imedi /  19 მარტი 2025, 15:14 / სანდო წყარო

მამუკა მდინარაძე: გვაბრალებენ, ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო - მსოფლიო ებრძვის, ვერავინ მოერია და საქართველოში რატომ ვერ მოერიე, ე.ი. შენ ხარ ამის სათავეშიო, ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ

მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

მინდა შევეხო „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში გახმოვანებულ ნარატივს. ბუნებრივია, ნარკომოხმარების და ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ძალიან კარგი საქმე და რას იტყვიან, ვერაფერს ამბობენ. მაგრამ, რიგ შემთხვევაში მარიხუანის თემებზე აპელირებდნენ და პირდაპირ იტყუებოდნენ, რიგ შემთხვევებში იცით რას გვაბრალებენ? ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

მდინარაძის თქმით, რიგით მოქალაქეს შესაძლოა, მართლაც გაუჩნდეს ეჭვი, რომ ვიღაც ამ სფეროს ლობირებს, თუმცა, სინამდვილეში, ეს არის დიდი ქსელი, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის. როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ჯერ ნარკოტიკების პრობლემას ვერავინ მოერია.

„ერთი ადამიანი რომ ხარ, სადღაც ზიხარ, ტელევიზორს უყურებ, დადიხარ პატიოსნად სამსახურში და არანაირი შეხება არ გაქვს ნარკოტიკთან - როგორ, ამდენი ნარკომომხმარებელია, შესაბამისი ნარკოტიკი უნდა შემოვიდეს, ვიღაცამ უნდა გაყიდოს, მთელი სისტემაა, ხომ? ყველაზე დიდი მავნებლობა სად არის: გაგიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცა ამას მართლა ლობირებს. რა ხდება სინამდვილეში: ეს არის თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევა, მაგალითად, ავიღოთ ერთი მიმართულება - „დადება“, ყველაზე სახალხო ენით რომ ვილაპარაკოთ, ბევრ თქვენგანს გაგიგიათ, რომ ნახევარი თბილისი მიწაში იჩიჩქნება, რა ხდება ხალხო, რა უბედურებაა - მართლა უბედურება ხდება. გამყიდველი, ის ცენტრალური ნარკორეალიზატორი, საუბარში ბევრი ჩვენგან „ბარიგად“ რომ მოიხსენიებს, შეიძლება, საერთოდ არ იყოს საქართველოში, იყოს ბრაზილიაში, ავსტრალიაში, რუსეთში, ამერიკაში, კანადაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ისე აწვდიდეს ინფორმაციას რაღაცების შესახებ და ისე აორგანიზებდეს ამ ყველაფერს, წარმოდგენა არ ჰქონდეს იმ ე.წ. „დამდებსაც“, რომელიც მიდის რაღაც ადგილზე, იღებს - ანუ, მთელი ქსელია, რომელსაც თანამედროვე მსოფლიომ ჯერ ვერაფერი უქნა. მერე, საიდან შემოდის ამდენი ნარკოტიკი. რა არ მოიგონეს, თანამედროვე ტექნოლოგიები - მთელი მსოფლიო ებრძვის ამას და ვერავინ მოერია ჯერ და საქართველოში რატომ ვერ მოერიე, ესე იგი, შენ ხარ იმის სათავეშიო, ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ.“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ყველა სიახლე

ლოურენს უილკერსონი

28 აპრილი 2025, 10:24

მსოფლიო

ამერიკელი პოლკოვნიკი: საქართველოში ჩვენ შევცდით, რუმინეთში არ შევცდით. ჩვენ კალინ ჯორჯესკუ მოვაშორეთ. თავიდანვე ჩანდა, რომ ის რუმინეთის მომავალი ლიდერი იყო. ჩვენ ის მოვიშორეთ. ის წავიდა

აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკმა, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსმა ლოურენს უილკერსონმა განცახადა, რომ ამერიკი მთავრობა საქართველოში შეცდა, ხოლო რუმინეთში არა.

ლოურენს უილკერსონი

28 აპრილი 2025, 10:10

მსოფლიო

ამერიკელი პოლკოვნიკი: აშშ-ის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს, მათ შორისაა IRI, NED, FDD

აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსის ლოურენს უილკერსონის განცხადებით, ამერიკის ხელისუფლება საქართველოს მთავრობაზე ზემოქმედებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ახდენს, მათ შორისაა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“, „დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი“, „დემოკრატიის დაცვის ფონდი“.

ლოურენს უილკერსონი

28 აპრილი 2025, 09:56

მსოფლიო

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მთავრობას კარგი ურთიერთობები სურს ევროკავშირთან, ვაშინგტონთან, ნატოსთან და მოსკოვთან. ჩვენ მისი დამხობა და წინა ხელისუფლების მოყვანა გვსურს

აშშ-ის არმიის თადარიგის პოლკოვნიკის, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის პერიოდში სახელმწიფო დეპარტამენტის აპარატის უფროსის ლოურენს უილკერსონის განცხადებით, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას სურს კარგი ურთიერთობები ჰქონდეს ევროკავშირთან, ვაშინგტონთან, ნატოსთან და მოსკოვთან, რას ამერიკას არ მოსწონს.

28 აპრილი 2025, 09:40

მსოფლიო

საფრანგეთის მთავრობა სახელმწიფო სააგენტოების დახურვას აპირებს

საფრანგეთის მთავრობა სახელმწიფო სააგენტოების დახურვას აპირებს, - აღნიშნულის თაობაზე სახელმწიფო ანგარიშების მინისტრმა ამელი დე მონშალენმა განაცხადა. მისი თქმით, სააგენტოების გაუქმება ან გაერთიანება ბიუჯეტის დეფიციტის შესამცირებლად იგეგმება.

28 აპრილი 2025, 09:24

მსოფლიო

ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ირანის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 40 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა 1200-ს აჭარბებს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

28 აპრილი 2025, 09:17

მსოფლიო

გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი: გრენლანდია და დანია ერთად უნდა დადგნენ ვაშინგტონის უპატივცემულო რიტორიკის წინააღმდეგ

გრენლანდია და დანია ერთად უნდა დადგნენ ვაშინგტონის უპატივცემულო რიტორიკის წინააღმდეგ, - განაცხადა გრენლანდიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, რომელიც კოპენჰაგენში დანიელ კოლეგას შეხვდა.

28 აპრილი 2025, 09:11

მსოფლიო

კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინციდენტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

სერგეი ლავროვი

28 აპრილი 2025, 09:07

მსოფლიო

ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა. CBS News-თან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა ინტერესთა ბალანსის დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მარკო რუბიო

28 აპრილი 2025, 09:01

მსოფლიო

მარკო რუბიო: უკრაინაში ომის შესაჩერებლად მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება

უკრაინაში ომის შესაჩერებლად მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა NBC News-სთან. მარკო რუბიოს თქმით, მომავალ კვირას შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში მხარეთა პროგრესს შეაფასებს და გადაწყვეტს, სურს თუ არა სამშვიდობო პროცესში დარჩენა.

დონალდ ტრმაპი კიმ ჩენ ინი

28 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

Axios: ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

ლევან მაჭავარიანი

28 აპრილი 2025, 08:52

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რეგლამენტის ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას

რეგლამენტის ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

28 აპრილი 2025, 08:47

პოლიტიკა

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე დაინიცირებულ კანონპროექტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მეორე მოსმენით დღეს განიხილავს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე დაინიცირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის მიზანი პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესებაა.

გიორგი ვოლსკი

28 აპრილი 2025, 08:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს, შემდეგ შეიცვალოს სახელი და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს

არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

28 აპრილი 2025, 08:34

პოლიტიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

ირაკლი კირცხალია

28 აპრილი 2025, 08:27

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე: საზოგადოებამ გაიხსენა, თუ ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე

საზოგადოებამ გაიხსენა, თუ ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

28 აპრილი 2025, 08:19

პოლიტიკა

პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება

განსახილველი საკითხებია: შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე.

მიხეილ ყაველაშვილი

28 აპრილი 2025, 08:10

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა. „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება.

28 აპრილი 2025, 08:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +15 და ღამით +5 გრადუსი იქნება.

მეუფე შიო

27 აპრილი 2025, 23:55

საზოგადოება

მეუფე შიო: ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა

ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

27 აპრილი 2025, 23:38

სპორტი

პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობას ეხმიანებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრეზიდენტი მიეილ ყაველაშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობას ეხმიანებიან.