიკა

საქართველო - ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა, მთავრობის გეგმა 2030 წლისთვის და ინვესტორების მზარდი ინტერესი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობას, სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. სახელმწიფოს მიზანი საკმაოდ ამბიციურია.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 21:09

პოლიტიკა

ომში ჩართვის დირექტივა და ხელისუფლების მიერ დაზღვეული უსაფრთხოება. „დიფ სთეითის“ ინტერესები საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელისუფლების მიერ დაზღვეული უსაფრთხოება. ომში ჩართვის დირექტივა დახურულ კარს მიღმა, ხელისუფლების უარი და დესტაბილიზაციის ქუჩაში გატანილი მოთხოვნა. პრემიერ-მინისტრი 2022 წელს იხსენებს.

20 მარტი 2025, 21:01

სპორტი

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დაიწყო

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის გათამაშება თავის ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ნაკრებს ჩეხეთმა და უკრაინამ აჯობეს, ხოლო ჯგუფში მეოთხე ადგილი ალბანეთმა დაიკავა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები სომხეთთან ორმატჩიან დუელში გაარკვევენ, ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას კვლავ B დივიზიონში გაატარებენ თუ C ლიგაში გადაინაცვლებენ.

20 მარტი 2025, 20:42

საზოგადოება

ზიზღის მხარდაჭერილი კამპანია. ბაია პატარაიას ე.წ. უფლებადამცველობა და საფრანგეთის ელჩის დუმილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საფრანგეთის ელჩის ყურადღება ვერც ბაია პატარაიას ზიზღის კამპანიამ მიიქცია. ე.წ. უფლებადამცველის სამიზნე, ამჯერად ჟურნალისტია, დიპლომატიური უწყება კი დუმილის დარღვევამდე, პატარაიას ორგანიზაციის მხარდამჭერად განიხილება.

20 მარტი 2025, 20:39

მსოფლიო

Deutsche Welle: ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ

ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

20 მარტი 2025, 20:36

პოლიტიკა

2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად - საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში შეხვედრებს განაგრძობს. გზავნილები ბუქარესტიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუმინეთი მზად არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გვერდით დაუდგეს. ეს გზავნილი საპარლამენტო დელეგაციამ ბუქარესტში მიიღო. ქართული მხარე აცხადებს, რომ 28 ნოემბრის განცხადების ინტერპრეტაცია მიუღებელია და საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას და მოლაპარაკების გახსნას უცდის.

20 მარტი 2025, 20:27

პოლიტიკა

მერობის კანდიდატებს „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოზე შეათანხმებს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის დღის წესრიგს, ოპოზიცია ისევ გარედან უცდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეარჩევს, მმართველი პარტია კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება, ოპოზიცია კი ისევ დირექტივას ელის. დავალების მიღებამდე, გეგმა არ არსებობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 20:24

მსოფლიო

ზელენსკი ნატოში ინტეგრაციაზე: ამ საკითხზე სალაპარაკო არაფერია, რადგან აშშ, როგორც ნატოს მთავარი მოკავშირე, არ უჭერს მხარს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას - დღეის მდგომარეობით ასეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის მზად უკრაინის ნეიტრალური სტატუსის განსახილველად, თუმცა აღიარა, რომ აშშ-ის პოზიციის გამო, ქვეყანას ჯერჯერობით ნატოში არ იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

20 მარტი 2025, 20:18

პოლიტიკა

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

20 მარტი 2025, 20:17

სპორტი

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან

ერთი საათი დარჩა სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებამდე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

20 მარტი 2025, 20:10

პოლიტიკა

ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან - მზადყოფნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადასატვირთად. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. მზადყოფნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადასატვირთად. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თბილისი კონკრეტულ ნაბიჯებს ელის და ელჩიც შერჩეული ჰყავს.

20 მარტი 2025, 19:45

მსოფლიო

ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, გამოავლინოს ომის შეწყვეტის რეალური პოლიტიკური ნება

ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის გაბცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ გაჩაღებული ომის შეწყვეტის რეალური სურვილი.

დავით ქართველიშვილი

20 მარტი 2025, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „დიფ-სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი მშვიდობით არ დასრულდეს

„დიფ-სთეითისთვის“ უკრაინაში ომის მშვიდობით დასრულება ნიშნავს წაგებას და მრავალწლიანი გეგმის განუხორციელებლობას. მაშინ რისთვის იყო ეს თითქმის 25 წლიანი სამზადისი? მიზანი ხომ კრემლისთვის და პუტინისთვის საბოლოო დარტყმის მიყენება იყო,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 19:35

მსოფლიო

ზელენსკი: სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთი არ დაიწყებს თავისი ჯარების გაყვანას ჩვენი მიწიდან და სრულად არ აანაზღაურებს მისი აგრესიით მიყენებულ ზარალს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე მოსკოვი არ დაფარავს მიყენებულ ზიანს.

20 მარტი 2025, 19:19

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თუ რომელიმე ფონდით კათარზისს გავაკეთებ და მოხუცებს დავეხმარები, ამით ინდულგენცია მეძლევა, რომ ქვეყანაში კონტრაბანდა ვაწარმოო?

მისი თქმით, მაშინ გამოდის, რომ შესაძლებელია ნებისმიერი საქმე ასე შეიფუთოს და თუ ერთი ხელით კარგ რამეს აკეთებს კონკრეტული ფონდი, მერე რა, რომ მეორე ხელით ექსტრემიზმს აღვივებს ქვეყანაში, მაინც ხელშეუხებელი დარჩეს.

ეკა სეფაშვილი

20 მარტი 2025, 19:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მედიის შესახებ რეგულაციები პირველ რიგში უნდა ეხებოდეს საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც უნდა იყოს ნამდვილად ობიექტური და დაუშვებელია პირადი შეხედულებების თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის

მიმდინარე კვირის განმავლობაში პარლამენტში განხილულ საკითხებზე ისაუბრა დღეს მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

ზურაბ ქადაგიძე

20 მარტი 2025, 19:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა კვირიკაშვილმა დაიწყო და გახარიამ გააგრძელა

დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების" სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის ჩასმა, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

ალექსანდრე წულაძე

20 მარტი 2025, 19:07

საზოგადოება

განათლების მინისტრი: ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულება იყო, მიგვეღო კანონმდებლობა, რაც გულისხმობდა, რომ ყველა საჯარო დაწესებულებას ჰყოლოდა პირი, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვაზე იქნებოდა პასუხისმგებელი

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება იყო სახელმწიფოსი, რომ მიეღო აღნიშნული კანონმდებლობა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ყველა საჯარო დაწესებულებას და მათ შორის განათლების სამინისტროში შემავალ ყველა სსიპ-ს უნდა ჰყოლოდათ პირი, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვაზე იქნებოდა პასუხისმგებელი, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ „დღის ქრონიკაში“.

ეკა სეფაშვილი

20 მარტი 2025, 19:00

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ბარიერგადალახული პარტიების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში წვრილ-წვრილ პარტიებს ეძლევათ მეტი საშუალება, რომ გამოჩნდნენ

როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ვნახეთ, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია იყო დარეგისტრირებული. მაგრამ, რეალობა არის ის, რომ ამ პარტიებს უწევთ ისეთ პარტიებთან კონკურენცია, რომლებსაც უცხოური ძალები უხვად აფინანსებენ და გარდა ამისა, მედია მხარდაჭერით სარგებლობენ, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.

ლუკ პოლარდი

20 მარტი 2025, 18:59

მსოფლიო

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი: ბრიტანეთი უკრაინაში სამშვიდობო ჯარებს არ განათავსებს აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, ლუკ პოლარდმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი უკრაინაში სამშვიდობო ჯარებს არ განათავსებს აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე.