ნანა კაკაბაძე: ზელენსკის გმირად წარმოსახვის და მთელ მსოფლიოში ტაშისკვრით დახვედრის პარალელურად ბრძოლის ველზე რუსეთი ნელა, მაგრამ გეგმაზომიერად მიიწევს წინ. შემთხვევით არ თქვა ტრამპმა, არ არის გამორიცხული, უკრაინა რუსეთი გახდესო

ნანა კაკაბაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
“სამი წელია გვესმის ოპო-მედიის მიერ გაპიარებული უკლებლივ ყველა ქართველი პოლიტიკოსის, ანალიტიკოსის, ექსპერტის, ენჯეოშნიკის თუ ჟურნალისტისგან ტვინის გამოსარეცხი ლოზუნგები:
„უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება!“ „უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი!“ დღემდე ამ მეინსტრიმული ლოზუნგების საწინააღმდეგო აზრის გამომთქმელი და ყველა კითხვის დამსმელიც კი ერთხმად ცხადდებოდა პრორუსად და საქართველოს მოღალატედ. დღეს ტრამპის პოზიციამ ყველა გამოიყვანა პროპაგანდისტული ბურუსიდან. ახლა „ტოპ-ტვინებს“ საკუთარი უტვინობის ახსნა მოუწევთ, მათი პროგნოზების მიუხედავად, რატომ ვერ შედის უკრაინა ნატოში, რატომ ვერ ამარცხებს რუსეთს, რატომ დაანგრევინეს ეს საოცარი ქვეყანა და ა. შ.”, - წერს სოციალურ ქსელში “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე.
კაკაბაძის შეფასებით, სწორედ ტრამპი აღმოჩნდა ყველაზე დიდი რეალისტი, რომელმაც რეალურად შეაფასა მდგომარეობა და არ გამოეკიდა პროპაგანდით ქვეყნის მართვის ცდუნებებს.
მისივე თქმით, აშშ და ყველა ქვეყანა რომ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს, ეს სულ არ არის გასაკვირი, უბედურება ისაა, რომ უკრაინა უკვე ნახევრად დანგრეულია და ეხლა მთავარია, როგორმე მთლიანად დანგრევას გადარჩეს. უკრაინის ტრაგიკული ბედი, სამწუხაროდ, უკვე ყველასთვის ცხადია. ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ ტრამპისა და პუტინის შეხმატკბილებულმა საუბარმა მარტო უკრაინის კი არა, მთელი ევროპის იგნორირების ფაქტიც წარმოაჩინა.
“ჩვენ და ტოპ-ტვინები
ჩვენთან თითქმის ყველა, ვისი მოსაზრებებიც საზოგადოებას მეტ-ნაკლები სიხშირით მიეწოდება (პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები, ექსპერტები, ენჯეოშნიკები თუ ჟურნალისტები) მხოლოდ საკუთარი სურვილებისა და მისწრაფებების მიხედვით აღწერენ მოვლენებს და გვთავაზობენ ამ მოვლენათა განვითარების მათეულ პროგნოზებს.
გადის გარკვეული ხანი და ირკვევა, რომ კაპიკია ასეთი ანალიზისა და პროგნოზების ფასი, რადგან პრაქტიკულ ცხოვრებაში სრულიად საპირისპიროდ ვითარდება მოვლენები.
უტიფარი „ტოპ-ტვინები“ თავიანთ არასწორ ანალიზებსა და პროგნოზებზე მორალურადაც კი არ აგებენ პასუხს და ისევ მედიდურად განაგრძობენ „ტოპ-ტვინურ“ საქმიანობას.
სამი წელია გვესმის ოპო-მედიის მიერ გაპიარებული უკლებლივ ყველა ქართველი პოლიტიკოსის, ანალიტიკოსის, ექსპერტის, ენჯეოშნიკის თუ ჟურნალისტისგან ტვინის გამოსარეცხი ლოზუნგები:
„უკრაინა იმარჯვებს, რუსეთი მარცხდება!“
„უკრაინა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი!“
„არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე!”
„სანქციები დაანგრევს და ჩამოშლის რუსეთს!“
„რუსეთის არმია სულს ღაფავს!“
„უკრაინას 50 ქვეყანა ეხმარება და რუსული ჟანგიანი ტანკები მალე განადგურდებიან!“
დღემდე ამ მეინსტრიმული ლოზუნგების საწინააღმდეგო აზრის გამომთქმელი და ყველა კითხვის დამსმელიც კი ერთხმად ცხადდებოდა პრორუსად და საქართველოს მოღალატედ.
დღეს დადგა ჭეშმარიტების მომენტი და ტრამპის (ანუ აშშ-ს) პოზიციამ ყველა გამოიყვანა პროპაგანდისტული ბურუსიდან.
ახლა „ტოპ-ტვინებს“ საკუთარი უტვინობის ახსნა მოუწევთ, მათი პროგნოზების მიუხედავად,
რატომ ვერ შედის უკრაინა ნატოში,
რატომ ვერ ამარცხებს რუსეთს,
რატომ დაანგრევინეს ეს საოცარი ქვეყანა და ა. შ.
მაგრამ „ტოპ-ტვინები“ ალბათ მაინც თავის აზრზე იდგებიან და იტყვიან, „რომ არა ამ საშინელი კაცის (ტრამპის) გამარჯვება ამერიკის არჩევნებში, სწორედ ისე იქნებოდა, რასაც ჩვენ ვიძახდით“-ო („აბა თვითონ ხომ არ მოიჭრიან კუდებს?!“)
არადა, სწორედ ტრამპი აღმოჩნდა ყველაზე დიდი რეალისტი, რომელმაც რეალურად შეაფასა მდგომარეობა და არ გამოეკიდა პროპაგანდით ქვეყნის მართვის ცდუნებებს.
რეალობა კი შემდეგშია- ზელენსკის გმირად წარმოსახვის და მთელ მსოფლიოში ტაშისკვრით დახვედრის პარალელურად ბრძოლის ველზე რუსეთი ნელა, მაგრამ გეგმაზომიერად მიიწევს წინ და მეთოდურად იპყრობს უკრაინის ტერიტორიებს.
მნიშვნელობა არა აქვს იმას, ვისთვის იქნება ეს ტრაგედია და ვისთვის არა. რეალობა ისაა, რომ მალე მთელი დონბასი მისი იქნება, ვინაიდან გადალახავს დნეპრო-პეტროვსკის რეგიონის საზღვარსაც.
დაპყრობის საფრთხე შეექმნება დიდ ქალაქებს - ხარკოვს, ოდესას და ცოტა ხანში უკრაინაში დაპყრობილი ტერიტორიების ოდენობა 30%-ს მიუახლოვდება. თუ კიდევ გაგრძელდება ომი, რუსები ალბათ ნახევარ უკრაინასაც დაიკავებს და ა. შ.
შემთხვევით არ თქვა ტრამპმა, არ არის გამორიცხული, რომ უკრაინა რუსეთი გახდესო.
„ტოპ-ტვინებს“ რომ ამ საფრთხის გაგონებაც არ უნდათ, ეს არაფერს ნიშნავს, „რეალ-პოლიტიკა“ სხვა რამეა და ჩვენი ან მათი სურვილები და მისწრაფებები - სხვა რამე.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სანამ „უკრაინა რუსეთი არ გამხდარა“, ბიზნეს გათვლებში კარგად გაწაფულმა ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თავისი ქვეყნისათვის სასარგებლო გარიგების დადება მოინდომა და 500 მილიარდიანი კონტრაქტი შესთავაზა ზელენსკის. ამ თანხად შეფასებულია ძვირფასი იშვიათი მინერალები, რომელთა საბადოებიც მრავლად ყოფილა უკრაინაში და თუ მათთვის მიწოდებული ამერიკული იარაღის ღირებულებას უკრაინა ვერ აანაზღაურებს, ეს მინერალები უნდა გადავიდეს აშშ-ს მფლობელობაში. ზელენსკი, რა თქმა უნდა, მაშინვე დაეთანხმა ამ წინადადებას, რადგან მინერალები კი არა, მას მილიონობით დაღუპული, დაჭრილი და ქვეყნიდან გაქცეულიც არ ანაღვლებს.
მეორე საკითხია, რამდენად დროზე დასრულდება ეს ომი და რამდენად შეძლებს აშშ თავისი წილი მოგების მიღებას.
აშშ და ყველა ქვეყანა რომ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავს, ეს სულ არ არის გასაკვირი, უბედურება ისაა, რომ უკრაინა უკვე ნახევრად დანგრეულია და ეხლა მთავარია, როგორმე მთლიანად დანგრევას გადარჩეს. უკრაინის ტრაგიკული ბედი, სამწუხაროდ, უკვე ყველასთვის ცხადია. ყურადღებამისაქცევია ისიც, რომ ტრამპისა და პუტინის შეხმატკბილებულმა საუბარმა მარტო უკრაინის კი არა, მთელი ევროპის იგნორირების ფაქტიც წარმოაჩინა.
დაბნეული ევროპელი ლიდერები პირდაპირ საყვედურებს ვერ ბედავენ ტრამპის მიმართ, ხოლო არაპირდაპირი ინერციით მხოლოდ იმას იძახიან, ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ და მის უსაფრთხოებას ვუზრუნველყოფთო.
ზელენსკის ყველაზე კარგად ესმის, რომ ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვებია და სასოწარკვეთილი გაიძახის, ამერიკის მონაწილეობის გარეშე უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ევროპული შეპირებები რეალური არ არისო.
ბოლოს ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი "ბიზნეს-პოლიტიკური" ტიპის მოლაპარაკებები ალბათ მოკლევადიან ფორმატში ვერ დასრულდება. საყურადღებოა, რომ როგორც ზოგიერთმა ექსპერტმა უკვე შენიშნა, უკრაინა ისრაელისთვის რიგი მოსაზრებების გამო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პალესტინა. ამ ფონზე კი მოსალოდნელია, რომ ტრამპის მიერ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის დანიშნული ებრაული წარმოშობის მილიარდერი სტივ უიტკოფისთვის ეს გარემოება ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს დაიკავებს”, - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე

17 მარტი 2025, 01:20
რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რაიონის სოფლებში ხანძარია - ცეცხლი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის რაიონში, სოფელ კამანში ხანძარია. ვიდეოკადრებს აფხაზური მედია ავრცელებს.

17 მარტი 2025, 00:50
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი რადიკალ ლიდერებზე: უნდათ, რომ საქართველო ჩამუხლული თუ ყურმოჭრილი იყოს იმ გავლენის არეალში, რომლითაც ევრობიუროკრტია ნებისმიერს შეევაჭრება - სალომე ზურაბიშვილის სტატუსის წამოსაწევად ფანდი არ გამოუვიდათ
უნდათ, რომ საქართველო ჩამუხლული თუ ცალ ფეხზე მდგარი, თუ ყურმოჭრილი იყოს იმ გავლენის არეალში, რომლითაც ევრობიუროკრტია ნებისმიერს შეევაჭრება, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

17 მარტი 2025, 00:44
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ქვეყანაში მიმდინარე პროცესის ანალიზი რომ გავაკეთოთ, იმედი მაქვს, რომ წარმატებული ვიქნებით. რასაკვირველია გვაქვს გამოწვევებიც, მაგრამ გაცილებით მეტია პოზიტიური ჩამონათვალი
ქვეყანაში მიმდინარე პროცესის ანალიზი რომ გავაკეთოთ, იმედი მაქვს, რომ წარმატებული ვიქნებით. რამდენი საერთაშორისო ღონისძიება ჩატარდა, სპორტული ღონისძიებები, რამდენი მოგებები ვნახეთ, როგორ არის საქართველო დახვეწილი თავის მაჩვენებლებს რომ გადახედავ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში მიმდინარე პოზიტიურ პროცესებზე საუბრისას.

17 მარტი 2025, 00:30
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე ოპოზიციის უარზე: უშველებელ სივრცეს ათავისუფლებენ და არ დარჩება ეს სივრცე ცარიელი, გამოჩნდება პოლიტიკური გაერთიანებები, ჯგუფები
ფრთხილ ოპტიმიზმს გამოვთქვამ იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ვერ გაგრძელდება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციის რადიკალიზმზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 23:53
საზოგადოება
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეებს „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ზედიზედ მერვედ მოგება მიულოცა და ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

16 მარტი 2025, 23:45
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ევროკავშირის აქვს გააფთრებული სურვილი, რომ როგორმე რეგიონი თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს. ნუთუ ამისთვის აირჩიეს ევროპარლამენტარები თავისმა ამომრჩევლებმა, რომ საქართველოს ასე უნამუსოდ შეუტიონ
საქართველოც არ არის ისეთი ქვეყანა, რომ ვიღაცამ კეთილგანწყობილი თვალით შეხედოს და მხოლოდ ამით დავკმაყოფილდეთ. აქაც უშველებელი საფრთხეები გვაქვს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

16 მარტი 2025, 23:33
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი აშშ-ის ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე: ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა
ჩვეულებრივი შეხვედრა იყო, ნორმალურ კალაპოტში დგება მსოფლიო პროცესები და ამ ნორმალიზაციის მებაირაღე არის აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია. რიგგარეშე ამ შეხვედრაზე არაფერი არ მომხდარა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 23:15
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები და რაგბის კავშირის წარმომადგენლები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრები, მწვრთნელები, პერსონალი და რაგბის კავშირის ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა.

16 მარტი 2025, 23:10
საზოგადოება
ირაკლი კირცხალია ანტინარკოტიკულ რეფორმაზე: ერმა, ბერმა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მივალთ ძალიან კარგ შედეგებამდე. ჩვენი მომავალი თაობისთვის ძალიან დიდი საფრთხეა უნდა იყოს აღკვეთილი
ერმა, ბერმა, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მივალთ ძალიან კარგ შედეგებამდე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ „იმედის კვირასთან“ ქვეყანაში ანტინარკოტიკული რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 22:45
საზოგადოება
დეკანოზი იოანე (გორელიშვილი): მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომების გატარება
მისასალმებელია, როდესაც ნარკომოვაჭრეების მიმართ კანონი მკაცრდება და ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ ამით არ უნდა შემოვიფარგლოთ - საჭიროა პრევენციული ზომები, - განუცხადა „იმედის კვირას“ დეკანოზმა იოანემ (გორელიშვილი) ქვეყანაში ანტინარკოტიკული რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 22:29
საზოგადოება
კახა კალაძე პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“: ბიზნესის ჩართულობით, ჩვენ უკვე გვაქვს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ რა მიმართულებები არის საჭირო იმისთვის, რომ მოხდეს კადრების კვალიფიკაციის ამაღლება და მოვიფიქრეთ აღნიშნული პროგრამა
მთელი რიგი მიმართულებების შესწავლა მოგვიწია, რომ გაგვეგო რეალურად რაშია პრობლემა და რა სფეროები და მიმართულებებია, სადაც ბიზნეს სექტორი საჭიროებს კვალიფიციურ კადრებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ საუბრისას.

16 მარტი 2025, 22:13
საზოგადოება
ფსიქიატრი ნარკოპოლიტიკის გამკაცრებაზე: სახელმწიფოს როლია, რომ იზრუნოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე, აქ საუბარია რამდენად იქნება სიმკაცრე, ვის მიმართ იქნება ეს სიმკაცრე, რადგან რეალიზატორი და მომხმარებელი განსხვავდება ერთმანეთისგან
სახელმწიფოს როლია, რომ იზრუნოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე თუმცა აქ უკვე საუბარია რამდენად იქნება სიმკაცრე, ვის მიმართ იქნება ეს სიმკაცრე, რადგან რეალიზატორი და მომხმარებელი განსხვავდება ერთმანეთისგან, - განაცხადა გადაცემა იმედის კვირაში ფსიქიატრმა ნინო მენაღარიშვილმა ანტიარკოტიკულ რეფორმაზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 21:53
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ნარკომანიასთან ბრძოლა არის საქვეყნო ამოცანა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს
ნარკომანიასთან ბრძოლა არის საქვეყნო ამოცანა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მომავალს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით საუბრისას.

16 მარტი 2025, 21:45
პოლიტიკა
რეალური ამბავი მაღაროელთა ქალაქიდან. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
კომპანიამ CMC მიიღო გადაწყვეტილება, საბოლოოდ შეაჩეროს მიწისქვეშა მოპოვების სამუშაოები. გარკვეული ძალები კი ამ პროცესის პოლიტიზებას, რადიკალიზებასა და სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ.

16 მარტი 2025, 21:23
პოლიტიკა
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანტინარკოტიკული რეფორმა. „იმედის კვირის“ რეპორტაჟი
ანტინარკოტიკული რეფორმის განსახორციელებლად, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა დაიწყო.

16 მარტი 2025, 21:21
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის„ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება "რუსული ოცნება" საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის „მოთხოვნებს“
ჩვენი მრავალნატანჯი „ოპოზიციის“ ლოგიკით, გაუგებარი იგნორირებით ხვდება „რუსული ოცნება“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დეპრესიული სახით მისული რობინ დანიგანის „მოთხოვნებს“: დღემდე არაა გათავისუფლებული არც ერთი „პოლიტპატიმარი“ და არაა გამოცხადებული „ვადამდელი არჩევნების" ჩატარების თარიღი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.

16 მარტი 2025, 21:17
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რადიკალური ოპოზიცია თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას. ისინი პირდაპირ წარმოადგენენ აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც იღებენ დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გადაცემაში „იმედის კვირა“ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიცია თვითონ არ იღებს გადაწყვეტილებას და პირდაპირ წარმოადგენს აგენტურის საცეცებს საქართველოში, რომლებიც იღებენ დავალებას ქვეყნის ფარგლებს გარედან.

16 მარტი 2025, 21:08
პოლიტიკა
უკრაინა არჩევანის ზღვარზე. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ფაქტია, უკრაინა გამოიყენეს ინსტრუმენტად „პროქსი ომში“, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობდა. ეს ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე თქვა საქართველოს ხელისუფლებამ.

16 მარტი 2025, 21:00
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია, ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ იმისთვის, რომ გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან
არავინ იფიქროს, რომ ბრიუსელში ან ვაშინგტონში ამათ განიხილავენ, როგორც ინტელექტუალურ რესურსს, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მართოს. ესენი სჭირდებათ მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაც ეტაპზე გადადგან ისეთი ნაბიჯი, რასაც ეტყვიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციაზე საუბრისას.

16 მარტი 2025, 20:56
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ხელისუფლების მხრიდან გადაჭარბებული ჰუმანიზმია ის, რომ მიხეილ სააკაშვილი არა საპყრობილეში, არამედ, ოროთახიან ლუქს პალატაშია წამოგორებული და იქიდან აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს
მიხეილ სააკაშვილი თავადაც არ მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი, [რაზეც სასჯელი მიესაჯა], იყო დანაშაული. მას ამის აღიარებისთვის არც გამბედაობა და არც მორალური მზაობა არ ჰყოფნის, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედის კვირა“ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.