14 თებერვალი 2025, 11:08 / სანდო წყარო

თამარ ჩიბურდანიძე: თუკი უკრაინას რაღაც ტერიტორია დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის, გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის?

თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

„არა მგონია საკმარისი იყოს მხოლოდ ნაცების გასამართლება, სამშობლოს ღალატისთვისაც უნდა აგონ პასუხი იმ ძალებმა, ვინც საქართველოს ისტორიას 2022 წელს უკრაინის ომში ჩართვით ამთავრებდა," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და უკრაინაში ომის შეწყვეტის მიზნით მოლაპარაკებების შესაძლო დაწყების თემას ეხმიანება.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე აღნიშნავს, დასავლეთის სამწლიანი ეპოპეა, რომ თითქოს ომს იგებდა, ერთი კითხვის ამარაღაა - რა დარჩება უკრაინას ომის ნანგრევებიდან.

„უკრაინის ომზე სამშვიდობო მოლაპარაკებები იწყება. ტრამპი რუსეთს ყველა პოზიციაზე აბრუნებს, ამის ფონზე, ბუნებრივია ყველა სანქცია გაუქმდება. რუსეთი გლობალურ პოლიტიკაში გარკვეულწილად გამარჯვებული ბრუნდება, რადგან ვერავინ შეძლო მისი შეჩერება. მივიღეთ ის, რაზეც ვშიშობდით სამი წლის წინ - რუსეთი კიდევ უფრო ამბიციური გახდებოდა ამ ომის შემდეგ.

ვინ აგებს პასუხს დაშვებულ შეცდომებზე? ნუთუ ასეთი მარტივია მილიონი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა? ქვეყანაზე აღარ ვსაუბრობთ. ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იყო ბაიდენის უდიდესი შეცდომა, როდესაც ნატოსკენ წააქეზა უკრაინა და ამით გამოიწვია ომი. თან იქვე მიუთითა, რომ ბუნებრივია, რუსეთი ამას არ დაუშვებდაო. ანუ, რუსეთის მიერ დაწყებულ ომს გამართლება უპოვა. დღეს კი, ერთადერთი კითხვა რჩება - რა ტერიტორიები დარჩება უკრაინას? დასავლეთის სამწლიანი “გამარჯვებული ომის” ეპოპეა აქამდე დაეცა.

თუკი უკრაინას ამ გამანადგურებელი ომიდან რაღაც დარჩება, რა დარჩებოდა საქართველოს, ომში რომ ჩაეთრიათ? ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ აგებს პასუხს უკრაინის განადგურებისთვის, ჩვენთვის მთავარია, ვინ აგებს პასუხს საქართველოს შესაძლო განადგურებისთვის? ის, რომ გადავრჩით, ხელისუფლების დამსახურებაა, მაგრამ რას აკეთებდა ოპოზიცია? საითკენ მიჰყავდათ ქვეყანა?

არა მგონია საკმარისი იყოს მხოლოდ ნაცების გასამართლება, სამშობლოს ღალატისთვისაც უნდა აგონ პასუხი იმ ძალებმა, ვინც საქართველოს ისტორიას 2022 წელს უკრაინის ომში ჩართვით ამთავრებდა. არ შეიძლება ამის პატიება. დღევანდელი პროცესებიდან გამომდინარე, კიდევ უფრო შემზარავია იმის გაანალიზება, თუ რა დარჩებოდა დღეს ჩვენი ქვეყნიდან?” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ყველა სიახლე

მიხეილ ქარელი

26 მარტი 2025, 12:31

პოლიტიკა

2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ ქარელი: პოლიტიკურმა ელიტამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსების - უფრო გააუარესა ვითარება და ფაქტობრივად გამოიწვია კონფლიქტის ესკალაცია

2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ცხინვალის რეგიონში თავდაცვის შეიარაღებული ძალების განთავსების თაობაზე ისაუბრა.

დონალდ ტრმაპი

26 მარტი 2025, 12:16

მსოფლიო

ტრამპი: უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა კანონში არსებული ხვრელები გამოიყენეს და არჩევნებში მილიონობით დოლარი დახარჯეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, სადაც უცხოელების მიერ ამერიკულ არჩევნებში ფულის ხარჯვაზეა საუბარი. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

კახა კალაძე

26 მარტი 2025, 12:16

საზოგადოება

დიღმის მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

„გასული წლის ოქტომბერში დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის 18ა-ში გაიხსნა მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც არის ორი საცურაო აუზი, ტანვარჯიშის დამოუკიდებელი დარბაზი, საკალათბურთო, ფრენბურთის, საჭიდაო დარბაზები, კრივისთვის განკუთვნილი სივრცე და ასე შემდეგ. აღნიშნული მულტიფუნქციური ცენტრით, ყოველთვიურად, 3 000-მდე ბენეფიციარი სარგებლობს. პროექტში გათვალისწინებული არის ასევე კაფეს პროექტი. გვაქვს კონკრეტული სივრცე და გვინდა, აქაც გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა, ფართი გავცეთ იჯარით, კაფეს მოწყობის ვალდებულებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

26 მარტი 2025, 12:16

პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტროში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელმა საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭომ ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში განიხილა და 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

კახა კალაძე

26 მარტი 2025, 12:06

ჯანდაცვა

ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამაა. ამ მიმართულების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

მიხეილ ქარელი

26 მარტი 2025, 12:06

პოლიტიკა

2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ ქარელი: სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა დაიხუროს, საერთოდ გახსენებაც აღარ უნდა და მისი გადაწყვეტილება შესრულდა იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა

2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ერგნეთის ბაზრობის გაუქმების შესახებ ისაუბრა.

26 მარტი 2025, 11:59

ეკონომიკა

Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერი: 2025 წლის ზაფხულის სეზონი ბევრად წარმატებული იქნება ვიდრე 2024 წლის

სასტუმრო „Mercure“-ისა და „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერი ერდოღან შაჰინის ინფორმაციით, 2025 წელი სასტუმროებმა პოზიტიურად დაიწყეს. შაჰინის განცხადებით, პირველი კვარტალი იმედისმომცემი შედეგით დასრულდა.

26 მარტი 2025, 11:59

საზოგადოება

რეაბილიტაციის ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებიც განახლდება

რუსთაველის გამზირზე მომავალი წლისთვის დაგეგმილი რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლებასაც მოიცავს.

პაატა დავითაია

26 მარტი 2025, 11:56

პოლიტიკა

პაატა დავითაია 2008 წლის ომზე: ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა, ვინ გასცა ეს ბრძანება - ბრძანება გასცა მაშინდელმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა რაც პირდაპირ წერია დასკვნაში

ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა, ვინ გასცა ეს ბრძანება - ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის, - განაცხადა პაატა დავითაიამ, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.

26 მარტი 2025, 11:56

რეგიონი

ლანჩხუთში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩატარდა

სწავლების პროცესში, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და ადგილობრივი მოხალისეები. აღნიშნულის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებისთვის და მოსახლეობისთვის, სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

26 მარტი 2025, 11:54

საზოგადოება

თბილისის მერია დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებულ აბრებს განაახლებს

„თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრები დიდი ხანია მოძველებულია, რაც ლამაზი ნამდვილად არაა. დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე და განახლებული. ამიტომ, მათ შესაცვლელად, უახლოეს მომავალში ვაპირებთ, გამოვაცხადოთ შესაბამისი კონკურსი. მასში მონაწილეობა სხვადასხვა დაინტერესებულ პირს შეეძლება“.

26 მარტი 2025, 11:52

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავეს.

დონალდ ტრამპი

26 მარტი 2025, 11:46

მსოფლიო

ტრამპი აშშ-ში საარჩევნო სიების ფორმირებით უკმაყოფილოა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც მიზნად საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას ისახავს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

სოზარ სუბარი

26 მარტი 2025, 11:42

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო, ასევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა და 80-მდე ადამიანი არის მოკლული

ამ დღეებში, ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც არაერთხელ უთქვამთ და ეჭვი მაქვს, აქაც იმავეს იტყვიან, რომ როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო, როგორც ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო [როკის] გვირაბიდან, ისევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

26 მარტი 2025, 11:41

საზოგადოება

კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის მახათას მთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

დედაქალაქის მერის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობისგან დაზარალებულებისთვის გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 11 ჰექტარია. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით უკვე 2 500 პირი დაკმაყოფილდა.

26 მარტი 2025, 11:39

საზოგადოება

ალექსანდრე წულაძემ ინდოეთის განათლების სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა

ინდოეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ინდოეთის განათლების სახელმწიფო მინისტრთან, დოქტორ სუკანთა მაჯუმდართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

26 მარტი 2025, 11:34

ტექნოლოგიები

მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს

ბოლო სამი წლის განმავლობაში ყინულოვანი მასის დნობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მარიამ ლაშხი

26 მარტი 2025, 11:34

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში

„დღეს შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრთან. პირველ რიგში, ქართული მხარე მადლობას გადაუხდის იმ მუდმივ და მყარი მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატება ქვეყნის სუვერენიტეტის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებში. ასევე საერთაშორისო პლატფორმებსა და რეზოლუციებში, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში მხარდაჭერისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში. ჩვენი ვიზიტისას მიღებული იქნა გადაწყვეტილებები ორმხრივი ფრენების განხორციელების. დღეს დაიწყება ბილეთების გაყიდვა და 15 ივნისიდან შესაძლებლობა ექნება როგორც ქართველ, ასევე სერბ ტურისტებს მიმოსვლის“, - აღნიშნა ლაშხმა.

დონალდ ტრამპი

26 მარტი 2025, 11:24

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ის ზოგი შტატი უცხოელების არჩევნებში მონაწილეობას არ კრძალავს - „ეს ფედერალური კანონების დარღვევაა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

26 მარტი 2025, 11:17

ეკონომიკა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Edelweiss Air იწყებს

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება. Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი ფრენებს ციურიხი - თბილისი - ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება.