პაატა სალია: ბევრი კითხვა არსებობს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს უძღოდა წინ, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახოს რა სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი

პაატა სალია
ფოტო: IMEDI/კადრი
ბევრი კითხვა არსებობს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს უძღოდა წინ, არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახოს რა სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ დროებითი საგამოძიებო კომისიის საკითხზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“.
„დღეს იყო პირველი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა, რომელზეც უკვე დავიწყეთ კონკრეტული თანამდებობის პირების გამოკითხვა. დღეს პირველმა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა და აღწერა ის ვითარება, რაც გვაქვს დღეს. ისაუბრა როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარე და განხილულ საქმეებზე, ასევე მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოსა და ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში არსებულ დავებზე. მან მოგვახსენა კომისიას სტატისტიკის შესახებ, თუ რამდენი დავა მიმდინარეობდა, რამდენი დასრულდა და რამდენი ჯერ კიდევ ღიაა.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს საზოგადოებამ შეიტყო, ბევრისთვის ეს ცნობილი იყო, მათ შორის ჩვენთვის, არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლების მოქმედება ამ საერთაშორისო დავებში ან არაეფექტური იყო, ან კონტრპროდუქტიული იყო და მოწინააღმდეგე მხარის წისქვილზე ასხამდა წყალს. მათ შორის, ყბადაღებული თემა ისკანდერის, რომელიც ძირითადი მტკიცებულება იყო იმისათვის, რომ დაგვემტკიცებინა, რომ რუსეთი ომის დანაშაულს სჩადიოდა, მან მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა მას შემდეგ, რაც ფაქტობრივად საქართველოს ცალმხრივად ჰქონდა შეწყვეტილი საომარი მოქმედებები. ეს მტკიცებულება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გამქრალი იყო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გახდა უკვე შესაძლებელი ამ მტკიცებულების წარდგენა, რაც ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი იყო იმისათვის, რომ საქართველოს სასარგებლოდ დასრულებულიყო დავები. დღეს გამოიკვეთა ასევე ის გარემოება, რომ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე საერთაშორისო დავებში აქტიურად იყენებდა საქართველოს მაღალჩინოსნების განცხადებებს, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ომის პირველ დღეებში.
ძალიან ბევრი კითხვა არსებობს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს უძღოდა წინ. ძალიან ბევრი კითხვა არსებობს არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც ჩატარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში და შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ, საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაინახოს სისტემატიზებული, დასკვნის სახით, რა სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი “, - აღნიშნა სალიამ.
ყველა სიახლე

22 მარტი 2025, 19:11
საზოგადოება
თსუ-ში ღია კარის დღის ფარგლებში ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღის ფარგლებში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა.

22 მარტი 2025, 18:43
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება, ვთვლით, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე
ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება, ჩვენ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია შექმნილი, ვთვლით, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.

22 მარტი 2025, 18:42
სპორტი
„ზურულდის თასი“ 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
„ზურულდის თასი“ 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მათ შორის - პირველადგილოსანი ქალთა კატეგორიაში - ეკა უშხვანი გახდა. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები ზურულდის თასით, საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. „ზურულდის თასის“ ტურნირი ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაცია.

22 მარტი 2025, 18:37
რეგიონი
ახალციხე-ნინოწმინდის, ახალქალაქი-კარწახის გზებზე და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

22 მარტი 2025, 18:33
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „მეგობარ აქტზე: არ შეიძლება ამ აქტმა მხარი დაუჭიროს ომს საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, ლგბტ პროპაგანდას და ახლა განსაჯოს საზოგადოებამ, როგორი „მეგობარი აქტი“ არის ის
„არ შეიძლება ტრადიციების წინააღმდეგ წავიდეს რომელიმე პარტნიორი ქვეყანა, არ შეიძლება პარტნიორობის წინააღმდეგ წავიდეს, იმის წინააღმდეგ რომ მშვიდობა იყოს საქართველოში და არ შეიძლება მხარი დაუჭიროს ამ აქტმა ომს საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, ლგბტ პროპაგანდას და ახლა განსაჯოს საზოგადოებამ, როგორი „მეგობრული აქტი“ არის ეს, რაც არის წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში ამერიკაში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

22 მარტი 2025, 18:31
სპორტი
ვილი სანიოლი: გუნდში მოტივაციის პრობლემა არ იქნება, მაგრამ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შევიტან, სხვა ფეხბურთელებსაც მიეცემათ შანსი
გუნდში მოტივაციის პრობლემა არ იქნება, მაგრამ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შევიტან, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

22 მარტი 2025, 18:08
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რა „მეგობრულ აქტზეა“ აქ საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივად მტრული აქტი, რაღაც სისულელეებითა და აბსურდებით გაჟღენთილი
რა „მეგობრულ აქტზეა“ აქ საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივად მტრული აქტი, რაღაც სისულელეებითა და აბსურდებით გაჟღენთილი. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის სენატში განსახილველ „მეგობრულ აქტზე“ საუბრისას.

22 მარტი 2025, 18:06
პოლიტიკა
პაატა სალია: შეზღუდვები, რომელზეც საუბარია ე.წ. „მეგობარ აქტში“, ის თავისი შინაარსით ნამდვილად არ არის საქართველოსთვის მეგობრული. საქართველოს არასდროს გადაუხვევია ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული
შეზღუდვები, რომელზეც საუბარია ე.წ. „მეგობარ აქტში“, ის თავისი შინაარსით ნამდვილად არ არის საქართველოსთვის მეგობრული, არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდვებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ.

22 მარტი 2025, 18:04
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი NGO-ების დაორგანიზებულ აქციაზე: ესეთ გაცხოველებულ, გააფთრებულ ტაშ-ფანდურს, რომელსაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ - ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დამთავრდება
გიორგი ვოლსკი ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც „მეგობარი აქტის" მხარდასაჭერად დაორგანიზდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დასრულდება.

22 მარტი 2025, 18:00
სპორტი
ლაშა შავდათუაშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ჩემპიონია
საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე არმენ აღაიანი დაამარცხა ტიტული შეინარჩუნა და თბილისის ,,გრანდ სლემის" ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.

22 მარტი 2025, 17:49
პოლიტიკა
პაატა სალია: სავსებით ლოგიკურად ჩანს დღევანდელი გადასახედიდან ის პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, არ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში
სავსებით ლოგიკურად ჩანს დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელ მოცემულობაში ის პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, არ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, - განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ.

22 მარტი 2025, 17:46
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: დამორჩილებისთვის საკუთარი თავის შეთავაზება ახასიათებს ჩვენს ოპოზიციას. ჩვეულებრივ ამბად იქცა ფიცის დადება, რომ მოემსახურებიან გარეშე ძალას, დადგებიან ცალ ფეხზე და მოიხრიან ქედს
„არჩევნებში მონაწილეობს მიიღებენ თუ არა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც არ იცვლება ეს არის საქართველოს დაზიანებისთვის ვის უფრო უკეთესი რესურსი აქვს შეთავაზებული ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფორმატში, - განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

22 მარტი 2025, 17:35
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: არჩევნებში თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, კარგია! პოლიტიკურად მათთვის ეს ცუდია - რაც ცუდია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, კარგია ქართველი ხალხისთვის
რაც ცუდია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, კარგია ქართველი ხალხისთვის, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის შესახებ საკითხზე საუბრისას.

22 მარტი 2025, 17:31
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: გარწმუნებთ, კომისიის დასკვნა იქნება ისეთი, ვერცერთი უწყება ვერ იტყვის იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა შეფასდეს როგორც ის რეჟიმი, რომელიც არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში
გარწმუნებთ, კომისიის დასკვნა იქნება ისეთი, ვერცერთი უწყება ვერ იტყვის იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა შეფასდეს როგორც ის რეჟიმი, რომელიც არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში, - განუცხადა „ქრონიკას“ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

22 მარტი 2025, 17:24
პოლიტიკა
ვოლსკი ბესო ხარძიანის საქმეზე: ნაწამები ადამიანი დაჩაგრა არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ კერძო საკუთრების წართმევაში ჩართული იყო „თიბისი“ ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე არიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები არამარტო სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც უნდა შეფასდეს. ვოლსკიმ ბესო ხარძიანის საქმის დეტალებზე ისაუბა და აღნიშნა, რომ კერძო საკუთრების წართმევაში მაშინდელი ხელისუფლების გარდა ჩართული იყო „თიბისი ბანკის“ მაშინდელი ხელმძღავნელობა.

22 მარტი 2025, 17:16
პოლიტიკა
პაატა სალია კომისიაზე: ჩანდა, რომ ბესიკ ხარძიანი იყო იმ სისტემის პირადი მძევალი და პატიმარი, რომელსაც ქონება საბოლოო ჯამში გამოსძალეს. ორი დღე-ღამე ფეხზე დამდგარი აწამებდნენ ადამიანს და არ ეძლეოდა არც დაჯდომის, არც დაწოლის საშუალება
ყველა იმ დეტალიდან, რაზეც ვისაუბრეთ ჩანდა, რომ ბესიკ ხარძიანი იყო იმ სისტემის პირადი მძევალი და პატიმარი, რომელსაც ქონება საბოლოო ჯამში გამოსძალეს, - განუცხადა „ქრონიკას“ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა პაატა სალიამ.

22 მარტი 2025, 17:09
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ოპოზიციაზე: არც მათ თავმოყვარეობას გაითვალისწინებენ „დიფ სთეითის“ წარმომადგენლები, არც იმას, ვის ვინ ჰყავს გალანძღული - თუ ინსტრუქცია იქნება, რომ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა, აუცილებლად მოუწევთ
გამანადგურებელი ანგარიშით დავამარცხებთ “ქართული ოცნება”64-ვე მუნიციპალიტეტში [ოპოზიციას], - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას.

22 მარტი 2025, 17:02
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: ტრამპმა ძლიერ სახელმწიფოებს დაახევინა უკან და ჯიმ რიშის პოლიტიკური ფერისცვალება გაუჭირდება? თუმცა, ან მაშინ რა დაგვაკლო რიშმა, როცა უსამართლოდ გვიტევდა?
„საქართველო უკვე შემდგარი სახელმწიფოა და გარე ოპონენტები ვეღარ აღწევენ შედეგს ჩვენი ქვეყნის შიგნით. ამის მაგალითია ბოლო წლების პოლიტიკური მოვლენები. ასე რომ, ჯიმ რიში გინდ ისევ “საქართველოს მხარდამჭერ აქტს” წერდეს და გინდ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებდეს, საქართველოს ვერაფერს დააკლებს,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

22 მარტი 2025, 16:53
საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო: უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში მოხდა წყლის მცირე ინფილტრაცია. ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება
სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყლის ჩამოსვლის თაობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

22 მარტი 2025, 16:47
მსოფლიო
ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტმა მუშაობა განაახლა
ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტმა მუშაობა განაახლა.