გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ფოტო: საქართველოს პარლამენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს და 2024 წელს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასეს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ სხდომაზე აღნიშნა, მეათე მოწვევის პარლამენტში კომიტეტმა იმ სამოქმედო გეგმის შესაბამისად იმუშავა, რომელიც, როგორც სამთავრობო პროგრამის, ასევე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ადეკვატური იყო და ამავდროულად მიყვებოდა ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს.
მისივე განცხადებით, 2024 წლის ანგარიშთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ კომიტეტმა ეფექტური ნაბიჯები გადადგა როგორც ზოგადად გარემოს დაცვის, ასევე სატრანსპორტო და ურბანული მიმართულებით. მათ შორის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში.
„რიგი კანონები მივიღეთ ტექდათვალიერების გაუმჯობესებისთვის, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ვიზუალური გამონაბოლქვის კონტროლთან დაკავშირებით, როგორც საკანონმდებლო, ასევე სამინისტროს მიერ მისი აღსრულების მიმართულებით. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ცვლილებები, რომელიც კომიტეტის მიერ დაინიცირდა ამტვერებისა და მასალის მშრალად დამუშავების მიმართულებით, რაც თბილისის გარდა უკვე მთელ საქართველოში ამოქმედდა. ასევე, უნდა გამოვყო სამშენებლო ნებართვაში გამწვანების პროექტის ინტეგრირების საკითხი, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით მუშაობდა და კომიტეტის მხარდაჭერით ეს რეგულაცია მთელი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მან ასევე 2025 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა და თქვა, რომ როგორც მეათე მოწვევის პარლამენტში, ასევე ამ პარლამენტშიც კომიტეტს ოთხი მთავარი მიმართულება ექნება განსაზღვრული: გარემოს დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება; მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობა, მათ შორის ნარჩენების მიმართულებით იგეგმება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა; ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება კი კლიმატ მედეგი ურბანული განვითარებაა, რომლის მარეგულირებელი კანონპროექტიც წლის ბოლოსთვის მომზადდება. ასევე, კანონპროექტები შეიქმნება ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით. კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიღებაც მიმდინარე წელს იგეგმება. კომიტეტის აპარატის წევრებმა სხდომაზე დეტალურად წარმოადგინეს 2025 წლისთვის კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად დაგეგმილი აქტივობები.
კომიტეტმა ცნობად მიიღო 2024 წელს კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და მხარი დაუჭირა 2025 წლის სამოქმედო გეგმას.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ყველა სიახლე

18 მარტი 2025, 17:59
მსოფლიო
Liberties: ევროკავშირის ქვეყნებში 2024-2025 წლებში კანონის უზენაესობის პრობლემები და დემოკრატიის დაღმასვლა ფიქსირდება
ორგანიზაცია „ევროპისთვის სამოქალაქო თავისუფლებების კავშირმა“ (Liberties) კვლევა გამოაქვეყნა, რომელშიც ევროკავშირში 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში კანონის უზენაესობის პრობლემებსა და დემოკრატიის დაღმასვლაზეა საუბარი.

18 მარტი 2025, 17:19
რეგიონი
ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესის დარბაზი გაიხსნა
ხობის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი და სპორტული ინვენტარით აღჭურვილი ფიტნესის დარბაზი გაიხსნა.

18 მარტი 2025, 17:18
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ოპოზიციასთან შეხვედრაზე: სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან საქართველო გამძაფრებულ შემოტევას აწყდება
სუვერენიტეტ დაკარგული ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან საქართველო გამძაფრებულ შემოტევას აწყდება.

18 მარტი 2025, 17:17
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეიძლება იყოს ყოფილი მინისტრი, მაგრამ „დიფ სთეითისგან“ მართული ყოფილი - ასეთი რამ არ არსებობს
გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეიძლება იყოს ყოფილი მინისტრი, მაგრამ „დიფ სთეითისგან“ მართული ყოფილი - ასეთი რამ არ არსებობს, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის ვიზიტზე საუბრისას.

18 მარტი 2025, 17:10
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი ჩეხეთის საელჩოს პასუხზე: მე არ ვარ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელიო. ასეთ აბსურდს რომ დაწერს ელჩი და ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებს საკუთარი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, ზუსტად, ასე მუშაობს „დიფ სთეითი“
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი, ჩეხეთის პარლამენტის კომიტეტის რეზოლუციას ეხმიანება, რომელიც საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას ეხებოდა.

18 მარტი 2025, 17:05
პოლიტიკა
ესკლაციის მართვის კონსულტანტი და ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება
შენობაში შეიყვანეს მხოლოდ მათთვის სასურველი მედიის წარმომადგენლები, სიაში ვერ მოხვდნენ „იმედი“, „რუსთავი ორი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“. რატომ დაიკეტა კარი რამდენიმე მედიისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლები არ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ორგანიზაციულ საკითხებზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

18 მარტი 2025, 17:04
პოლიტიკა
ცესკო: საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები ააქტიურებენ
საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და გახარია საქართველოსთვის წარმომადგენლები ააქტიურებენ, - განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

18 მარტი 2025, 16:45
პოლიტიკა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები მეორე მოსმენით განიხილა
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.

18 მარტი 2025, 16:43
სამართალი
პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

18 მარტი 2025, 16:32
პოლიტიკა
პარლამენტმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ ერთ მსესხებელზე გასაცემი მიკროკრედიტის ლიმიტთან დაკავშირებულ ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 85 ხმით, პირველი მოსმენით „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.

18 მარტი 2025, 16:10
საზოგადოება
პარლამენტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილება გამარტივებული წესით მიიღო
პარლამენტმა „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონში ცვლილება 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით მიიღო. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება, ნაცვლად 2025 წლის 1 მარტისა.

18 მარტი 2025, 15:58
პოლიტიკა
პარლამენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 83 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

18 მარტი 2025, 15:52
პოლიტიკა
პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

18 მარტი 2025, 15:44
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
რეგლამენტის პროექტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ექნება ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

18 მარტი 2025, 15:40
მსოფლიო
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი: ტრამპი და პუტინი ძალიან კარგი მეგობრები არიან
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის განცხადებით, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი კარგი მეგობრები არიან. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

18 მარტი 2025, 15:19
ეკონომიკა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები პრაღის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა
შეხვედრებზე აჭარის და ზოგადად, საქართველოს შესახებ ჩეხეთში ცნობადობის გასაზრდელად ერთობლივი პრეს-ინფოტურებისა და სარეკლამო კამპანიების დაგეგმვის საკითხები განიხილეს. გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.

18 მარტი 2025, 15:08
კულტურა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
რუსთაველის ეროვნულ თეატრში ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

18 მარტი 2025, 15:05
მსოფლიო
The Wall Street Journal: ტრამპი პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეეცდება რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაში დაარწმუნოს
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს შეეცდება კრემლის ლიდერი უკრაინაში ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაში დაარწმუნოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

18 მარტი 2025, 14:57
პოლიტიკა
გიორგი გამსახურდია: დიდი ვარაუდით, ჩეხეთში შემოდგომაზე ეროვნული და პატრიოტი კაცი, ანდრეი ბაბიში მოიგებს არჩევნებს. შესაბამისად, მიდგომაც შეიცვლება
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

18 მარტი 2025, 14:53
მსოფლიო
ცნობილი ამერიკელი პოდკასტერი დენ ბონჯინო, რომელმაც „დიფ სთეითის“ გამოაშკარავებას არაერთი წიგნი მიუძღვნა, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის მოადგილე გახდა
ცნობილი ამერიკელი პოდკასტერი, პუბლიცისტი და რადიო წამყვანი დენ ბონჯინო, რომელმაც „დიფ სთეითის“ გამოაშკარავებას არაერთი წიგნი მიუძღვნა, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.