პრემიერი: 9 პუნქტი იყო ტყუილი, რეალურად, ევროკავშირის ჩინოვნიკებისგან იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა ცესკოს და სასამართლოს. ევროპელი ჩინოვნიკები რასაც საუბრობდნენ, იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ხელისუფლების დათმობა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
რაც შეეხება 9 პუნქტს, აქ პირდაპირ ითქვა ტყუილი, რეალურად, იყო ორი მოთხოვნა, რომელიც ასე პირდაპირ არ გამომდინარეობდა რეკომენდაციების ტექსტიდან, მაგრამ მერე იყო ინტერპრეტირებული ევროკავშირის ჩინოვნიკების მხრიდან, ეს ეხებოდა - ცესკოს და სასამართლოს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისივე თქმით, მათ სურდათ სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობა სასამართლო ხელისუფლების ნაწილში და ცესკოს გადაცემა ოპოზიციისთვის, მათ შორის, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, როცა პირდაპირი სამართლებრივი რეკომენდაციებია, რომ ნეიტრალური უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარე.
„ერთ შემთხვევაში, უნდოდათ სახელმწიფო სუვერენიტეტის დათმობა სასამართლო ხელისუფლების ნაწილში, ანუ საუბარი იყო ე.წ. „ვეთინგზე“. „ვეთინგი“ ნიშნავს იმას, რომ ჩამოდიან უცხოელები, რომლებსაც შეუძლიათ თანამდებობიდან გაუშვან და, ასევე, დანიშნონ ნებისმიერი მოსამართლე. ასეთ რამეზე დათანხმება არაფრის ფასად არ ღირს. მეორე მოთხოვნა იყო ცესკოს გადაცემა ოპოზიციისთვის. რეალურად, ითხოვდნენ კვალიფიციურ უმრავლესობას, კვალიფიციური უმრავლესობის წესით ცესკოს წევრების არჩევას პარლამენტის მიერ, რაც ნიშნავდა იმას, რომ 3 წევრს ვერ ვირჩევდით პარლამენტში, შესაბამისად, ოპოზიცია რჩებოდა უმრავლესობაში ცესკოში, წარმოიდგინეთ ოპოზიცია უმრავლესობით რომ იყოს წარმოდგენილი ცესკოში და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა ოპოზიციონერი, „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, როდესაც პირდაპირი რეკომენდაციებია სამართლებრივი, რომ ნეიტრალური უნდა იყოს ცესკოს თავმჯდომარე, რაც ლოგიკურია. პირდაპირ გვითხრა ვენეციის კომისიამ ეს სიგიჟე, შემდეგ ამას დაემატა ევროკავშირი, ჩინოვნიკები და ა.შ. ისინი გვეუბნებოდნენ, რომ ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და რადიკალურ ოპოზიციას უნდა ჰქონოდა უმრავლესობა ცესკოში. ეს იყო ორი მოთხოვნა, რომელიც არ შევასრულეთ. დანარჩენზე საზოგადოებამ იმსჯელოს, უნდა შეგვესრულებინა, თუ არა. ყველაფერი დანარჩენი შევასრულეთ აბსოლუტურად კეთილსინდისიერად. აქედანაც ჩანს, რომ იქ არავის აინტერესებდა არც რეფორმა, არც სხვა რამ, ევროპელი ჩინოვნიკები რასაც საუბრობდნენ, ეს იყო პირდაპირი, ან ირიბი ფორმით კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ ხელისუფლების დათმობა. ეს არ გავაკეთეთ და მერე გამოვიდნენ პირდაპირი საარჩევნო მოწოდებებით, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. არ არის ეს ჯანსაღი დამოკიდებულება დამოუკიდებელი სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ რისთვის ვიბრძოდით 80-90-იან წლებში და მოგვიანებით, მუდმივად გვიწევს ბრძოლა ერთადერთი რამისთვის, ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის შენარჩუნება. ასეთ დროს მოდის ვიღაც ჩინოვნიკი და გეუბნება, რომ პირდაპირ, მარტივად უნდა დათმო შენი სუვერენიტეტი, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა და ამაზე ვერავის გავყვებით, მათ შორის, ვერც ევროპელ ჩინოვნიკებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ყველა სიახლე

24 აპრილი 2025, 10:13
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

24 აპრილი 2025, 10:08
მსოფლიო
ტრამპმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერების ბრძანებას ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისწავლიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:04
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 09:40
მსოფლიო
ისრაელში ხანძარს ებრძვიან
ისრაელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმის მახლობლად ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, 8 თვითმფრინავი და ვერტმფრენებია ჩართული.

24 აპრილი 2025, 09:39
მსოფლიო
ტრამპი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ პუტინს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თვეს, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

24 აპრილი 2025, 09:22
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა.

24 აპრილი 2025, 09:10
მსოფლიო
სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება
სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მუშაობენ.

24 აპრილი 2025, 09:00
მსოფლიო
CNN: ევროპაში ფიქრობენ, რომ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს
რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 09:00
მსოფლიო
უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა
უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც ანდრეი ერმაკი წერს, უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

24 აპრილი 2025, 08:52
პოლიტიკა
გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს აღიარება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის
ეს აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები როგორც ჩვენ ვამბობდით, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

24 აპრილი 2025, 08:40
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს
სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

24 აპრილი 2025, 08:31
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ეუთოს გენმდივნის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთოს უაღრესად ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოსთან
დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის ერთგული იმ პრინციპებისა, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ეუთოს საქმიანობას, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

24 აპრილი 2025, 08:21
ეკონომიკა
ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა
ქართული დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.

24 აპრილი 2025, 08:14
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +24 და ღამით +16 გრადუსი იქნება.

24 აპრილი 2025, 02:36
პოლიტიკა
უჩა ნანუაშვილი: USAID-ი, აშშ-ის საელჩო საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში - გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა
რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ, რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

24 აპრილი 2025, 02:16
პოლიტიკა
ჯო უილსონი: მონაწილეობა მივიღე სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაში, ასევე ჰელსინკის კომისიის წევრებმა მიიწვიეს ის
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ისინი ჯო უილსონს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.

24 აპრილი 2025, 01:38
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ადმინისტრაციაზე: ეს ძალიან დიდი პრობლემაა
რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

24 აპრილი 2025, 01:29
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ მისი მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა შეუძლებელია
რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

24 აპრილი 2025, 00:48
პოლიტიკა
ჯონდი ბაღათურია: საქმე უფრო მძიმედ არის, მალე გავა სხვა კადრებიც, განიხილება შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა. საუბრებში მონაწილეობს არა მხოლოდ ნანუაშვილი და ზურაბიშვილი, არამედ საქართველოს ძველი მტერი, ბატონი ჯო უილსონი
საქმე უფრო მძიმედ არის, ვიდრე ამ ანონსში ჩანს და ახლა მალე გავა სხვა კადრებიც, თუმცა მინდა „იმედი LIVE“-ს ჰქონდეს ამის ექსკლუზივი, აქ მიდის, განიხილება საქართველოში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის მიერ რუს „პრანკერებთან“ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.