მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად. დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად. შეგვიძლია ერთად განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები

ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად. დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს აქტიურ მუშაობასა და ინვესტიციებს მოითხოვს. ჩვენ შეგვიძლია ერთად განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროპას, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა თავისი გამოსვლისას პანელურ დისკუსიაზე „კონკურენცია და თანამშრომლობა მომავლის უზრუნველსაყოფად”, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის, Raisina Dialogue -ის ფარგლებში გაიმართა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საუკუნეების განმავლობაში საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებდა და აბრეშუმის გზის დროიდან მოყოლებული, ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ კავშირის უზრუნველყოფაში.
„საქართველო შესაძლოა ძალიან პატარა ქვეყანაა გეოპოლიტიკური პროცესების განსაზღვრისთვის, მაგრამ ის მდებარეობს იქ, სადაც გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს კვეთს, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ შესაძლებლობებით ეფექტიანად სარგებლობისთვის კი საკმარისი სიბრძნე და შორსმჭვრეტელობაა საჭირო. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც საქართველოს უწევს დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში, ასევე ის შესაძლებლობები, რომლებსაც მისი სტრატეგიული მდებარეობა გვთავაზობს. საუკუნეების განმავლობაში საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდის როლს ასრულებდა. აბრეშუმის გზის დროიდან მოყოლებული, ჩვენმა ქვეყანამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის უზრუნველყოფაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე, საქართველომ კვლავ დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ როგორ უნდა აღედგინა და გაეძლიერებინა ეს ისტორიული როლი თანამედროვე მსოფლიოში”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის თქმით, მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან - მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერის წყალობით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
„ათწლეულების შემდეგ ეს პროექტები კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას, რადგან აქვს უზარმაზარი პოტენციალი საერთო ევროპული უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. ეს პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე ეხება დაკავშირებადობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა", - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, დიდი ხნის განმავლობაში საქართველო მუდმივად ცდილობდა გადაექცია შავი ზღვა ევროკავშირთან გამაერთიანებელ ხიდად და არა გამყოფ ბარიერად.
„დღეს ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს აქტიურ მუშაობას და ინვესტიციებს მოითხოვს. ჩვენ ერთად შეგვიძლია განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები, რომლებიც სარგებელს მოუტანს ევროკავშირს, ევროპას. ჩვენ თავს მოვიაზრებთ ევროპის ნაწილად და ამიტომ ევროპის უსაფრთხოების საკითხები პირდაპირ გვეხება. ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც არსებობს აღმოსავლეთის მიმართულებით და რომელიც სარგებელს მოუტანს მთელ ევროპის რეგიონს”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილმა პანელურ დისკუსიაზე შუა დერეფნის შესაძლებლობებზე ისაუბრა და მისი განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტად დაასახელა.
„შუა დერეფანი უზარმაზარ შესაძლებლობებს გვიხსნის და მისი განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მზად ვართ ჩავდოთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში და სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რომელსაც ეს პროექტები სთავაზობს საქართველოს. შავი ზღვა-კასპიის ზღვის ენერგო და სატრანსპორტო დაკავშირებადობა, უამრავი პროექტი რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ან უკვე ხორციელდება საქართველოს ჩართულობით, მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს ჩვენს პატარა რეგიონს”, - განაცხადა მან.
თავის გამოსვლაში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მშვიდობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია, რაც ქმნის უსაფრთოხების გამოწვევებს, ამ გამოწვევებზე პასუხი კი ეკონომიკური განვითარება და სწორი რეფორმებია.
„განსაკუთრებით უნდა გამოიყოს უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორები: მშვიდობა და უსაფრთხოება. მე ვსაუბრობ პატარა, მაგრამ ძალიან დინამიკურ რეგიონზე - სამხრეთ კავკასიაზე. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და ხელს უწყობდა თავისი მეზობლების - სომხეთისა და აზერბაიჯანის - ძალისხმევას და ჩვენ გვიხარია, რომ მათ იპოვეს გზა მშვიდობისკენ და განაცხადეს სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის. თუმცა, საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენს რეგიონს. ჩემთვის, როგორც ქართველი დიპლომატისთვის, დიდი ხნის განმავლობაში რთულ ამოცანად რჩებოდა ამეხსნა ერთი მხრივ, რუსული ოკუპაციის საფრთხეები, ხოლო მეორე მხრივ, არსებული უზარმაზარი შესაძლებლობები. ეს რჩება რთულ ამოცანად, რადგან ოკუპაცია გრძელდება და უსაფრთხოების გამოწვევები კვლავ რჩება. თუმცა ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს და ჩვენი პასუხი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება, სწორი რეფორმები. გლობალურ რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია ბიზნესის კეთების, ღია მმართველობის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით. ეს მიღწევები შესაძლებელი გახდა მთავრობის მიერ გატარებული თანმიმდევრული რეფორმების შედეგად, განსაკუთრებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში. ჩვენ სწორედ ასე ვუპირისპირდებით ჩვენს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
პანელურ დისკუსიაში მაკა ბოჭორიშვილთან ერთად მონაწილეობდნენ: სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი ტანია ფაიონი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საინვესტიციო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი ჰასან ელ ხატიბი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ჯონათან პაუელი, ინდოეთის საგარეო საქმეთა მდივანი ვიკრამ მისრი, Infosys-ის თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნანდან ნილეკანი და DP World -ის აღმასრულებელი და მმართველი დირექტორი რიზვან სუმარი. დისკუსიის მოდერატორი იყო Observer Research foundation-ის პრეზიდენტი სამირ სარანი.
Raisina Dialogue ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გავლენიანი ანალიტიკური კვლევითი ორგანიზაციის, Observer Research Foundation (ORF)-ის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქ. ნიუ-დელიში. Raisina Dialogue ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრ კრისტოფერ ლუქსონთან ერთად გახსნა. პანელურ დისკუსიას მსოფლიოს არაერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი და წამყვანი პოლიტიკური ფიგურა ესწრებოდა.
ყველა სიახლე

22 აპრილი 2025, 02:05
მსოფლიო
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ვაშინგტონში მდებარე რესტორანში გაქურდეს
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი ვაშინგტონში მდებარე რესტორანში გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

22 აპრილი 2025, 00:08
მსოფლიო
დონალდ ტრამპი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება.

21 აპრილი 2025, 23:11
მსოფლიო
ცნობილი გახდა პაპი ფრანცისკეს ბოლო სურვილი - ვატიკანი რომის პაპის ანდერძს აქვეყნებს
რომის პაპმა ფრანცისკემ თავის ანდერძში გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

21 აპრილი 2025, 22:23
მსოფლიო
ოფიციალური ვატიკანი: რომის პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა
რომის პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალური ვატიკანი ავრცელებს.

21 აპრილი 2025, 22:08
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში ომის მშვიდობიანი დარეგულირების განსახილველად შეიკრიბებიან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში ომის მშვიდობიანი დარეგულირების განსახილველად შეიკრიბებიან.

21 აპრილი 2025, 22:07
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: ოპოზიცია „იმ 9 წლის“ მთავარი შემოქმედის გათავისუფლებასაც ითხოვს. ამიტომ არა აქვს პერსპექტივა ოპოზიციური გამოსვლების მასშტაბების გაზრდას და რაც მალე მიხვდება ამას ოპოზიცია, მით მალე გაჯანსაღდება პოლიტიკური მდგომარეობა
დღეს საქართველოში არა მხოლოდ ხელისუფლებაში ან მის მომხრეებში, არამედ თვითონ ოპოზიციურ სპექტრშიც კი დაიწყო საუბრები მიზეზებსა და გამოსავლის გზების ძიება, თუ რატომ ვერ იღებს ოპოზიციური გამოსვლები მასობრივ ხასიათს, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე.

21 აპრილი 2025, 21:52
სპორტი
ქართველმა ძალოსანმა ბაქარ თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა ძალოსანმა ატაცში 183 კილოგრამი დაძლია. აკვრაში მან 219 კილოგრამი დააფიქსირა და მეოთხე პოზიციას დასჯერდა, მეოთხე იყო ორჭიდის ჯამში მოგროვებული 402 კილოგრამითაც.

21 აპრილი 2025, 21:51
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს გაამჟღავნებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს გაამჟღავნებს.

21 აპრილი 2025, 21:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს - მათი ერთობლივი მიზანია დესტაბილიზაცია და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა
მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს - მათი ერთობლივი მიზანია, საქართველოში დესტაბილიზაცია და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა

21 აპრილი 2025, 21:14
პოლიტიკა
რადიკალური ოპოზიციის დიპლომატიური ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
რადიკალური ოპოზიციის დიპლომატიური ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - უცხოეთიდან დაფინანსებული და მართული ძალები რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ამას არქივიც ინახავს.

21 აპრილი 2025, 21:10
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე: თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ყველაფერს გავაკებთ, რომ 2030 წელს ჩვენ ვიყოთ ყველაზე მომზადებული კანდიდატი სახელმწიფო, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი
ყველაფერი თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკებთ, რომ 2030 წელს ჩვენ ვიყოთ ყველაზე მომზადებული კანდიდატი სახელმწიფო იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ უვიზო რეჟიმის გამკაცრებაზე საუბრისას.

21 აპრილი 2025, 21:05
პოლიტიკა
„დიფ სთეითის“ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გაცემული მილიონები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
USAID და ამ ორგანიზაციას დაქვემდებარებული ე.წ არასამთავრობოთა ქსელი - მილიონობით გაცემული გრანტი, რომელიც „დიფ სთეითის“ პოლიტიკურ დღის წესრიგს ხმარდებოდა. მიზანი - დესტაბილიზაციისა და დესტრუქციის წახალისება-მხარდაჭერაა, - წერს სოციალურ ქსელში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი, მაიკ ბენცი.

21 აპრილი 2025, 20:50
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ვიღაცას სამხრეთ კავკასიაში მართვის ბერკეტები აინტერესებს და უნდა, რომ ეს ბერკეტები ჩააბაროს იმ ადამიანებს, ვინც მათ მოემსახურება მარიონეტების სტატუსით
ვიღაცას სამხრეთ კავკასიაში მართვის ბერკეტები აინტერესებს და უნდა, რომ ეს ბერკეტები ჩააბაროს იმ ადამიანებს, ვინც მათ მოემსახურება მარიონეტების სტატუსით,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „დიფ სთეითის“ გამოწვევებზე საუბრისას.

21 აპრილი 2025, 20:48
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ 13 წელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„ქართული ოცნება“ - ერთადერთი ძალა, რომლის სათავეში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ომი არ ყოფილა. ზუსტად 13 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ დააფუძნა და სააკაშვილის რეჟიმს საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა.

21 აპრილი 2025, 20:43
საზოგადოება
თეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე
უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე,- განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეზე საუბრისას.

21 აპრილი 2025, 20:39
პოლიტიკა
მაიკ ბენცი: სხვადასხვა ქვეყანას USAID-სგან დაფინანსების მიღება არ სურს, რადგან იციან, რომ გრანტები რეალურად, პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დესტაბილიზაციის მოძრაობებსა და ოპოზიციურ ჯგუფებს ხმარდებათ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მაიკ ბენცი X-ზე წერს, რომ სხვა და სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს USAID-სგან დაფინანსების მიღება არ სურთ, რადგან იციან, რომ გრანტები რეალურად, პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დესტაბილიზაციის მოძრაობებსა და ოპოზიციურ ჯგუფებს ხმარდებათ.

21 აპრილი 2025, 20:39
საზოგადოება
არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე
საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ მიცვალებულებს ბრწყინვალე აღდგომა, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი).

21 აპრილი 2025, 20:20
საზოგადოება
თეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა
უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას.

21 აპრილი 2025, 19:50
მსოფლიო
ტრამპის გადაწყვეტილებით, რომის პაპის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაეშვება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, რომის პაპის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაეშვება.

21 აპრილი 2025, 19:26
საზოგადოება
რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე გარდაიცვალა
ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.