imedi /  18 მარტი 2025, 13:33 / სანდო წყარო

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციას: თქვენ ერიდებით თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან იცით, ლუსტრირებული ხართ და თქვენი რეიტინგი განახევრებულია

ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

თქვენ ერიდებით მონაწილეობა მიიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში, იმიტომ, რომ იცით სრულიად ლუსტრირებული ხართ. იცით, რომ თქვენი რეიტინგი არის განახევრებული. იცით, რომ ნულოვანი შანსი გაქვთ, რომ ნებისმიერი პატარა წარმატებაც კი თქვენთვის არის წარმოუდგენელი და ზუსტად იცით, რომ „ქართული ოცნება“ გამანადგურებლად დაგამარცხებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში, ვინაიდან ჩვენ ხალხს სურს ეროვნული ხელისუფლება. ჩვენს ხალხს სურს ისეთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც გადაწყვეტილებები საქართველოს შესახებ მიიღება საქართველოშივე, - მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა რადიკალურ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სამი რადიკალური პარტია ცდილობს გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“ , რეალობა საპირისპიროა.

„როგორ შეიძლება ასეთი ტყუილის შემოთავაზება მოქალაქეებისთვის, როდესაც თუ გადავხედავთ გვარამიას პარტიას და მის შემადგენლობას, ვრწმუნდებით, რომ ისინი “ნაციონალური მოძრაობა“ არიან თავიდან ბოლომდე. გახარიას ოთხ მუნიციპალიტეტში აქვს შექმნილი კოალიცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. ხაზარაძე ბიზნეს-პარტნიორი გახლავს ამ პარტიის და მსურს ფაქტები ჩამოვუთვალო ამ ოთხივე რადიკალურ პარტიას და ვამხილო თუ რატომ არიან ისინი ერთიანი კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“: თქვენ ერთად სხედხართ და თათბირობთ ერთი მაგიდის გარშემო; ერთად მოითხოვდით სანქციების დაწესებას რუსეთისთვის; ერთად მოგვიწოდებდით მებრძოლი მოხალისეების უკრაინაში გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით; ერთად იტყუებოდით, რომ საქართველო „შავი ხვრელია“ რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში; ერთად გვიშლიდით ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებაში; ერთად მოატყუეთ საზოგადოების ნაწილი, რომ ქართული კანონი რუსულია; ერთად გამოუცხადეთ ბოიკოტი ანტიელგებეტე პროპაგანდა კანონს; ერთად ატყუებთ თქვენს ამომრჩეველს არჩევნების გაყალბებას; ერთად ვერ დებთ გაყალბების მტკიცებულებებს; ერთად ცდილობთ ქვეყანაში ხელოვნური კრიზისის შექმნას; ერთად გააგზავნეთდანოსი” ბრიუსელში და ოთხივემ ერთად მოაწერეთ ქვეყნის ღალატს ხელი; ერთად ითხოვთ საქართველოს დასანქცირებას და დასჯას; ერთად აორგანიზებდით 4 რევოლუციას; ერთად ცდილობთ ქვეყნის ეკონომიკურ დესტაბილიზაციას; ერთად ხართ ჩასაფრებულები სტიქიებსა და ტრაგედიებზე; ერთად აჟღერებთ ერთიან მესიჯბოქსს და ერთად იმართებით ქვეყნის გარედან“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ყველა სიახლე

მარიამ ქვრივიშვილი

26 აპრილი 2025, 15:15

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ლოგიკას მოკლებულია ის შეფასებები, რომ საქართველომ თითქოსდა, გაამარტივა სავიზო მიმოსვლა გარკვეულ ქვეყნებთან

ლოგიკას მოკლებულია ის შეფასებები, რომ საქართველომ თითქოსდა, გაამარტივა სავიზო მიმოსვლა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც პირიქით, გაამკაცრა, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

თამარ ჩიბურდანიძე

26 აპრილი 2025, 15:09

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: შარშან სალომე ზურაბიშვილისთვის ზურგს უკან ჩამორთმეული ხელი და დღეს მიხეილ ყაველაშვილისადმი ღირსეული მისალმება - ვინ არის ლეგიტიმური და დასაფასებელი, ამ ორი კადრიდანაც კარგად ჩანს

პარტია "ხალხის ძალის" წევრი თამარ ჩიბურდანიძე რომში, პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზე დონალდ ტრამპისა და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრას ეხმიანება.

26 აპრილი 2025, 15:07

პოლიტიკა

დეზინფორმაციის მორიგ კამპანიას ჯო უილსონი უერთდება

სხვადასხვა მედია საშუალებისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, თითქოს, 17 აპრილის დადგენილებით 17 ქვეყნის მოქალაქე ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლას შეძლებს, ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი ეხმიანება.

მარიზა კობახიძე

26 აპრილი 2025, 14:54

პოლიტიკა

ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა: პირდაპირ შტურმით უნდა დაგვემხო ეს ხელისუფლება

დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად აქციაზე იმყოფება ჯგუფური ძალადობისთვის დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა, მარიზა კობახიძე.

26 აპრილი 2025, 14:49

მსოფლიო

McDdonald's პირველი ამერიკული ბრენდია, რომელმაც რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ოფიციალურად გამოაცხადა და როსპატენტში განცხადება შეიტანა

ამერიკულმა „მაკდონალდსმა“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების სურვილი ოფიციალურად დაადასტურა.

26 აპრილი 2025, 14:39

პოლიტიკა

გიორგი ჩიმაკაძე: მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპის დაკრძალვას ესწრება, სადაც გვერდზე უდგას მაკრონი და მაკრონს უდგას ტრამპი. „პუბლიკამ" ტრამპი ჩამოჭრა ფოტოდან და ისე დადო ეგ ამბავი. სამარცხვინოები ხართ

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ჩიმაკაძე „პუბლიკას" მიერ რომის პაპის დაკრძალვიდან გავრცელებულ ფოტოს ეხმიანება.

26 აპრილი 2025, 14:38

პოლიტიკა

HJNews: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს უქნევს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს ვატიკანში, რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე

დონალდ ტრამპისა და მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა ვატიკანში.

26 აპრილი 2025, 14:33

საზოგადოება

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მთაწმინდის ფერდზე გამწვანების აქცია გრძელდება

ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით მთაწმინდის ფერდზე გამწვანების აქცია გრძელდება. დღეს ფერდზე 200-მდე ხე დაირგვება. პროექტს ფონდი „განვითარება და გარემო“ ახორციელებს.

მარიამ ქვრივიშვილი

26 აპრილი 2025, 14:27

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა - საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა, - წერს სოციალურ ქსელში მარიამ ქვრივიშვილი.

26 აპრილი 2025, 14:16

საზოგადოება

რომის პაპ ფრანცისკეს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. „ქრონიკა“ რომიდან

წმინდა პეტრეს მოედანზე რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალს 200 ათასზე მეტი მორწმუნე და 170 ქვეყნის დელეგაცია ესწრება. მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი და სხვა ქვეყნის ლიდერები.

26 აპრილი 2025, 14:10

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოქანდაკის, მხატვრისა და არქიტექტორის, ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

მთავრობის მეთაურმა გარდაცვლილი ხელოვანის ოჯახს და ახლობლებს მიუსამძიმრა.

26 აპრილი 2025, 14:02

საზოგადოება

გიორგი კალანდია: ლოგიკურია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი დგას მსოფლიოს ლიდერებს შორის წმინდა პეტრეს მოედანზე იმიტომ, რომ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა წმინდა საყდართან ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში ჰქონდა

ახლა ჩვენ ვუყურებთ, მე ვფიქრობ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ვიტყოდი სანუკვარ ევროპას.

სვიმონ ჯანგულაშვილი

26 აპრილი 2025, 13:40

საზოგადოება

სვიმონ ჯანგულაშვილი: პაპი სულ აღნიშნავდა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც გააოცა თავისი სულიერებით, გააოცა, რომ იქ დამხვდა ღვთის კაცი და ამ სიყვარულის გამო, ისტორიაში პირველად, მოგვეცა სიქსტის კაპელაში კონცერტის უფლება

პაპი სულ აღნიშნავდა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც მე გამაოცა თავისი სულიერებით და გამაოცა, რომ იქ დამხვდა ღვთის კაციო და ამ სიყვარულისა და პატივისცემის გამო, ამ ერთი ბეწო ქვეყნის შვილებს, ისტორიაში პირველად, მოგვეცა კონცერტის უფლება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, დირიჟორმა, სვიმონ ჯანგულაშვილმა.

26 აპრილი 2025, 13:26

მსოფლიო

წმინდა პეტრეს მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს - ხალხმა შეკრება დაიწყო სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკასთანაც

წმინდა პეტრეს მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს.ხალხმა შეკრება დაიწყო რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკასთანაც, სადაც პაპ ფრანცისკეს დაკრძალავენ. წმინდა პეტრეს მოედანზე, სადაც რომის პაპის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს, საღმრთო ლიტურგია უკვე დასრულდა.

26 აპრილი 2025, 13:16

საზოგადოება

გურიის რეგიონში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გურიის რეგიონში გამოვლინდნენ.

26 აპრილი 2025, 13:08

პოლიტიკა

სახელმწიფოების მეთაურები წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ფრანცისკეს ხსოვნას პატივს მიაგებენ - მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

სახელმწიფოების მეთაურები წმინდა პეტრეს მოედანზე პაპ ფრანცისკეს ხსოვნას პატივს მიაგებენ - მათ შორის არის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მსოფლიოს ლიდერები წმინდა პეტრეს მოედანზე იმყოფებიან, სადა რომის პაპის, ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. დაკრძალვის ცერემონიას ევროპის არაერთი სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის ბრიტანეთის სამეფო ოჯახიდან პრინცი უილიამი ესწრებიან.

26 აპრილი 2025, 12:54

საზოგადოება

აკაკი ჭელიძე: ყოველი ისტორიული ფიგურა უკეთ იკითხება დისტანციით. გარდაცვალების შემდეგ დაიწყება პერიოდი, როდესაც ყოველი სიტყვა, ჟესტი, რომლითაც პაპა ფრანცისკემ დაგვამახსოვრა თავი, უკეთ დაილექება - ის ხალხს უბრალოებით დაამახსოვრდება

რომის პაპი ფრანცისკე ხალხს მისი უბრალოებით დაამახსოვრდება.

ლევან მოსეშვილი

26 აპრილი 2025, 12:23

ეკონომიკა

ლევან მოსეშვილი: დღეიდან საქართველოსა და იტალიის დედაქალაქები ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდებიან

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

26 აპრილი 2025, 12:16

ეკონომიკა

ქართული ღვინის წარდგენა სლოვენიაში, ფესტივალზე „Orange Wine Festival“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 6 მარანი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში „Orange Wine Festival“ მონაწილეობდა.

26 აპრილი 2025, 12:15

საზოგადოება

რომის პაპის ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენეს

იგი წმინდა პეტრეს ტაძრიდან გამოასვენეს. წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი - სასულიერო პირები, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მორწმუნე ადამიანები. ისინი გარდაცვლილი პაპის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.