20 თებერვალი 2025, 00:11 / სანდო წყარო

თეა წულუკიანი: ყოველდღე იცვლება მსოფლიოში ვითარება დესტრუქციული ოპოზიციისა და ყოფილი პრეზიდენტის საზიანოდ, მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი ამას თვალს არ უსწორებენ

თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი

ყოველდღე იცვლება მსოფლიოში ვითარება მათ საზიანოდ, ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას და ყოფილ პრეზიდენტს და მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი ამას თვალს არ უსწორებენ, - განაცხადა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ ხელმძღვანელმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

„სრულიად ახალი რეალობა უნდა დავინახოთ ყველამ ერთად, რომ აღარ არსებობს ოპოზიციის ნარატივი. ეს ნარატივი მხოლოდ იმ ოპოზიციას აინტერესებს, რომელიც ამ ნარატივს გამოთქვამს. სალომე ზურაბიშვილი საერთოდ აღარ არის ფიგურა უბრალოდ მას ჰგონია, რომ ფიგურაა და ალბათ ზედმეტი ყურადღება აღარ უნდა დავუთმოთ იმას, რაც ყურადღებას აღარ იმსახურებს. ის რაც თქვენ ბრძანეთ - რაც მიუნხენის კონფერენციაზე გაისმა - ეს ხალხი არ არის ადეკვატური. პოლიტიკაში ეს სერიოზული პრობლემაა, როდესაც აღარ ხარ ადეკვატური და ვერ ხვდები, არც არავინ არ გეუბნება, ან გეუბნება და არ ისმენ. სამი კვირის წინ იყო ალბათ, როდესაც, მე თვითონ სტრასბურგში ვიყავი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე და იმ ასამბლეასა და მიუნხენის კონფერენციას შორის სულ რამდენი კვირაშიც კი, სრულიად ახალი რეალობები დადგა მსოფლიოში. შესაბამისად როდესაც პულსზე ვერ უჭირავთ ხელი, იმიტომ რომ არ ყოფნით როგორც ჩანს ანალიზის უნარი, გამოდიან უკვე სასაცილო განცხადებებით. აღარ არის პრეზიდენტი და შეეგუა ყველა ამ ამბავს, ოპოზიციას არაფერი არგუმენტი არ აქვს, ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომ გაყალბდა არჩევნები. სტრასბურგში ყველა დეპუტატმა და ზოგმა საჯაროდაც თქვა რომ: „ გასაგებია, ჩვენ გვჯერა რომ მტკიცებულებები გვაქვს, რომ არ გაყალბდა [არჩევნები], მაგრამ ხალხია ქუჩაში გამოსული და დაძაბულობის განსამუხტად იქნებ ჩაატაროთ არჩევნები, ეს არის თქვენი საშინაო დავალება“ - ამაზე ვუთხარით, რომ არავითარი საშინაო დავალება არ იქნება, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ და რომ მოეგებით ყველა ერთად გონს, მერე იქნებ შემოვუერთდეთ ისევ თქვენს ფორუმს. იქაც კი გაუჭირდათ და ამ ცრუ ნარატივის გატანა. ყოველდღე იცვლება მსოფლიოში ვითარება მათ საზიანოდ, ვგულისხმობ დესტრუქციულ ოპოზიციას და ყოფილ პრეზიდენტს და მთავარი პრობლემა არის ის, რომ ისინი ამას თვალს არ უსწორებენ“, - განაცხადა წულუკიანმა.

ყველა სიახლე

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 21:39

მსოფლიო

ზელენსკი: მოლაპარაკებების პროცესიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხის ამოღება რუსეთისთვის დიდი საჩუქარია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებების პროცესიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხის ამოღება რუსეთისთვის დიდი საჩუქარია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

20 მარტი 2025, 21:38

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს მეორე გოლი გაუტანა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გაუტანა. მეტოქის კარში მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 0:2-ია.

20 მარტი 2025, 21:35

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გოლი გაუტანა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გაუტანა. მეტოქის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 0:1-ია.

20 მარტი 2025, 21:17

ეკონომიკა

საქართველო - ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა, მთავრობის გეგმა 2030 წლისთვის და ინვესტორების მზარდი ინტერესი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობას, სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. სახელმწიფოს მიზანი საკმაოდ ამბიციურია.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 21:09

პოლიტიკა

ომში ჩართვის დირექტივა და ხელისუფლების მიერ დაზღვეული უსაფრთხოება. „დიფ სთეითის“ ინტერესები საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელისუფლების მიერ დაზღვეული უსაფრთხოება. ომში ჩართვის დირექტივა დახურულ კარს მიღმა, ხელისუფლების უარი და დესტაბილიზაციის ქუჩაში გატანილი მოთხოვნა. პრემიერ-მინისტრი 2022 წელს იხსენებს.

20 მარტი 2025, 21:01

სპორტი

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დაიწყო

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის გათამაშება თავის ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ნაკრებს ჩეხეთმა და უკრაინამ აჯობეს, ხოლო ჯგუფში მეოთხე ადგილი ალბანეთმა დაიკავა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები სომხეთთან ორმატჩიან დუელში გაარკვევენ, ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას კვლავ B დივიზიონში გაატარებენ თუ C ლიგაში გადაინაცვლებენ.

20 მარტი 2025, 20:42

საზოგადოება

ზიზღის მხარდაჭერილი კამპანია. ბაია პატარაიას ე.წ. უფლებადამცველობა და საფრანგეთის ელჩის დუმილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საფრანგეთის ელჩის ყურადღება ვერც ბაია პატარაიას ზიზღის კამპანიამ მიიქცია. ე.წ. უფლებადამცველის სამიზნე, ამჯერად ჟურნალისტია, დიპლომატიური უწყება კი დუმილის დარღვევამდე, პატარაიას ორგანიზაციის მხარდამჭერად განიხილება.

20 მარტი 2025, 20:39

მსოფლიო

Deutsche Welle: ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ

ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

20 მარტი 2025, 20:36

პოლიტიკა

2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად - საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში შეხვედრებს განაგრძობს. გზავნილები ბუქარესტიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუმინეთი მზად არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გვერდით დაუდგეს. ეს გზავნილი საპარლამენტო დელეგაციამ ბუქარესტში მიიღო. ქართული მხარე აცხადებს, რომ 28 ნოემბრის განცხადების ინტერპრეტაცია მიუღებელია და საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას და მოლაპარაკების გახსნას უცდის.

20 მარტი 2025, 20:27

პოლიტიკა

მერობის კანდიდატებს „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოზე შეათანხმებს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის დღის წესრიგს, ოპოზიცია ისევ გარედან უცდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეარჩევს, მმართველი პარტია კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება, ოპოზიცია კი ისევ დირექტივას ელის. დავალების მიღებამდე, გეგმა არ არსებობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 20:24

მსოფლიო

ზელენსკი ნატოში ინტეგრაციაზე: ამ საკითხზე სალაპარაკო არაფერია, რადგან აშშ, როგორც ნატოს მთავარი მოკავშირე, არ უჭერს მხარს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას - დღეის მდგომარეობით ასეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის მზად უკრაინის ნეიტრალური სტატუსის განსახილველად, თუმცა აღიარა, რომ აშშ-ის პოზიციის გამო, ქვეყანას ჯერჯერობით ნატოში არ იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

20 მარტი 2025, 20:18

პოლიტიკა

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

20 მარტი 2025, 20:17

სპორტი

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან

ერთი საათი დარჩა სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებამდე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

20 მარტი 2025, 20:10

პოლიტიკა

ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან - მზადყოფნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადასატვირთად. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. მზადყოფნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადასატვირთად. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თბილისი კონკრეტულ ნაბიჯებს ელის და ელჩიც შერჩეული ჰყავს.

20 მარტი 2025, 19:45

მსოფლიო

ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, გამოავლინოს ომის შეწყვეტის რეალური პოლიტიკური ნება

ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის გაბცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ გაჩაღებული ომის შეწყვეტის რეალური სურვილი.

დავით ქართველიშვილი

20 მარტი 2025, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „დიფ-სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი მშვიდობით არ დასრულდეს

„დიფ-სთეითისთვის“ უკრაინაში ომის მშვიდობით დასრულება ნიშნავს წაგებას და მრავალწლიანი გეგმის განუხორციელებლობას. მაშინ რისთვის იყო ეს თითქმის 25 წლიანი სამზადისი? მიზანი ხომ კრემლისთვის და პუტინისთვის საბოლოო დარტყმის მიყენება იყო,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 19:35

მსოფლიო

ზელენსკი: სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთი არ დაიწყებს თავისი ჯარების გაყვანას ჩვენი მიწიდან და სრულად არ აანაზღაურებს მისი აგრესიით მიყენებულ ზარალს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე მოსკოვი არ დაფარავს მიყენებულ ზიანს.

20 მარტი 2025, 19:19

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თუ რომელიმე ფონდით კათარზისს გავაკეთებ და მოხუცებს დავეხმარები, ამით ინდულგენცია მეძლევა, რომ ქვეყანაში კონტრაბანდა ვაწარმოო?

მისი თქმით, მაშინ გამოდის, რომ შესაძლებელია ნებისმიერი საქმე ასე შეიფუთოს და თუ ერთი ხელით კარგ რამეს აკეთებს კონკრეტული ფონდი, მერე რა, რომ მეორე ხელით ექსტრემიზმს აღვივებს ქვეყანაში, მაინც ხელშეუხებელი დარჩეს.

ეკა სეფაშვილი

20 მარტი 2025, 19:11

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: მედიის შესახებ რეგულაციები პირველ რიგში უნდა ეხებოდეს საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც უნდა იყოს ნამდვილად ობიექტური და დაუშვებელია პირადი შეხედულებების თავზე მოხვევა მოსახლეობისთვის

მიმდინარე კვირის განმავლობაში პარლამენტში განხილულ საკითხებზე ისაუბრა დღეს მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

ზურაბ ქადაგიძე

20 მარტი 2025, 19:10

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ნარკოპოლიტიკისადმი ლიბერალური მიდგომა კვირიკაშვილმა დაიწყო და გახარიამ გააგრძელა

დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ძალიან სწორად ახსნა პროცესი თუ რა მოხდა, როდესაც კვირიკაშვილის ხელდასმით „ქართულ ოცნების" სიებში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოხდა ლიბერალური დესანტის ჩასმა, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ.