19 თებერვალი 2025, 23:45 / სანდო წყარო

ნანა კაკაბაძე: რატომ არ უდგანან სათავეში „ამხელა“ საპროტესტო მოძრაობას პოლიტიკოსები? ისინი ხალხს ემალებიან, ვინაიდან მათი რეიტინგი თვით ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებშიც ნულამდეა დასული

ნანა კაკაბაძე

ნანა კაკაბაძე

ბევრს უკვირს, თუ რატომ არ უდგანან სათავეში „ამხელა“ საპროტესტო მოძრაობას პოლიტიკოსები? ამას იმით ხსნიან, რომ თითქოს ეს სპეციალურად კეთდება, რათა ამ მოძრაობის სახალხო ხასიათი წარმოჩინდეს და არა პარტიულიო, - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში.

რეალურად, კაკაბაძის განცხადებით, ეს “ვაი პოლიტიკოსები” ხალხს ემალებიან, ვინაიდან, მათი რეიტინგი ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებშიც კი ნულამდეა დასული.

მას მაგალითად მოჰყავს “იმედის” მფლობელის, ირაკლი რუხაძის და “გირჩის” ლიდერების დისკუსია, სადაც, კაკაბაძის განცხადებით, პოლიტიკოსების ფონზე, ბიზნესმენი რუხაძე გამოიყურებოდა როგორც სფეროს ექსპერტი.

“პოლიტიკოსების ადგილი ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში

ბევრს უკვირს, თუ რატომ არ უდგანან სათავეში „ამხელა“ საპროტესტო მოძრაობას პოლიტიკოსები? ამას იმით ხსნიან, რომ თითქოს ეს სპეციალურად კეთდება, რათა ამ მოძრაობის სახალხო ხასიათი წარმოჩინდეს და არა პარტიულიო.

რეალურად ეს ვაი პოლიტიკოსები ხალხს ემალებიან, ვინაიდან მათი რეიტინგი თვით ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩევლებშიც ნულამდეა დასული.

გუშინ მოვუსმინე “გირჩის” ტელევიზიაში ორი გირჩელი პოლიტიკოსის ვრცელ და საინტერესო დისკუსიას ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელ ირაკლი რუხაძესთან. იქაც დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ირაკლი რუხაძის ცოდნა და გარკვეულობა საკანონმდებლო საკითხებში, სამართალთან მწყრალად მყოფ ბევრ პოლიტიკოსზე გაცილებით მაღალი დონისაა. მან აშკარად აჯობა ე.წ. მედასავლეთე ყოფილ პარლამენტარებს კანონიერების გაგებაშიც, სამართალშიც და დასავლური სტანდარტების ცოდნაშიც.

ჩვენმა ვაი ოპოზიციონერებმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ჩამოუყალიბეს და დაუმკვიდრეს აღქმები, რომ თუ დემოკრატიაა, კანონის დამრღვევ მომიტინგეებთან ერთად პასუხი აუცილებლად უნდა აგონ ამ დარღვევის აღმკვეთმა პოლიციელებმაც.

გუშინდელ გადაცემაშიც გირჩელები კრიტიკულ არგუმენტად ასახელებდნენ იმ ფაქტს, რომ მომიტინგეებიდან 56 კაცია დაპატიმრებული და პოლიციელებისგან არც ერთიო. სამწუხაროა, რომ პოლიტიკოსებს არ ესმით ის, თუ რას მოყვა 56 მომიტინგის დაპატიმრება.

56 მომიტინგის დაპატიმრების მიზეზი იყო არა მშვიდობიან აქციაში მონაწილეობა, (როგორც ამას ამტკიცებდნენ ოპოზიციონერები და მათი უცხოელი ლობისტები), არამედ ძალადობრივი და ვანდალური ქმედებების ჩადენა. პოლიციელების დაპატიმრება რის გამო უნდა მომხდარიყო, რომ მათ კრიმინალი აღკვეთეს და არ მისცეს ვანდალებს უფრო მეტი ზიანის მიყენების საშუალება?

თუ ძალის გადამეტებაში მხილებულ პოლიციელებს გულისხმობდნენ, მაშინ ეს უნდა დაეკონკრეტებინათ და ისიც დაემატებინათ, რომ ასეთების იდენტიფიცირება ადვილი არ არის და ამ მიზნით მიმდინარეობს გამოძიება.

დასავლურ ღირებულებად არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, რომ ვანდალები სახელმწიფო თუ კერძო ქონებას ანადგურებდნენ და პოლიცია არ ერეოდეს.

როდესაც შარშან, აშშ-ს უნივერსიტეტებში გამაგრებული სტუდენტები დაარბია პოლიციამ, მაშინ სწორედ მათმა გურუმ, იმდროინდელმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი აქციაა დაცული ჩაურევლობით და არა კრიმინალიო.

განა სადავოა, რომ გასული წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში თბილისში პოლიციამ ძალა სწორედ ძალადობრივი აქციების მონაწილეებს დაუპირისპირა, რასაც მთელი ქვეყანა პირდაპირ ეთერში უყურებდა. იმის შემდეგ ორ თვეზე მეტია ყოველდღიური არაძალადობრივი აქციები მიმდინარეობს და რატომ ვერ ვხედავთ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლს, წიწაკის
სპრეის, ჩაფხუტიან, ფარებიან და ხელკეტებიან სპეცრაზმელებს?

ასეთივე სიბეცის გამოვლინება იყო პოლიტიკოსების არგუმენტი, მერე რა, პიროტექნიკას ისროდნენ, ბომბებს ხომ არაო. ის პიროტექნიკა მაშინაა უწყინარი, თუ მას დანიშნულებისამებრ ჰაერში ისვრი, თორემ თუ მას ადამიანს უმიზნებ ცეცხლის წასაკიდებლად ან შენობაში ისვრი და 47 ოთახს წვავ და აზიანებ, მაშინ პიროტექნიკა დანაშაულის იარაღად იქცევა და აღარ
არის ის სადღესასწაულო ატრიბუტიკა. აგურიც მხოლოდ სამშენებლო მასალაა, მაგრამ თუ მას კაცის მოსაკლავად გამოიყენებ, მაშინ მკვლელობის იარაღი გახდება და რამდენად სწორი იქნება იმის მტკიცება, რომ მავანი არ უნდა დაისაჯოს სამშენებლო მასალის არამიზნობრივად გამოყენების გამო? წამალიც სამკურნალო საშუალებაა, მაგრამ შენ დოზის გადამეტებული მიცემით, ადამიანის მოკვლა შეგიძლია და ასეთ შემთხვევაში ადვოკატის დაცვის პოზიციად რამდენად გამოდგება არგუმენტი, რომ წამალი გამოიყენა მეტი ხომ არაფერიო? ასეთი უამრავი მაგალითის მოტანაა შესაძლებელი.

ასეთი სიბეცის დემონსტრირების გამოა, რომ პოლიტიკოსები უავტორიტეტოები არიან. როცა საჯაროობის ხარისხს კიდევ უფრო ზრდი პოლიტიკოსი და ტელევიზიაში წამყვანად ჯდები, ელემენტარული ცოდნით უნდა შეიარაღდე. საინტერესოა მათი პოზიცია, რით ახსნიან პოლიტიკოსები იმ ფაქტს, რომ კაპიტოლიუმში შეჭრის მცდელობის გამო, სამართალდამცავებმა 5 ადამიანი ადგილზე მოკლეს, 500 ზე მეტი ციხეში გაუშვეს. ამ ფაქტს კრიტიკაც კი არ მოჰყოლია, თავში არავის მოსვლია, ეს ფაქტი გამოხატვის თავისუფლების, ან შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვად შეეფასებინა, ვინაიდან სახეზე იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედება.

რამდენიმე წლის წინ ე. წ. ყვითელჟილეტიანების გამოსვლების დროს საფრანგეთში 48 მომიტინგემ თვალი დაკარგა, ვიღაცები დაიღუპნენ, მაგრამ დასავლეთში ეს არავის შეუფასებია პოლიციის დანაშაულად, ვინაიდან, როცა პოლიცია დგას დანაშაულის ფაქტის წინაშე, მისი უპირველესი ვალდებულებაა არა გამოხატვის უფლების დაცვა, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა და დანაშაულის აღკვეთა, როდესაც მონაწილეები ცდილობენ ამ უფლების გამოყენებას უკანონო ქმედების ჩადენისათვის, არც ერთ დემოკრატიულ
ქვეყანაში პოლიცია თავს არ იკავებს პროპორციული (ხშირად კი არაპროპორციული) ძალის გამოყენებისგან. სხვა საქმეა, რომ ყველგან პრობლემაა გამოყენებული ძალის პროპორციულობის ზუსტი გაზომვა, ასევე პრობლემაა დაკავებულების მიმართ გაუმართლებელი ძალის გამოყენება, მაგრამ ეს სხვა საკითხია და ჩვენს მიერ განხილული პრობლემის ფარგლებს სცილდება.

მოკლედ, ეს ზემოხსენებული დისკუსია ის შემთხვევა იყო, როდესაც პოლიტიკოსების ფონზე, ბიზნესმენი რუხაძე, რომელსაც ერთი შეხედვით, პირდაპირი შეხება არა აქვს პოლიტიკური ცხოვრების სტანდარტებთან და დასავლურ წესებთან, გამოიყურებოდა, როგორც სფეროს ექსპერტი.

ეს და სხვა მსგავსი შემთხვევები, არის სწორედ პასუხი იმაზე, თუ რატომ არა აქვთ რეიტინგები პოლიტიკოსებს და რატომ ვერ ბედავენ თუნდაც თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე რაიმე ინიციატივის ხელში აღებას”, - წერს კაკაბაძე.

ყველა სიახლე

20 მარტი 2025, 22:20

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს მესამე გოლი გაუტანა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს კიდევ ერთხელ გაუტანა. მეტოქის კარში მესამე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 0:3-ია.

20 მარტი 2025, 21:50

სპორტი

სომხეთი - საქართველოს მატჩის პირველი ტაიმი 0:2, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა

ერევანში ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის პლეი ოფის პირველი შეხვედრა მიმდინარეობს სომხეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 21:39

მსოფლიო

ზელენსკი: მოლაპარაკებების პროცესიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხის ამოღება რუსეთისთვის დიდი საჩუქარია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მოლაპარაკებების პროცესიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის საკითხის ამოღება რუსეთისთვის დიდი საჩუქარია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

20 მარტი 2025, 21:38

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს მეორე გოლი გაუტანა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გაუტანა. მეტოქის კარში მეორე გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 0:2-ია.

20 მარტი 2025, 21:35

სპორტი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გოლი გაუტანა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სომხეთს გაუტანა. მეტოქის კარში გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ანგარიში ამ დროისათვის 0:1-ია.

20 მარტი 2025, 21:17

ეკონომიკა

საქართველო - ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა, მთავრობის გეგმა 2030 წლისთვის და ინვესტორების მზარდი ინტერესი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხელშეწყობას, სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს. სახელმწიფოს მიზანი საკმაოდ ამბიციურია.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2025, 21:09

პოლიტიკა

ომში ჩართვის დირექტივა და ხელისუფლების მიერ დაზღვეული უსაფრთხოება. „დიფ სთეითის“ ინტერესები საქართველოში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხელისუფლების მიერ დაზღვეული უსაფრთხოება. ომში ჩართვის დირექტივა დახურულ კარს მიღმა, ხელისუფლების უარი და დესტაბილიზაციის ქუჩაში გატანილი მოთხოვნა. პრემიერ-მინისტრი 2022 წელს იხსენებს.

20 მარტი 2025, 21:01

სპორტი

სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი დაიწყო

ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 2024/25 წლის ერთა ლიგის B დივიზიონის გათამაშება თავის ჯგუფში მესამე ადგილზე დაასრულა. საქართველოს ნაკრებს ჩეხეთმა და უკრაინამ აჯობეს, ხოლო ჯგუფში მეოთხე ადგილი ალბანეთმა დაიკავა. შესაბამისად, ქართველი ფეხბურთელები სომხეთთან ორმატჩიან დუელში გაარკვევენ, ერთა ლიგის მომდევნო გათამაშებას კვლავ B დივიზიონში გაატარებენ თუ C ლიგაში გადაინაცვლებენ.

20 მარტი 2025, 20:42

საზოგადოება

ზიზღის მხარდაჭერილი კამპანია. ბაია პატარაიას ე.წ. უფლებადამცველობა და საფრანგეთის ელჩის დუმილი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საფრანგეთის ელჩის ყურადღება ვერც ბაია პატარაიას ზიზღის კამპანიამ მიიქცია. ე.წ. უფლებადამცველის სამიზნე, ამჯერად ჟურნალისტია, დიპლომატიური უწყება კი დუმილის დარღვევამდე, პატარაიას ორგანიზაციის მხარდამჭერად განიხილება.

20 მარტი 2025, 20:39

მსოფლიო

Deutsche Welle: ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ

ევროკავშირმა შეწყვიტა დისკუსია გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

20 მარტი 2025, 20:36

პოლიტიკა

2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად - საპარლამენტო დელეგაცია რუმინეთში შეხვედრებს განაგრძობს. გზავნილები ბუქარესტიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რუმინეთი მზად არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე გვერდით დაუდგეს. ეს გზავნილი საპარლამენტო დელეგაციამ ბუქარესტში მიიღო. ქართული მხარე აცხადებს, რომ 28 ნოემბრის განცხადების ინტერპრეტაცია მიუღებელია და საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებას და მოლაპარაკების გახსნას უცდის.

20 მარტი 2025, 20:27

პოლიტიკა

მერობის კანდიდატებს „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოზე შეათანხმებს. თვითმმართველობის არჩევნებისთვის დღის წესრიგს, ოპოზიცია ისევ გარედან უცდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებს პოლიტსაბჭოს სხდომაზე შეარჩევს, მმართველი პარტია კიდევ ერთი დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება, ოპოზიცია კი ისევ დირექტივას ელის. დავალების მიღებამდე, გეგმა არ არსებობს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 20:24

მსოფლიო

ზელენსკი ნატოში ინტეგრაციაზე: ამ საკითხზე სალაპარაკო არაფერია, რადგან აშშ, როგორც ნატოს მთავარი მოკავშირე, არ უჭერს მხარს უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას - დღეის მდგომარეობით ასეა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არის მზად უკრაინის ნეიტრალური სტატუსის განსახილველად, თუმცა აღიარა, რომ აშშ-ის პოზიციის გამო, ქვეყანას ჯერჯერობით ნატოში არ იღებენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

20 მარტი 2025, 20:18

პოლიტიკა

ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

20 მარტი 2025, 20:17

სპორტი

ირაკლი კობახიძე და ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-საქართველოს მატჩს დაესწრებიან

ერთი საათი დარჩა სომხეთ-საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირებამდე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანშია. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

20 მარტი 2025, 20:10

პოლიტიკა

ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან - მზადყოფნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადასატვირთად. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით. მზადყოფნა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადასატვირთად. პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თბილისი კონკრეტულ ნაბიჯებს ელის და ელჩიც შერჩეული ჰყავს.

20 მარტი 2025, 19:45

მსოფლიო

ევროპული საბჭო რუსეთს მოუწოდებს, გამოავლინოს ომის შეწყვეტის რეალური პოლიტიკური ნება

ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის გაბცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა გამოავლინოს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ გაჩაღებული ომის შეწყვეტის რეალური სურვილი.

დავით ქართველიშვილი

20 მარტი 2025, 19:41

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: „დიფ-სთეითი“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში ომი მშვიდობით არ დასრულდეს

„დიფ-სთეითისთვის“ უკრაინაში ომის მშვიდობით დასრულება ნიშნავს წაგებას და მრავალწლიანი გეგმის განუხორციელებლობას. მაშინ რისთვის იყო ეს თითქმის 25 წლიანი სამზადისი? მიზანი ხომ კრემლისთვის და პუტინისთვის საბოლოო დარტყმის მიყენება იყო,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

20 მარტი 2025, 19:35

მსოფლიო

ზელენსკი: სანქციები ძალაში უნდა დარჩეს მანამ, სანამ რუსეთი არ დაიწყებს თავისი ჯარების გაყვანას ჩვენი მიწიდან და სრულად არ აანაზღაურებს მისი აგრესიით მიყენებულ ზარალს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე მოსკოვი არ დაფარავს მიყენებულ ზიანს.

20 მარტი 2025, 19:19

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: თუ რომელიმე ფონდით კათარზისს გავაკეთებ და მოხუცებს დავეხმარები, ამით ინდულგენცია მეძლევა, რომ ქვეყანაში კონტრაბანდა ვაწარმოო?

მისი თქმით, მაშინ გამოდის, რომ შესაძლებელია ნებისმიერი საქმე ასე შეიფუთოს და თუ ერთი ხელით კარგ რამეს აკეთებს კონკრეტული ფონდი, მერე რა, რომ მეორე ხელით ექსტრემიზმს აღვივებს ქვეყანაში, მაინც ხელშეუხებელი დარჩეს.