გიორგი აბაშიშვილი: გერმანიის ელჩი წერს სტატუსს, რომელსაც ახალ ამბად აქცევს EED-ის დაფინანსებული „პუბლიკა" - ელჩი წერს რომ მოლდოვისათვის „მზადდება" თანხა, მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, რომ ამ „მილიარდმილიონებიდან” 1,500,000,000 ევრო სესხია

გიორგი აბაშიშვილი
ფოტო: ჯეოქეისი
„ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი, ეხმიანება საქართველოში გერმანის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებას, სადაც ელჩი წერს, რომ 1.8 მილიარდ ევრომდე მზადდება მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ამავდროულად, საქართველოში ზოგიერთი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ „დიფ სთეითმა“, შესაძლოა, ევროკავშირი „გაანადგუროს“.
აბაშიშვილი აღნიშნავს, რომ სწორედ ფიშერის განცხადების მაგალითზე შეგვიძლია მარტივად დავინახოთ, თუ როგორ მუშაობს საქართველოში, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებული სქემა. მისი განცხადებით, გერმანიის ელჩის სტატუსს ახალ ამბად აქცევს EED-ის მიერ დაფინანსებული მედია "პუბლიკა". EED, თავის მხრივ, ევროკავშირის და მისი წევრების ბიუჯეტიდან ფინანსდება, მისი გამგების თავმჯდომარე კი ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერია, რომელიც საქართველოს მოსახლეობის არჩევანის არაღიარების რეზოლუციის თანაავტორია.
ამასთანავე, გიორგი აბაშიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ პეტერ ფიშერს მოლდოვისთვის გამოყოფილი თანხის შესახებ განცხადების დაწერისას, ერთი დეტალი "გამორჩა", კერძოდ ის, რომ 1,800,000,000 ევროდან, 1,500,000,000, ევრო არის სესხი.
„მარტივი ახსნა, თუ როგორ მუშაობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ მხილებული სქემა საქართველოში:
- გერმანიის ელჩი სოცმედიაში წერს სტატუსს
- მის სტატუსს ახალ ამბად აქცევს ევროპის დემოკრატიის ფონდის (EED) მიერ დაფინანსებული "პუბლიკა". უძღვნის სტატიას, ბანერს...
- EED ევროკავშირის და მისი წევრების (მათ შორის გერმანიის) ბიუჯეტიდან ფინანსდება
- EED-ის გამგეობის თავმჯდომარე ევროპარლამენტარი, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი დევიდ მაკალისტერია (აქ ერთი დამთხვევაა კიდევ, რომ მაკალისტერი საქართველოს მოსახლეობის არჩევანის არაღიარების რეზოლუციის მთავარი თანაავტორია)
- გერმანიის ელჩი თავის პოსტში თავდაპირველ ამბავში მითითებულ 1,8 მლრდ ევროს გარდაქმნის 1,800,000,000 ევროდ, რაც ან ციფრების სიყვარულით აიხსნება, ან იმის სურვილით რომ თანხა უფრო გრანდიოზულად წარმოჩინდეს
- ელჩი წერს რომ ეს გრანდიოზული თანხა მოლდოვისათვის "მზადდება" (აქ მკითხველის ემოცია პიკს აღწევს)
- ელჩს მხოლოდ ერთი დეტალი გამორჩება, ალბათ შემთხვევით, კერძოდ, ის რომ ამ “გამზადებული მილიარდმილიონებიდან” 1,500,000,000, ევრო არის სესხი, ხოლო უანგარო დახმარება სულ 300 მლნ ევროა, ისიც სამ წელზე გადანაწილებული, ანუ წელიწადში სულ რაღაც 100 მლნ ევრო (უბრალოდ შეგახსენებთ, რომ მხოლოდ 2024 წლის დეკემბერში მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ჩვენი ბიუჯეტის შემოსულობები თითქმის 400 მილიონი ევროთი გავზარდეთ)
რეალურად, კვალიფიციურ NGO-ს რომ აფინანსებდეს ვინმე, ასეთი მარტივი პროპაგანდის ამოცნობის ხერხებზე მასალები ყველა მოქალაქეს ექნებოდა წაკითხული და ადვილად მიხვდებოდა მთავარ ნაწილს, მაგრამ, როგორც აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ძალიან ზუსტად გვამცნო, დეზინფორმაციასთან მებრძოლი “ენჯეოების” და მედიის დაფინანსების მიზანი სულაც არ ყოფილა დეზინფორმაციასთან ბრძოლა, არამედ პირიქით, მიზანი დამფინანსებლისათვის სასურველი პროპაგანდის წარმოებაა." - წერს გიორგი აბაშიშვილი სოციალურ ქსელში.
ყველა სიახლე

26 მარტი 2025, 12:06
ჯანდაცვა
ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამაა. ამ მიმართულების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, - განაცხადა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

26 მარტი 2025, 12:06
პოლიტიკა
2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ ქარელი: სააკაშვილმა პირადად მითხრა, რომ ერგნეთის ბაზრობა უნდა დაიხუროს, საერთოდ გახსენებაც აღარ უნდა და მისი გადაწყვეტილება შესრულებულდა იმ კუთხით, რომ ერგნეთის ბაზრობა სრულიად გაუქმდა
2004-2007 წლებში სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის რეგიონში, მიხეილ ქარელმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების და 2008 წლის აგვისტოს ომის განხილვა მიმდინარეობს, ერგნეთის ბაზრობის გაუქმების შესახებ ისაუბრა.

26 მარტი 2025, 11:59
ეკონომიკა
Mercure“ & „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერი: 2025 წლის ზაფხულის სეზონი ბევრად წარმატებული იქნება ვიდრე 2024 წლის
სასტუმრო „Mercure“-ისა და „Swissotel Tbilisi“-ის გენერალური მენეჯერი ერდოღან შაჰინის ინფორმაციით, 2025 წელი სასტუმროებმა პოზიტიურად დაიწყეს. შაჰინის განცხადებით, პირველი კვარტალი იმედისმომცემი შედეგით დასრულდა.

26 მარტი 2025, 11:59
საზოგადოება
რეაბილიტაციის ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებიც განახლდება
რუსთაველის გამზირზე მომავალი წლისთვის დაგეგმილი რეაბილიტაცია, მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა, მასზე არსებული შენობა-ნაგებობების განახლებასაც მოიცავს.

26 მარტი 2025, 11:56
პოლიტიკა
პაატა დავითაია 2008 წლის ომზე: ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა, ვინ გასცა ეს ბრძანება - ბრძანება გასცა მაშინდელმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა რაც პირდაპირ წერია დასკვნაში
ყველას ვუსვამდი კითხვას, როგორ მოხდა კოდორის ხეობიდან გამოყვანა, ვინ გასცა ეს ბრძანება - ეს იყო პრინციპული საკითხი ჩემთვის, - განაცხადა პაატა დავითაიამ, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ისაუბრა.

26 მარტი 2025, 11:56
რეგიონი
ლანჩხუთში სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებზე სწავლება ჩატარდა
სწავლების პროცესში, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და ადგილობრივი მოხალისეები. აღნიშნულის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრებისთვის და მოსახლეობისთვის, სახანძრო-სამაშველო სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო.

26 მარტი 2025, 11:54
საზოგადოება
თბილისის მერია დედაქალაქის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებულ აბრებს განაახლებს
„თბილისის შემოსასვლელსა და გასასვლელში არსებული აბრები დიდი ხანია მოძველებულია, რაც ლამაზი ნამდვილად არაა. დედაქალაქის საზღვრების აღმნიშვნელი აბრები უნდა იყოს თანამედროვე და განახლებული. ამიტომ, მათ შესაცვლელად, უახლოეს მომავალში ვაპირებთ, გამოვაცხადოთ შესაბამისი კონკურსი. მასში მონაწილეობა სხვადასხვა დაინტერესებულ პირს შეეძლება“.

26 მარტი 2025, 11:52
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქალაქე დააკავეს.

26 მარტი 2025, 11:46
მსოფლიო
ტრამპი აშშ-ში საარჩევნო სიების ფორმირებით უკმაყოფილოა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომელიც მიზნად საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას ისახავს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

26 მარტი 2025, 11:42
პოლიტიკა
სოზარ სუბარი: ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო, ასევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა და 80-მდე ადამიანი არის მოკლული
ამ დღეებში, ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც არაერთხელ უთქვამთ და ეჭვი მაქვს, აქაც იმავეს იტყვიან, რომ როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო, როგორც ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო [როკის] გვირაბიდან, ისევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა, - განაცხადა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

26 მარტი 2025, 11:41
საზოგადოება
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის მახათას მთის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა
დედაქალაქის მერის განცხადებით, კოოპერატიული ბინათმშენებლობისგან დაზარალებულებისთვის გამოცხადდა ინტერესთა გამოხატვა მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 11 ჰექტარია. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით უკვე 2 500 პირი დაკმაყოფილდა.

26 მარტი 2025, 11:39
საზოგადოება
ალექსანდრე წულაძემ ინდოეთის განათლების სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრა გამართა
ინდოეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ ინდოეთის განათლების სახელმწიფო მინისტრთან, დოქტორ სუკანთა მაჯუმდართან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

26 მარტი 2025, 11:34
ტექნოლოგიები
მსოფლიოში ზედაზედ მესამე წელია ყინულოვანი მასის სწრაფი დნობა ფიქსირდება, რაც დედამიწას სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს
ბოლო სამი წლის განმავლობაში ყინულოვანი მასის დნობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

26 მარტი 2025, 11:34
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში
„დღეს შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრთან. პირველ რიგში, ქართული მხარე მადლობას გადაუხდის იმ მუდმივ და მყარი მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატება ქვეყნის სუვერენიტეტის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებში. ასევე საერთაშორისო პლატფორმებსა და რეზოლუციებში, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში მხარდაჭერისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში. ჩვენი ვიზიტისას მიღებული იქნა გადაწყვეტილებები ორმხრივი ფრენების განხორციელების. დღეს დაიწყება ბილეთების გაყიდვა და 15 ივნისიდან შესაძლებლობა ექნება როგორც ქართველ, ასევე სერბ ტურისტებს მიმოსვლის“, - აღნიშნა ლაშხმა.

26 მარტი 2025, 11:24
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-ის ზოგი შტატი უცხოელების არჩევნებში მონაწილეობას არ კრძალავს - „ეს ფედერალური კანონების დარღვევაა“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

26 მარტი 2025, 11:17
ეკონომიკა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Edelweiss Air იწყებს
მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება. Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი ფრენებს ციურიხი - თბილისი - ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება.

26 მარტი 2025, 11:10
საზოგადოება
GCCA-იმ „ვოლტ ჯორჯიას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), საკურიერო სექტორში, შპს „ვოლტ ჯორჯიას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი - უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა.

26 მარტი 2025, 11:01
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი სააქციო საზოგადოების „მინა“ გენერალურ დირექტორს ოლგუნ თაშდემირს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სააქციო საზოგადოების „მინა“ გენერალურ დირექტორს ოლგუნ თაშდემირს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

26 მარტი 2025, 10:57
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინას ჯარის დასაფინანსებლად ფული არ აქვს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ბიუჯეტს ჯარის დაფინანსება არ შეუძლია.

26 მარტი 2025, 10:55
ტექნოლოგიები
კოსმოსურმა ტელესკოპმა „ევკლიდმა“ 2 000-ზე მეტი ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინა
კოსმოსურმა ტელესკოპმა „ევკლიდმა“ 2 000-ზე მეტი ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინა.