18 თებერვალი 2025, 13:40 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: ევროკავშირი ბოლო დროს საბჭოთა კავშირს ემსგავსება, რაც სახიფათოა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ თავად ევროპისთვისაც. ევროპული ბიუროკრატია ევროპისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც საქართველოსათვის

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალა“ ყველაფერს სწორად ხედავდა, სწორედ გრძნობდა საფრთხეებს და სწორად გადაწყვიტა, რომ ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. ჩვენი ქვეყნისთვის რთული და ამავე დროს სასიცოცხლოდ სახიფათო ვითარება შეიქმნა 2022 წლის თებერვლის შემდეგ“, - განაცხადა საპარლამენტო ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, საქართველოსთვის დამაიმედებელია, რომ ქვეყნის ხელისუფლების და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიდგომები და ხედვები ერთმანეთთან თანხვედრაშია, ხოლო იმაში, რომ საქართველომ უკრაინიზაცია აიცილა თავიდან ქვეყნის ხელისუფლების გონივრულ პოლიტიკასთან ერთად, „ხალხის ძალის“ დიდი დამსახურებაა.

„დღეს აქ ჩემი პირველი გამოსვლაა ოპოზიციიდან, პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელის რანგში. ჩვენ ოპოზიციაში ვართ არა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ კრიტიკა სჭირდება და ამას იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ მმართველ გუნდსაც სჭირდება ჯანსაღი ოპონირება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროც ხდება და ზოგჯერ აუცილებელიც. დრომ გვიჩვენა, რომ „ხალხის ძალა“ ყველაფერს სწორად ხედავდა, სწორედ გრძნობდა საფრთხეებს და სწორად გადაწყვიტა, რომ ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. ჩვენი ქვეყნისთვის რთული და ამავე დროს სასიცოცხლოდ სახიფათო ვითარება შეიქმნა 2022 წლის თებერვლის შემდეგ. უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გარკვევის ბრძოლის ველად იქცა.

ამ ბრძოლაში საქართველოს მძიმე როლი მიაკუთვნეს და ქართულ საზოგადოებას გმირობად გამოცხადებული უკრაინიზაცია შეფარულად ერთადერთ საუკეთესო პერსპექტივად წარუდგინეს. საჭირო გახდა სასიცოცხლოდ სახიფათო ფარული გზის გამოაშკარავება, რომ ქვეყანა ბრჭყვიალა სატყუარებს არ წამოგებოდა ხან ევროკავშირში დროზე ადრე გაწევრიანების, ხან ნატოს წევრობის, ხან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების და მილიარდობით დახმარების ცრუ დაპირებით. სამწუხაროდ ამ ცრუ დაპირებებს უკრაინა წამოაგეს. მიუხედავად სისხლისმღვრელ ომში მათი უპირობა მონაწილეობისა, ვერც ევროკავშირისა და ვერც ნატოს წევრები ვერ გახდნენ. აქამდე გაწეული დახმარება კი დღეს უკვე ვალად დაუთვალეს და ომში გასაწვევთა ასაკის 18 წლამდე დაწევა მოსთხოვეს. დაკარგეს ტერიტორიები და ხალხი. უკრაინამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა.

რისკების თავიდან აცილება, მხოლოდ მეტი სიმართლით იყო შესაძლებელი და სწორედ ამიტომ შეიქმნა „ხალხის ძალა“. იმ დროისათვის შეურაცხყოფის ნიაღვარმა გადაიარა ჩვენს თავზე. საზოგადოებას ყური მოსჭრა ჩვენმა ნათქვამმა. ზოგი უმრავლესობის რიგებიდანაც კი გვემიჯნებოდა, მაგრამ საბოლოოდ, რომ არა „ქართული ოცნების“ თანმხვედრი გონივრული პოლიტიკა, გამოუსწორებელ ზიანს ვერ აიცილებდა ვერც ქვეყანა და ვერც საზოგადოება.


არ შემიძლია არ გამოვყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ამ პროცესში და მისი პრინციპული პოზიცია, ქვეყნისა და საზოგადოების სასარგებლოდ. მაშინდელ სიმართლეს უფრო მეტი ფასი აქვს და დასტურიც - დღეს, იმავეს უკვე იმ ქვეყნის ახალი ლიდერები საუბრობენ, საიდანაც მაშინ საფრთხის სათავე იყო. ჩვენ მიერ გამოაშკარავებულ „გლობალურ ომის პარტიას“ ამერიკის პრეზიდენტმა „დიფ სთეითი“ უწოდა და მას პირდაპირ ბრძოლა გამოუცხადა. ჩვენი არაერთგზის მხილებული USAID-ისა და NED-ის საქმიანობა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ იგივე ბრალდებით შეაჩერა და მას კრიმინალებისა და შეშლილი რადიკალების ბუდე უწოდა. სწორედ ამის დამალვა სურდათ „დაუძინებელ მეგობრებს“ და უხვად აფინანსებდნენ გამჭვირვალობის შესახებ კანონის რუსულად მონათვლას, თბილისის შუაგულში არეულობას, მოლოტოვის კოქტეილის სროლას, პოლიციელების ცოცხლად დაწვას.

მაშინდელმა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, საზოგადოების ნაწილს წაუკითხავად გააპროტესტებინა გამჭვირვალობა და წაუკითხავად წაიღო ჩვენი წერილი. ევროკავშირის მიმართ გამოთქმული ჩვენი არაერთი საფუძვლიანი პროტესტი, პრორუსულად ფასდებოდა. არც ომის ობიექტურ შეფასებას დასჭირდა ბევრი დრო და სულ ახლა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროპაში სიტყვის თავისუფლებას პრობლემები აქვს და ბრიუსელი ხშირად ცდილობს, რომ სხვა ქვეყნებში არჩევნები მათთვის სასურველი შედეგით დასრულდეს, თუ არადა, იმუქრებიან მისი გაუქმებით, რაც დაუშვებელია. იმაზე უკეთესი რისი მოლოდინი შეიძლება გვქონოდა, რომ რასაც ჩვენ ვსაუბრობდით აქ ახლა, თავად საუბრობენ იქ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საიდანაც მხოლოდ თავდასხმის ნიაღვარი მოედინებოდა და თანაც ყოველდღე.

ევროკავშირი ბოლო დროს საბჭოთა კავშირს ემსგავსება, რაც სახიფათოა არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ თავად ევროპისთვისაც. ევროპული ბიუროკრატია ევროპისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც საქართველოსათვის ნაციონალური მოძრაობა. მათ, არცერთს, დემოკრატიასთან საერთო არაფერი არ აქვთ, თუმცა საბედნიეროდ, ორივე ყოველდღე სუსტდება და გავლენებს კარგავს, თანაც კარგავენ აგენტურასაც. ასე დასრულდა სალომე ზურაბიშვილიც. კიდევ კარგი, რომ ამჯერად მაინც „ქართულმა ოცნებამ“ სწორად შეარჩია პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ ყაველაშვილის სახით, რომელიც უალტერნატივოდ „ხალხის ძალაში“ მოიძებნა. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სიმართლის თქმა ხმამაღლა შეძლო. ჩვენი გუნდი სიმართლის დადგენაში დაეხმარება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასაც, სიახლეც ბევრი იქნება და აქამდე დამალული სიმართლეც, რასაც საზოგადოება თავად ნახავს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

დაჩი ცაგურია

20 მარტი 2025, 00:05

პოლიტიკა

დაჩი ცაგურია რადიკალურ ოპოზიციაზე: ძალიან გამიხარდება თუ არ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, იქნებ, ამის შემდეგ შეიქმნას ქვეყანაში რეალური ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის რეალურ პრობლემებზე იმსჯელებს და არა საქართველოს დანგრევაზე

ძალიან გამიხარდება თუ არ მიიღებენ მონაწილეობას [არჩევნებში] და საბოლოოდ, როგორც მათი ღმერთი და მათი ლიდერი სააკაშვილი იტყოდა, თუ ჩაირეცხავენ თავებს, მე ნამდვილად არ მეწყინება ეს ამბავი, ეს მათი არჩევანი იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

მაია ბითაძე

20 მარტი 2025, 00:04

პოლიტიკა

მაია ბითაძე რადიკალებზე: გულწრფელად გითხრათ, თვითლიკვიდაციის და თვითგანადგურების ასეთი აქტიური კამპანია იშვიათად შეიძლება მოიძებნოს არათუ საქართველოს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში

გულწრფელად გითხრათ, თვითლიკვიდაციის და თვითგანადგურების ასეთი აქტიური კამპანია იშვიათად შეიძლება მოიძებნოს არათუ საქართველოს, არამედ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 00:03

პოლიტიკა

პრემიერი: ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც 300 კაცს შეუძლია, გადაკეტოს ქვეყნის ცენტრალური გამზირი და ამაზე ადმინისტრაციული სანქციაც არ უნდა დააწესო თან. არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში

ყველაფერი არის შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არავის გავუტარებთ ლიბერალური ფაშიზმის წარმატების მცდელობას ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

დონალდ ტრამპი

20 მარტი 2025, 00:00

მსოფლიო

ტრამპი ირანს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო მარაგების მიწოდება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო მარაგების მიწოდება.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:59

პოლიტიკა

პრემიერი: მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლებას, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სახელით დასაწესებელი სანქციების პაკეტის დაბლოკვის თაობაზე

მინდა მადლობა გადავუხადო უნგრეთის და სლოვაკეთის ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, იმისათვის, რომ სწორედ მათ მიიღეს გადაწყვეტილება ევროკავშირის სახელით დასაწესებელი სანქციების პაკეტის დაბლოკვის თაობაზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:41

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, უკრაინის ხელისუფლება, უცხოელი პოლიტიკოსები, სრული კოორდინაცია იყო იმისათვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, ამაზე არ წავედით

გადავდოთ გვერდზე, რაც იყო დახურულ კარს მიღმა, გახსოვთ საჯარო მოწოდებები, საჯარო განცხადებები, რომლებსაც აკეთებდნენ ჩვენი NGO-ების ლიდერები და პოლიტიკოსები ომთან დაკავშირებით პირდაპირ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

19 მარტი 2025, 23:39

პოლიტიკა

პრემიერი: ქართველი ხალხი სწორად რომ მსჯელობს ყველაფერზე, ამის შედეგია ის, რომ ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა არჩევნებზე, ევროპულ ბიუროკრატიას ქართველი ხალხი აღარ ენდობა

ნახეთ, რამხელა ფარსია - გამოდის ევროკავშირის ელჩი და აცხადებს, რომ, თითქოს, 28 ნოემბერს ჩვენ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია, თუმცა ამ დროს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე თვითონ გამოვიდა, თქვა, რომ შეჩერებული იყო ევროინტეგრაცია და თუ „ქართულ ოცნებას“ არ შეცვლიდა ქართველი ხალხი, ამ შემთხვევაში დავრჩებოდით შეჩერებულ მდგომარეობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“.

მაია ბითაძე

19 მარტი 2025, 23:39

პოლიტიკა

მაია ბითაძე: წარუმატებლები და ლუზერები არიან ოპოზიციის წარმომადგენლები. ყველაზე მთავარი, რაც მათ ასეთად აქცევს, ეს არის ის ტყუილების კასკადი რომლითაც ცდილობენ საქართველოს მოსახლეობა მოატყუონ, რაც ბუნებრივია აღარ მუშაობს

აბსოლუტურად წარუმატებელი იქნება პოლიტიკური ლუზერების ნებისმიერი ქმედება იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა დაინახა ყველა მათი ქმედება. მათ შორის ასეთი ასტრონომიული თანხების ხარჯვა ლობისტური საქმიანობისთვის იქნება წარუმატებელი ერთი მიზეზის გამო, დღეს თეთრზე შავად ჩანს თუ რასთან გვაქვს საქმე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ, რითაც ნიკა გილაური მიერ ობისტური კომპანიის დაქირავებას გამოეხმაურა.

მაია ბითაძე

19 მარტი 2025, 23:34

პოლიტიკა

მაია ბითაძე: არავინ იფიქროს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულება შეაჩერა - ყველაზე მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ეკონომიკურად გამართული და ძლიერი თავის სუვერენიტეტში

აბსოლუტურად სამარცხვინო იყო ის ბოლო რეზოლუცია, რაც ჩეხეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტმა მიიღო. ეს რეალურად არის ძალიან დიდი უცნაურობა, რომელიც აღძრავს კითხვას, რამდენად სუვერენული სახელმწიფოა თვითონ ჩეხეთი და რამდენად ერთმნიშვნელოვნად გამოხატავს პოზიციას საგარეო მიმართულებით, იმიტომ რომ ასეთი ასეთი გაუგებრობა საერთაშორისო ურთიერთობებში არის სამარცხვინო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:33

პოლიტიკა

პრემიერი: ორი ფონდი აკრძალა ტრამპმა, ერთ-ერთის ხელმძღვანელი მე პირადად მესაუბრებოდა და მიიღო უარი მოთხოვნებზე, რაც უკავშირდებოდა ომს, მე ვუთხარი, რომ ვერ გადავდგამდით ამ ნაბიჯს, რადგან ეს ნიშნავდა საქართველოს განადგურებას

ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არის „გლობალური ომის პარტია“, ჩვენ ვსაუბრობდით გლობალურ ომის პარტიაზე ამერიკის შეერთებული შტატებისგან განცალკევებით და რეალურად, ვსაუბრობდით არსებითად იმაზე, რასაც დღეს Deep State-ს უწოდებს ტრამპის ადმინისტრაცია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

მაია ბითაძე

19 მარტი 2025, 23:24

პოლიტიკა

მაია ბითაძე ფონდებზე: ეს ფონდები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აქტიურად იყო გამოყენებული სწორედ ქვეყანაში როგორც დესტაბილიზაციის წახალისების, ასევე ე.წ. რევოლუციური სცენარების განვითარებისკენ

საინტერესო თემაა ფონდები, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ფონდები, რომელიც დღეს შერაცხილია, თითქოს ეს არის რაღაც საქველმოქმედო და ჰუმანიტარული მიზნების მქონე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან

რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:08

პოლიტიკა

პრემიერი: 9 პუნქტი იყო ტყუილი, რეალურად, ევროკავშირის ჩინოვნიკებისგან იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა ცესკოს და სასამართლოს. ევროპელი ჩინოვნიკები რასაც საუბრობდნენ, იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ხელისუფლების დათმობა

რაც შეეხება 9 პუნქტს, აქ პირდაპირ ითქვა ტყუილი, რეალურად, იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ასე პირდაპირ არ გამომდინარეობდა რეკომენდაციების ტექსტიდან, მაგრამ მერე იყო ინტერპრეტირებული ევროკავშირის ჩინოვნიკების მხრიდან, ეს ეხებოდა - ცესკოს და სასამართლოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა და საბოლოო ჯამში ამან მოიტანა ის, რომ მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციისკენ

ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა ყველა მიმართულებით და საბოლოო ჯამში ამან მოიტანა ის, რომ მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება

ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:46

პოლიტიკა

პრემიერი: ევროკავშირის ბიუროკრატიიდან კონკრეტული ადამიანები პირდაპირ საუბრობენ, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში, ასეთ დროს რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კონკრეტულ ადამიანებს დღესაც სურთ მეორე ფრონტი საქართველოში

დღეს, ერთადერთი ვინც საუბრობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ომი უკრაინაში, არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპელ პოლიტიკოსებს, ისინი აკრიტიკებენ ტრამპის მიდგომას და ყველანაირად ცდილობენ, დაბრკოლებები შეუქმნან მის სამშვიდობო პროცესს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც დაწყებულია და იმედი გვაქვს, მალე მივა ბოლომდე

აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:39

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევალთ ნებისმიერ ურთიერთობებში, გვაქვს გზავნილები ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს

საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევალთ ჩვენ ნებისმიერ ურთიერთობებში, ვფიქრობ, შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

19 მარტი 2025, 22:35

მსოფლიო

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

19 მარტი 2025, 22:24

პოლიტიკა

პრემიერი: თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, ვფიქრობ, აშშ-საქართველოს ურთიერთობები აღდგება

ღირებულებითი თანხვედრა მკაფიოდ ჩანს, მათ შორის, საჯარო გზავნილებიდან, რასაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, დანარჩენი არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად გათავისუფლდება ახალი ადმინისტრაცია სრულად „დიფ სთეითისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“.