სოზარ სუბარი: კონკრეტულმა ადამიანებმა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ისეთი წამება გამოიარეს, თითოეული მათგანი რომ მოვიწვიოთ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და ეს მოვაყოლოთ, უბრალოდ, მოსმენა იქნება შეუძლებელი

სოზარ სუბარი
ფოტო: ხალხის ძალა
„თქვენ ისაუბრეთ, მეც შეკითხვები მაქვს. სისტემა რომ დავახასიათოთ, მივიღებთ იმას, რომ უსიტყვოდ ხდებოდა პოლიტიკის გატარება მცდარად წარმოდგენილი სახელმწიფო ინტერესის გამო და ეს ერთგვარად ქცევის წესად ჩამოყალიბდა“, - ასე მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ირაკლი ნადარეიშვილს, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
სოზარ სუბარის თქმით, კონკრეტულმა ადამიანებმა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დროს ისეთი წამება გამოიარეს, თითოეული მათგანი რომ მივიდეს საგამოძიებო კომისიის სხდომაზე და ეს მოყვეს, უბრალოდ, მოსმენა იქნება შეუძლებელი.
„ძალიან საინტერესო მოხსენება იყო, უზარმაზარი სამუშაოა გაწეული, ზღვა მასალა დამუშავებული, მაგრამ ამ სტატისტიკის და მშრალი მასალების მიღმა, ყველანი კარგად ვხვდებით რამდენი ადამიანის ტრაგედია დგას: წართმეული სიცოცხლე, ნაწამები ადამიანები, წართმეული ჯანმრთელობა, წართმეული ქონება, განადგურებული ადამიანები, რომელთაც მთელი ცხოვრების მანძილზე ნაწვალები, ერთი ხელის მოწერით ჩამოართვეს.
თქვენ ისაუბრეთ, მეც შეკითხვები მაქვს, მაგრამ სისტემა რომ დავახასიათოთ, მივიღებთ იმას, რომ უსიტყვოდ ხდებოდა პოლიტიკის გატარება მცდარად წარმოდგენილი სახელმწიფო ინტერესის გამო და ეს ერთგვარად ქცევის წესად ჩამოყალიბდა.
მეც გარკვეული პერიოდი მიკვირდა, თუ რატომ ხდებოდა ასეთი სისასტიკე. ერთ მაგალითს მოვიყვან - ქალბატონი აღმოვაჩინე ციხეში, 65 წლის ქალი, რომელსაც თაღლითობა ჰქონდა ჩადენილი. გასამართლებული იყო რამდენიმე ეპიზოდით, სულ ლაპარაკია 2700 ლარის ზარალზე, რაც მიადგა დაზარალებულებს. თუ არ ჩავთვლით 2 კონკრეტულ ეპიზოდს, სადაც მართლაც ფული ფიგურირებდა, საუბარია იყო შემთხვევაზე, როცა მან ფქვილი ისესხა და ვეღარ ან აღარ ჩაასესხა და თაღლითობაში ჩაუთვალეს. შედეგად სასჯელად განესაზღვრა 25 წელი ციხე, 17 500 ლარის ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ და 2700 ლარის ზიანის ანაზღაურება დაზარალებულებისათვის. არანაირი პოლიტიკური ინტერესი ამ ქალის მიმართ არ არსებობდა და რატომ უნდა ჰქონოდა სახელმწიფოს ასეთი პოლიტიკა, ამას ვფიქრობდი - რა იყო ის გაიდ-ლაინები, რომლის მიხედვით არც მოსამართლეს ჰქონდა რაიმე თავისუფლება და არც პროკურორს - პირდაპირ უნდა მიესაჯათ. ჩემი ახსნა არის შემდეგი: შიში უნდა ყოფილიყო, რომ ვისაც სახელმწიფოსთან შეხება ექნებოდა, ვისაც სამართალდამცავთან შეხება ექნებოდა, მას ან უნდა დაეთმო, რასაც ეტყოდნენ, ან უნდა სცოდნოდა, რომ მომავალი არ ჰქონდა. ეს შიში მუშაობდა. ბიზნესმენს რომ მიადგებოდნენ და ეტყოდნენ - შენ ახლა 3 მილიონი უნდა გადაიხადო რაღაც კონკრეტულში და მიიღებდნენ პასუხს, რომ იცით, ამდენის საშუალება არ მაქვს და 2,5 -ზე შევთანხმდეთო, მეორე დღეს მას ამაზე აღარ ელაპარაკებოდნენ და უთვლიდნენ, ან 6 მილიონი უნდა გადაიხადო, ან მიდიხარ ციხეში. მოლაპარაკება არ უნდა გაებედა არავის - ესაა სისტემა და ამის შემქმნელი არის ერთი ადამიანი და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი. ამ სისტემას რამდენიმე ხერხემალი ჰყავდა, მაგალითად ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი - ხერხემალიც მათი მოგონილი სიტყვაა. სააკაშვილი რომ ვახსენე, ეს არის ადამიანი, რომელიც ამბობდა, 7 ნოემბერს არაფერი გამიგია, მეძინა იმ დროს, როცა ეს ამბავი მოხდაო. არადა, იქ იყო გამოყვანილი ჯარი, თავდაცვის სამინისტროს ნაწილები შსს-ს ნაწილებთან ერთად, იყო გამოყვანილი სასჯელაღსრულების სპეცრაზმი, რომელსაც ვერავინ გამოიყვანდა პრეზიდენტის გარდა, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ის უბრალოდ იტყუებოდა და სხვისთვის უნდოდა მომხდარის გადაბრალება. ამ ყველაფრის შემქმნელს აქვს ერთი სახელი და გვარი. ეს ზოგადად რაც მინდოდა მეთქვა. ახლა რამდენიმე კონკრეტული საკითხიც მაქვს. პირველი არ ეხება კონკრეტულად თქვენი დეპარტამენტის თემას, მაგრამ ახსენეთ, რომ მოდიხართ ყველა იმ სამუშაოს ანგარიშით, რაც გაკეთდა ამ წლების განმავლობაში. ერთი ასეთი კონკრეტული საკითხიც მაქვს - 2006-09 წლებში უკრაინიდან სახელმწიფო საწარმო „უკრსპეცექსპორტის“ ხაზით შემოტანილია დიდი რაოდენობით შეიარაღება, რომელიც არ იყო კონდიციური, ანუ იყო უვარგისი, ხშირ შემთხვევაში ჩამოწერილი ტექნიკა, რომელშიც გადახდილია უფრო ძვირი, ვიდრე ახალი ეღირებოდა. რამდენადაც ვიცი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და ძალიან მაინტერესებს რა ეტაპზეა გამოძიება, მით უმეტეს, ეს არის თემა, რომელზეც თავის დროზე, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს, საერთაშორისო პრესაში გამოქვეყნდა მასალები და ჟურნალისტური გამოძიებები. საერთაშორისო თაღლითობაზე იყო ლაპარაკი და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის, საქართველოს მართლმსაჯულების მიერ რამდენიმე საქმეზე უკვე მსჯავრდადებული და ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, და ცხადია, ამაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ის მარტო ვერაფერს იზამდა, რომ არ ჰყოლოდა მფარველი მაშინდელი პრეზიდენტის სახით. ძალიან მაინტერესებს ეს საქმე გამოძიების რა ეტაპზეა, შეიძლება დღეს არ გქონდეთ პასუხი, თუმცა, პროკურატურიდან ამაზე მასალები დაგვაინტერესებს. ვფიქრობ, რომ ჩვენმა კომისიამ ამაზე ბევრი უნდა იმუშაოს. ერთი კონკრეტული თემაც მაინტერესებს, თქვენ საუბრობდით წამების საქმეზე, „ზილების“ რევოლუციად წოდებული საქმე, რომლის საქმეზე დაკავებული იქნა არაერთი ადამიანი აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებით. ზოგიერთი მათგანი ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გამოვიდა პოლიტიკური პატიმრის სტატუსით და თითოეული მათგანი იყო უსასტიკესად ნაწამები. ესენი არიან ჩემი თანამებრძოლები, თანაპარტიელები, ჩემი მეგობრები და კარგად ვიცი მათი საქმეები. ამ ადამიანებმა ისეთი წამება გამოიარეს, ჩვენ თითქოს შეჩვეული ვართ ამ სიტყვას, მაგრამ თითოეული მათგანი რომ მოვიწვიოთ კომისიის სხდომაზე და მოვაყოლოთ, უბრალოდ მოსმენა იქნება შეუძლებელი. თუმცა, დამიკავშირდნენ ეს ადამიანები და თქვეს, რომ მზად არიან მოვიდნენ და მოგვცენ ჩვენებები კომისიის ფარგლებში და ესეც არის ისეთი საქმე, რომლის გამოძიებაც არის მნიშვნელოვანი. არ ვიცი ეს საქმე რამდენად შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძველი იყოს, მაგრამ მე ღალატის მეტს ვერაფერს დავარქმევ, როდესაც ოკუპაცია ხდება საქართველოს გარკვეული ტერიტორიების და იმ ტერიტორიების ერთეულების ხელმძღვანელები, მაშინდელი გუბერნატორები (გოროზია სამეგრელო - ზემო სვანეთში და ვარძელაშვილი შიდა ქართლში) პირდაპირ ეთერში, როგორც მძღოლები, ემსახურებიან რუს გენერლებს. ოკუპანტ გენერალს ეუბნებიან, მობრძანდით ბატონო გენერალო, დაბრძანდით და თვითონ საჭესთან სხედან და დაატარებენ აქეთ-იქით. როცა 2008 წლის ომის თემაზე მივალთ, მე მგონი, ასეთი ფაქტების განხილვა არ არის უმნიშვნელო იმ დამოკიდებულების გამოსარკვევად, რაც ჰქონდა მაშინდელ ხელისუფლებას ოკუპანტთან და ოკუპაციასთან“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე

22 მარტი 2025, 19:11
საზოგადოება
თსუ-ში ღია კარის დღის ფარგლებში ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღის ფარგლებში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა.

22 მარტი 2025, 18:43
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება, ვთვლით, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე
ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება, ჩვენ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია შექმნილი, ვთვლით, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.

22 მარტი 2025, 18:42
სპორტი
„ზურულდის თასი“ 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„ზურულდის თასი“ 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მათ შორის - პირველადგილოსანი ქალთა კატეგორიაში - ეკა უშხვანი გახდა. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები ზურულდის თასით, საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. „ზურულდის თასის“ ტურნირი ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაცია.

22 მარტი 2025, 18:37
რეგიონი
ახალციხე-ნინოწმინდის, ახალქალაქი-კარწახის გზებზე და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

22 მარტი 2025, 18:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „მეგობარ აქტზე: არ შეიძლება ამ აქტმა მხარი დაუჭიროს ომს საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, ლგბტ პროპაგანდას და ახლა განსაჯოს საზოგადოებამ, როგორი „მეგობარი აქტი“ არის ის
„არ შეიძლება ტრადიციების წინააღმდეგ წავიდეს რომელიმე პარტნიორი ქვეყანა, არ შეიძლება პარტნიორობის წინააღმდეგ წავიდეს, იმის წინააღმდეგ რომ მშვიდობა იყოს საქართველოში და არ შეიძლება მხარი დაუჭიროს ამ აქტმა ომს საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, ლგბტ პროპაგანდას და ახლა განსაჯოს საზოგადოებამ, როგორი „მეგობრული აქტი“ არის ეს, რაც არის წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში ამერიკაში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

22 მარტი 2025, 18:31
სპორტი
ვილი სანიოლი: გუნდში მოტივაციის პრობლემა არ იქნება, მაგრამ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შევიტან, სხვა ფეხბურთელებსაც მიეცემათ შანსი
გუნდში მოტივაციის პრობლემა არ იქნება, მაგრამ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შევიტან, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

22 მარტი 2025, 18:08
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რა „მეგობრულ აქტზეა“ აქ საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივად მტრული აქტი, რაღაც სისულელეებითა და აბსურდებით გაჟღენთილი
რა „მეგობრულ აქტზეა“ აქ საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივად მტრული აქტი, რაღაც სისულელეებითა და აბსურდებით გაჟღენთილი. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის სენატში განსახილველ „მეგობრულ აქტზე“ საუბრისას.

22 მარტი 2025, 18:06
პოლიტიკა
პაატა სალია: შეზღუდვები, რომელზეც საუბარია ე.წ. „მეგობარ აქტში“, ის თავისი შინაარსით ნამდვილად არ არის საქართველოსთვის მეგობრული. საქართველოს არასდროს გადაუხვევია ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული
შეზღუდვები, რომელზეც საუბარია ე.წ. „მეგობარ აქტში“, ის თავისი შინაარსით ნამდვილად არ არის საქართველოსთვის მეგობრული, არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდვებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ.

22 მარტი 2025, 18:04
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი NGO-ების დაორგანიზებულ აქციაზე: ესეთ გაცხოველებულ, გააფთრებულ ტაშ-ფანდურს, რომელსაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ - ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დამთავრდება
გიორგი ვოლსკი ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც „მეგობარი აქტის" მხარდასაჭერად დაორგანიზდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დასრულდება.

22 მარტი 2025, 18:00
სპორტი
ლაშა შავდათუაშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ჩემპიონია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე არმენ აღაიანი დაამარცხა ტიტული შეინარჩუნა და თბილისის ,,გრანდ სლემის" ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.

22 მარტი 2025, 17:49
პოლიტიკა
პაატა სალია: სავსებით ლოგიკურად ჩანს დღევანდელი გადასახედიდან ის პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, არ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში
სავსებით ლოგიკურად ჩანს დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელ მოცემულობაში ის პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, არ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, - განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ.

22 მარტი 2025, 17:46
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: დამორჩილებისთვის საკუთარი თავის შეთავაზება ახასიათებს ჩვენს ოპოზიციას. ჩვეულებრივ ამბად იქცა ფიცის დადება, რომ მოემსახურებიან გარეშე ძალას, დადგებიან ცალ ფეხზე და მოიხრიან ქედს
„არჩევნებში მონაწილეობს მიიღებენ თუ არა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც არ იცვლება ეს არის საქართველოს დაზიანებისთვის ვის უფრო უკეთესი რესურსი აქვს შეთავაზებული ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფორმატში, - განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

22 მარტი 2025, 17:35
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: არჩევნებში თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, კარგია! პოლიტიკურად მათთვის ეს ცუდია - რაც ცუდია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, კარგია ქართველი ხალხისთვის
რაც ცუდია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, კარგია ქართველი ხალხისთვის, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის შესახებ საკითხზე საუბრისას.

22 მარტი 2025, 17:31
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: გარწმუნებთ, კომისიის დასკვნა იქნება ისეთი, ვერცერთი უწყება ვერ იტყვის იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა შეფასდეს როგორც ის რეჟიმი, რომელიც არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში
გარწმუნებთ, კომისიის დასკვნა იქნება ისეთი, ვერცერთი უწყება ვერ იტყვის იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა შეფასდეს როგორც ის რეჟიმი, რომელიც არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში, - განუცხადა „ქრონიკას“ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

22 მარტი 2025, 17:24
პოლიტიკა
ვოლსკი ბესო ხარძიანის საქმეზე: ნაწამები ადამიანი დაჩაგრა არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ კერძო საკუთრების წართმევაში ჩართული იყო „თიბისი“ ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე არიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები არამარტო სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც უნდა შეფასდეს. ვოლსკიმ ბესო ხარძიანის საქმის დეტალებზე ისაუბა და აღნიშნა, რომ კერძო საკუთრების წართმევაში მაშინდელი ხელისუფლების გარდა ჩართული იყო „თიბისი ბანკის“ მაშინდელი ხელმძღავნელობა.

22 მარტი 2025, 17:16
პოლიტიკა
პაატა სალია კომისიაზე: ჩანდა, რომ ბესიკ ხარძიანი იყო იმ სისტემის პირადი მძევალი და პატიმარი, რომელსაც ქონება საბოლოო ჯამში გამოსძალეს. ორი დღე-ღამე ფეხზე დამდგარი აწამებდნენ ადამიანს და არ ეძლეოდა არც დაჯდომის, არც დაწოლის საშუალება
ყველა იმ დეტალიდან, რაზეც ვისაუბრეთ ჩანდა, რომ ბესიკ ხარძიანი იყო იმ სისტემის პირადი მძევალი და პატიმარი, რომელსაც ქონება საბოლოო ჯამში გამოსძალეს, - განუცხადა „ქრონიკას“ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა პაატა სალიამ.

22 მარტი 2025, 17:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არც მათ თავმოყვარეობას გაითვალისწინებენ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, არც იმას, ვის ვინ ჰყავს გალანძღული - თუ ინსტრუქცია იქნება, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ
გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხებთ “ქართული ოცნება”64-ვე მუნიციპალიტეტში [ოპოზიციას], - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას.

22 მარტი 2025, 17:02
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპმა ძლიერ სახელმწიფოებს დაახევინა უკან და ჯიმ რიშის პოლიტიკური ფერისცვალება გაუჭირდება? თუმცა, ან მაშინ რა დაგვაკლო რიშმა, როცა უსამართლოდ გვიტევდა?
„საქართველო უკვე შემდგარი სახელმწიფოა და გარე ოპონენტები ვეღარ აღწევენ შედეგს ჩვენი ქვეყნის შიგნით. ამის მაგალითია ბოლო წლების პოლიტიკური მოვლენები. ასე რომ, ჯიმ რიში გინდ ისევ “საქართველოს მხარდამჭერ აქტს” წერდეს და გინდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდეს, საქართველოს ვერაფერს დააკლებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

22 მარტი 2025, 16:53
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია. ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება
სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის ჩამოსვლის თაობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

22 მარტი 2025, 16:47
მსოფლიო
ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტმა მუშაობა განაახლა
ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტმა მუშაობა განაახლა.