კახა კალაძე „დიფ სთეითის“ დამარცხებაზე: როგორც კი დავინახავთ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს აშშ-იდან, ასევე ევროპიდან, ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამაზე განცხადებას გავაკეთებთ

კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება გულშემატკივრობს აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მის ბრძოლაში „დიფ სთეითთან“ და საქართველოსთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ევროპის მხრიდან, სამართლიანი დამოკიდებულება და მიდგომა იყოს ჩვენი ქვეყნის მიმართ.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, იმ პროცესებიდან გამომდინარე, რაც დღეს მსოფლიოში ვითარდება, გამჭვირვალობა, ასევე მედიის ევროპული, კერძოდ კი ბრიტანული, სტანდარტებით რეგულირება მნიშვნელოვანია.
„რაც შეეხება FARA-ს, გამჭვირვალობა პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში. აღნიშნულ პრობლემაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით, ყველას გვახსოვს, რამხელა შემოტევა და ზეწოლა მოდიოდა ქვეყნის გარედან, ევროპარლამენტარების, ასევე სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან. გვეუბნებოდნენ, თითქოს აღნიშნული კანონპროექტი იყო რუსული, არადა რუსულთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ერთადერთი, რასაც ვითხოვდით, ეს იყო გამჭვირვალობა. ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ გაირკვა, რომ ის თანხები, რომლებიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში მოედინებოდა, ხმარდებოდა რევოლუციურ სცენარებს, პოლარიზაციას, საზოგადოების გახლეჩასა და დაპირისპირებას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც გამოიყენებოდა აღნიშნული ორგანიზაციები ამ მიმართულებით. აქედან გამომდინარე, გამჭვირვალობა პრინციპულად მნიშვნელოვანია და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ FARA-ს ანალოგი გადმოვიტანოთ საქართველოში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მედიის რეგულირებას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება და გადმოტანა, რაც ამ მიმართულებით გააჩნია, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს.
„გვინდა ბრიტანული მოდელის გადმოტანა საქართველოში და ის სტანდარტები, რაც წლების განმავლობაში დანერგილია, მაგალითისთვის, დიდ ბრიტანეთში, უნდა იყოს გადმოტანილი საქართველოში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება „ამერიკის ხმისთვის“ და რადიო „თავისუფლებისთვის“ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დასმულ შეკითხვას, დედაქალაქის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, პრეზიდენტმა ტრამპმა შეძლოს „დიფ სთეითის“ დამარცხება.
„ეს პროცესები მიდის, ყველანი ვაკვირდებით და ვხედავთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს აშშ-ის პრეზიდენტს ამ ორგანიზაციების მიმართ, თუმცა ჩვენთვის მაინც მთავარია ჩვენი ქვეყანა, საქართველოს მომავალი. ჩვენ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ შეძლოს „დიფ სთეითის“ დამარცხება. გვაინტერესებს, თუ როგორი დამოკიდებულება იქნება საქართველოსთან მიმართებაში იმიტომ, რომ კარგად ვიცით, როგორ აქვს გადგმული ფესვები „დიფ სთეითს“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებაში, როგორც აშშ-ს, ასევე ევროპას ჰქონდეს სამართლიანი დამოკიდებულება და მიდგომა. როგორც კი დავინახავთ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს, როგორც აშშ-დან, ასევე ევროპიდან, რა თქმა უნდა, პირველები ჩვენ ვიქნებით, ვინც ამაზე გააკეთებს განცხადებებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე

24 აპრილი 2025, 11:39
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო
საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რომელიც აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით, აშოკ პინტოს შეხვდა.

24 აპრილი 2025, 11:36
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.

24 აპრილი 2025, 11:35
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზისპირა და მაღალმთიანი სოფლების საკორინთლო - ახალშენას სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია/მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გამყოფი ხაზისპირა და მაღალმთიან სოფლების საკორინთლო - ახალშენას სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია/მოწყობის სამუშაოს შპს „ბილტმორი“ აწარმოებს.

24 აპრილი 2025, 11:33
ტექნოლოგიები
ირმის ნახტომში „ვარსკვლავი ზომბი“ შენიშნეს, რომელსაც ატომების გახლეჩა შეუძლია
ირმის ნახტომში „ვარსკვლავი ზომბი“ შენიშნეს, რომელსაც ატომების გახლეჩა შეუძლია.

24 აპრილი 2025, 11:30
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: ბიუჯეტის შესრულებას არანაირი შეფერხება არ აქვს. ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება
ფინანსთა სამინისტრო 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმიანება.

24 აპრილი 2025, 11:29
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 11:25
კულტურა
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიანისტი საქართველოშია - მაქსიმ მრვიცა ქართველი მსმენელის წინაშე ახალი ალბომით წარდგება
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხორვატი პიანისტი საქართველოშია. მაქსიმ მრვიცა, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ქართველი მსმენელის წინაშე ახალი ალბომით წარდგება.

24 აპრილი 2025, 11:24
ეკონომიკა
აშშ-ში ვიზიტით მყოფი ნათია თურნავა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდა
აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.

24 აპრილი 2025, 11:24
მსოფლიო
Axios: ილონ მასკი და სკოტ ბესენტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი და ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 11:23
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ეუთოს გენმდივნის საქართველოში და ვიცე-პრემიერის ვაშინგტონში ვიზიტებმა ოპოზიციის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას უფრო მკვეთრი ხაზი გაუსვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეუთოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტსა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ვაშინგტონში ვიზიტს ეხმიანება.

24 აპრილი 2025, 11:19
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს არის მორიგი აღიარება, აქ უკვე ახალი არაფერია, სახეები უკვე ცნობადია, მათი მიზანიც უკვე დიდი ხნის ნაცნობია საზოგადოებისთვის, გაშიფრულები არიან
ეს არის მორიგი აღიარება, აქ უკვე ახალი არაფერია, სახეები უკვე ცნობადია, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

24 აპრილი 2025, 11:08
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

24 აპრილი 2025, 11:05
ეკონომიკა
GCCA საავტომობილო საწვავის ბაზარზე პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA,) საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვრის თვეში - ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო თებერვალ- მარტის თვეში - ფასების კლება. იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. კერძოდ, კომპანიების დონეზე, საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული / შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში - 3-10 თეთრით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 11:05
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ 3 თვეში ტურიზმიდან 826 მლნ დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო
წელს იანვარ-მარტში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. წარმატებით დასრულდა ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში - პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 1.300 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. აქედან მილიონამდე ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2.2 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

24 აპრილი 2025, 11:05
ეკონომიკა
„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ - ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.

24 აპრილი 2025, 11:02
რეგიონი
ComCom-მა სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მერიის თანამშრომლები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს თანამედროვე საზოგადოებაში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ინფორმაციას ComCom ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:57
საზოგადოება
მაია ომიაძე: 2025 წლის პირველ კვარტალი წარმატებული იყო, როგორც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების, ასევე ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომაიძე 2025 წლის პირველ კვარტალს აჯამებს.

24 აპრილი 2025, 10:52
მსოფლიო
CNN: სტივ უიტკოფი პუტინს, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, ხვალ მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:30
ტექნოლოგიები
სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს
სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს.

24 აპრილი 2025, 10:20
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ
მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.