19 თებერვალი 2025, 23:53 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: აშშ-ის პრეზიდენტი, ევროპის წარმომადგენლებიც ნელ-ნელა იმავეს იმეორებენ, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ უკრაინა იღუპება და რომ ჩვენ ამის ნაწილი არ ვიქნებით - დღეისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავრჩით, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა აშშ-სა და საქართველოზე და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობაზე. მისი თქმით, არსებობს იმედი, რომ დაიწყება ურთიერთობების სწრაფად გაჯანსაღება და ეს იმედი კონკრეტულ ფაქტებსა თუ ინფორმაციებს ეფუძნება.

„როცა ვამბობთ - იმედია, რომ ძალიან სწრაფად დავინახავთ იმას, რომ იწყება ურთიერთობების გაჯანსაღება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს იმედი არის უბრალოდ სურვილი. რა თქმა უნდა, ეს იმედი გარკვეულ ფაქტებს, ინფორმაციებს ეფუძნება, რომელიც არ არის ამჯერად საჯარო, მაგრამ ასევე ცრუ მოლოდინიც არ უნდა შეიქმნას, რომ უცბად ყველაფერი იქნება გასწორებული. მთავარი ის არის, რომ შემოტრიალება დაიწყო. ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაცია სწრაფად იღებს გადაწყვეტილებებს; ერთი თვეც არ არის გასული ინაუგურაციის შემდეგ და სულ რამდენიმე კვირაში ვნახეთ საოცრად გაბედული და დიდი ნაბიჯები. მთავარია ჩვენ სწრაფადვე დავინახოთ სტარტი ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების და შემდეგ ყველაფერი დროის საკითხია“, - აღნიშნა მან.

წულუკიანმა ამ კონტექსტში ასევე ისაუბრა ოპოზიციის ბოლო დროინდელ განცხადებებსა თუ ქმედებებზე. მისი თქმით, ოპონენტებს აღარაფრის გაკეთება შეუძლიათ, მათ შორის ვეღარც საერთაშორისო არენაზე ვერ დააზიანებენ საქართველოს ინტერესებს, ვინაიდან თავად ხედავენ, რომ იმას, რასაც ქართული ოცნება ამ ხნის განმავლობაში ამბობდა, ახლა ამბობენ დასავლელი ლიდერები.

„საოცარი რამ ვნახეთ ასევე - გუშინ იყო თუ არ ვცდები, რომ თუკი გუშინდლამდე ბიძინა ივანიშვილს საყვედურობდნენ თითქოს ის და ქართული ოცნების მთლიანი გუნდი რუსეთისკენ ატრიალებდა და შემოატრიალა საქართველო, გუშინ ვნახეთ რომ ბატონი ბიძინა და ჩვენ ყველა ვიყავით ამერიკულ დროშაში გახვეულები და გვირტყამდნენ წიხლებს ყველას ერთად. ალბათ უნდა ჩამოყალიბდნენ ჩვენ პრორუსები ვართ პროამერიკელები ვართ, თუ ვინ ვართ. ვეუბნებით ყველას რომ ჩვენ ვატარებთ ქართულ პოლიტიკას, რაც არ უნდა რთული იყოს ეს და როგორც იქნა მოიკრიბა ქართულმა ოცნებამ მრავალი წლის სირთულეების მერე ეს ძალა იმიტომ, რომ ომზე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლება არასდროს არ დათანხმდებოდა და ჩვენ ეს შევძელით ბოლო სამი წლის მანძილზე ყველამ ერთად, ერთიანობით, პრინციპულობით.

„ფარაზე“ კი არა საერთოდ ვერაფერზე ვეღარ საუბრობენ, დადიან ყურებჩამოყრილები და სისხლისგან დაცლილები - ვგულისხმობ პოლიტიკურ ენერგიას. პლუს პარლამენტში აღარ აქვთ მანდატები, ვისაც აქვს, ისიც არ შედის. ყველანაირი პოლიტიკური არსებობის წყარო ან მათ თავის თავს მოუსპეს, ან სხვამ მოუსპო. შიგნიდან არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა იმდენი, რომ რაღაც შეძლონ, თვითონ გონიერება, რესურსი არ ყოფნით იმისთვის, რომ რაღაც ახალი შესთავაზონ საზოგადოებას. ვერ ჩამოყალიბდნენ ჩვენ პრორუსები ვართ პროამერიკელები, თუ ვინ ვართ. ცუდები რომ ვართ - ეს იციან, ასე ჰგონიათ მათ, იმის იქით მათი ანალიზი ვერ მიდის და აგრძელებენ მოღალატეობრივი ნაბიჯების გადადგმას, რაც ნიშნავს საქართველოს დაზიანებას საერთაშორისო ასპარეზზე. ახლა ხედავენ, რომ ესეც აღარ გასდით იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, დეპუტატები, ევროპის წარმომადგენლებიც ნელ-ნელა იმავეს იმეორებენ, რასაც ჩვენ სამი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ უკრაინას ღუპავენ, უკრაინა იღუპება, ზელენსკი თამაშობს ანტიუკრაინულ როლს და რომ ჩვენ ამის ნაწილი არ ვიქნებით და შევეცდებით, რომ გადავრჩეთ. მადლობა ღმერთს, რომ დღისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადავრჩით, მაგრამ ეს ბრძოლა გრძელდება“, - განაცხადა წულუკიანმა.


ყველა სიახლე

20 მარტი 2025, 21:35

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გოლი გაუტანა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გაუტანა. მეტოქის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 1:0-ია.

20 მარტი 2025, 21:17

ეკონომიკა

საქართველო - ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა, მთავრობის გეგმა 2030 წლისთვის და ინვესტორების მზარდი ინტერესი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობას, სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. სახელმწიფოს მიზანი საკმაოდ ამბიციურია.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 21:09

პოლიტიკა

ომში ჩართვის დირექტივა და ხელისუფლების მიერ დაზღვეული უსაფრთხოება. „დიფ სთეითის“ ინტერესები საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელისუფლების მიერ დაზღვეული უსაფრთხოება. ომში ჩართვის დირექტივა დახურულ კარს მიღმა, ხელისუფლების უარი და დესტაბილიზაციის ქუჩაში გატანილი მოთხოვნა. პრემიერ-მინისტრი 2022 წელს იხსენებს.

20 მარტი 2025, 21:01

სპორტი

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დაიწყო

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის გათამაშება თავის ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ნაკრებს ჩეხეთმა და უკრაინამ აჯობეს, ხოლო ჯგუფში მეოთხე ადგილი ალბანეთმა დაიკავა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები სომხეთთან ორმატჩიან დუელში გაარკვევენ, ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას კვლავ B დივიზიონში გაატარებენ თუ C ლიგაში გადაინაცვლებენ.

20 მარტი 2025, 20:42

საზოგადოება

ზიზღის მხარდაჭერილი კამპანია. ბაია პატარაიას ე.წ. უფლებადამცველობა და საფრანგეთის ელჩის დუმილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საფრანგეთის ელჩის ყურადღება ვერც ბაია პატარაიას ზიზღის კამპანიამ მიიქცია. ე.წ. უფლებადამცველის სამიზნე, ამჯერად ჟურნალისტია, დიპლომატიური უწყება კი დუმილის დარღვევამდე, პატარაიას ორგანიზაციის მხარდამჭერად განიხილება.

20 მარტი 2025, 20:39

მსოფლიო

Deutsche Welle: ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ

ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

20 მარტი 2025, 20:36

პოლიტიკა

2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად - საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში შეხვედრებს განაგრძობს. გზავნილები ბუქარესტიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუმინეთი მზად არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გვერდით დაუდგეს. ეს გზავნილი საპარლამენტო დელეგაციამ ბუქარესტში მიიღო. ქართული მხარე აცხადებს, რომ 28 ნოემბრის განცხადების ინტერპრეტაცია მიუღებელია და საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას და მოლაპარაკების გახსნას უცდის.

20 მარტი 2025, 20:27

პოლიტიკა

მერობის კანდიდატებს „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოზე შეათანხმებს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის დღის წესრიგს, ოპოზიცია ისევ გარედან უცდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეარჩევს, მმართველი პარტია კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება, ოპოზიცია კი ისევ დირექტივას ელის. დავალების მიღებამდე, გეგმა არ არსებობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 20:24

მსოფლიო

ზელენსკი ნატოში ინტეგრაციაზე: ამ საკითხზე სალაპარაკო არაფერია, რადგან აშშ, როგორც ნატოს მთავარი მოკავშირე, არ უჭერს მხარს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას - დღეის მდგომარეობით ასეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის მზად უკრაინის ნეიტრალური სტატუსის განსახილველად, თუმცა აღიარა, რომ აშშ-ის პოზიციის გამო, ქვეყანას ჯერჯერობით ნატოში არ იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

20 მარტი 2025, 20:18

პოლიტიკა

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

20 მარტი 2025, 20:17

სპორტი

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან

ერთი საათი დარჩა სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებამდე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

20 მარტი 2025, 20:10

პოლიტიკა

ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან - მზადყოფნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადასატვირთად. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. მზადყოფნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადასატვირთად. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თბილისი კონკრეტულ ნაბიჯებს ელის და ელჩიც შერჩეული ჰყავს.

20 მარტი 2025, 19:45

მსოფლიო

ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, გამოავლინოს ომის შეწყვეტის რეალური პოლიტიკური ნება

ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის გაბცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ გაჩაღებული ომის შეწყვეტის რეალური სურვილი.

დავით ქართველიშვილი

20 მარტი 2025, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „დიფ-სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი მშვიდობით არ დასრულდეს

„დიფ-სთეითისთვის“ უკრაინაში ომის მშვიდობით დასრულება ნიშნავს წაგებას და მრავალწლიანი გეგმის განუხორციელებლობას. მაშინ რისთვის იყო ეს თითქმის 25 წლიანი სამზადისი? მიზანი ხომ კრემლისთვის და პუტინისთვის საბოლოო დარტყმის მიყენება იყო,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 19:35

მსოფლიო

ზელენსკი: სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთი არ დაიწყებს თავისი ჯარების გაყვანას ჩვენი მიწიდან და სრულად არ აანაზღაურებს მისი აგრესიით მიყენებულ ზარალს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე მოსკოვი არ დაფარავს მიყენებულ ზიანს.

20 მარტი 2025, 19:19

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თუ რომელიმე ფონდით კათარზისს გავაკეთებ და მოხუცებს დავეხმარები, ამით ინდულგენცია მეძლევა, რომ ქვეყანაში კონტრაბანდა ვაწარმოო?

მისი თქმით, მაშინ გამოდის, რომ შესაძლებელია ნებისმიერი საქმე ასე შეიფუთოს და თუ ერთი ხელით კარგ რამეს აკეთებს კონკრეტული ფონდი, მერე რა, რომ მეორე ხელით ექსტრემიზმს აღვივებს ქვეყანაში, მაინც ხელშეუხებელი დარჩეს.

ეკა სეფაშვილი

20 მარტი 2025, 19:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მედიის შესახებ რეგულაციები პირველ რიგში უნდა ეხებოდეს საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც უნდა იყოს ნამდვილად ობიექტური და დაუშვებელია პირადი შეხედულებების თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის

მიმდინარე კვირის განმავლობაში პარლამენტში განხილულ საკითხებზე ისაუბრა დღეს მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

ზურაბ ქადაგიძე

20 მარტი 2025, 19:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა კვირიკაშვილმა დაიწყო და გახარიამ გააგრძელა

დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების" სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის ჩასმა, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.

ალექსანდრე წულაძე

20 მარტი 2025, 19:07

საზოგადოება

განათლების მინისტრი: ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულება იყო, მიგვეღო კანონმდებლობა, რაც გულისხმობდა, რომ ყველა საჯარო დაწესებულებას ჰყოლოდა პირი, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვაზე იქნებოდა პასუხისმგებელი

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულება იყო სახელმწიფოსი, რომ მიეღო აღნიშნული კანონმდებლობა, რაც გულისხმობდა იმას, რომ ყველა საჯარო დაწესებულებას და მათ შორის განათლების სამინისტროში შემავალ ყველა სსიპ-ს უნდა ჰყოლოდათ პირი, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვაზე იქნებოდა პასუხისმგებელი, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ „დღის ქრონიკაში“.

ეკა სეფაშვილი

20 მარტი 2025, 19:00

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ბარიერგადალახული პარტიების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში წვრილ-წვრილ პარტიებს ეძლევათ მეტი საშუალება, რომ გამოჩნდნენ

როცა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ვნახეთ, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია იყო დარეგისტრირებული. მაგრამ, რეალობა არის ის, რომ ამ პარტიებს უწევთ ისეთ პარტიებთან კონკურენცია, რომლებსაც უცხოური ძალები უხვად აფინანსებენ და გარდა ამისა, მედია მხარდაჭერით სარგებლობენ, - განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა.