ირაკლი კობახიძე: რადიკალური ოპოზიცია, NGO-ები, უკრაინის ხელისუფლება, უცხოელი პოლიტიკოსები, სრული კოორდინაცია იყო იმისათვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, ამაზე არ წავედით

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
გადავდოთ გვერდზე, რაც იყო დახურულ კარს მიღმა, გახსოვთ საჯარო მოწოდებები, საჯარო განცხადებები, რომლებსაც აკეთებდნენ ჩვენი NGO-ების ლიდერები და პოლიტიკოსები ომთან დაკავშირებით პირდაპირ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.
პრემიერმა ასევე გაიხსენა მოწოდებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან.
„ერთი ადამიანი თუ გამოვიდა ან NGO-ებიდან, ან ოპოზიციიდან, ან დიპლომატებიდან, დღეს ხომ ბევრს საუბრობენ კონკრეტული ადამიანები, რომელიმემ დაგმო ან უარყოფითად შეაფასა თუნდაც, მაგალითად უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა შევხიდებოდით უკრაინას მსხვერპლის თვალსაზრისით? პირდაპირ ასეთი რამ თქვა, რომ ქალები, ბავშვები იღუპებიანო და დროა საქართველომ გადადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ამაში შეგვეხიდოსო. ასეთი განცხადება გააკეთა დანილოვმა. ვინმემ გააკრიტიკა? ერთი ოპონენტი ჰყავდა ამ განცხადებას? თან ეს ხომ პირდაპირი თავდასხმა იყო, შეტევა საქართველოზე, არა ხელისუფლებაზე, ეს იყო პირდაპირ თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ სახელმწიფოზე. ერთი კრიტიკოსი გამოჩნდა? რა თქმა უნდა - არა. როდესაც პოდოლიაკი გამოდიოდა, უკრაინის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და პირდაპირ მოგვიწოდებდა მეორე ფრონტისკენ, რომელიმე გამოვიდა, თქვა, რომ ეს იყო არასწორი? ყველაზე რბილი განცხადებაც რომ გაეკეთებინათ, არაფერი, არანაირი განცხადება იმიტომ, რომ სინამდვილეში იყო სრული კოორდინაცია. რომ მოდიოდა ეს ადამიანი და დახურულ კარს მიღმა მოთხოვნებს გვიყენებდა, მაგალითად სანქციებთან მიერთებასთან დაკავშირებით, როცა უარს ვამბობდით, მეორე დღეს გამოდიოდა ქუჩაში ოპოზიცია და ზუსტად იგივე მოთხოვნას აყენებდა. სრული კოორდინაცია იყო. მოსული იყო იგივე ადამიანი და ასეთი რამე თქვა მებრძოლ მოხალისეებთან დაკავშირებით - 2 თვითმფრინავი გაუშვი და მეტს არ გთხოვთო. ასეთი რაღაც თქვა სიტყვასიტყვით. როცა მიიღო უარი, მეორე დღეს დაგვიყენეს ქუჩაში ოპოზიცია. სრული კოორდინაცია იყო. აქეთ კონკრეტული ადამიანი, რომელიც მოდიოდა დახურულ კარს მიღმა, მერე შეუერთდა მას მოგვიანებით იმ ფონდის წარმომადგენელი, რომელიც ვახსენე, აქეთ რადიკალური ოპოზიცია, აქეთ NGO-ები, უკრაინის ხელისუფლება, უცხოელი პოლიტიკოსები, სრული კოორდინაცია იყო იმისათვის, რომ საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი. არ წავედით ამაზე და ამას მოჰყვა რა, არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, ვინმემ ახსნა, რატომ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2022 წლის ივნისში? არავითარი ახსნა და ა.შ. ყველაფერს ვიხსენებ, ეს ყველაფერი არქივში დევს ხომ. ეს ყველაფერი არის ის, რაც ხდებოდა საჯაროდ“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე

24 აპრილი 2025, 10:52
მსოფლიო
CNN: სტივ უიტკოფი პუტინს, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, ხვალ მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:30
ტექნოლოგიები
სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს
სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს.

24 აპრილი 2025, 10:20
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ
მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

24 აპრილი 2025, 10:13
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

24 აპრილი 2025, 10:08
მსოფლიო
ტრამპმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერების ბრძანებას ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისწავლიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:04
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 09:40
მსოფლიო
ისრაელში ხანძარს ებრძვიან
ისრაელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმის მახლობლად ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, 8 თვითმფრინავი და ვერტმფრენებია ჩართული.

24 აპრილი 2025, 09:39
მსოფლიო
ტრამპი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ პუტინს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თვეს, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

24 აპრილი 2025, 09:22
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა.

24 აპრილი 2025, 09:10
მსოფლიო
სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება
სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მუშაობენ.

24 აპრილი 2025, 09:00
მსოფლიო
CNN: ევროპაში ფიქრობენ, რომ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს
რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 09:00
მსოფლიო
უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა
უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც ანდრეი ერმაკი წერს, უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

24 აპრილი 2025, 08:52
პოლიტიკა
გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს აღიარება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის
ეს აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები როგორც ჩვენ ვამბობდით, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

24 აპრილი 2025, 08:40
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს
სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

24 აპრილი 2025, 08:31
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ეუთოს გენმდივნის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთოს უაღრესად ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოსთან
დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის ერთგული იმ პრინციპებისა, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ეუთოს საქმიანობას, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

24 აპრილი 2025, 08:21
ეკონომიკა
ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა
ქართული დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.

24 აპრილი 2025, 08:14
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +24 და ღამით +16 გრადუსი იქნება.

24 აპრილი 2025, 02:36
პოლიტიკა
უჩა ნანუაშვილი: USAID-ი, აშშ-ის საელჩო საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში - გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა
რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ, რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

24 აპრილი 2025, 02:16
პოლიტიკა
ჯო უილსონი: მონაწილეობა მივიღე სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაში, ასევე ჰელსინკის კომისიის წევრებმა მიიწვიეს ის
ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ისინი ჯო უილსონს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.