მაკა ბოჭორიშვილი რეზოლუციაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მიიღება დოკუმენტები, რომელსაც კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში

მაკა ბოჭორიშვილი
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მსგავსი დოკუმენტები მიიღება, რომელიც აბსოლუტურად არის საფუძველს მოკლებული და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში, - განაცხადა „იმედი LIVE“-ში საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
წამყვანმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაზე, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მომავალში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაეფუძნება.
„ძალიან რთულია რაიმე სერიოზული კომენტარები გააკეთო იმ რეზოლუციებზე, რასაც ევროპარლამენტი იღებს ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით. უკვე სათვალავიც აგვერია, მერამდენე რეზოლუციაა. მგონი ყოველ მეორე თვეს საქართველოს შესახებ არის რეზოლუციები, არა სავალდებულო ხასიათის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს უნდა ითქვას. როდესაც ვკითხულობთ, ძალიან სამწუხაროა ოღონდ ამას როდესაც ვამბობ, საღი აზრის ნაკლებობა ჩანს ამ ინსტიტუტებში, რომელიც ბრიუსელში ფუნქციონირებს ევროკავშირის სახელით. ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებში ხვდები ისეთ აბსურდულ ჩანაწერებს, როგორსაც ვხედავთ და ამ აბსურდული ჩანაწერებით ცდილობს ევროპარლამენტი რაღაცნაირად ადგილი დაიმკვიდროს ბრიუსელის ინსტიტუტებს შორის.
სერიოზულად ვერ აღიქვამ ნამდვილად რეზოლუციას, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ არ აღიარებს არჩევნებს. თურმე არ აღიარებს საქართველოს მოსახლეობის 54%-ის ხმას, არ ყოფილან ეს ადამიანები სათვალავში ასე ვთქვათ ჩასათვლელი. საერთოდ არ აქვს არანაირი კავშირი დემოკრატიასთან.
ჩვენ ხომ ვიცით რასაც ემსახურება მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები. უკვე ცხადია და ამას ვაკვირდებით უკვე რამდენი ხანია, რომ ამ რეზოლუციებზე, განცხადებებზე დაფუძნებით აშენებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში ოპოზიცია რომ ჰქვია ის პოლიტიკური ძალები. მათ სხვა არაფერი გააჩნიათ. ერთადერთი, რაც გააჩნიათ, არის აი ასე გადმოგდებული მაშველი რგოლებით რაღაც განცხადებების და რეზოლუციების სახით, რასაც მერე ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ამით იწყება და მთავრდება საქართველოს აწყო თუ მომავალი. არც ამით იწყება და არც მთავრდება. საღ აზრს მოკლებულია ის დოკუმენტები, რასაც ჩვენ ვხედავთ. ძალიან სამწუხაროა ეს და ვერც საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ დამთავრდება და დაიწყება ამ რეზოლუციებით რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის მხრიდან მიღებულს. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მსგავსი დოკუმენტები მიიღება, რომელიც აბსოლუტურად არის საფუძველს მოკლებული და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში. ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებმა, ვინც ამ რეზოლუციებს წერს და შემდგომ უკვე აძლევს ევროპარლამენტის წევრებს ხმის მისაცემად“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ყველა სიახლე

22 მარტი 2025, 01:00
ტაბლოიდი
46 წლის მამაკაცს ემინემის გამოუქვეყნებელი სიმღერების მოპარვასა და გაყიდვაში ედება ბრალი
46 წლის მამაკაცს ემინემის გამოუქვეყნებელი სიმღერების მოპარვასა და გაყიდვაში ედება ბრალი.

22 მარტი 2025, 00:29
ტაბლოიდი
ამერიკელი რეპერი Stormzy კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს მიიღებს
ამერიკელი რეპერი Stormzy კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს მიიღებს.

22 მარტი 2025, 00:27
მსოფლიო
Reuters: დანიის საგარეო უწყება ტრანსგენდერ მოქალაქეებს ურჩევს, აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდნენ ამერიკაში გამგზავრებამდე
დანიის საგარეო უწყება ტრანსგენდერ მოქალაქეებს ურჩევს, აშშ-ის საელჩოს დაუკავშირდნენ ამერიკაში გამგზავრებამდე, იმ შეშფოთების ფონზე, რომ ტრამპის გენდერულმა პოლიტიკამ შეიძლება პრობლემები შეუქმნას მათ სამგზავრო დოკუმენტებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

21 მარტი 2025, 23:47
სპორტი
თბილისის „გრანდ სლემის" პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირის პირველ დღეს წარმატებით იასპარეზეს და სამი მედალი: ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

21 მარტი 2025, 23:29
მსოფლიო
ერდოღანი: არ დავუშვებთ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას - როგორც აქამდე არ დავნებდით ქუჩის ტერორს, არც ვანდალიზმს დავნებდებით მომავალში
ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ერი ყოველგვარი უბედურებისგან, გასაჭირისგან და მეხუთე კოლონის საქმიანობისგან, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

21 მარტი 2025, 23:19
საზოგადოება
ილია მეორე მერაბ კოკოჩაშვილს: თქვენ ბრძანდებით ჩვენი თანამედროვეობის უთვასაჩინოესი წევრი, მრავალთათვის მაგალითის მიმცემი, თაობათა აღმზრდელი
„დიდ პიროვნებას, ცნობილ კინორეჟისორს, გამოჩენილ ხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს, გულითადად ვულოცავთ დაბადების საიუბილეო თარიღს. თქვენ ბრძანდებით ჩვენი თანამედროვეობის უთვასაჩინოესი წევრი, მრავალთათვის მაგალითის მიმცემი, თაობათა აღმზრდელი... შევთხოვ უფალს, მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, კვლავაც ნათელი გონება და ძალა სადიდებლად ღვთისა და მსახურებად ქვეყნისა“, - წერია მილოცვის წერილში.

21 მარტი 2025, 23:11
კულტურა
ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენაზე კინორეჟისორის შემოქმედების ამსახველი ფოტო მასალები, აფიშები კინოფილმებიდან, ესკიზები, საოჯახო ფოტოსურათები, წერილები და ხელნაწერები იყო წარმოდგენილი. „დამთვალიერებელს საშუალება მიეცა, ენახა კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე”, რომელშიც მერაბ კოკოჩაშვილი პაატას როლს ასრულებს, ასევე, რეჟისორის პორტრეტული ხასიათის ინტერვიუ.

21 მარტი 2025, 23:02
მსოფლიო
ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია Greenpeace-ს 660 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია Energy Transfer-ის სასარგებლოდ
ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუნების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას, Greenpeace-ს, 660 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის, Energy Transfer-ის სასარგებლოდ.

21 მარტი 2025, 22:55
საზოგადოება
თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა.

21 მარტი 2025, 22:48
საზოგადოება
ბაია კვიციანი ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტის (CDEDU) მე-7 ყოველწლიურ პლენარულ სესიაში მონაწილეობდა
სტრასბურგში ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტის (CDEDU) მე-7 ყოველწლიური პლენარული სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი მონაწილეობდა.

21 მარტი 2025, 22:18
სპორტი
ნინო ლოლაძე თბილისის „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინო ლოლაძემ (-57 კგ). მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ პაულინე სტარკეს სძლია.

21 მარტი 2025, 22:17
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიების დაყოფის შესახებ მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიების დაყოფის შესახებ მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს.

21 მარტი 2025, 22:09
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). მან დაძაბულ ფინალში ფრანგი მარტა ჰავაზი დაამარცხა.

21 მარტი 2025, 22:00
სპორტი
თემურ ნოზაძე თბილისის „გრანდ სლემის“ ვიცე-ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე თბილისის „გრანდ სლემზე“ ქართველმა ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ (-66 კგ) ფინალი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე აბრეკ ნაგუჩევთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

21 მარტი 2025, 21:49
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: სწორი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა
სწორი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ. „9 ათასზე მაღალი პირველად ფიქსირდება ერთ სულ მოსახლეზე და მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზს, რომ 24 წელს 8 880 დოლარის ფარგლებში უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

21 მარტი 2025, 21:43
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აშშ-ის უშველებელი რესურსით შესაძლოა, მართლაც ახდეს არა მარტო საქართველოს, არამედ უამრავი ქვეყნის ოცნება და ომის დღის წესრიგი თანამშრომლობის, ურთიერთგაგებისა და პოზიტიური პროცესების დღის წესრიგით შეიცვალოს
საქართველოს არასდროს შეუცვლია არც თავისი საგარეო კურსი და არც თავისი პოზიცია, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას.

21 მარტი 2025, 21:39
საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
„ეს ის დღეა, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ეს მშვენიერი ადამიანები, ასეთი თბილები, ჭკვიანები, ნიჭიერები არსებობენ ჩვენს ირგვლივ და მათ სჭირდებათ ყურადღება და მეტი სითბო. აქ, დიდი მხიარულებაა, ბავშვები ხატავენ უფროსებთან ერთად. მადლობა უნდა ვუთხრათ პედაგოგებს, მასწავლებლებს, მშობლებს, განსაკუთრებით დედებს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ საჭიროა ამ ხალხისათვის მეტი ყურადღება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

21 მარტი 2025, 21:22
პოლიტიკა
პაატა სალია: ყოველდღიურად გვესმის ტრამპის გზავნილები, რომელიც თანხვედრაშია იმ გზავნილებთან, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს პერიოდში სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა
საქართველოს მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი, რომელიც უკან იქნებოდა დახეული იმ გზიდან, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერებოდა. ყველასთვის ცნობილია საქართველოს დახმარება აშშ-ს მიმართ სხვადასხვა სამხედრო მისიებში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრისას.

21 მარტი 2025, 21:15
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან. „ენჯეოები“ აფინანსებენ, „ენჯეოები“ იღებენ „შავ ფულს“, „ენჯეოები“ ანაწილებენ ამ ფულს კონკრეტულ პროექტებში, რომელსაც საქართველოსთვის ნგრევა უნდა მოეტანა
„რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ე.წ. მეგობარ აქტზე საუბრისას, რომელიც „ენჯეოების“ მიერ თბილისში აქციის დაანონსების საბაბად იქცა.

21 მარტი 2025, 21:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ვერანაირი „მეგობარი“ თუ „არამეგობარი“ აქტი უსიცოცხლო, უსამშობლო კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და არასამთავრობო სექტორს ვერ მისცემს პოლიტიკური სიცოცხლის საშუალებას
„არასამთავრობო სექტორიც, რადიკალური ოპოზიციაც არის საქართველოში რეიტინგულად განულებული. აქამდეც არაერთგზის გვინახავს, როგორ ცდილობენ გარე აქტორები, აგენტებისთვის დავალებების მიმცემები კონკრეტული განცხადებით თუ ნაბიჯებით სიცოცხლისუნარიანობა შემმატონ, ან გაუჩინონ იმ პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო სექტორს, რომელსაც ეს პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობა აქვს განულებული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.