სოზარ სუბარი 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე: სტატისტიკის მიღმა, ყველანი ვხვდებით, რამდენი ადამიანის ტრაგედია დგას, რამდენი წართმეული სიცოცხლე, ნაწამები ადამიანი და წართმეული ჯანმრთელობა, წართმეული ქონება

სოზარ სუბარი
ფოტო: ხალხის ძალა
უზარმაზარი სამუშაოა გაწეული, ზღვა ინფორმაცია დამუშავებული, მაგრამ ამ სტატისტიკის მიღმა, აქ რომ ასე მშრალად არის მოწოდებული, ყველანი კარგად ვხვდებით, რამდენი ადამიანის ტრაგედია დგას - რამდენი წართმეული სიცოცხლე, რამდენი ნაწამები ადამიანი და წართმეული ჯანმრთელობა, წართმეული ქონება და განადგურებული ადამიანები, რომლებსაც, მთელი ცხოვრება რაც უწვალიათ, უცებ, ერთი ხელის მოწერით იქნა წართმეული, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა, საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი დანაშაულების სტატისტიკაზე კომენტირებისას.
სოზარ სუბარმა გაიხსენა წინა ხელისუფლების დროს დაკავებული 65 წლის ქალის ისტორია, რომელსაც 2700 ლარის ღირებულების თაღლითობას ედავებოდნენ და მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა, 17 500 ლარის ჯარიმა და მიყენებული 2700 ლარიანი ზიანის ანაზღაურება.
მისი განცხადებით, ამგვარი მიდგომის მიზანი იყო შიშის ჩანერგვა, ხოლო ამგვარი სისტემის შემქმნელი იყო ერთი ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი.
„გარკვეული პერიოდი მიკვირდა, ის სისასტიკე რატომ ხდებოდა. ერთ მაგალითს მოვიყვან, 65 წლის ქალბატონი აღმოვაჩინე ციხეში, მე-12 დაწესებულება იყო მგონი მაშინ, სადაც ქალბატონები იყვნენ, რომელსაც თაღლითობა ჰქონდა ჩადენილი, რამდენიმე ეპიზოდი. სულ ლაპარაკია 2700 ლარის ღირებულების ზარალზე, რაც მიადგა დაზარალებულებს და თუ არ ჩავთვლით ორ კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც ფულზე იყო, დანარჩენი იყო მართლა ერთი ტომარა ფქვილი რომ ისესხა და ვეღარ ან აღარ ჩაასესხა, თაღლითობაში ჩაუთვალეს ყოველ შემთხვევაში. 25 წელი ციხე, 17 500 ლარი ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ და ეს 2700 ლარი ზიანის ანაზღაურება დაზარალებულებისთვის - არანაირი პოლიტიკური ინტერესი ამ ქალის მიმართ არ არსებობდა, რატომ უნდა ჰქონოდა ასეთი პოლიტიკა სახელმწიფოს, ვფიქრობდი, ან ის გაიდლაინები რა იყო, რომლის მიხედვითაც არც მოსამართლეს ჰქონდა რაიმე თავისუფლება, არც პროკურორს - პირდაპირ უნდა მიესაჯათ.
ჩემი ახსნა არის შემდეგი: შიში უნდა ყოფილიყო, რომ ვისაც სახელმწიფოსთან შეხება ექნებოდა, ვისაც სამართალდამცავთან შეხება ექნებოდა, ან უნდა დაეთმო, რასაც ეტყოდნენ, ან იცოდა, რომ მას მომავალი არ ჰქონდა. ეს შიში მუშაობდა შემდეგ. ვიღაც ბიზნესმენს რომ მიადგებოდნენ და ეტყოდნენ, შენ 3 მილიონი ლარი უნდა გადაიხადო რაღაც კონკრეტულში, ის თუ დაიწყებდა, რომ ამდენის საშუალება არ მაქვს და იქნებ 2.5 მილიონზე შევთანხმდეთ, მეორე დღეს მას აღარ ელაპარაკებოდნენ იმ 3 მილიონზე, ეტყოდნენ, რომ ან 6 მილიონი გაქვს გადასახდელი, ან მიდიხარ ციხეში - რომ მოლაპარაკება არ გაებედა არავის. ეს არის სისტემა და ამ სისტემის შემქმნელი არის ერთი ადამიანი, მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ამ სისტემას რამდენიმე ხერხემალი ჰყავდა, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვინც წარმოადგენდნენ ამ ყველაფერს.
სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ 7 ნოემბერს არაფერი გამიგია, მეძინა იმ დროს, როდესაც ეს ამბავი მოხდაო. იქ იყო გამოყვანილი ჯარი, თავდაცვის სამინისტროს ნაწილები, შს სამინისტროს ნაწილებთან ერთად, იქ იყო გამოყვანილი სასჯელაღსრულების სპეცრაზმი - ვერავინ გამოიყვანდა ამას პრეზიდენტის გარდა. თავი რომ დავანებოთ, რომ უბრალოდ იტყუებოდა და სხვისთვის გადაბრალება უნდოდა. ამიტომაც, ამ ყველაფერს ჰყავს ერთი სახელი და გვარი, რომელიც ამ ყველაფრის შემქმნელი იყო“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე

21 მარტი 2025, 23:47
სპორტი
თბილისის „გრანდ სლემის" პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტებმა ტურნირის პირველ დღეს წარმატებით იასპარეზეს და სამი მედალი: ერთი ოქრო, ერთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს.

21 მარტი 2025, 23:29
მსოფლიო
ერდოღანი: არ დავუშვებთ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას - როგორც აქამდე არ დავნებდით ქუჩის ტერორს, არც ვანდალიზმს დავნებდებით მომავალში
ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ერი ყოველგვარი უბედურებისგან, გასაჭირისგან და მეხუთე კოლონის საქმიანობისგან, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

21 მარტი 2025, 23:19
საზოგადოება
ილია მეორე მერაბ კოკოჩაშვილს: თქვენ ბრძანდებით ჩვენი თანამედროვეობის უთვასაჩინოესი წევრი, მრავალთათვის მაგალითის მიმცემი, თაობათა აღმზრდელი
„დიდ პიროვნებას, ცნობილ კინორეჟისორს, გამოჩენილ ხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს, გულითადად ვულოცავთ დაბადების საიუბილეო თარიღს. თქვენ ბრძანდებით ჩვენი თანამედროვეობის უთვასაჩინოესი წევრი, მრავალთათვის მაგალითის მიმცემი, თაობათა აღმზრდელი... შევთხოვ უფალს, მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, კვლავაც ნათელი გონება და ძალა სადიდებლად ღვთისა და მსახურებად ქვეყნისა“, - წერია მილოცვის წერილში.

21 მარტი 2025, 23:11
კულტურა
ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში, მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა, - ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენაზე კინორეჟისორის შემოქმედების ამსახველი ფოტო მასალები, აფიშები კინოფილმებიდან, ესკიზები, საოჯახო ფოტოსურათები, წერილები და ხელნაწერები იყო წარმოდგენილი. „დამთვალიერებელს საშუალება მიეცა, ენახა კოსტიუმი ფილმიდან „გიორგი სააკაძე”, რომელშიც მერაბ კოკოჩაშვილი პაატას როლს ასრულებს, ასევე, რეჟისორის პორტრეტული ხასიათის ინტერვიუ.

21 მარტი 2025, 23:02
მსოფლიო
ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია Greenpeace-ს 660 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანია Energy Transfer-ის სასარგებლოდ
ჩრდილოეთ დაკოტის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბუნების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციას, Greenpeace-ს, 660 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიის, Energy Transfer-ის სასარგებლოდ.

21 მარტი 2025, 22:55
საზოგადოება
თეა ახვლედიანმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა
სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფებოდა.

21 მარტი 2025, 22:48
საზოგადოება
ბაია კვიციანი ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტის (CDEDU) მე-7 ყოველწლიურ პლენარულ სესიაში მონაწილეობდა
სტრასბურგში ევროსაბჭოს განათლების დეპარტამენტის საორგანიზაციო კომიტეტის (CDEDU) მე-7 ყოველწლიური პლენარული სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი მონაწილეობდა.

21 მარტი 2025, 22:18
სპორტი
ნინო ლოლაძე თბილისის „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს პრიზიორია
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნინო ლოლაძემ (-57 კგ). მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში გერმანელ პაულინე სტარკეს სძლია.

21 მარტი 2025, 22:17
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიების დაყოფის შესახებ მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და ტერიტორიების დაყოფის შესახებ მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს.

21 მარტი 2025, 22:09
სპორტი
ეთერ ლიპარტელიანი თბილისის „გრანდ სლემის“ ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ზედიზედ მეორედ ჩემპიონობა იზეიმა ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ). მან დაძაბულ ფინალში ფრანგი მარტა ჰავაზი დაამარცხა.

21 მარტი 2025, 22:00
სპორტი
თემურ ნოზაძე თბილისის „გრანდ სლემის“ ვიცე-ჩემპიონია
სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე თბილისის „გრანდ სლემზე“ ქართველმა ძიუდოისტმა თემურ ნოზაძემ (-66 კგ) ფინალი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე აბრეკ ნაგუჩევთან დათმო და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

21 მარტი 2025, 21:49
ეკონომიკა
მიხეილ დუნდუა: სწორი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა
სწორი ეკონომიკური პოლიტიკით საქართველო შეძლებს მალე გახდეს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ. „9 ათასზე მაღალი პირველად ფიქსირდება ერთ სულ მოსახლეზე და მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზს, რომ 24 წელს 8 880 დოლარის ფარგლებში უნდა ყოფილიყო“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

21 მარტი 2025, 21:43
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: აშშ-ის უშველებელი რესურსით შესაძლოა, მართლაც ახდეს არა მარტო საქართველოს, არამედ უამრავი ქვეყნის ოცნება და ომის დღის წესრიგი თანამშრომლობის, ურთიერთგაგებისა და პოზიტიური პროცესების დღის წესრიგით შეიცვალოს
საქართველოს არასდროს შეუცვლია არც თავისი საგარეო კურსი და არც თავისი პოზიცია, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე საუბრისას.

21 მარტი 2025, 21:39
საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
„ეს ის დღეა, როდესაც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ეს მშვენიერი ადამიანები, ასეთი თბილები, ჭკვიანები, ნიჭიერები არსებობენ ჩვენს ირგვლივ და მათ სჭირდებათ ყურადღება და მეტი სითბო. აქ, დიდი მხიარულებაა, ბავშვები ხატავენ უფროსებთან ერთად. მადლობა უნდა ვუთხრათ პედაგოგებს, მასწავლებლებს, მშობლებს, განსაკუთრებით დედებს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს საზოგადოებას, რომ საჭიროა ამ ხალხისათვის მეტი ყურადღება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

21 მარტი 2025, 21:22
პოლიტიკა
პაატა სალია: ყოველდღიურად გვესმის ტრამპის გზავნილები, რომელიც თანხვედრაშია იმ გზავნილებთან, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს გვაძლევს იმედს, რომ უახლოეს პერიოდში სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა
საქართველოს მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი, რომელიც უკან იქნებოდა დახეული იმ გზიდან, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერებოდა. ყველასთვის ცნობილია საქართველოს დახმარება აშშ-ს მიმართ სხვადასხვა სამხედრო მისიებში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკაზე საუბრისას.

21 მარტი 2025, 21:15
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან. „ენჯეოები“ აფინანსებენ, „ენჯეოები“ იღებენ „შავ ფულს“, „ენჯეოები“ ანაწილებენ ამ ფულს კონკრეტულ პროექტებში, რომელსაც საქართველოსთვის ნგრევა უნდა მოეტანა
„რეალურად გამოჩნდა, რომ ყველაფრის უკან „ენჯეოები“ დგანან, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ე.წ. მეგობარ აქტზე საუბრისას, რომელიც „ენჯეოების“ მიერ თბილისში აქციის დაანონსების საბაბად იქცა.

21 მარტი 2025, 21:07
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: ვერანაირი „მეგობარი“ თუ „არამეგობარი“ აქტი უსიცოცხლო, უსამშობლო კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და არასამთავრობო სექტორს ვერ მისცემს პოლიტიკური სიცოცხლის საშუალებას
„არასამთავრობო სექტორიც, რადიკალური ოპოზიციაც არის საქართველოში რეიტინგულად განულებული. აქამდეც არაერთგზის გვინახავს, როგორ ცდილობენ გარე აქტორები, აგენტებისთვის დავალებების მიმცემები კონკრეტული განცხადებით თუ ნაბიჯებით სიცოცხლისუნარიანობა შემმატონ, ან გაუჩინონ იმ პოლიტიკურ ძალას და არასამთავრობო სექტორს, რომელსაც ეს პოლიტიკურ სიცოცხლისუნარიანობა აქვს განულებული“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

21 მარტი 2025, 20:59
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ახლოს არის კიევსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ახლოს არის კიევსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან.

21 მარტი 2025, 20:56
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდზე: არაერთ საჯარო განცხადებაში უთქვამთ, რომ აქციების ორგანიზებისთვის, იმ ადამიანების კვებით თუ სხვა ნივთებით მომარაგებისთვის იხარჯებოდა თანხები
არაერთ საჯარო განცხადებაში უთქვამთ, რომ აქციების ორგანიზებისთვის, იმ ადამიანების კვებით თუ სხვა ნივთებით მომარაგებისთვის იხარჯებოდა თანხები, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.

21 მარტი 2025, 20:55
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა: რადიკალები და უსამშობლოები დაბნეულები არიან, არ იციან, როგორ ჩაერთონ არჩევნებში - რეიტინგი არ აქვთ, ვერც იმას იტყვიან, გაჟონა და იმიტომ წავაგეთო
„გაჟონვის თემაც წარსულს ჩაბარდა და რა ქნან ახლა? თან ის მზეთუნახავიც [მიხეილ სააკაშვილი] გაბრაზებულია, აწვება ამათ, რატომ ხარ ჩუმადო. ჩემი „ხაბე” გააღვიძეს, ჩაერთო დიდ პოლიტიკაში. იქიდან კიდევ ერთი „ნაცაქტივისტი" ამბობს, რომ ჩვენ მონაწილეობას კატეგორიულად არ მივიღებთო, „ხაბე” ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, ხაზარაძეები დუმან“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.