14 თებერვალი 2025, 15:37 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: უკანასკნელი პერიოდის სკანდალები, რომლებიც USAID-ის მიერ მსოფლიოში ლიბერალური მედიის დაფინანსებას უკავშირდება, წარმოაჩენს, რომ სინამდვილეში ეს ქსელი პროპაგანდას ავრცელებს

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

უკანასკნელი პერიოდის სკანდალები, რომლებიც USAID-ის მიერ მთელ მსოფლიოში ლიბერალური მედიის დაფინანსებას უკავშირდება, წარმოაჩენს, რომ სინამდვილეში, ეს საერთაშორისო ქსელი პროპაგანდას ავრცელებს და არსებითად, უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ მედიას წარმოადგენს, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში. პაპუაშვილის თქმით, აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ უცხოური მედიაგრანტები წარმოადგენდა ინვესტიციას პროპაგანდისტულ ქსელში.

„გავიგეთ, რომ ასობით მედიაკომპანია, არასამთავრობო ორგანიზაცია და ათასობით ჟურნალისტი პირდაპირ ფინანსდებოდნენ აღნიშნული მთავრობების მიერ შექმნილი საერთაშორისო პროპაგანდისტული ქსელის მიერ, რომელიც შეიქმნა და გამოიყენებოდა სასურველი ნარატივის გასაძლიერებლად და ალტერნატიული მოსაზრებების ჩასახშობად.

ათობით ქართული მედია, ფაქტობრივად, აქტივისტ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლებიც სოციალურ მედიას გარკვეული პოლიტიკური ხაზის ადვოკატირებისთვის იყენებენ და არა ფაქტების გაშუქებისთვის. აგიტაციის გზით, მაგრამ, ასევე, დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელებით, ეს მედიაკომპანიები აძლიერებენ უცხოური პროპაგანდისტული ქსელის ნარატივს. ისინი იქმნება და ფინანსდება მხოლოდ ამ მიზნით, თუმცა, შენიღბული არიან, როგორც „დამოუკიდებელი“ და „კერძო“ მედია. აღსანიშნავია, რომ USAID-ისა და მის მიერ პროპაგანდის დაფინანსებასთან დაკავშირებული ბოლო დღეების სკანდალი დონორების მიერ მართულ მედიაში მინიმალურად ან საერთოდ არ გაშუქებულა.
აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ უცხოური მედიაგრანტები წარმოადგენდა ინვესტიციას პროპაგანდისტულ ქსელში, რომელიც აშუქებს ისტორიის მხოლოდ ერთ მხარეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკის შიგნითაც“, – აღნიშნავს პაპუაშვილი.

მისივე თქმით, ამ მავნე მედია პრაქტიკამ უკანასკნელ დღეებში იჩინა თავი მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო.

„რეზოლუცია მოითხოვს ქართული მედიის მფლობელებისთვის სანქციების დაწესებას. თუმცა, ამავდროულად, ევროპარლამენტარები, რომლებმაც ეს რეზოლუცია დააინიცირეს (მაკალისტერი, გალერი, გეტა, ზოვკო), ამავე დროს, ევროპის დემოკრატიული ფონდის (EED) მმართველთა საბჭოს წევრები არიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ევროპარლამენტარები იმ მედიაკომპანიების გაუქმებას ცდილობენ, რომელიც მათ შეხედულებებსა და პოლიტიკას არ იზიარებს, ხოლო, ამავე დროს, EED-ის მეშვეობით, (რომელსაც NED-ის ევროპულ ფილიალსაც უწოდებენ ხოლმე), საკუთარ პროპაგანდისტულ მედიას აფინანსებენ. აღნიშნული კი, კიდევ ერთხელ, ზუსტად ემთხვევა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ მსოფლიო პროპაგანდისტული ქსელის აღწერილ მაგალითს, რომელიც ახლა, ევროპარლამენტისა და EED-ის მეშვეობით, აქტიურად არის გავრცელებული ევროპაშიც. საქართველოში გერმანიის ელჩის გუშინდელი პოსტი პლატფორმა X-ზე პროპაგანდის ამ საინტერესო პრაქტიკის კარგი მაგალითია. მისი თქმით, ევროკავშირი მოლდოვისთვის 1,8 მილიარდ ევროს „ამზადებს“, რითაც იმაზე მიუთითებდა, რომ საქართველო აღნიშნული შესაძლებლობის მიღმა რჩება. უცხოური მთავრობის (ე.ი. EED) მიერ დაფინანსებულმა მედიამ, „დეტალების“ გადამოწმების გარეშე, ფართოდ გაავრცელა ეს სიახლე. ერთ-ერთი „დეტალის“ მიხედვით, „მომზადებული“ 1,8 მილიარდი ევროდან, დაახლოებით 1,5 მილიარდი ევრო არც თუ ისე ხელსაყრელი კრედიტია, რომელიც მოლდოვამ ევროკავშირს პროცენტებით უნდა დაუბრუნოს. ამის შემდეგ, აღნიშნული ახალი ამბავი საქართველოს რადიკალურმა ოპოზიციამ გამოიყენა, რათა ის გაბუქებულ სკანდალად ექცია, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობამ, თითქოს, ევროკავშირის ნაჩუქარი ფული „დაკარგა“. დემოკრატიაზე ზრუნვა სიმართლის თქმით უნდა დაიწყოს და მისი მამოძრავებელი ძალა ჭეშმარიტად თავისუფალი მედიაა.
პროპაგანდა, თუნდაც ის, რომელიც სხვადასხვა არხითაა წარმოდგენილი, ვერ გაამდიდრებს დემოკრატიას. გასაოცარია იმის დანახვა, თუ რად იქცა ჟურნალისტიკა ამ ბოლო პერიოდში. უცხოური დაფინანსების მქონე მედიის აქტივისტები მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, მოითხოვენ მთავრობის გადაყენებას ან შეცვლას, ან, სულაც, მთავრობის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლებას. ამავდროულად, პროტესტის დროს, ისინი აგრძელებენ გაშუქებას.

აქტივისტური ჟურნალისტიკა უბრალოდ ოქსიმორონია. ამით, საბოლოოდ ზარალდება მოქალაქე, რომელსაც წართმეული აქვს ამბის ობიექტური მიღების უფლება და, სანაცვლოდ, დივერსიფიცირებულ პროპაგანდას ისმენს. საბოლოო ჯამში, ეს ძირს უთხრის დემოკრატიულ პლურალიზმს და იქცევა სენად, რომელიც უკვე იგრძნობა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - წერს პაპუაშვილი.

ყველა სიახლე

ჯორჯია მელონი

20 მარტი 2025, 02:03

მსოფლიო

იტალიის პრემიერი: არ ვფიქრობ, რომ ოდესმე გამომიყენებია სიტყვა გამარჯვება უკრაინაში ომთან დაკავშირებით

არ ვფიქრობ, რომ ოდესმე გამომიყენებია სიტყვა გამარჯვება უკრაინაში ომთან დაკავშირებით, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

20 მარტი 2025, 01:46

მსოფლიო

ნეთანიაჰუ: ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი არჩევნებში იმარჯვებს, მემარცხენე „დიფ სთეითი“ იყენებს სასამართლო სისტემას ხალხის ნების წინააღმდეგ - ისინი ვერ გაიმარჯვებენ

ამერიკასა და ისრაელში, როდესაც ძლიერი მემარჯვენე ლიდერი არჩევნებში იმარჯვებს, მემარცხენე „დიფ სთეითი“ იყენებს სასამართლო სისტემას ხალხის ნების წინააღმდეგ, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 01:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პრემიერის, ვიცე-პრემიერის დასანქცირება ნიშნავს პოლიტიკურ თავდასხმას სხვა სახელმწიფოზე, მტრობის აქტია და კონკრეტული NGO-ები, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული აქტის გამოცემაში მონაწილეობდნენ

პირდაპირ გამოდიოდნენ პოლიტიკოსები, პარტიები, წამყვანი ოპოზიციური რადიკალური პარტიები და პირდაპირ ამბობდნენ ტყუილს, რასაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და გვემუქრებოდნენ ამის საფუძველზე გარედან სანქციებით და ა.შ. რომ საქართველო იყო შავი ხვრელი, რუსული სანქციების თავიდან არიდება ხდებოდა საქართველოს მეშვეობით და ა.შ. რაც მერე დადასტურდა, რომ იყო აბსოლუტური ტყუილი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 01:15

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თბილისში და ყველა სხვა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ მერის არჩევნებს, საკრებულოს არჩევნებს - ოპოზიციას არავითარი რესურსი არ აქვს, რომ რაიმე არსებითი კონკურენცია გაგვიწიოს

ვაპირებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნების მოგებას. ამისთვის გვაქვს ყველანაირი საფუძველი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 01:12

პოლიტიკა

პრემიერი: საბოტაჟი და მტრული საქმიანობის ხელშეწყობა ხდებოდა აბსოლუტურად ღიად და საჯაროდ, პირდაპირ საუბარი ჰქონდათ ომზე, სანქციების დაწესებაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე

საბოტაჟი და მტრული საქმიანობის ხელშეწყობა ხდებოდა აბსოლუტურად ღიად და საჯაროდ, პირდაპირ საუბარი ჰქონდათ ომზე, სანქციების დაწესებაზე, მებრძოლი მოხალისეების გაგზავნაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 01:09

პოლიტიკა

პრემიერი: კონკრეტული ძალები, რომლებიც იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ რევოლუციურ სცენაზე და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, გარედან ფინანსდებოდა საქართველოში რევოლუცია, რაც უკვე კრიმინალია

დაფინანსება გამოიყოფოდა კონკრეტულ ორგანიზაციებზე, რომლებიც, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჩართული იყვნენ რევოლუციურ ქმედებებში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

20 მარტი 2025, 00:54

ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე: ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 4 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა დაახლოებით 9,5%

ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ 4-წლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, 4 წლის განმავლობაში საშუალო ზრდა გვქონდა დაახლოებით 9,5 პროცენტი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 00:53

პოლიტიკა

პრემიერი: სანიკიძემ თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, არავის აინტერესებს ზურაბიშვილის აზრიო, ხაბეიშვილს ათქმევინეს, პრეზიდენტი აღარ არის, აზრი აღარ გვაინტერესებსო, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი

როგორც ხდება ხოლმე მოძველებული საქონლის ჩამოწერა, ისე აქვს უკვე დაწყებული „დიფ სთეითს“ სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერის პროცესი და ამის შედეგებს მალე დაინახავთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 00:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მაღაროელებზე: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, სამსახური. ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ შემოსავალი, სამსახური, არ გაუარესდეს სოციალური მდგომარეობა, ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა გამოვავლინოთ, დანარჩენი დეტალებზეა დამოკიდებული, ზოგადად, სახელმწიფომ რომ წამოიღოს კერძო საწარმო, ეს პრინციპულად არასწორია, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

20 მარტი 2025, 00:52

პოლიტიკა

პრემიერი: ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს, იმდენად მართლები ვართ, ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, იმ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც გადაწყვიტა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვერ დაველაპარაკებით

ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები ნებისმიერ ფორმატში, იმდენად მართლები ვართ და იმდენად გვაქვს ამის რწმენა, რომ ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, საჯაროდ თუ არასაჯაროდ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 00:49

პოლიტიკა

პრემიერი: როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, პროკურატურას შეუძლია, დაადგინოს, იკვეთება თუ არა დანაშაულის ნიშნები კონკრეტული ფონდის საქმიანობაში

როგორც ენჯეოების საქმიანობა არის გაუმჭვირვალე, ასევე ფონდების საქმიანობაც იყო სრულიად გაუმჭვირვალე, თუ ქველმოქმედებით იყვნენ დაკავებული, რატომ არ დადეს საკუთარი ხარჯები მაინც, პროკურატურა გააკეთებს იმას, რაც მათ ჰქონდათ დასამალი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 00:48

პოლიტიკა

პრემიერი: პარლამენტს ლეგიტიმაციას ქართველი ხალხი ანიჭებს, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია. არ შეიძლება, ქართველი ხალხი სააკაშვილმა, გვარამიამ, გახარიამ და ხაზარაძემ ჩატოვოს საბოტაჟის რეჟიმში

პარლამენტი არის ლეგიტიმური. ერთადერთი, ვინც პარლამენტს ლეგიტიმაციას ანიჭებს, ეს არის ქართველი ხალხი, არც ვიღაც ბრიუსელის ჩინოვნიკი და არც რადიკალური ოპოზიცია საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 00:48

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: თუ არ გინდა, „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ესე იგი გინდა, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ოთხი პარტია მოვიდეს ხელისუფლებაში, მწამებლები, მკვლელები და რეკეტიორები, ორჯერ ორი ოთხია

დისკუსიაზე არ მოდიან, რადგან იციან, რომ „ნაცმოძრაობა“ კლავდა, აწამებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, ომი გააჩაღა და ა.შ., ეს ყველაფერი იციან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 00:45

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არც ერთი „ნაცი“ არც ერთ თანამდებობაზე გულისხმობს მათ შორის იმასაც, რომ არც ერთ „ნაცს“ არ უნდა ერქვას საქართველოს პარლამენტის წევრი, დიდი იმედი მაქვს, გახარიას პარტიასაც მოუწევს საპარლამენტო მანდატების დატოვება

პარლამენტში დღეს არის 3+1 პარტია წარმოდგენილი, იმედია, საბოლოოდ დარჩება სამი პოლიტიკური პარტია, იმიტომ, რომ არც გახარიას პარტიას არაფერი ესაქმება საქართველოს პარლამენტში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 00:45

პოლიტიკა

პრემიერი: აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები. 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა თვალი დაკარგა, ესეც ხომ ფარისევლობაა

უდიდესი რისკების მიუხედავად, ჩვენ რაც გვქონდა მთავარი ამოცანა დასახული, ის პირნათლად შევასრულეთ - არც ერთ ადამიანს არ დარჩა რაიმე კვალი ჯანმრთელობაზე, ამ მასშტაბის ძალადობის მიუხედავად და ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

დაჩი ცაგურია

20 მარტი 2025, 00:44

პოლიტიკა

დაჩი ცაგურია: რა მდგომარეობაში იყო მედია 2012 წლამდე - „იმედი“ დაარბიეს, ყველა არხზე ერთი და იგივე სიუჟეტი იყო, ერთი და იგივე კამერით გადაღებული. ახლა ვისაც გაუხარდება დაწერს განცხადებას და ტელევიზიას გახსნის ხვალვე

ჩვეულებრივი ბანდიტები არიან და ახლა მოირგეს ბატკნის ტყავი და გამოგვივიდნენ დემოკრატიისთვის მებრძოლები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ იმ ფონდების დამფუძნებლებზე საუბრისას, რომლებიც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ დააყადაღა.

დაჩი ცაგურია

20 მარტი 2025, 00:36

პოლიტიკა

დაჩი ცაგურია: როგორ შეიძლება 7 ნოემბერს და ამ აქციებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა? სადაც არ უნდა მიხვიდე და საკანონმდებლო ორგანოს ფეიერვერკები დაუშინო, პოლიციელებს ურტყა არ არსებობს ეგეთი ქვეყანა, სადაც მაგისთვის მედალს დაგკიდებენ

როგორ შეიძლება 7 ნოემბერს და ამ აქციებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა? მთელს დედამიწაზე, სადაც არ უნდა მიხვიდე და საკანონმდებლო ორგანოს ფეიერვერკების წვიმა, რომ დაუშინო და შურდულებით ფანჯრები დაამტვრიო და ცეცხლი გააჩინო და პოლიციელებს ხელი ურტყა და წიხლები ურტყა და ბენზინიანი ბოთლები ესროლო და ცეცხლი წაუკიდო, არ არსებობს პლანეტაზე ეგეთი ქვეყანა, სადაც მაგის გულისთვის მედალს დაგკიდებენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა დაჩი ცაგურიამ.

მაია ბითაძე

20 მარტი 2025, 00:35

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ამ ფონდის მთავარი მიზანი თურმე ყოფილა გარკვეული დახმარება, როგორც გილაურმა დაწერა. სინამდვილეში, კარგად ვიცით, დიდი წილია ამგვარი ლობისტური საქმიანობის იმაში, რომ საქართველოს წინააღმდეგ, რთული პროცესი დაიწყო ოპოზიციამ

მიაჩვიეს ჩვენი ყური, რომ დემოკრატიის სახელით, პრაქტიკულად გარკვეულ სადამსჯელო ოპერაციებს ატარებენ სხვადასხვა სახელმწიფოების და ამ შემთხვევაში, ჩვენ ჩვენი გვტკივა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპი

20 მარტი 2025, 00:19

მსოფლიო

ტრამპმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას მისი დაცვის საუკეთესო საშუალება უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აშშ-ის საკუთრებაში გადაცემას მისი დაცვის საუკეთესო საშუალება უწოდა.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 00:19

პოლიტიკა

პრემიერი: ერთადერთი ქვეყანა შეიძლება ვიყოთ, სადაც შეგიძლია, ნებისმიერმა აგენტმა ხელი გაარტყას პოლიციელს და იქ პატიმრობაც არ უნდა იყოს შეფარდებული, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა

ერთადერთი ქვეყანა შეიძლება ვიყოთ, სადაც 300 კაცით შეიძლება გადაკეტო ცენტრალური გამზირი და ასევე ერთადერთი ქვეყანა, სადაც შეგიძლია, ნებისმიერმა აგენტმა გაარტყას ხელი პოლიციელს და იქ პატიმრობაც არ უნდა იყოს შეფარდებული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.