პაატა სალია: ვინაიდან გამჭვირვალობის კანონმა პრევენციულად ვერ იმუშავა, ბევრმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე და არჩია დაჯარიმება, ამიტომ უფრო მკაცრი კანონის მიღება გადაწყდა

პაატა სალია
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ვინაიდან კანონმა პრევენციულად ვერ იმუშავა და ბევრმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე და არჩია დაჯარიმება, ამიტომ უფრო მკაცრი კანონის მიღება გადაწყდა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ „ფარას“ ანალოგიურ კანონთან დაკავშირებით.
„როცა ხდება ამერიკაში დაფინანსება მედიასაშუალებების, სხვადასხვა პირების იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის ორგანიზაციების, წარმომადგენლების ინტერესები გატარდეს, ეს ამერიკაში აღრიცხულია და ანალოგიურად ჩვენთანაც არსებობს ამის აუცილებლობა, რადგან ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯება უცხოეთიდან მომდინარე თანხები. სწორედ ამიტომ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. ვინაიდან კანონმა პრევენციულად ვერ იმუშავა და ბევრმა უარი განაცხადა რეგისტრაციაზე და არჩია დაჯარიმება, ამიტომ გადაწყდა, რომ უფრო მკაცრი კანონი მივიღოთ“, - აღნიშნა სალიამ.
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი”, რომელიც ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლია, პარლამენტში დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მეორე მოსმენით განიხილება.
ყველა სიახლე

26 აპრილი 2025, 14:33
საზოგადოება
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მთაწმინდის ფერდზე გამწვანების აქცია გრძელდება
ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მთაწმინდის ფერდზე გამწვანების აქცია გრძელდება. დღეს ფერდზე 200-მდე ხე დაირგვება. პროექტს ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს.

26 აპრილი 2025, 14:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა - საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო
2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა, - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.

26 აპრილი 2025, 14:16
საზოგადოება
რომის პაპ ფრანცისკეს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. „ქრონიკა“ რომიდან
წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალს 200 ათასზე მეტი მორწმუნე და 170 ქვეყნის დელეგაცია ესწრება. მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და სხვა ქვეყნის ლიდერები.

26 აპრილი 2025, 14:10
საზოგადოება
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოქანდაკის, მხატვრისა და არქიტექტორის, ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა
მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი ხელოვანის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

26 აპრილი 2025, 14:02
საზოგადოება
გიორგი კალანდია: ლოგიკურია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი დგას მსოფლიოს ლიდერებს შორის წმინდა პეტრეს მოედანზე იმიტომ, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა წმინდა საყდართან ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში ჰქონდა
ახლა ჩვენ ვუყურებთ, მე ვფიქრობ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ვიტყოდი სანუკვარ ევროპას.

26 აპრილი 2025, 13:40
საზოგადოება
სვიმონ ჯანგულაშვილი: პაპი სულ აღნიშნავდა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც გააოცა თავისი სულიერებით, გააოცა, რომ იქ დამხვდა ღვთის კაცი და ამ სიყვარულის გამო, ისტორიაში პირველად, მოგვეცა სიქსტის კაპელაში კონცერტის უფლება
პაპი სულ აღნიშნავდა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც მე გამაოცა თავისი სულიერებით და გამაოცა, რომ იქ დამხვდა ღვთის კაციო და ამ სიყვარულისა და პატივისცემის გამო, ამ ერთი ბეწო ქვეყნის შვილებს, ისტორიაში პირველად, მოგვეცა კონცერტის უფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, დირიჟორმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა.

26 აპრილი 2025, 13:26
მსოფლიო
წმინდა პეტრეს მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს - ხალხმა შეკრება დაიწყო სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკასთანაც
წმინდა პეტრეს მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს.ხალხმა შეკრება დაიწყო რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკასთანაც, სადაც პაპ ფრანცისკეს დაკრძალავენ. წმინდა პეტრეს მოედანზე, სადაც რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, საღმრთო ლიტურგია უკვე დასრულდა.

26 აპრილი 2025, 13:16
საზოგადოება
გურიის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გურიის რეგიონში გამოვლინდნენ.

26 აპრილი 2025, 13:08
პოლიტიკა
სახელმწიფოების მეთაურები წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ფრანცისკეს ხსოვნას პატივს მიაგებენ - მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
სახელმწიფოების მეთაურები წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ფრანცისკეს ხსოვნას პატივს მიაგებენ - მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მსოფლიოს ლიდერები წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან, სადა რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. დაკრძალვის ცერემონიას ევროპის არაერთი სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან პრინცი უილიამი ესწრებიან.

26 აპრილი 2025, 12:54
საზოგადოება
აკაკი ჭელიძე: ყოველი ისტორიული ფიგურა უკეთ იკითხება დისტანციით. გარდაცვალების შემდეგ დაიწყება პერიოდი, როდესაც ყოველი სიტყვა, ჟესტი, რომლითაც პაპა ფრანცისკემ დაგვამახსოვრა თავი, უკეთ დაილექება - ის ხალხს უბრალოებით დაამახსოვრდება
რომის პაპი ფრანცისკე ხალხს მისი უბრალოებით დაამახსოვრდება.

26 აპრილი 2025, 12:23
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: დღეიდან საქართველოსა და იტალიის დედაქალაქები ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდებიან
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

26 აპრილი 2025, 12:16
ეკონომიკა
ქართული ღვინის წარდგენა სლოვენიაში, ფესტივალზე „Orange Wine Festival“ გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 6 მარანი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში „Orange Wine Festival“ მონაწილეობდა.

26 აპრილი 2025, 12:15
საზოგადოება
რომის პაპის ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენეს
იგი წმინდა პეტრეს ტაძრიდან გამოასვენეს. წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი - სასულიერო პირები, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მორწმუნე ადამიანები. ისინი გარდაცვლილი პაპის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

26 აპრილი 2025, 12:13
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დელეგაციას შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრა გამართა. დისკუსია მაკროეკონომიკურ მიმოხილვებს, მონეტარული პოლიტიკის განვითარებასა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.

26 აპრილი 2025, 12:05
საზოგადოება
ზაზა შათირიშვილი: რომის პაპი ძალიან ქარიზმული იყო, მისი მმართველობაც და ამავე დროს იყო საკმაოდ სპონტანური - მთლიანად მის ნებელობაზე იყო ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული
განსხვავებით წინა პაპისგან, ბენედიქტე მეთექვსმეტისგან, რომელიც იყო ფილოსოფოსი, თეოლოგი, ჭვრეტითი ცხოვრების ადამიანი, ეს იყო ქმედებითი ცხოვრების ადამიანი და ეს არც არის გასაკვირი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის LIVE“ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა რომის პაპის ფრანცისკეზე საუბრისას.

26 აპრილი 2025, 12:04
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში არსებობს მყარი პოზიცია, რომ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა გაღრმავდეს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში არსებობს მყარი პოზიცია, რომ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა გაღრმავდეს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს.

26 აპრილი 2025, 12:04
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს ჩაბა ლანტოს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

26 აპრილი 2025, 12:00
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: იმ 50 ქვეყნის ჩამონათვალიდან, რომელთა მიერ გაცემული ვიზებიც ჩვენთვის ვალიდური იყო, გამოირჩა 5 ქვეყანა და ამ 5 ქვეყნის ვიზით თუ შემოდის 17 რთული ქვეყნის მოქალაქე, მათ უფრო მკაცრი მოთხოვნები დავუწესეთ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებასთან დაკავშირებთ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მისი თქმით კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

26 აპრილი 2025, 12:00
საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

26 აპრილი 2025, 11:56
საზოგადოება
„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო.