ეკა სეფაშვილი: ოპოზიციაში ცდილობენ ვითარების გამოყენებას იმისთვის, რომ ჰქონდეთ სათქმელი - საქართველოში არის რაღაც ოპოზიციური ერთობა, რომელსაც სათავეში უდგას „ლეგიტიმური“ პრეზიდენტი

ეკა სეფაშვილი
ფოტო: „ხალხის ძალა“
რა პერსპექტივა აქვს ოპოზიციის ერთობას და რა როლი ენიჭება ამ პროცესში სალომე ზურაბიშვილს, ამ თემაზე „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ოპოზიციის მცდელობა მარცხისთვისაა განწირული, ვინაიდან მას ამის რესურსი არ გააჩნია, მათ შორის არც იდეის დონეზე და არც ფინანსების სახით.
„ეს გასაკვირი არ არის, რადგან მაშინაც კი, როდესაც არჩევნების შემდეგ იკრიბებოდნენ, ძალიან დიდი იმედი ჰქონდათ, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ ერთობას ჩაუდგებოდა სათავეში. მანამდეც, მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მისი „ლიდერობა“ იყო დროებითი და მხოლოდ და მხოლოდ მანამდე გავრცელდებოდა, სანამ ლეგიტიმურად პრეზიდენტობის ვადა არ ამოეწურებოდა. ამის შემდეგ მან რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, როგორი აღქმებიც არ უნდა შექმნან ტელევიზიებმა თავიანთი ინტერვიუების და კომენტარების საშუალებით, თითქოს ის არის ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, არ არის ასე - ლეგიტიმურობა მას ოფიციალურად საქართველოს კანონმდებლობით გაუვიდა. ეს ყველამ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებამ, კარგად იცის. ახლა ცდილობენ უბრალოდ ამ ვითარების გამოყენებას იმისთვის, რომ საზღვარგარეთ საერთაშორისო აქტორებს, რომლებიც ჯერ კიდევ Deep State-ის თუ გლობალური ომის პარტიის, როგორც გნებავთ ისე უწოდეთ, გავლენების ქვეშ არიან, ჰქონდეთ სათქმელი, რომ არის საქართველოში რაღაც ოპოზიციური ერთობა, რომელსაც სათავეში უდგას „ლეგიტიმური“ პრეზიდენტი. აი, ამ სურათის დადგმას და ამ სპექტაკლის თამაშს ფიქრობენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, იმიტომ, რომ რესურსი როგორც ასეთი, არ აქვთ. მე რესურსს ვგულისხმობ, პირველ რიგში, ფინანსებს. მათ ფინანსების ძალიან მძლავრი წყარო გადაეკეტათ USAID-ის და NED-ის ფინანსების სახით. ევროპიდან, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არის შემორჩენილი გადმორიცხვები და რაღაც არხებით, ეჭვი მაქვს იღებენ ფინანსებს, თუმცა ეს ისეთი დიდი ფინანსები არაა.
ისინი ვერასდროს შეძლებენ ამ ერთობის შენარჩუნებას, იმიტომ, რომ ეს ხალხი არ არის რაიმე იდეის ირგვლივ გაერთიანებული. ანუ ერთადერთი იდეა, რასაც ვისმენთ ჩვენ, არის ხელახალი არჩევნების ჩატარება - რატომ? გაუგებარია რას უშვებიან მილიონ 200 000 ადამიანის ხმას? ანუ, უნდა დავნიშნოთ არჩევნები იმიტომ, რომ რაღაცა პატარა გუნდი წარუმატებლობას ვერ შეეგუა და მარცხი ვერ აღიარა?" - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ ოპოზიცია ხავსს ეკიდებოდა და ამ პროცესს ისევ აგრძელებს, თუმცა, სეფაშვილის თქმით, ოპოზიციას ხელმოსაჭიდი ხავსიც აღარ შერჩა. „არჩევნების შემდეგ, როდესაც ზურაბიშვილთან დაიწყეს შეხვედრები, ეს იყო ხავსზე მოჭიდება, თუმცა ეს ხავსიც აღარაა. იმ ოპოზიციურ სპექტრში, სადაც თავი ყველას ლიდერად მიაჩნია და ყველას ჰქონია, რომ რაღაც მთავარი როლი უნდა ითამაშოს საქართველოში არეულობის შექმნაში და არა პოლიტიკის კეთებაში, როგორ წარმოგიდგენიათ, ვინმე აღიარებს ზურაბიშვილს ლიდერად?" - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.
ყველა სიახლე

28 აპრილი 2025, 09:40
მსოფლიო
საფრანგეთის მთავრობა სახელმწიფო სააგენტოების დახურვას აპირებს
საფრანგეთის მთავრობა სახელმწიფო სააგენტოების დახურვას აპირებს, - აღნიშნულის თაობაზე სახელმწიფო ანგარიშების მინისტრმა ამელი დე მონშალენმა განაცხადა. მისი თქმით, სააგენტოების გაუქმება ან გაერთიანება ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად იგეგმება.

28 აპრილი 2025, 09:24
მსოფლიო
ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
ირანის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 40 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა 1200-ს აჭარბებს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

28 აპრილი 2025, 09:17
მსოფლიო
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი: გრენლანდია და დანია ერთად უნდა დადგნენ ვაშინგტონის უპატივცემულო რიტორიკის წინააღმდეგ
გრენლანდია და დანია ერთად უნდა დადგნენ ვაშინგტონის უპატივცემულო რიტორიკის წინააღმდეგ, - განაცხადა გრენლანდიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, რომელიც კოპენჰაგენში დანიელ კოლეგას შეხვდა.

28 აპრილი 2025, 09:11
მსოფლიო
კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინციდენტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

28 აპრილი 2025, 09:07
მსოფლიო
ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა. CBS News-თან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა ინტერესთა ბალანსის დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

28 აპრილი 2025, 09:01
მსოფლიო
მარკო რუბიო: უკრაინაში ომის შესაჩერებლად მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება
უკრაინაში ომის შესაჩერებლად მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა NBC News-სთან. მარკო რუბიოს თქმით, მომავალ კვირას შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში მხარეთა პროგრესს შეაფასებს და გადაწყვეტს, სურს თუ არა სამშვიდობო პროცესში დარჩენა.

28 აპრილი 2025, 09:00
მსოფლიო
Axios: ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

28 აპრილი 2025, 08:52
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რეგლამენტის ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას
რეგლამენტის ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

28 აპრილი 2025, 08:47
პოლიტიკა
პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე დაინიცირებულ კანონპროექტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მეორე მოსმენით დღეს განიხილავს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე დაინიცირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის მიზანი პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესებაა.

28 აპრილი 2025, 08:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს, შემდეგ შეიცვალოს სახელი და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს
არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

28 აპრილი 2025, 08:34
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

28 აპრილი 2025, 08:27
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე: საზოგადოებამ გაიხსენა, თუ ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე
საზოგადოებამ გაიხსენა, თუ ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

28 აპრილი 2025, 08:19
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება
განსახილველი საკითხებია: შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე.

28 აპრილი 2025, 08:10
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა. „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება.

28 აპრილი 2025, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +15 და ღამით +5 გრადუსი იქნება.

27 აპრილი 2025, 23:55
საზოგადოება
მეუფე შიო: ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა
ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

27 აპრილი 2025, 23:38
სპორტი
პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობას ეხმიანებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრეზიდენტი მიეილ ყაველაშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობას ეხმიანებიან.

27 აპრილი 2025, 23:21
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე რადიკალებზე: კარგად იციან, სწორედ ვატიკანში მოხდა ყაველაშვილის საყოველთაო აღიარება - ყაველაშვილისთვის ადგილი პრეზიდენტების რიგში იყო, არავის უთქვამს, არალეგიტიმური ხარ და პრეზიდენტების გვერდით ვერ გამოგიყოფთ ადგილსო
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დასწრებაზე რადიკალების რეაქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

27 აპრილი 2025, 22:34
საზოგადოება
სვიმონ ჯანგულაშვილი სიქსტის კაპელაში გამართულ კონცერტზე: იმ დღეებში ჩვენ უარი გვითხრეს ევროკავშირის კანდიდატობაზე. პაპი წავიდა ამ ევროპული ბიუროკრატიის წინააღმდეგ და ქართველები ევროპის გულში შეგვიშვა
იმ დღეებში ჩვენ უარი გვითხრეს, ევროკავშირის კანდიდატობაზე (სტატუსზე). ის წავიდა ამ ევროპული ბიუროკრატიის წინააღმდეგ და ქართველები ევროპის გულში შეგვიშვა, - განუცხადა „იმედის კვირას“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა პაპ ფრანცისკეზე საუბრისას.

27 აპრილი 2025, 22:14
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ და თავის პატრონებს, რომლებიც უცხოეთიდან მათ მხარს უჭერენ, მაქსიმალურად რთავენ იმ პროცესებში, რომ გარკვეულ ვიზიტებს ხელი შეეშალოს
ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, ისტერიამდე მიდიან და თავის პატრონებს, რომლებიც უცხოეთიდან მათ მხარს უჭერენ, მაქსიმალურად რთავენ იმ პროცესებში, რომ გარკვეულ ვიზიტებს ხელი შეეშალოს, თუმცა ეს მცდელობა მორიგ ჯერზე მათი მხრიდან აღმოჩნდა წარუმატებელი. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ეუთოსა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას.