19 მარტი 2025, 16:13 / სანდო წყარო

დიმიტრი ხუნდაძე: ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ და მოქმედ კანონს მხარს უჭერდნენ მაშინდელი ნაცმოძრაობის წევრები, მათ შორის ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი წერეთელი და ნიკანორ მელია

დიმიტრი ხუნდაძე

დიმიტრი ხუნდაძე

წლების წინ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შემუშავების მავნე შედეგებზე ისაუბრა პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ლიბერალური კანონის მიღების უკან იდგნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, არასამთავრობო სექტორის ცალკეული წარმომადგენელი და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ და ახლა ქუჩის ოპოზიციას წარმოადგენენ.

„ნარკოპოლიტიკა და ის კანონმდებლობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიღო, შემუშავდა იმ ლიბერალური ღირებულებების მქონე, სხვათა შორის მაშინ „ქართული ოცნების“ წევრების მიერ, რომლებიც დღეს არ არიან პარტიაში და მათი გარკვეული ნაწილი არის აქტიურად წარმოდგენილი ოპოზიციურ ფლანგზე - ქუჩის ოპოზიციას რომ ვუწოდებთ. პოლიტიკოსების ის ნაწილი, რომელიც თითქოს პოლიტიკაში არ არიან, ანუ „ოცნებისტი ლიბერალები“, ღიად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“ თითქმის ყველა მიმართულებით. ის, რომ ავტორები მაშინ იყვნენ „ოცნებისტი ლიბერალები“ და ის, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით იქნა მიღებული ეს კანონი (რომ არა მათი დახმარება, ამ კანონის მიღება ვერ მოხდებოდა) ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი საბუთი არსებობს. აი, მაგალითად რომ ნახოთ ოქმი, კანონპროექტის ავტორებში თქვენ ამოიკითხავთ „ოცნებისტ ლიბერალებს“ ან იმ პირებს, რომლებიც დღეს ქუჩის ოპოზიციას არიან მიკედლებული და შეიმჩნევიან ანტისახელმწიფოებრივ მიდგომებში. ამის დასტურად ასევე შემიძლია იმ კომიტეტის სხდომის ოქმი ამოვიღო, სადაც „ქართული ოცნების“ წევრები, ექიმები, რომლებიც კარგად ხედავდნენ მომავალ რისკებს და კომიტეტის სხდომებზე მის მიღებას აქტიურად უწევდნენ წინააღმდეგობას, მხარს არ უჭერდნენ კანონს. მხარდაჭერა კი, კანონპროექტს ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი წევრების მხრიდან, მათ შორის იყვნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი წერეთელი და ნიკანორ მელია. ისე რომ ამას ძალიან მძიმე პრეისტორია აქვს და ეს პროცესი მიმდინარეობდა ძალიან აქტიური პროპაგანდით ლიბერალური ნარკოპოლიტიკის სასარგებლოდ. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ ეს ნარკოპოლიტიკა უკიდეგანო ლიბერალიზმით იყო შემუშავებული და საფრთხეს შეიცავდა. ჩვენი უამრავი განცხადებებიც არსებობს (შესაძლებელია საინფორმაციო სააგენტოებში მათი მოძიება) და ერთ-ერთი მათგანი მინდა წარმოგიდგინოთ. ეს არის 2017 წლის 8 ნოემბრის განცხადება, რომ ნარკოპოლიტიკის უკიდეგანო ლიბერალიზაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია. ასევე 2018 წელს გავაკეთეთ განცხადება და დავსვით კითხვა, საიდან ფინანსდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ნარკოტიკების პროპაგანდის ხარჯზე. ეს კითხვები ღიად იყო დასმული. „ხალხის ძალა“ მაშინ არ არსებობდა, მაგრამ ჩვენ მაშინაც „მეტი სიმართლის“ პრინციპით ვმოქმედებდით. მიმდინარეობდა აქტიური, ღია პროპაგანდა ნარკოტიკების მოხმარების სასარგებლოდ. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გამოდიოდნენ (მათ შორის, მაშინდელი პარლამენტარებიც) და აფიქსირებდნენ, რომ დიახ, გაუსინჯავთ ნარკოტიკი, რაშიც ჟურნალისტებიც ხელს უწყობდნენ, როდესაც უსვამდნენ კითხვას, გაუსინჯავთ თუ არა მარიხუანა. ხშირად იყო ისეთი „გულწრფელობაც“, რომ როდესაც მოიხმარა მარიხუანა, ამ ადამიანმა დაიცვა დისერტაცია, ან უკეთესად დაწერა მუსიკალური ნაწარმოები, ლექსი, პოემა და ა.შ. როდესაც ღამის კლუბებში, სადაც ნარკოტიკების მოხმარება მაშინაც აქტიური იყო და ახლაც ასეა, სამართალდამცავები შევიდნენ იმ მიზნით, რომ იქიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოეღოთ, ძალიან სწრაფად მოხდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მობილიზაცია, განხორციელდა პოლიციელების ბულინგი და ქუჩის აქციებიც კი დაორგანიზდა. მარიხუანა კულინარიულ ინგრედიენტადაც კი იყო წარმოჩენილი და მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში ითქვა, რომ თურმე წარსულში ხაჭაპურს და კუბდარს მარიხუანას გარეშე არ აკეთებდნენ და ის უფრო ბევრად გემრიელი იყო. გახსოვთ ალბათ „ბახალას“ საქმე, როდესაც 45 აბი „სუბოტექსით“ დააკავეს ეს ადამიანი და ამაზე წავიდა აქტიური პროპაგანდა, რომ თურმე სხვა ქვეყნებში „სუბოტექსი“ თერაპიაში გამოიყენება და აქ რატომ უნდა იყოს დასჯადი მისი მოხმარება. სინამდვილეში 45 აბი არის ძალიან დიდი ოდენობა. შესაძლოა, ერთ აბი დასალევად არ იყოს თრობის იმ ხარისხის გამომწვევი, რაც თავად მომხმარებლისთვის არის სახიფათო, მაგრამ როგორ წესი პრაქტიკა აჩვენებს, რომ „სუბოტექსს“ მოიხმარენ ინიექციურად და მისი ერთი აბი გამოიყენება 8-10 კარგად გამოცდილი ნარკომომხმარებლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, რამდენია 45 აბი და ქუჩის აქციების მოწყობა იმის მოთხოვნით, რომ ამაზე ადამიანი არ უნდა დაიჭირო, სრულიად გაუგონარი რამ არის. მესმის, რომ უნდა გავმიჯნოთ და დოზირება უნდა იყოს წყალგამყოფი იმისთვის, რაზე უნდა დავიჭიროთ და რაზე - არა, მაგრამ მაშინ ნარკოპოლიტიკა დაიყვანეს იქამდე, რომ საერთოდ არ უნდა დავიჭიროთ. მაშინ ამხელა პაკეტი რისთვის იყო საჭირო? კანონში პირდაპირ ჩაგვეწერა, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, ან რაღაც ოდენობაზე უნდა დავიჭიროთ. ეს არის მრავალსეგმენტური კანონპროექტი და აქ ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და არა მხოლოდ ის - დავიჭიროთ, თუ არ დავიჭიროთ. აღსანიშნავია, რომ შემოტანილი იქნა ტერმინი - მსუბუქი ნარკოტიკი. მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი. ნარკოტიკი ყველა არის მკვლელი და სახიფათო. მინდა გავიხსენო ისიც, რომ ასეთმა ტერმინებმა და მაღალი ტრიბუნებიდან გაჟღერებულმა ასეთმა პროპაგანდისტულმა მიდგომებმა ახალგაზრდებში გააჩინა ინტერესი და ასევე, მოხსნა შიში, როგორ შეიძლება მსუბუქმა ნარკოტიკმა მძიმე შედეგი მოიტანოს. ამის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდათა უდიდესი ნაწილი იყო ნარკოტიკის პირველად მომხმარებელი და ისინი არ იყვნენ „გამოცდილი ნარკომანები“. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილესთან ერთად გონიერებაც არის საჭირო," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ყველა სიახლე

კრისტი ნოემი

22 აპრილი 2025, 02:05

მსოფლიო

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ვაშინგტონში მდებარე რესტორანში გაქურდეს

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი, კრისტი ნოემი ვაშინგტონში მდებარე რესტორანში გაქურდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

22 აპრილი 2025, 00:08

მსოფლიო

დონალდ ტრამპი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება.

რომის პაპი ფრანცისკე

21 აპრილი 2025, 23:11

მსოფლიო

ცნობილი გახდა პაპი ფრანცისკეს ბოლო სურვილი - ვატიკანი რომის პაპის ანდერძს აქვეყნებს

რომის პაპმა ფრანცისკემ თავის ანდერძში გამოთქვა სურვილი, რომ ის დაკრძალონ რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

21 აპრილი 2025, 22:23

მსოფლიო

ოფიციალური ვატიკანი: რომის პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე ცერებრალური ინსულტისა და შემდგომი გულის უკმარისობის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ოფიციალური ვატიკანი ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

21 აპრილი 2025, 22:08

მსოფლიო

ზელენსკი: უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში ომის მშვიდობიანი დარეგულირების განსახილველად შეიკრიბებიან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები 23 აპრილს ლონდონში ომის მშვიდობიანი დარეგულირების განსახილველად შეიკრიბებიან.

ნანა კაკაბაძე

21 აპრილი 2025, 22:07

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ოპოზიცია „იმ 9 წლის“ მთავარი შემოქმედის გათავისუფლებასაც ითხოვს. ამიტომ არა აქვს პერსპექტივა ოპოზიციური გამოსვლების მასშტაბების გაზრდას და რაც მალე მიხვდება ამას ოპოზიცია, მით მალე გაჯანსაღდება პოლიტიკური მდგომარეობა

დღეს საქართველოში არა მხოლოდ ხელისუფლებაში ან მის მომხრეებში, არამედ თვითონ ოპოზიციურ სპექტრშიც კი დაიწყო საუბრები მიზეზებსა და გამოსავლის გზების ძიება, თუ რატომ ვერ იღებს ოპოზიციური გამოსვლები მასობრივ ხასიათს, - წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე.

21 აპრილი 2025, 21:52

სპორტი

ქართველმა ძალოსანმა ბაქარ თურმანიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 183 კილოგრამი დაძლია. აკვრაში მან 219 კილოგრამი დააფიქსირა და მეოთხე პოზიციას დასჯერდა, მეოთხე იყო ორჭიდის ჯამში მოგროვებული 402 კილოგრამითაც.

დონალდ ტრამპი

21 აპრილი 2025, 21:51

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს გაამჟღავნებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების დეტალებს გაამჟღავნებს.

გიორგი ვოლსკი

21 აპრილი 2025, 21:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს - მათი ერთობლივი მიზანია დესტაბილიზაცია და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, მაგრამ ევროკავშირის რეგლამენტით ასე ადვილი არ არის ამ საკითხის გადაწყვეტა

მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოში არსებობს - მათი ერთობლივი მიზანია, საქართველოში დესტაბილიზაცია და ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა

21 აპრილი 2025, 21:14

პოლიტიკა

რადიკალური ოპოზიციის დიპლომატიური ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რადიკალური ოპოზიციის დიპლომატიური ომი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - უცხოეთიდან დაფინანსებული და მართული ძალები რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებდნენ, ამას არქივიც ინახავს.

ვლადიმერ ბოჟაძე

21 აპრილი 2025, 21:10

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა. ყველაფერს გავაკებთ, რომ 2030 წელს ჩვენ ვიყოთ ყველაზე მომზადებული კანდიდატი სახელმწიფო, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი

ყველაფერი თუ რამე გაკეთდა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე „ქართული ოცნების“ დამსახურებაა და რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ყველაფერს გავაკებთ, რომ 2030 წელს ჩვენ ვიყოთ ყველაზე მომზადებული კანდიდატი სახელმწიფო იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი,- განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ უვიზო რეჟიმის გამკაცრებაზე საუბრისას.

21 აპრილი 2025, 21:05

პოლიტიკა

„დიფ სთეითის“ პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გაცემული მილიონები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

USAID და ამ ორგანიზაციას დაქვემდებარებული ე.წ არასამთავრობოთა ქსელი - მილიონობით გაცემული გრანტი, რომელიც „დიფ სთეითის“ პოლიტიკურ დღის წესრიგს ხმარდებოდა. მიზანი - დესტაბილიზაციისა და დესტრუქციის წახალისება-მხარდაჭერაა, - წერს სოციალურ ქსელში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი ჩინოსანი, მაიკ ბენცი.

გიორგი ვოლსკი

21 აპრილი 2025, 20:50

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვიღაცას სამხრეთ კავკასიაში მართვის ბერკეტები აინტერესებს და უნდა, რომ ეს ბერკეტები ჩააბაროს იმ ადამიანებს, ვინც მათ მოემსახურება მარიონეტების სტატუსით

ვიღაცას სამხრეთ კავკასიაში მართვის ბერკეტები აინტერესებს და უნდა, რომ ეს ბერკეტები ჩააბაროს იმ ადამიანებს, ვინც მათ მოემსახურება მარიონეტების სტატუსით,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „დიფ სთეითის“ გამოწვევებზე საუბრისას.

„ქართული ოცნება“

21 აპრილი 2025, 20:48

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ 13 წელი. „ქრონიკის“ სიუჟეტი

„ქართული ოცნება“ - ერთადერთი ძალა, რომლის სათავეში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ომი არ ყოფილა. ზუსტად 13 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ დააფუძნა და სააკაშვილის რეჟიმს საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი ბრძოლა გამოუცხადა.

გიორგი გვასალია

21 აპრილი 2025, 20:43

საზოგადოება

თეოლოგი გიორგი გვასალია: უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე, ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე

უწმინდესის ქადაგებაში რამდენიმე დეტალზეა ხაზი გასმული, როგორც კეთილი მაგალითის მიცემაზე ასევე, ღირებულებითი აღზრდის მნიშვნელობაზე,- განაცხადა თეოლოგმა გიორგი გვასალიამ საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეზე საუბრისას.

მაიკ ბენცი

21 აპრილი 2025, 20:39

პოლიტიკა

მაიკ ბენცი: სხვადასხვა ქვეყანას USAID-სგან დაფინანსების მიღება არ სურს, რადგან იციან, რომ გრანტები რეალურად, პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დესტაბილიზაციის მოძრაობებსა და ოპოზიციურ ჯგუფებს ხმარდებათ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, მაიკ ბენცი X-ზე წერს, რომ სხვა და სხვა ქვეყნის ხელისუფლებებს USAID-სგან დაფინანსების მიღება არ სურთ, რადგან იციან, რომ გრანტები რეალურად, პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს, დესტაბილიზაციის მოძრაობებსა და ოპოზიციურ ჯგუფებს ხმარდებათ.

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი)

21 აპრილი 2025, 20:39

საზოგადოება

არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი): ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე

საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ მიცვალებულებს ბრწყინვალე აღდგომა, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი).

ლევან აბაშიძე

21 აპრილი 2025, 20:20

საზოგადოება

თეოლოგი ლევან აბაშიძე პატრიარქის ეპისტოლეზე: უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა

უმთავრესი, რაც მენიშნა, იყო აქცენტები, რომელიც ჩვენ გჭირდება, რათა სწორად გავიგოთ, რა არის აღდგომა, - განუცხადა „ქრონიკას“ თეოლოგმა, ლევან აბაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლეზე საუბრისას.

21 აპრილი 2025, 19:50

მსოფლიო

ტრამპის გადაწყვეტილებით, რომის პაპის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაეშვება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, რომის პაპის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაეშვება.

დავით სიხარულიძე

21 აპრილი 2025, 19:26

საზოგადოება

რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით სიხარულიძე 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.