17 თებერვალი 2025, 19:49 / სანდო წყარო

შალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმე „სისხლს, წვალებას, ცრემლებსა და ოფლს“ გვთავაზობს, ეს მათი საკუთარი უნდა იყოს და არა სხვისი. ნატო-ს მე-5 მუხლი სულაც არ უშლის ვინმეს ხელს, თავი გამოიჩინოს, მათ ჯარს უკრაინელები სიამოვნებით მიიღებენ ბრძოლის ველზე

შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

თუკი ვინმე „სისხლს, წვალებას, ცრემლებსა და ოფლს“ გვთავაზობს, ეს მათი საკუთარი უნდა იყოს და არა სხვისი. ნატო-ს მე-5 მუხლი სულაც არ უშლის ვინმეს ხელს, თავი გამოიჩინოს, მათ ჯარს უკრაინელები სიამოვნებით მიიღებენ ბრძოლის ველზე, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

იგი აღნიშნავს, რომ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო მინისტრმა ლანდსბერგისმა ჩერჩილის პერიფრაზირებით, საერთაშორისო თანამეგობრობას ომის გაგრძელება ურჩია და „სისხლი, წვალება, ცრემლი და ოფლი“ შესთავაზა, თუმცა, „მან ეს ყველაფერი არა საკუთარ ქვეყნისთვის, არამედ სხვებისთვის იგულისხმა“.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ზოგიერთი ევროპული ლიდერის მკაფიო გზავნილები მოვისმინეთ, რომ ომის პოლიტიკური არსი უკრაინას კი არა, რუსეთს შეეხება. ჩანს, რომ მათ იმდენად უკრაინის ბედი კი არ აწუხებთ, რამდენადაც რუსეთის დამარცხება სურთ. თუმცა, ამ შიშნარევი თვალსაზრისის ძირითადი ფარისევლური არსი ისაა, რომ რუსეთი მათ კი არ უნდა დაამარცხონ, არამედ ვიღაც სხვამ და არა მათ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ სადღაც სხვაგან.

ამიტომაცაა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციამ გაოგნება გამოიწვია ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ წრეში. ვაშინგტონმა გამოხატა პოზიცია, რომ მისი მთავარი მიზანი მშვიდობა და ომისა და ნგრევის შეჩერებაა. ავად თუ კარგად, ამერიკის ძირითად მიზანს რუსეთის დამარცხება უკვე აღარ წარმოადგენს (თუკი ოდესმე წარმოადგენდა) და შეერთებული შტატების ადმინისტრაცია არ აპირებს ამ მიზნის მისაღწევად ძალისხმევა გააგრძელოს. სანაცვლოდ, აშშ უკრაინაში მშვიდობაზე იზრუნებს.

ლიეტუვის ყოფილი საგარეო მინისტრი ლანდსბერგისი, რომელიც პოლიტიკოსების კონკრეტული საერთაშორისო ქსელის სახელით საუბრობს, ამ ვითარებით განსაკუთრებით აღშფოთებული ჩანს. ჩერჩილის პერიფრაზირებით, მან საერთაშორისო თანამეგობრობას ომის გაგრძელება ურჩია და „სისხლი, წვალება, ცრემლი და ოფლი“ შესთავაზა. თუმცა, ჩერჩილისგან განსხვავებით, მან ეს ყველაფერი არა საკუთარ ქვეყნისთვის, არამედ სხვებისთვის იგულისხმა.

მან ასევე ჩამოთვალა ის ქვეყნები, რომლებიც მხედველობაში ჰქონდა: უკრაინა, მოლდოვა, საქართველო და „სხვანი“. „ჩვენ ეს ადრეც გვიქნია და კვლავაც ვიზამთ“, განაცხადა ლანდსბერგისმა, ისე, რომ ფაქტიც კი არ წარმოუდგენია, რომ ოდესმე მართლაც გაუკეთებია მსგავსი რამ ან მომავალში აპირებს.

საინტერესოა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში, უკრაინაში ომის პარალელურად, ლიეტუვა რუსეთში ღვინის წამყვანი ექსპორტიორი გახდა, თანაც ისე, რომ საკუთარ ღვინოს არ აწარმოებს. რა გასაკვირია, რომ ლანდსბერგისი მზადაა ესკალაციისათვის.

ომი უკრაინაში მორალურ დილემას წარმოშობს ზოგიერთი ევროპელისთვის. შინაგანად მათ უნდა ესმოდეთ, რომ ომის გაგრძელებისკენ მოწოდებები, ქმედითი ნაბიჯებისა და პასუხისმგებლობის აღების გარეშე ამორალურია. უპასუხისმგებლო მოქმედი პირები კი საფრთხეს წარმოადგენენ ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისათვის.

თუკი ვინმე „სისხლს, წვალებას, ცრემლებსა და ოფლს“ გვთავაზობს, ეს მათი საკუთარი უნდა იყოს და არა სხვისი. ნატო-ს მე-5 მუხლი სულაც არ უშლის ვინმეს ხელს, საკუთარი ინიციატივით, სამხედრო ქმედებებს მიმართოს. თუ ვინმეს სურს, თავი გამოიჩინოს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, მათ ჯარს უკრაინელები სიამოვნებით მიიღებენ ბრძოლის ველზე.

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან საქართველოს მთავრობას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა არ დაჰყოლოდა, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნით თუ რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებით, რუსეთან ესკალაციის „რჩევებს“. თანაც ისე, რომ, გართულების შემთხვევაში, არც უსაფრთხოების გარანტიებს და არც ეკონომიკური დახმარებას გვთავაზობდა ვინმე.

ეს წნეხი უფრო გააძლიერა ადგილობრივმა რადიკალურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა, რომლებსაც USAID და NED აფინანსებდა, რომელთა საქმიანობა ბოლო კვირებში სკანდალის საფუძველი გახდა. საქართველოს მთავრობა ამ „რჩევებს“ რომ დაჰყოლოდა, ახლა ქართველებს უხვად ექნებოდათ „სისხლიც, წვალებაც, ცრემლიც და ოფლიც“.

ომის დაწყების მესამე წლისთავზე ინიცირებული მოლაპარაკებების მიზანი მშვიდობა უნდა იყოს და არა ომი და მას პასუხისმგებლიანი სახელმწიფოები უნდა წარუძღვნენ და არა ისინი, ვისაც სხვის ხარჯზე სურს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება.

პ.ს. ლანდსბერგისთან და მის ბალტიელ კოლეგებთან ბოლო შეხვედრისას, მე მათ ვუთხარი, რომ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მათი რჩევა ყოველთვის არ წარმოადგენს ჭეშმარიტების ბოლო ინსტანციას. და იქვე ვკითხე, გვიჩვენა თუ არა დრომ, რომ საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთზე ორმხრივი სანქციების დაწესებაზე და საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე უარი, რომელსაც ისინი ნატოს არაწევრ საქართველოს "ურჩებდნენ", სწორი იყო, ხოლო მათი "რჩევები" - შეცდომა. მათ დუმილით მიპასუხეს, რაც მე თანხმობად მივიღე", წერს სალვა პაპუაშვილი.

ყველა სიახლე

21 მარტი 2025, 11:51

მსოფლიო

Reuters: ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში სტამბოლის დაკავებული ოპოზიციონერი მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდამჭერ მიტინგებზე სტუდენტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

21 მარტი 2025, 11:37

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ელჩს, ალი ქაან ორბაინსა და „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) დირექტორ ბეჰლულ უნვერს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალი ქაან ორბაინსა და თურქეთის რესპუბლიკის „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) დირექტორ ბეჰლულ უნვერს შეხვდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტო ავრცელებს.

21 მარტი 2025, 11:35

მსოფლიო

BBC: „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა

დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

21 მარტი 2025, 11:22

რეგიონი

ფოთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა

ფოთის მუნიციპალიტეტი, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის კონკურსზე საუკეთესო პრაქტიკისთვის ორ ნომინაციაში დაჯილდოვდა. საუკეთესო მუნიციპალურ პროგრამად, „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” და ,,მრავალფუნქციური სოციალური სივრცე’’ დასახელდა.

ილია ინჯია

21 მარტი 2025, 11:22

პოლიტიკა

ილია ინჯია: საზოგადოება ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ „კუს ტბის წილების საქმის" მონაწილეებს

საზოგადოება ნახავს, რამდენად მძიმე პერიოდის გავლა მოუწიათ ამ საქმის მონაწილეებს.

ბესო ხარძიანი

21 მარტი 2025, 11:20

სამართალი

ბესო ხარძიანს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უსმენენ: ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი მაგრამ ამ შემთხვევაში თუ არ ვცდები ციხის ეპიზოდს ეხება

ძალიან ბევრი მაქვს მოსაყოლი მაგრამ ამ შემთხვევაში თუ არ ვცდები ციხის ეპიზოდია, - განაცხადა ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილმა ბესიკ ხარძიანმა, რომელსაც დღეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მოუსმენს. როგორც ხარძიანი აცხადებს, ის კომისიას მოუყვება თუ როგორ გაუსწორდა მის ოჯახს „ნაცმოძრაობის“ რეჟიმი. რა პირობებში იმყოფებოდა მამამისი საპატიმროში, როდესაც 2011 წელს დააკავეს.

21 მარტი 2025, 11:15

მსოფლიო

Bloomberg: აშშ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კონტროლის ჯგუფებში მონაწილეობას ამცირებს

ამერიკის შეერთებული შტატები იმ ჯგუფებში მონაწილეობას ამცირებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების მონიტორინგით არიან დაკავებულნი. ინფორმაციას Bloomberg-ი ევროპელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს.

21 მარტი 2025, 11:13

სპორტი

სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები სომხეთთან შედარებით ბევრად შემდგარი გუნდია. ეს არის სამაგალითო გუნდი, რომლისგანაც სწავლა შეიძლება

საქართველოს ნაკრები სომხეთთან შედარებით ბევრად შემდგარი გუნდია. შედეგი სამართლიანია, მეტოქემ მოგება დაიმსახურა, - სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან სხიპმა. მან ერთა ლიგაზე საქართველო-სომხეთის მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

21 მარტი 2025, 10:48

ტაბლოიდი

ნოსტალგიისკენ მიდრეკილი ადამიანები უფრო კომუნიკაბელურები არიან - კვლევა

ნოსტალგიისკენ მიდრეკილი ადამიანები უფრო კომუნიკაბელურები არიან - კვლევა.

21 მარტი 2025, 10:41

საზოგადოება

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს სასწავლო სროლები უტარდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრეებს სასწავლო სროლები უტარდებათ. სწავლება თებერვლის თვეში დაიწყო და ამ დროისთვის კურსი 900-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

21 მარტი 2025, 10:37

რეგიონი

აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

დავით შერაზადიშვილი

21 მარტი 2025, 10:35

საზოგადოება

დავით შერაზადიშვილი ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს: თქვენი როლი საზოგადოების ინფორმირების პროცესშიგანსაკუთრებულია

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი დავით შერაზადიშვილი შურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს.

21 მარტი 2025, 10:30

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

21 მარტი 2025, 10:29

პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციამ რუმინეთის სენატში შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ლევან მახაშვილი ბუქარესტში ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ტიტუს კორლაცეანს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრები ასევე გაიმართა ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიჰაი კოტეცთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ადელინა დობრასთან და კომიტეტების წევრებთან.

დავით ქართველიშვილი

21 მარტი 2025, 10:27

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: დღეს ყველა ნორმალური ქვეყნის ჯანსაღი ხელისუფლების ვალია - ავადმყოფებთან [ევროკავშირი] დროებითი დისტანცირება მოახდინოს

ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობების ფორმა „ხალხის ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს პანდემიის დროს შემოღებულ რეგულაციებს აგონებს - ინფიცირებულთან დისტანციის დაჭერა და დაავადებულთან კონტაქტისგან თავის არიდებას. როგორც ექსპერტი სოციალურ ქსელში წერს, ევროკავშირთან ურთიერთობისას საქართველო ისევე იცავს დისტანციას, როგორც ამას აკეთებდა კოვიდით დაინფიცირებულთან ურთიერთობისას.

21 მარტი 2025, 10:20

ტექნოლოგიები

წყალი სამყაროში მილიარდობით წლით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ და, შესაძლოა, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა

წყალი სამყაროში მილიარდობით წლით უფრო ადრე არსებობდა, ვიდრე ამას აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ და, შესაძლოა, დიდი აფეთქების შემდეგ წარმოიშვა.

იანოშ ბოკა

21 მარტი 2025, 10:14

მსოფლიო

უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი: უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერულ ზონად იქცეს

უნგრეთს სურს, რომ უკრაინა რუსეთსა და ევროკავშირს შორის ბუფერული ზონა იყოს, - განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ The Financial Times-თვის მიცემულ ინტერვიუში.

21 მარტი 2025, 10:05

რეგიონი

კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გახსნა.

21 მარტი 2025, 10:05

საზოგადოება

აბუ-დაბიში საქართველოს საქმიან ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში Meetings Arabia & Luxury Travel (MALT) კონგრესზე წარდგა.

21 მარტი 2025, 10:00

საზოგადოება

21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ გელათის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.