14 თებერვალი 2025, 13:43 / სანდო წყარო

მიხეილ დუნდუა: „ოფშორების კანონით“ ბიზნესმენებს სახელმწიფომ მისცა სტიმული, რომ თავიანთი კაპიტალი შემოიტანონ საქართველოში, აქ განახორციელონ ბიზნეს აქტივობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია

მიხეილ დუნდუა

მიხეილ დუნდუა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა ე.წ. ოფშორების კანონზე ბოლო დღეებში ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში მოქმედმა უცხო ქვეყნის ჯაშუშურმა ქსელმა ე.წ. „ოფშორების კანონის“ ირგვლივ ტყუილებზე აგებული აჟიოტაჟი მოაწყო და სიცრუე გაავრცელა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული კანონით სარგებლობით საქართველოს ბიუჯეტს თანხა დააკლო.

„ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში მოქმედმა უცხო ქვეყნის ჯაშუშურმა ქსელმა, რომელსაც ჩვენ რადიკალურ ოპოზიციას ვუწოდებთ, ტყუილებზე აგებული აჟიოტაჟი მოაწყო ეგრეთწოდებული „ოფშორების კანონის“ ირგვლივ. გარე დავალების შესაბამისად, თითქმის ყველა ადგილობრივმა მარიონეტმა ათასგვარი სიცრუე გაავრცელა, თითქოს ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნული კანონით სარგებლობით საქართველოს ბიუჯეტს თანხა დააკლო, თითქოს ამ კანონის მოქმედებით ხდება სანქციებისგან თავის არიდება, საუბარი იყო ოფშორული ზონებიდან კაპიტალის გადამალვის შესახებ და ასე შემდეგ...“, - წერს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, ატეხილი აჟიოტაჟი სრულად ჯდება ბოლო პერიოდში, მსოფლიოსთვის თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარ ფაბულაში, სადაც სიმართლე არის სიცრუე, კანონიერება არის უკანონობა, შენება არის ნგრევა და სიკეთე არის ბოროტება.

„ათასგვარი სიცრუის კორიანტელში, შესაძლოა, საკითხში ნაკლებად ჩახედულ ადამიანს სიმართლის გარკვევა გაუჭირდეს, ამიტომ მარტივი ანალიზით გასაგები გახდება, რას ემსახურება „ოფშორების კანონი“, რეალურად რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა ამ კანონის მოქმედების შედეგად, რას წარმოადგენს ოფშორული ზონა და ბოლოს, აქვს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, ან საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს ისარგებლოს საკუთარი სახელმწიფოს დაცვის გარანტიით და ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით.

პირველ რიგში „ოფშორების კანონი“ გავარჩიოთ. კანონი, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მარტივ რამეს ამბობს - თუ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე გადაწყვეტს, რომ მის მიერ, ოფშორებში არსებული კაპიტალი შემოიტანოს საკუთარ ქვეყანაში, მას მიეცემა გარკვეული, ერთჯერადი შეღავათები. ამ ამბავში მთავარი არის ის გარემოება, რომ ბიზნესმენებს სახელმწიფომ მისცა სტიმული, წაახალისა ისინი, რომ თავიანთი კაპიტალი შემოიტანონ საქართველოში, აქ განახორციელონ ბიზნეს აქტივობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის ეკონომიკის ზრდისთვის არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. მათემატიკურად რომ დავთვალოთ, ის ერთჯერადი შეღავათი, რომელსაც კანონი უწესებს მოქალაქეს ოფშორებიდან საქართველოში კაპიტალის გადმოტანის შემთხვევაში, რაც პრინციპში არათუ შეღავათად, არამედ სტიმულად, წახალისებად უნდა განვიხილოთ - საერთოდ არაფერია იმასთან შედარებით, რა სარგებელსაც მიიღებს ქვეყნის ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში.

ამ მარტივი ანალიზის მიღმა, კანონის შესახებ არსებობს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია „მანივალის“ დასკვნა. ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა ძირფესვიანად შეისწავლა „ოფშორების კანონი“ და საქართველოში გამოაგზავნა წერილი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ კანონი სრულად არის შესაბამისობაში საერთაშორისო სამართალთან და მათ არანაირი შენიშვნა ან განსხვავებული მოსაზრება არ გააჩნიათ. გამოდის, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თანხვედრაშია როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, რომ ქვეყანაში დამატებითი კაპიტალი შემოვიდეს და ეკონომიკის განვითარებას დაეხმაროს. კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ - რომ არ ამოქმედებულიყო კანონი და კონკრეტული X კაპიტალი ქვეყნის გარეთ დარჩენილიყო, ამით ქვეყანას რამე მოემატებოდა? ცხადია არაფერი. ამიტომ, კანონის ავკარგიანობაზე მხოლოდ ან უვიცი, ან მიზანმიმართული მავნებელი თუ ილაპარაკებს.

ახლა უკვე ოფშორული ზონის არსებით განხილვაზე გადავიდეთ. თავის დროზე ოფშორული ზონა ბიზნესმენებისთვის ბიზნესის წარმოების გასამარტივებლად შეიქმნა და ამ კომფორტით მსოფლიოს ყველა წამყვანი ბიზნესმენი სარგებლობდა და სარგებლობს. ოფშორული ზონა მოქნილია, მარტივია ნებისმიერი ტრანზაქცია თუ ქმედება, გამარტივებულია ყველა პროცედურა და დაცლილია ბიუროკრატიისგან და ზედმეტი ოპერაციებისგან. ეს იყო სწორედ ოფშორული ზონის იდეა, რომ სიმარტივის და კომფორტული გარემოს გამო, სწორედ ამ ზონაში აკუმულირებულიყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფიზიკური პირებისა თუ კომპანიების კაპიტალი. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში ღიად დაიწყო საუბარი „დიფ სთეითზე“, ოლიგარქიულ ოჯახებსა და მათ კონტროლ ქვეშ არსებულ უზარმაზარ კაპიტალზე, მას შემდეგ, რაც საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ისეთი გიგანტური კომპანიების რეალური არსი, როგორებიცაა „ბლექროკი“, „ვენგარდი“ და ასე შემდეგ, რომლებიც მსოფლიო კაპიტალის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ, ხოლო კომპანიებს თავის მხრივ ოლიგარქიული ოჯახები ფლობენ, საბოლოოდ დაიმსხვრა მითი ოფშორული ზონის უსაფრთხოებასა და საიმედოობაზე. გაირკვა, რომ ოფშორებზე სრული კონტროლი ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფს ჰქონდა, რასაც ჩვენ დღეს „დიფ სთეითს“, იგივე „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ. ამ ფონზე, კიდევ უფრო ლოგიკური და ეროვნული საქმე იყო საქართველოს პარლამენტის მიერ „ოფშორების კანონის“ მიღება, რამეთუ ნებისმიერ დაინტერესებულ ბიზნესმენს საშუალება ჰქონოდა, საქართველოში არსებული სტაბილური და საიმედო მდგომარეობით ესარგებლა, კაპიტალი საქართველოში გადმოეტანა და დაეზღვია ყველა ის რისკი, რაც ზემოთ არის ახსნილი.

სიცრუის კორიანტელში კიდევ ერთი, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილო პრეტენზია საქართველოში მოქმედ „ჯაშუშურ ქსელს“ ამგვარი ჰქონდა - თურმე როგორ გაბედა და ისარგებლა ბიძინა ივანიშვილმა მოქმედი კანონით და რომ ამ გზით ის სანქციებისგან თავის არიდებას ცდილობს.

მივყვეთ ლოგიკურად - თუ კანონი მართებულია, თუ ის საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოწონებული და აღიარებულია, რატომ არ აქვს უფლება ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ კანონით ისარგებლოს? რა არის ცუდი იმაში, თუ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გადმოიტანს კაპიტალს, საიდანაც 1 ცენტიც კი საქართველოში არ უშოვია და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას მოახმარს? კიდევ ერთხელ უნდა დავსვათ მარტივი კითხვა - თუ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალი, ან ნებისმიერი სხვა ბიზნესმენის კაპიტალი საქართველოში არ შემოვა და ოფშორულ ზონაში დარჩება, ამით ქვეყანა რამე სარგებელს მიიღებს? ამით ქართულ ეკონომიკას რამე შეემატება? ცხადია არაფერი. მარტივი ჭეშმარიტებაა - თუ მოქმედი კანონი, მათ შორის საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ არის პოზიტიურად და სამართლებრივად გამართულად შეფასებული, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ამ კანონის გამოყენება. მით უფრო, რომ საუბარია მარტივ რამეზე - ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული კაპიტალის საქართველოში გადმოტანასა და ამით ქართული ეკონომიკის სტიმულირებაზე. ასევე მარტივი პასუხი დემაგოგიაზე, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილმა კანონი საკუთარ თავზე მოირგო და ეს კანონი მისი ინსპირირებული იყო... ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილმა ამ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვალა სასიკეთოდ, მიტაცებული საქართველო გამოსტაცა ხელიდან აგენტურას და ქვეყანა შეუქცევადი დემოკრატიის გზაზე დააყენა. და რას ხედავთ იმაში ცუდს, თუ ეს კანონი მისი იდეა იყო? და რას ხედავთ ცუდს იმაში, რომ ამ გამართული კანონით მან ისარგებლა, ან მომავალში ისარგებლოს? სად არის აქ აჟიოტაჟის საფუძველი? კანონი, რომელიც გამართული და სამართლებრივად სწორია, ერთნაირად მოემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. გასარჩევი ის კი არ უნდა იყოს, ვინ დააინიცირა თუ მოიფიქრა კანონი, გასარჩევი უნდა იყოს ის, ემსახურება თუ არა კანონი ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს და ამაში კითხვის ნიშნები ნამდვილად არ არსებობს.

დაბოლოს, რაც შეეხება სანქციებს და მისგან თავის არიდებას - დღეს პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი სრულიად უსამართლოდ, კონკრეტული ძალების დავალებით მხოლოდ იმიტომ დაასანქცირეს, რომ უარი თქვა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასა და ომის გაჩაღებაზე, უარი თქვა ანტიქართული ნაბიჯების გადადგმაზე, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას საქართველოში. სწორედ ამიტომ, ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება, რომ გამოიყენოს ყველა კანონიერი მეთოდი, დაიცვას საკუთარი თავი, ოჯახი და საკუთარი კაპიტალი ამ უკანონო სანქციებისგან.

სახელმწიფოს არსიც ხომ სწორედ ეს არის - ნებისმიერი კანონიერი გზით დაიცვას საკუთარი მოქალაქე მასზე განხორციელებული ნებისმიერი გარე ზემოქმედებისგან, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს ზემოქმედება არის უსამართლო და უკანონო. აქედან გამომდინარე - ბიძინა ივანიშვილს, ისევე როგორც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აქვს სრული უფლება, გამოიყენოს სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქის დაცვისთვის შექმნილი ნებისმიერი კანონიერი გზა, მით უმეტეს, თუ ამ ნაბიჯს ქვეყნისთვის მოაქვს მხოლოდ სარგებელი და არანაირი უკუეფექტი ბუნებაში არ არსებობს. სამართლიანი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი შემდეგია - ნებისმიერი კანონი, მათ შორის ეს კონკრეტული „ოფშორების კანონი“ მიღებულია იმისთვის, რომ ის მოემსახუროს საქართველოს მოქალაქის და ქვეყნის კეთილდღეობას, ხოლო ამ გარემოების საპირისპიროდ წარმოჩინება, თითქოს სამართლებრივად გამართული კანონით სარგებლობა არის რაიმე სახის უკანონობა, „ჯაშუშური ქსელის“ ცნობილი ხელწერაა.

სხვათა შორის, ატეხილი აჟიოტაჟი სრულად ჯდება ბოლო პერიოდში, მსოფლიოსთვის თავსმოხვეული ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მთავარ ფაბულაში, სადაც სიმართლე არის სიცრუე, კანონიერება არის უკანონობა, შენება არის ნგრევა და სიკეთე არის ბოროტება. ამ მხრივ, ხელის გულზე დევს, რომ ცრუ აჟიოტაჟის შემქმნელები „დიფ სთეითის“ კონკრეტულ დავალებებს ასრულებენ.

P.S. რაც შეეხება საკითხს, თუ როდის შემოიტანა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში ხელოვნების ნიმუშები, ან შემოიტანა თუ არა ის საერთოდ. მოხდა ეს უკრაინაში ომის დაწყებამდე, დაწყების შემდეგ, გასულ იანვარში, თუ საერთოდ არ მომხდარა - თავი კულტურულ ადამიანად მიმაჩნია და ამ საკითხის გარკვევა პირველ რიგში საკუთარ თავს ვერ ვაკადრე. ცხადია, მე შემეძლო ამ ამბის მოკითხვა და გარკვევა, მათ შორის საერთო ადამიანების საშუალებით, მაგრამ დიდ უკულტურობად მიმაჩნია ჩავერიო სხვა ადამიანის პირად ცხოვრებაში და მის საქმიანობაში. ეს არც ჩემი და არც არავის საქმე არ არის“, - წერს მიხეილ დუნდუა.

ყველა სიახლე

18 მარტი 2025, 17:19

რეგიონი

ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესის დარბაზი გაიხსნა

ხობის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესის დარბაზი გაიხსნა.

დავით მათიკაშვილი

18 მარტი 2025, 17:18

პოლიტიკა

გიორგი მათიკაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ოპოზიციასთან შეხვედრაზე: სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან საქართველო გამძაფრებულ შემოტევას აწყდება

სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან საქართველო გამძაფრებულ შემოტევას აწყდება.

არჩილ გორდულაძე

18 მარტი 2025, 17:17

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეიძლება იყოს ყოფილი მინისტრი, მაგრამ „დიფ სთეითისგან“ მართული ყოფილი - ასეთი რამ არ არსებობს

გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეიძლება იყოს ყოფილი მინისტრი, მაგრამ „დიფ სთეითისგან“ მართული ყოფილი - ასეთი რამ არ არსებობს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვიზიტზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

18 მარტი 2025, 17:10

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ჩეხეთის საელჩოს პასუხზე: მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო. ასეთ აბსურდს, რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, ზუსტად, ასე მუშაობს „დიფ სთეითი“

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა.

18 მარტი 2025, 17:05

პოლიტიკა

ესკლაციის მართვის კონსულტანტი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება

შენობაში შეიყვანეს მხოლოდ მათთვის სასურველი მედიის წარმომადგენლები, სიაში ვერ მოხვდნენ „იმედი“, „რუსთავი ორი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. რატომ დაიკეტა კარი რამდენიმე მედიისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ორგანიზაციულ საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

18 მარტი 2025, 17:04

პოლიტიკა

ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები ააქტიურებენ

საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები ააქტიურებენ, - განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

18 მარტი 2025, 16:45

პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

18 მარტი 2025, 16:43

სამართალი

პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

18 მარტი 2025, 16:32

პოლიტიკა

პარლამენტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე გასაცემი მიკროკრედიტის ლიმიტთან დაკავშირებულ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 85 ხმით, პირველი მოსმენით „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.

18 მარტი 2025, 16:10

საზოგადოება

პარლამენტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილება გამარტივებული წესით მიიღო

პარლამენტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილება 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება, ნაცვლად 2025 წლის 1 მარტისა.

შოთა ბერეკაშვილი

18 მარტი 2025, 15:58

პოლიტიკა

პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 83 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

თორნიკე ჭეიშვილი

18 მარტი 2025, 15:52

პოლიტიკა

პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

18 მარტი 2025, 15:44

პოლიტიკა

საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ექნება ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინი

18 მარტი 2025, 15:40

მსოფლიო

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი: ტრამპი და პუტინი ძალიან კარგი მეგობრები არიან

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი კარგი მეგობრები არიან. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

18 მარტი 2025, 15:19

ეკონომიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა

შეხვედრებზე აჭარის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ჩეხეთში ცნობადობის გასაზრდელად ერთობლივი პრეს-ინფოტურებისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

18 მარტი 2025, 15:08

კულტურა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

რუსთაველის ეროვნულ თეატრში ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპი

18 მარტი 2025, 15:05

მსოფლიო

The Wall Street Journal: ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეეცდება რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაში დაარწმუნოს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეეცდება კრემლის ლიდერი უკრაინაში ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაში დაარწმუნოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გიორგი გამსახურდია

18 მარტი 2025, 14:57

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: დიდი ვარაუდით, ჩეხეთში შემოდგომაზე ეროვნული და პატრიოტი კაცი, ანდრეი ბაბიში მოიგებს არჩევნებს. შესაბამისად, მიდგომაც შეიცვლება

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

დენ ბორჯინო

18 მარტი 2025, 14:53

მსოფლიო

ცნობილი ამერიკელი პოდკასტერი დენ ბონჯინო, რომელმაც „დიფ სთეითის“ გამოაშკარავებას არაერთი წიგნი მიუძღვნა, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე გახდა

ცნობილი ამერიკელი პოდკასტერი, პუბლიცისტი და რადიო წამყვანი დენ ბონჯინო, რომელმაც „დიფ სთეითის“ გამოაშკარავებას არაერთი წიგნი მიუძღვნა, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ლევან მაჭავარიანი

18 მარტი 2025, 14:52

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საელჩოებისგან მიჩვეულები ვართ ისეთ მუშაობას, რაც მათი კომპეტენციის ფარგლებს ცდება

საელჩოებისგან მიჩვეულები ვართ ისეთ მუშაობას, რომელიც მათი კომპეტენციის ფარგლებს ნამდვილად ცდება, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. მისი თქმით, ისინი ცდილობენ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის ნეგატიური ნარატივი გაატარონ.