პარლამენტმა „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

თორნიკე ჭეიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
პარლამენტმა 85 ხმით, ერთი მოსმენით, გამარტივებული წესით, „მეწარმეთა შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კანონპროექტის თანახმად, ერთი წლით გახანგრძლივდება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის კონკრეტული ნორმებით დადგენილი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც საწარმომ, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ამოქმედებამდეა რეგისტრირებული, უნდა უზრუნველყოს თავისი სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა.
როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონი 2022 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა და თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ორწლიანი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც, კანონის მიღებამდე რეგისტრირებულ შესაბამის მეწარმე- სუბიექტებს უნდა მოეყვანათ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში საკუთარი სარეგისტრაციო მონაცემები.
„უნდა აღინიშნოს, რომ ერთხელ უკვე მოხდა ამ გარდამავალი პერიოდის გადავადება და მიმდინარე რეგულირების პირობებში 2025 წლის პირველი აპრილია ის ბოლო თარიღი, როდესაც შესაბამის მეწარმე-სუბიექტებს უფლება ექნებათ საკუთარი სარეგისტრაციო მოთხოვნების „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია მოახდინონ. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ ძალიან მაღალია იმ სუბიექტების რიცხვი, რომელთაც არ მიუმართავთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის სათანადო განცხადებებით და ეს პროცესი დაწყებული არ არის - საუბარია დაახლოებით 280 000 სუბიექტზე, გთავაზობთ მოხდეს გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება დამატებით ერთი წლის ვადით, 2026 წლის პირველ აპრილამდე“, - აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.
ყველა სიახლე

26 აპრილი 2025, 10:48
მსოფლიო
ვირჯინია ჯუფრემ, რომელიც ჯეფრი ეპშტეინსა და ბრიტანეთის პრინც ენდრიუს ძალადობაში სდებდა ბრალს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ადამიანის უფლებების დამცველი 41 წლის ვირჯინია ჯუფრე გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.

26 აპრილი 2025, 10:11
მსოფლიო
გამანადგურებლები და ზარბაზნები - ვატიკანში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად უპრეცედენტო ოპერაცია მიმდინარეობს
შაბათს წმინდა პეტრეს მოედანზე 200 000-ზე მეტ ადამიანს და 130-მდე დელეგაციას ელოდებიან.

26 აპრილი 2025, 10:02
სპორტი
შალვა გოგოლაძე მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან დრაგოსლავ შჩეკიჩთან შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

26 აპრილი 2025, 09:45
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: თეთრ სახლში გამართული შეხვედრა გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამართა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში ენდრიუ პიკს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

26 აპრილი 2025, 09:42
მსოფლიო
დრონებით შეტევა დნეპროპეტროვშინაზე - არის მსხვერპლი
დრონებით შეტევა დნეპროპეტროვშინაზე - არის მსხვერპლი.

26 აპრილი 2025, 09:28
მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის საკითხებში ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
ბრენდან ჰენაგანი სენატის ყოფილი თანამშრომელია.

26 აპრილი 2025, 08:08
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში გუშინ საღამოს დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. რომის პაპს ფრანცისკეს დღეს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

26 აპრილი 2025, 08:00
მსოფლიო
რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ
რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. რომის პაპის მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ, და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაციის ჩასვლა იგეგმება.

26 აპრილი 2025, 02:42
მსოფლიო
ტრამპი: რუსეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ახლა ორივე მხარე ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს ერთმანეთს
რუსეთი და უკრაინა ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან და ახლა ორივე მხარე ძალიან მაღალ დონეზე უნდა შეხვდეს ერთმანეთს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

26 აპრილი 2025, 01:23
მსოფლიო
ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპი მას ხშირად ურეკავს და ეკითხება, როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც შიდა პოლიტიკის გარდა მიმდინარე საგარეო პოლიტიკური დილემებიც განიხილებოდა, ხოლო ერთ-ერთი მთავარი თემა ევროკავშირი იყო, განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მას ხშირად ურეკავს და ეკითხება, როდის დატოვებს უნგრეთი ევროკავშირს. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

26 აპრილი 2025, 00:59
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინას შეერთებული შტატებისგან ისრაელის მსგავსი უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეერთებული შტატებისგან ისრაელის მსგავსი უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები სჭირდება.

25 აპრილი 2025, 23:26
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ კომუნიკაციების დეპარტამენტი: რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტები, გია ეძგვერაძე, შალვა მუქერია და ოპოზიციის კონტროლირებადი Facebook ჯგუფები ავრცელებენ ყალბ ციტატას - ირაკლი კობახიძეს მსგავსი ფრაზა არასოდეს უთქვამს
რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდისტები, გია ეძგვერაძე, შალვა მუქერია და ოპოზიციის კონტროლირებადი Facebook ჯგუფები ავრცელებენ ყალბ ციტატას, თითქოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფოტოზე დატანილი ფრაზა თქვა. სიცრუეს მეტი დამაჯერებლობისთვის ოპოზიციის პროპაგანდის ინსტრუმენტის, „ტაბულას“ ლოგო ადევს, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის ფეისბუქგვერდის, „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

25 აპრილი 2025, 22:58
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ნ.ქ. და ა.ქ. დააკავა
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად, სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.

25 აპრილი 2025, 22:45
მსოფლიო
ტრამპი: რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს - წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს - წარმატება, როგორც ჩანს, წინ არის, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

25 აპრილი 2025, 22:37
მსოფლიო
კრემლი: პუტინისა და უიტკოფის შეხვედრა კონსტრუქციული და სასარგებლო იყო
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, კრემლში ვლადიმირ პუტინისა და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

25 აპრილი 2025, 22:30
საზოგადოება
მსოფლიოში ცნობილი კონდიტერ-შეფი ანტონიო ბაშური თბილისში სამდღიან მასტერკლასს მართავს
არაერთი მნიშვნელოვანი ტიტულის მქონე პუერტორიკოელი შეფი ქართველ კოლეგებს პორციული ნამცხვრების საავტორო რეცეპტებს გაუზიარებს. ანტონიო ბაშური 2018 და 2022 წლებში მსოფლიოს საუკეთესო კონდიტრად დასახელდა.

25 აპრილი 2025, 22:04
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი: შთამომავლების გადაწყვეტილებით, პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძისთვის გადაცემული საპარლამენტო ორდენი ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს გადავეცი
საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძისთვის გადაცემული საპარლამენტო ორდენი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმს გადაეცა, - აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

25 აპრილი 2025, 21:46
მსოფლიო
ზელენსკი შესაძლოა ვერ დაესწროს რომის პაპის დაკრძალვას
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა ვერ დაესწროს რომის პაპის დაკრძალვას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

25 აპრილი 2025, 21:36
სპორტი
ჩინეთის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა პარასპორტსმენებმა ორი მედალი მოიპოვეს
ჩინეთის ქალაქ ტაიანში პარატაეკვონდოში საერთაშორისო ტურნირი „WT - პრეზიდენტის თასი“ გაიმართა. ტურნირზე საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა.

25 აპრილი 2025, 21:31
რეგიონი
შეთანხმება შედგა - ჭიათურის მაღაროებში სამუშაოები განახლდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„სასწრაფოდ უნდა დაიწეროს ანგარიში ამ ძალიან დიდხნიანი უმუშევრობის შედეგად რა ზიანიც მიიღო მაღაროელებმა. ასევე უნდა განისაზღვროს ინვესტიციის რაოდენობა მაღაროების გამოსასწორებლად. ერთდროულად იმუშავებს 5 სპეციალისტების დაკომპლექტებული ჯგუფი. 15 მაისს მივიღებთ პირველად მონაცემებს. ამ შედეგების მიხედვით შედგება პირველი მაღაროელების გაშვება 15-20 მაისი პერიოდში. ამის შემდეგ გაეშვება ყველა მაღარო“.