19 თებერვალი 2025, 14:25 / სანდო წყარო

ლევან მახაშვილი ტერიე ჰელანდის განცხადებაზე: ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, თუ ევროკავშირი მთლიანად აღებული, ფაქტობრივად, ახალისებს საომარ რიტორიკას საქართველოში

ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი ევროპული სამეზობლო საბჭოს (ENC) მრჩევლის ტერიე ჰელანდის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის დაკავშირებულია იმ ზეწოლაზე, რომელიც საქართველოზე ხორციელდებოდა და რომლის საერთო მიზანი ქვეყნის ომში ჩართვა იყო.

„უპირველესად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ ამ ადამიანის განცხადება არ არის რაღაც განყენებულად ერთი განცხადება. რეალურად იგი არის ხმა იმ ძალისხმევის, რაც ბოლო სამი წლის მანძილზე საქართველოზე ხორციელდებოდა, იმ ზეწოლის, რაც საქართველოზე ხორციელდებოდა და რომლის საერთო მიზანი იყო, რომ საქართველო ჩართულიყო ომის ფერხულში, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარდებოდა. მათთვის არ მაქვს კარგი ამბავი ისევე, როგორც უკრაინის შემთხვევაში მათ ვერ შეძლეს საქართველოს შეთრევა ამ პროცესში. ჩვენდა საბედნიეროდ ახლაც ვერ შეძლებენ ამ პროცესში საქართველოს შეთრევას. ერთს ვისურვებდი მხოლოდ, რომ მსგავსი განცხადებები მაქსიმალურად შეწყვიტონ იმიტომ, რომ თითოეული ასეთი განცხადება აქ, საქართველოში იწვევს ხოლმე, როგორც წესი, დამატებით ესკალაციას, დამატებით რადიკალიზაციას, ამიტომ ყველა მოუფრთხილდეს, ყველა დაფიქრდეს თითოეულ ამ განცხადებაზე. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად გადაითარგმნება იმაში, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, თუ ევროკავშირი მთლიანად აღებული, ფაქტობრივად, ახალისებს საომარ რიტორიკას საქართველოში“, - განაცხადა მახაშვილმა.

ტერიე ჰელანდმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ი აღარ არის სანდო პარტნიორი ევროპისთვის, ევროპამ უნდა იმოქმედოს და საქართველო არის ბრძოლის ველი.

ყველა სიახლე

26 მარტი 2025, 11:34

ტექნოლოგიები

UN: ბოლო სამი წლის განმავლობაში ყინულოვანი მასის დნობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო სამი წლის განმავლობაში ყინულოვანი მასის დნობის ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მარიამ ლაშხი

26 მარტი 2025, 11:34

პოლიტიკა

მარიამ ლაშხი: საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში

„დღეს შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრთან. პირველ რიგში, ქართული მხარე მადლობას გადაუხდის იმ მუდმივ და მყარი მხარდაჭერისთვის, რომელიც გამოიხატება ქვეყნის სუვერენიტეტის და არაღიარების პოლიტიკის მიმართ გადადგმულ ნაბიჯებში. ასევე საერთაშორისო პლატფორმებსა და რეზოლუციებში, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში მხარდაჭერისთვის. საბოლოო გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სერბეთი საელჩოს გახსნის წლის ბოლომდე საქართველოში. ჩვენი ვიზიტისას მიღებული იქნა გადაწყვეტილებები ორმხრივი ფრენების განხორციელების. დღეს დაიწყება ბილეთების გაყიდვა და 15 ივნისიდან შესაძლებლობა ექნება როგორც ქართველ, ასევე სერბ ტურისტებს მიმოსვლის“, - აღნიშნა ლაშხმა.

დონალდ ტრამპი

26 მარტი 2025, 11:24

მსოფლიო

ტრამპი: აშშ-ის ზოგი შტატი უცხოელების არჩევნებში მონაწილეობას არ კრძალავს - „ეს ფედერალური კანონების დარღვევაა“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

26 მარტი 2025, 11:17

ეკონომიკა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ავიაკომპანია Edelweiss Air იწყებს

მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება. Lufthansa Group-ში შემავალი შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი ფრენებს ციურიხი - თბილისი - ციურიხის საჰაერო ხაზზე განახორციელებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის შესაბამისად, ავიარეისები 12 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და კვირას შესრულდება.

26 მარტი 2025, 11:10

საზოგადოება

GCCA-იმ „ვოლტ ჯორჯიას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), საკურიერო სექტორში, შპს „ვოლტ ჯორჯიას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი - უსამართლო კომერციული საქმიანობა დაუდგინდა.

26 მარტი 2025, 11:01

ეკონომიკა

დავით სონღულაშვილი სააქციო საზოგადოების „მინა“ გენერალურ დირექტორს ოლგუნ თაშდემირს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სააქციო საზოგადოების „მინა“ გენერალურ დირექტორს ოლგუნ თაშდემირს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

26 მარტი 2025, 10:57

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინას ჯარის დასაფინანსებლად ფული არ აქვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ Time-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ქვეყნის ბიუჯეტს ჯარის დაფინანსება არ შეუძლია.

26 მარტი 2025, 10:55

ტექნოლოგიები

კოსმოსურმა ტელესკოპმა „ევკლიდმა“ 2 000-ზე მეტი ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინა

კოსმოსურმა ტელესკოპმა „ევკლიდმა“ 2 000-ზე მეტი ჯუჯა გალაქტიკა აღმოაჩინა.

26 მარტი 2025, 10:50

პოლიტიკა

პაატა დავითაია: 2008 წელს ოპოზიცია აყენებდა საკითხს კომისიის შექმნაზე. პარლამენტში მაშინდელი ძალთა გადანაწილება არ იძლეოდა საშუალებას, უმრავლესობის კეთილი ნების გარეშე შემდგარიყო საგამოძიებო კომისია

2008 წელს, როდესაც საბრძოლო მოქმედებები მორჩა, ძალიან სერიოზულ დონეზე იდგა საკითხი, რამდენიმე მიმართულებით დაწყებულიყო ამ საკითხის გამორკვევა. პირველ რიგში, ეს იყო იმდროინდელი ოპოზიციის მოთხოვნა, რომელიც იმყოფებოდა პარლამენტში. მე მაშინ უმცირესობის ლიდერის მოადგილის თანამდებობას ვიკავებდი, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

26 მარტი 2025, 10:39

ეკონომიკა

ავიაკომპანია Edelweiss: „საქართველოში უამრავი სანახაობა გელოდებათ“

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და შვეიცარიული ავიაკომპანიის Edelweiss ერთობლივი მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში Edelweiss-ის სოციალურ ქსელებში: facebook და Instagram საქართველოს შესახებ პოსტები ფოტოებით გამოქვეყნდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

პეტერ ფიშერი

26 მარტი 2025, 10:34

პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრის მარიამ გერსამიას ორგანიზაციის „მედიახმა" კვლევის პრეზენტაციას, საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გახსნის

გავრცელებული ინფორმაციით პრეზენტაციას გახსნის გერმანიის ელჩი საქართველოში ერნსტ-პეტერ ფიშერი. ცნობისთვის, მარიამ გერსამია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრია, რომელმაც საქმიანობა ეკა გიგაურთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“ გააგრძელა.

26 მარტი 2025, 10:31

ტექნოლოგიები

ჩინეთში შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს ღორის ქსოვილად გარდაქმნის. იმუნიტეტი მას როგორც საფრთხეს ისე აღიქვამს და ანადგურებს

ჩინეთში შექმნეს ვირუსი, რომელიც კიბოს უჯრედებს ღორის ქსოვილად გარდაქმნის.

26 მარტი 2025, 10:24

ტექნოლოგიები

ცნობილია რამდენი გადაუხადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 286 დღით ჩარჩენილ ამერიკელ ასტრონავტებს ზეგანაკვეთური შრომისთვის

ცნობილია რამდენი გადაუხადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 286 დღით ჩარჩენილ ამერიკელ ასტრონავტებს ზეგანაკვეთური შრომისთვის.

26 მარტი 2025, 10:15

პოლიტიკა

თეა ახვლედიანმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა მისასალმებელი სიტყვით გახსნა

2024 წლის საქმიანობის კონსოლიდირებული ანგარიშის დამტკიცების შემდგომ დოკუმენტი გასაჯაროვდება სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის, ხოლო „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის“ 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.

26 მარტი 2025, 10:13

საზოგადოება

2025 წლის სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა და 13 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია

2025 წლის სოციალური პროგრესის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდა და ისტორიული, 13 წლიანი გაუმჯობესებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია.

პიტერ სიიარტო

26 მარტი 2025, 10:00

მსოფლიო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გაემგზავრა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ის მოსკოვში გაემგზავრა.

26 მარტი 2025, 09:58

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გასული წლის 26 მარტს „ევრო 2024“-ზე ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების აღსანიშნავი საკოლექციო მონეტების რეალიზაცია სიმბოლურად დღეიდან დაიწყო

2025 წლის 31 მარტიდან, მონეტების შესაბამისი მარაგის არსებობის შემთხვევაში, მონეტების რეალიზაცია საკასო ცენტრისა და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებთან ერთად, გაგრძელდება ასევე, ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობითაც -

ანალენა ბერბოკი

26 მარტი 2025, 09:33

მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი: გერმანიას მიგრანტები სჭირდება. სხვაგვარად ჩვენი ქვეყანა ვერ გადარჩება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას მიგრანტები სჭირდება, სხვაგვარად ის ვერ გადარჩება.

26 მარტი 2025, 09:00

მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთს ეკუთვნის. მისი გადაცემა უკრაინისთვის შეუძლებელია

რუსეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკვე რუსეთის საკუთრებაა და მისი გადაცემა უკრაინისთვის შეუძლებელია.

ლევან მახაშვილი

26 მარტი 2025, 08:46

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ბათუმში ევროპის საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრაზე: მოვუწოდებთ გაასაჯაროონ რეალურად კონკრეტული აქტივობები და მიზნები, რათა შემდგომ არ აღმოჩნდეს, რომ ლამაზი სიტყვების მიღმა ხდებოდა ხოლმე რევოლუციური სცენარების დადგმა

ბათუმში ევროპის საბჭოს ორგანიზებული შეხვედრა მიმდინარეობს თემაზე - „ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება საქართველოს სამართალდამცავ სისტემაში“. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად რეალურ მიზნებს მალავს და შესაძლოა, როგორც წარსულის მაგალითზე რევოლუციური სცენარების დაგეგმვას ემსახურებოდეს.