19 თებერვალი 2025, 18:29 / სანდო წყარო

ირაკლი გოგავა: ვფიქრობ, ტრამპს გამოუვა ლიბერალ-გლობალისტების დამარცხება - ახლა ევროპაში აგონიაა, ელიტები ნახავენ, რომ მათ წინააღმდეგობას პერსპექტივა არ აქვს და მათი უმწეობა გამოიხატა მიუნხენის კონფერენციის პრეზიდენტის ქვითინში

ირაკლი გოგავა

ირაკლი გოგავა

ეს იდეოლოგიური ბრძოლა ლიბერალ გლობალისტებთან არის მთავარი და მე ვფიქრობ, რომ ტრამპს გამოუვა მათი საბოლოოდ დამარცხება, მათ შორის ევროპაში, - განაცხადა პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ „დღის ქრონიკასთან“, სადაც მან ვრცლად ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე.

კითხვაზე - არის თუ არა ტრამპის იდეური მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი, გოგავა ასე პასუხობს:

„რა თქმა უნდა. ასეთი ანგარიშები და გათვლები ჰაერიდან არ მოდის, რა თქმა უნდა კოორდინაცია ხდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ორბანის მეშვეობით, უშალოდ თუ როგორ, ეს უკვე დეტალებია, მაგრამ ტრამპის საერთაშორისო ფრონტში საქართველოს ჩემი აზრით ერთ-ერთი ადგილი უკავია. შეიძლება პირველები არ ვიყოთ ამაში მაგრამ ეს ფრონტი არ არის დიდი. თითზე ჩამოსათვლელია ეს ქვეყნები დღეს, მაგრამ ფართოვდება - შეერთებული, შტატები, არგენტინა, უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია რაღაცა გაგებით, საქართველო და როგორც ჩანს, უკვე ამ ბრძოლაში რუსეთი და ჩინეთიც ტრამპის მოკავშირეები აღმოჩნდნენ. შემდეგი განზომილების ბრძოლა არის უკვე გეოპოლიტიკური ბრძოლა, რომელიც ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება ვიდრე სახელმწიფოები არსებობენ, მაგრამ მნიშვნელობით ეს იდეოლოგიური ბრძოლა ლიბერალ გლობალისტებთან არის მთავარი და მე ვფიქრობ, რომ ტრამპს გამოუვა მათი საბოლოოდ დამარცხება მათ შორის ევროპაში და ახლა ევროპაში აგონიაა, ელიტები ნახავენ, რომ პერსპექტივა მათ წინააღმდეგობას არა აქვს და მათი ეს უმწეობა გამოიხატა მიუნხენის კონფერენციის პრეზიდენტის ქვითინში.

მე ვფიქრობ, ასე ვთქვათ სამარშრუტო რუკა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს უკვე აქვთ შემუშავებული. ახლა ხდება ამის ტაქტიკური იმპლემენტაცია. სულ ბოლოს ალბათ რაღაცა შეხვედრას მედიისთვის მოაწყობენ, მაგრამ გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია. მთავარი საუდის არაბეთში რაც გაჟღერდა არის, რომ ზელენსკი უნდა წავიდეს, ის სამპუნქტიანი გეგმა სწორედ ამას ნიშნავს. როდესაც ხდება დიდი მოთამაშეების მიერ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ეხება სხვა ქვეყნებს, მაშინ ადგილობრივი მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ხდება, ეს ერთ-ერთი ფაქტორია. ამ სიტუაციაში ტრამპს სჭირდება რუსეთი მინიმუმ ნეიტრალური იყოს, ნეიტრალური პოზიცია დაიჭიროს ტრამპის მომავალ კონფლიქტში ჩინეთთან და ამ ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ სთავაზობს მას გარანტირებულ პერიმეტრის უსაფრთხოებას და აქ უკვე ჩვენც მოვიაზრებით. ამიტომ, უკრაინასთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს აუცილებლად იქნება რუსეთისთვის ბუფერული ზონა, ბუფერული სახელმწიფო - უკრაინა და მისი პერიმეტრი, მათ შორის საქართველო, აზერბაიჯანი და შუა აზიის რესპუბლიკები. მხოლოდ სიტყვაზე ნდობა აქ აღარ იქნება და ხელმოწერილ დოკუმენტებს მოითხოვს აუცილებლად რუსეთი და ახლა უკრაინის რა ნაწილი, როგორ განაწილდება, ეს უკვე მოლაპარაკების თემაა. სავარაუდოდ უკრაინაში აირჩევა ისეთი ლიდერი, რომელიც ამერიკას და რუსეთს შორის შეთანხმებული იქნება“, - განაცხადა გოგავამ.

ყველა სიახლე

მაია ბითაძე

19 მარტი 2025, 23:24

პოლიტიკა

მაია ბითაძე ფონდებზე: ეს ფონდები, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, აქტიურად იყო გამოყენებული სწორედ ქვეყანაში როგორც დესტაბილიზაციის წახალისების, ასევე ე.წ. რევოლუციური სცენარების განვითარებისკენ

საინტერესო თემაა ფონდები, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, თუმცა ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს ფონდები, რომელიც დღეს შერაცხილია, თითქოს ეს არის რაღაც საქველმოქმედო და ჰუმანიტარული მიზნების მქონე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან

რაც შეეხება ევროინტეგრაციას და მოლაპარაკებების გახსნას, არის რთული მოცემულობა, ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი განცხადებების მძევალი და არ იციან, როგორ გათავისუფლდნენ ამ განცხადებებისგან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:08

პოლიტიკა

პრემიერი: 9 პუნქტი იყო ტყუილი, რეალურად, ევროკავშირის ჩინოვნიკებისგან იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა ცესკოს და სასამართლოს. ევროპელი ჩინოვნიკები რასაც საუბრობდნენ, იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ხელისუფლების დათმობა

რაც შეეხება 9 პუნქტს, აქ პირდაპირ ითქვა ტყუილი, რეალურად, იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ასე პირდაპირ არ გამომდინარეობდა რეკომენდაციების ტექსტიდან, მაგრამ მერე იყო ინტერპრეტირებული ევროკავშირის ჩინოვნიკების მხრიდან, ეს ეხებოდა - ცესკოს და სასამართლოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 23:00

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა და საბოლოო ჯამში ამან მოიტანა ის, რომ მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციისკენ

ჩვენ გვაქვს თანმიმდევრული პოლიტიკა ყველა მიმართულებით და საბოლოო ჯამში ამან მოიტანა ის, რომ მუდმივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ წინ მივდიოდით ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, მთავარი იარაღი, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება

ჩვენ გვაქვს ხალხის მხრიდან მონიჭებული ლეგიტიმაცია, დანარჩენი არის გამოწვევები, მაგრამ მთავარი იარაღი, რაც ქართულ სახელმწიფოს აქვს დღეს, არის ის, რომ ქვეყანას მართავს სუვერენული და ხალხის მიერ ლეგიტიმირებული ხელისუფლება, ეს არის მთავარი, დანარჩენი არის პოლიტიკური გამოწვევები, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:46

პოლიტიკა

პრემიერი: ევროკავშირის ბიუროკრატიიდან კონკრეტული ადამიანები პირდაპირ საუბრობენ, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში, ასეთ დროს რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ კონკრეტულ ადამიანებს დღესაც სურთ მეორე ფრონტი საქართველოში

დღეს, ერთადერთი ვინც საუბრობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ომი უკრაინაში, არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპელ პოლიტიკოსებს, ისინი აკრიტიკებენ ტრამპის მიდგომას და ყველანაირად ცდილობენ, დაბრკოლებები შეუქმნან მის სამშვიდობო პროცესს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც დაწყებულია და იმედი გვაქვს, მალე მივა ბოლომდე

აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:39

პოლიტიკა

პრემიერი: საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევალთ ნებისმიერ ურთიერთობებში, გვაქვს გზავნილები ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ, ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს

საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევალთ ჩვენ ნებისმიერ ურთიერთობებში, ვფიქრობ, შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

19 მარტი 2025, 22:35

მსოფლიო

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

19 მარტი 2025, 22:24

პოლიტიკა

პრემიერი: თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, ვფიქრობ, აშშ-საქართველოს ურთიერთობები აღდგება

ღირებულებითი თანხვედრა მკაფიოდ ჩანს, მათ შორის, საჯარო გზავნილებიდან, რასაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, დანარჩენი არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად გათავისუფლდება ახალი ადმინისტრაცია სრულად „დიფ სთეითისგან“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში - „დღის თემა“.

ირაკლი კობახიძე

19 მარტი 2025, 22:20

პოლიტიკა

პრემიერი: ჩვენი სურვილია, სრულებით გადაიტვირთოს აშშ-თან ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, გვაქვს ღირებულებითი თანხვედრა, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას

ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში, მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

19 მარტი 2025, 21:45

სპორტი

ოთარ კიტეიშვილი: კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია

კაპიტნობა საპასუხისმგებლო როლია, თუმცა როდესაც საქმე ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ამ გუნდის კაპიტნობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, - განაცხადა საქართველოს ნაკრების წევრმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენციაზე.

19 მარტი 2025, 21:37

სპორტი

ვილი სანიოლი: ორივე გუნდისთვის რთული მატჩი იქნება, თუმცა მეტოქის მოედანზე ვთამაშობთ და სომხეთს გულშემატკივრების დიდი მხარდაჭერა ექნება. მიუხედავად ამისა, ჩემი ფეხბურთელები მზად არიან ბრძოლისთვის და კარგი ფეხბურთის სათამაშოდ

ეს დერბია და ასეთი ტიპის თამაშებში ფავორიტი არ არსებობს, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე.

ნიკოლ ფაშინიანი

19 მარტი 2025, 21:22

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: ჩემი მითითება სომხეთის თავდაცვის სამინისტროსთვის მკაფიოა - არ დაუშვათ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა, სომხეთი მშვიდობისკენ მიემართება და არა ომისკენ

სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება, -განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.

19 მარტი 2025, 20:49

მსოფლიო

მედია: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შტაბ-ბინასთან გზები ინციდენტის გამო გადაკეტეს

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შტაბ-ბინასთან გზები ინციდენტის გამო გადაკეტეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

19 მარტი 2025, 20:48

ეკონომიკა

სამ ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მხოლოდ ერთ თვეში - საქსტატი საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდას ადასტურებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 15,6%-ით მოიმატა. იანვარ-თებერვლის მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

19 მარტი 2025, 20:42

პოლიტიკა

ინდოეთი და საქართველო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობას იწყებენ - საგარეო საქმეთა მინისტრის სამდღიანი ვიზიტის შედეგები და გზავნილები ნიუ-დელიდან. ჩართვა „ქრონიკაში“ ინდოეთიდან

საქართველო თავისუფალ ვაჭრობას კიდევ ერთი მიმართულებით დაიწყებს, ინდოეთთან საკითხის განხილვა იწყება. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი ინდოეთში და საქართველოს პირველი მონაწილეობა ნიუ-დელის საერთაშორისო კონფერენციაში დასრულებულია.

19 მარტი 2025, 20:35

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი მოადგილეებთან ერთად ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, მოადგილეებთან ერთად, ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს შეხვდა.

19 მარტი 2025, 20:32

მსოფლიო

ისრაელის არმიაში ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში წერტილოვანი სახმელეთო ოპერაციის დაწყება დაადასტურეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში წერტილოვანი სახმელეთო ოპერაციის დაწყება დაადასტურეს.

19 მარტი 2025, 20:32

პოლიტიკა

რუმინეთის უნიკალური გამოცდილება და მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბუქარესტში. „ქრონიკა“ რუმინეთიდან

რუმინეთის პარლამენტის მიწვევით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუქარესტშია და შეხვედრებს მართავს.