18 თებერვალი 2025, 21:17 / სანდო წყარო

ირაკლი რუხაძე „გირჩს“: ჩვენ ვართ ტელევიზია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები. თქვენ მეკითხებით რატომ არ ანადგურებს „იმედი“ „ნაციონალურ მოძრაობას“? „იმედმა“ არც უნდა გაანადგუროს ის - თქვენ რატომ არ ანადგურებთ „ნაციონალურ მოძრაობას?

ირაკლი რუხაძე

ირაკლი რუხაძე

ჩვენ ვართ ტელევიზია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები. თქვენ მეკითხებით რატომ არ ანადგურებს „იმედი“ „ნაციონალურ მოძრაობას“? „იმედმა“ არც უნდა გაანადგუროს ის - თქვენ რატომ არ ანადგურებთ „ნაციონალურ მოძრაობას?“, - განაცხადა ბიზნესმენმა, „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

რუხაძემ უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ აჩენს „იმედი“ ალტერნატიულ აზრს და იქნებ ეს არის შეცდომა და რომ ხსნიდეს პლატფორმას ყველასთვის, უფრო უკეთ შეძლებდა იმედი „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას.

„თქვენ რატომ გგონიათ, რომ ჩვენ არაეფექტურად ვიქცევით? ვერ დავამარცხეთ [„ნაციონალური მოძრაობა“]?! უფრო კარგად უნდა დაგვემარცხებინა?!

ჩემი ერთ-ერთი ამოცანა თუ არის „ნაცების“ დამარცხება, მე მგონია, რომ ფანტასტიკურად კარგად გამოგვდის. თუ თქვენ მასწავლით უკეთესად როგორ დავამარცხოთ, დაგიჯერებთ, მაგრამ აქამდე
არ მგონია, რომ ეგ თემა დგას და ამიტომ უნდა შევცვალო რაღაც, რომ ჩვენ „ნაცებს“ ვერ ვამარცხებთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვართ ტელევიზია. ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები. თქვენ მეკითხებით რატომ არ ანადგურებს „იმედი“ „ნაციონალურ მოძრაობას“? „იმედმა“ არც უნდა გაანადგუროს ის. თქვენ [მიმართავს „გირჩს“] რატომ არ ანადგურებთ „ნაციონალურ მოძრაობას“?! ჩემი პრობლემა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რაღაც მომენტში „ოცნებასთან“ ის კი არ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცუდია. ყველამ იცის, რომ ცუდია და მაგიტომ ვერ მოდის ჯერჯერობით. მე მეშინია, ისეთი რაღაც კატაკლიზმები არ მოხდეს, რომ ისევ ესენი არ მოვიდნენ, თორემ იმიტომ ვერ მოდიან, რომ ყველამ იცის, რომ ცუდია. ჩემი პრობლემა ისაა, რომ თქვენ [„გირჩს“] რატომ გაქვთ 3%? რატომ მოხდა, რომ ყველა, ვინც იძახის, რომ მე წავალ პოლიტიკაში, დგება ან „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდზე ან ვერ მიდის საერთოდ. ეს „ოცნებასაც“ აწყობს“, - აღნიშნა რუხაძემ.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ „გირჩის“ წინასაარჩევნო პოზიცია, რომ მზად იყვნენ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობისთვის, მისთვის მიუღებელია.

„თუ „იმედი“ არსებობს და „იმედში“ იხარჯება ფული, ენერგია, იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ მოვიდეს, არსებობს „გირჩი“, რომელსაც ფაქტობრივად გინდათ და ღიად აკეთებდით პოზიციონირებას არჩევნების წინ, რომ არჩევნების დასასრული თუ საბოლოო წერტილი ყოფილიყო, რომ უთქვენოდ უმრავლესობა ვერ შეკრულიყო. რატომ გინდოდათ ეს? იმიტომ, რომ ღია იყავით ორივესთან სათანამშრომლოდ და ეს ჩემთვის მიუღებელია. იმიტომ, რომ ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ თქვენ ღია ხართ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სათანამშრომლოდ. ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მე პრინციპში შემიძლია, უმრავლესობა შევქმნა, როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე, „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ეს მიუღებელია“, - განაცხადა რუხაძემ.

ყველა სიახლე

20 მარტი 2025, 22:54

სპორტი

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი ანგარიშით 0:3 დასრულდა

სომხეთი-საქართველოს მატჩს საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. ანგარიში 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის გოლით გაიხსნა, 37-ე წუთზე კი სომხეთის კარში გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. პირველი ტაიმი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ ანგარიშით 2:0 დასრულდა. მეორე ტაიმში 37-წუთზე მიქაუტაძემ დუბლი გაიფორმა. საბოლოოდ შეხვედრა ქართველების გამარჯვებით ანგარიშით 3:0 დასრულდა.

20 მარტი 2025, 22:20

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს მესამე გოლი გაუტანა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს კიდევ ერთხელ გაუტანა. მეტოქის კარში მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 0:3-ია.

20 მარტი 2025, 21:50

სპორტი

სომხეთი - საქართველოს მატჩის პირველი ტაიმი 0:2, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა

ერევანში ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 21:39

მსოფლიო

ზელენსკი: მოლაპარაკებების პროცესიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხის ამოღება რუსეთისთვის დიდი საჩუქარია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებების პროცესიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხის ამოღება რუსეთისთვის დიდი საჩუქარია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

20 მარტი 2025, 21:38

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს მეორე გოლი გაუტანა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გაუტანა. მეტოქის კარში მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 0:2-ია.

20 მარტი 2025, 21:35

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გოლი გაუტანა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გაუტანა. მეტოქის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 0:1-ია.

20 მარტი 2025, 21:17

ეკონომიკა

საქართველო - ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა, მთავრობის გეგმა 2030 წლისთვის და ინვესტორების მზარდი ინტერესი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობას, სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. სახელმწიფოს მიზანი საკმაოდ ამბიციურია.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 21:09

პოლიტიკა

ომში ჩართვის დირექტივა და ხელისუფლების მიერ დაზღვეული უსაფრთხოება. „დიფ სთეითის“ ინტერესები საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელისუფლების მიერ დაზღვეული უსაფრთხოება. ომში ჩართვის დირექტივა დახურულ კარს მიღმა, ხელისუფლების უარი და დესტაბილიზაციის ქუჩაში გატანილი მოთხოვნა. პრემიერ-მინისტრი 2022 წელს იხსენებს.

20 მარტი 2025, 21:01

სპორტი

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დაიწყო

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის გათამაშება თავის ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ნაკრებს ჩეხეთმა და უკრაინამ აჯობეს, ხოლო ჯგუფში მეოთხე ადგილი ალბანეთმა დაიკავა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები სომხეთთან ორმატჩიან დუელში გაარკვევენ, ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას კვლავ B დივიზიონში გაატარებენ თუ C ლიგაში გადაინაცვლებენ.

20 მარტი 2025, 20:42

საზოგადოება

ზიზღის მხარდაჭერილი კამპანია. ბაია პატარაიას ე.წ. უფლებადამცველობა და საფრანგეთის ელჩის დუმილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საფრანგეთის ელჩის ყურადღება ვერც ბაია პატარაიას ზიზღის კამპანიამ მიიქცია. ე.წ. უფლებადამცველის სამიზნე, ამჯერად ჟურნალისტია, დიპლომატიური უწყება კი დუმილის დარღვევამდე, პატარაიას ორგანიზაციის მხარდამჭერად განიხილება.

20 მარტი 2025, 20:39

მსოფლიო

Deutsche Welle: ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ

ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

20 მარტი 2025, 20:36

პოლიტიკა

2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად - საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში შეხვედრებს განაგრძობს. გზავნილები ბუქარესტიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუმინეთი მზად არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გვერდით დაუდგეს. ეს გზავნილი საპარლამენტო დელეგაციამ ბუქარესტში მიიღო. ქართული მხარე აცხადებს, რომ 28 ნოემბრის განცხადების ინტერპრეტაცია მიუღებელია და საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას და მოლაპარაკების გახსნას უცდის.

20 მარტი 2025, 20:27

პოლიტიკა

მერობის კანდიდატებს „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოზე შეათანხმებს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის დღის წესრიგს, ოპოზიცია ისევ გარედან უცდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეარჩევს, მმართველი პარტია კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება, ოპოზიცია კი ისევ დირექტივას ელის. დავალების მიღებამდე, გეგმა არ არსებობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 20:24

მსოფლიო

ზელენსკი ნატოში ინტეგრაციაზე: ამ საკითხზე სალაპარაკო არაფერია, რადგან აშშ, როგორც ნატოს მთავარი მოკავშირე, არ უჭერს მხარს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას - დღეის მდგომარეობით ასეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის მზად უკრაინის ნეიტრალური სტატუსის განსახილველად, თუმცა აღიარა, რომ აშშ-ის პოზიციის გამო, ქვეყანას ჯერჯერობით ნატოში არ იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

20 მარტი 2025, 20:18

პოლიტიკა

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

20 მარტი 2025, 20:17

სპორტი

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან

ერთი საათი დარჩა სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებამდე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

20 მარტი 2025, 20:10

პოლიტიკა

ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან - მზადყოფნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადასატვირთად. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. მზადყოფნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადასატვირთად. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თბილისი კონკრეტულ ნაბიჯებს ელის და ელჩიც შერჩეული ჰყავს.

20 მარტი 2025, 19:45

მსოფლიო

ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, გამოავლინოს ომის შეწყვეტის რეალური პოლიტიკური ნება

ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის გაბცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ გაჩაღებული ომის შეწყვეტის რეალური სურვილი.

დავით ქართველიშვილი

20 მარტი 2025, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „დიფ-სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი მშვიდობით არ დასრულდეს

„დიფ-სთეითისთვის“ უკრაინაში ომის მშვიდობით დასრულება ნიშნავს წაგებას და მრავალწლიანი გეგმის განუხორციელებლობას. მაშინ რისთვის იყო ეს თითქმის 25 წლიანი სამზადისი? მიზანი ხომ კრემლისთვის და პუტინისთვის საბოლოო დარტყმის მიყენება იყო,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 19:35

მსოფლიო

ზელენსკი: სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთი არ დაიწყებს თავისი ჯარების გაყვანას ჩვენი მიწიდან და სრულად არ აანაზღაურებს მისი აგრესიით მიყენებულ ზარალს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე მოსკოვი არ დაფარავს მიყენებულ ზიანს.