20 მარტი 2025, 00:09 / სანდო წყარო

პრემიერი: შენ ხომ ზუსტად იცი, როცა ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, ხელისუფლებაში გინდა მოიყვანო სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები, სინამდვილეში აქციებზე დგანან ის ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევდნენ ერთ-ერთს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

არ შეიძლება, რაიმე მოცემულობაში ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის უმრავლესობა გაჰყვეს სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას და გახარიას პარტიას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.

მთავრობის მეთაურმა ქვეყანაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სინამდვილეში, აქციები უწყვეტად 26 ოქტომბრიდან დაიწყო.

„თვითონ არ უყვართ ხოლმე ამის გახსენება, უყვართ ხოლმე 28 ნოემბრიდან ათვლის დაწყება, თუმცა სინამდვილეში, აქციები დაიწყო უწყვეტად 26 ოქტომბრიდან. 5 დღე იყო ნამდვილი ომის იმიტაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით ჩაგდების მცდელობა, ეს იყო 28 ნოემბრიდან. დღესაც 300-350 კაცი იკრიბება ყოველდღე, ეს არის ორგანიზებული აქტივი. რეალურად მასშტაბური ძალადობრივი აქციები 28 ნოემბერს დაიწყო და გაგრძელდა 5 დღე. დანარჩენი, საშუალოდ იკრიბება 300-350-400 კაცი, ეს არის რეალური მოცემულობა. რეალურად, ეს არის დაფინანსებული აქტივი და იხდიან ბიუჯეტში თანხებს, 5 ათასი ლარი კაცზე, საკუთარი ნებით ავსებენ ბიუჯეტს. მართლა საოცარი მოვლენაა. მეორე მხრივ, ირონია რომ გვერდზე გადავდოთ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზული თანხებიც არის ჩართული ამ პროცესებში, თუმცა შედეგს ვერ აღწევენ ერთი მარტივი მიზეზის გამო. ეს არის კულტურული ქვეყანა. არ შეიძლება, რაიმე მოცემულობაში ხალხის მხარდაჭერა ჰქონდეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. არ შეიძლება. ქართველი ხალხის უმრავლესობა ამ გზას არ დაადგება არც ერთ შემთხვევაში და როგორ შეიძლება, ქართველი ხალხის უმრავლესობა გაჰყვეს სააკაშვილის პარტიას, გვარამიას პარტიას, ხაზარაძის პარტიას და გახარიას პარტიას. როგორ შეიძლება, გქონდეს მაგის მოლოდინი, რომ ვინმე შეიძლება გაჰყვეს ამ ადამიანებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ფარსია განცხადებები იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეები პოლიტიკურ პარტიებს ემიჯნებიან, ვინაიდან ისინი რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ.

„ჩვენ რომ მიგვეღო ამ არჩევნებში არა 1 120 000 ხმა, არამედ რამდენიც მიიღეს მათ - დაახლოებით 750 000 ხმა, ამ შემთხვევაში ვინ მოდიოდა ხელისუფლებაში? მოდიოდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. თუ ემიჯნებიან, რატომ ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს. თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ ჩატარდა რიგგარეშე არჩევნები, ხომ იმიტომ უნდათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოიგოს. არის ოპოზიციურად განწყობილი ის 300 კაცი, ვინც გამოდის, უნდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვეღარ მოიგოს არჩევნები და ჩვენ ავიღოთ არა 54%, არამედ მაგალითად 40% შემდეგ არჩევნებში. ასეთ შემთხვევაში რა ხდება? ხელისუფლებაში მოდიან სააკაშვილი, გვარამია, ხაზარაძე და გახარია. რიგგარეშე არჩევნებს თუ ითხოვენ, როგორ ემიჯნებიან ამათ? ორ თვეში რა ახალი პარტიები უნდა გამოჩნდეს. შენ ხომ ზუსტად იცი, როცა ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს, რომ ხელისუფლებაში გინდა მოიყვანო სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები. რამხელა ფარსია, ხომ ხედავთ? სინამდვილეში იმ აქციებზე დგანან მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ხმას აძლევდნენ ამ 4 პარტიიდან ერთ-ერთს და დღეს არიან იმედგაცრუებული იმის გამო, რომ წააგეს არჩევნები. ეს არის რეალობა. 26 ოქტომბერს რატომ ვიხსენებ და რატომ იხსენებენ ისინი მხოლოდ 28 ნოემბერს, იმიტომ, რომ სინამდვილეში ამ აქციების რეალური მიზეზი იყო არა რაიმე განცხადება. დღეს რაიმე მოთხოვნა აქვთ ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით? ხომ ვითომ ევროინტეგრაციის გამო გამოვიდნენ ქუჩაში? ორი მოთხოვნა აქვთ სულ - ერთი არის პატიმრების გათავისუფლება და მეორე - რიგგარეშე არჩევნები. სად არის ევროკავშირი? 78-ე მუხლი ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში და ამ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა რადიკალურმა ოპოზიციამ თავის დროზე, ეს იყო 2017 წელი. რაც შეეხება ჩვენს 28 ნოემბრის განცხადებას, ამ განცხადებამ გამოიღო ძალიან სერიოზული შედეგი - შეწყდა შანტაჟი ამ თემით, რასაც ჰქვია მოლაპარაკებების გახსნა. ჩვენი ქვეყანა მუდმივ შანტაჟს ნამდვილად ვერ გაუძლებდა. ჩვენ ამოვედით სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. სამ თვეში ერთხელ იკრიბება ევროპული საბჭო და ნახეთ, რა იყო დაგეგმილი. შარშან დეკემბერში უნდა შეკრებილიყვნენ და ეთქვათ, არ გიხსნი მოლაპარაკებებს, შემდეგ მარტში - არ გიხსნი მოლაპარაკებებს, მერე ივნისში, სექტემბერში, დეკემბერში და ასე უნდა გაგრძელებულიყო უსასრულოდ 2028 წლის ჩათვლით, არ ვიცი, 2029-ში რა მოხდებოდა. ამას უბრალოდ ვერ გაუძლებდა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ არავისთვის მიგვეცა ქვეყნის მუდმივად შანტაჟის ქვეშ დატოვების საშუალება და ამ შედეგს მივაღწიეთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

18 აპრილი 2025, 03:07

მსოფლიო

ტრამპი: მიმდინარე კვირაში აშშ რუსეთისგან პასუხს მოისმენს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირაში აშშ რუსეთისგან პასუხს მოისმენს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის წინადადებაზე.

იულია სვირიდენკო სკოტ ბესენტი

18 აპრილი 2025, 02:09

მსოფლიო

სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმება: უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს

უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

ვოლოდიმირ ზელენსკი

18 აპრილი 2025, 01:46

მსოფლიო

ზელენსკი: სუმზე დარტყმას შეცდომა არ შეიძლება ეწოდოს, როგორც ეს ტრამპმა თქვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აშშ-ის ადმინისტრაციის, კერძოდ დონალდ ტრამპის რბილ რეაქციაზე ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ქალაქებზე რუსეთის დარტყმებთან დაკავშირებით.

პიტ ჰეგსეტი

18 აპრილი 2025, 00:58

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივანი საფრანგეთს მოუწოდებს, გაზარდოს თავდაცვითი ხარჯები

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი საფრანგეთს მოუწოდებს, გაზარდოს თავდაცვითი ხარჯები და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ერთად, ევროპის კონვენციური თავდაცვის ძირითადი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე.

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2025, 00:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის ელჩი მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს რომ უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს, რომ ამას პოლიტიკური სარჩული აქვს, შემდეგ შეშფოთება არის ფარსი

ევროკავშირის ელჩი, მასპინძელი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს უმალავს თუ რას აფინანსებს მისი ბიუჯეტიდან და თან აღიარებს, რომ დაფინანსებას პოლიტიკური სარჩული აქვს, ამის შემდეგ ძალად გაკვირვებულ სახეებს, აღშფოთებას და შეშფოთებას რომ ვხედავთ ევროპელი ჩინოვნიკების მხრიდან, ყველაფერი არის ფარსი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2025, 00:45

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ეროვნული ინტერესები ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ამ ეროვნულ ინტერესებს მივყვებით. ვერ გადაგვახვევინებს აქედან ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც პარიზი და სხვა რომელიმე დიდი დედაქალაქი

ერთ რამეს ვეტყვი ყველას - საქართველოს ეროვნული ინტერესები ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენთვის და ამ ეროვნულ ინტერესებს მივყვებით. ვერ გადაგვახვევინებს აქედან ვერც მოსკოვი, ვერც ბრიუსელი, ვერც პარიზი და სხვა რომელიმე დიდი დედაქალაქი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“.

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2025, 00:44

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: აჯობებს, რომ ექსტრემისტულმა, რადიკალურმა ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს

აჯობებს, რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „იმედი Live-ში“ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის შესახებ საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2025, 00:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს

უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი მოლოდინი, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება, არ მაქვს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

გური სულთანიშვილი

18 აპრილი 2025, 00:20

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: ჩვენ უნდა ზუსტად გავიაზროთ და აღვწეროთ რადაც ევროპა გადაიქცა - ანუ ევროპა რაც იყო, შეგვიძლია იმას ვუწოდოთ ყოფილი ევროპა

საბჭოთა კავშირი როდესაც დაიშალა, პოსტ-საბჭოთა ტრანზიციის პერიოდში დასავლეთი მივიღეთ აბსოლუტურ სიკეთედ. ამის მაგარი ხატმწერი გამოსახულება არის, ვანო მერაბიშვილი ეუბნება თუ არ ვცდები ნიკა გვარამიას სატელეფონო ჩანაწერში, რომ ქვემოთ რაღაცა უბრალოდ უცხოელის გვარი ჯონ რაღაცა, ჯონ ჯონსი მიაწერეო და უკვე ხალხი დაიჯერებსო, - განაცხადა ფილოსოფოსმა, გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

18 აპრილი 2025, 00:19

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ

გამოსავალი ყოველთვის სუვერენიტეტში იქნება და იმაში, რომ შანტაჟს არ ავყვეთ. როდესაც შანტაჟის რაიმე ფორმას წაჰყვები, იქ მიშა სააკაშვილს რაც დაემართა დაახლოებით ის დაგემართება, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რა არის გამოსავალი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

18 აპრილი 2025, 00:15

რეგიონი

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

18 აპრილი 2025, 00:14

პოლიტიკა

გური სულთანიშვილი: ევროპულ ბიუროკრატიაში, ტექნოკრატიაში, ყოველთვის ვხედავდი ორმაგ სტანდარტს, „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“ - ჩვენ სულ ამ პრინციპით გვიდგებოდნენ

ევროპაში და განსაკუთრებით, ევროპულ ბიუროკრატიაში, ტექნოკრატიაში, რადაც ახლა არის გადაქცეული, ყოველთვის ვხედავდი ორმაგ სტანდარტს, ანუ ეთიკურ რელატივიზმს. „რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს“ - ამ პრინციპით გვიდგებოდნენ ჩვენ სულ, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა გური სულთანიშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE” განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2025, 00:07

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: როდესაც იმ ყველაფრის შემოქმედები, რასაც საგამოძიებო კომისია განიხილავს, კვლავ რჩებიან პოლიტიკურ სივრცეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავივიწყოთ ის, რაც მათ ჩაიდინეს და აკადრეს ჩვენს ქვეყანას

როდესაც იმ ყველაფრის შემოქმედები, რასაც საგამოძიებო კომისია განიხილავს, კვლავ რჩებიან პოლიტიკურ სივრცეში, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავივიწყოთ ის, რაც მათ ჩაიდინეს და აკადრეს ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

18 აპრილი 2025, 00:05

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%, ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს, ზრდა არ ექნებათ

დღეს რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა 1%-ია და საქართველოში 10%. ეს იმიტომ არის, რომ ჩვენ ეკონომიკურად სწორად ვფიქრობთ. თუ ვიზები ჩაკეტეს, ტურისტი არ შეუშვეს, რომელიც ფულს ხარჯავს იმ ქვეყანაში, ესეც [ზრდა] არ ექნებათ. ქართველი ხალხი ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

18 აპრილი 2025, 00:02

მსოფლიო

მარკო რუბიომ და სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2025, 23:49

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ახლახან საფრანგეთის პრეზიდენტობის ყველაზე მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ჩამოაცილეს საპრეზიდენტო რბოლას. მიუსაჯეს 5 წელი თავისუფლების აღკვეთა და ამ ქვეყნის ელჩი ფიქრობს, რომ მან ჩვენ უნდა გვასწავლოს დემოკრატია?!

საელჩოებში რასაც ჩვენ ვხედავთ, არც ერთ ჩვენს პრეტენზიაზე, კითხვაზე, სინამდვილეში, პასუხს ხომ არ ვისმენთ, არის აბსოლუტური ყრუ კედელი, ცალმხრივი განცხადებები. ალბათ, წარმოდგენა აქვთ, რომ ძალამ აღმართი უნდა ახნას - ეს საბჭოთა მენტალიტეტია, რომელმაც სამწუხაროდ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წყალობით ბრიუსელის ბიუროკრატიაში დაისადგურა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2025, 23:39

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტიევროპა

რასაც სჩადის ზოგიერთი ელჩი და ბიუროკრატი, ეს არის ანტი ევროპა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2025, 23:37

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სანქციები ვინ დაგვიწესა პირველად? - რუსეთმა! ემბარგოები? ვიზები ვინ შეაჩერა პირველად საქართველოსთან? - რუსეთმა. დეპორტირებულები საიდან მოდიოდნენ პირველად? - რუსეთიდან. ერთი-ერთში ასე აკეთებენ [ევროპელი პარტნიორები]

წამყვანმა მას ჰკითხა, ხომ არ სჯობს იმ დროს, როდესაც საფრანგეთის საელჩო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების წარმომადგენლებს აფინანსებს, ელჩს დაუდონ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2025, 23:36

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უცხოელების ფულზე დამოკიდებული „სამოქალაქო საზოგადოება“ ვერანაირად მოემსახურება ქართველი ხალხის ინტერესებს

ოპოზიციას თუ სურს, რომ მართლა წარმოადგენდეს ქართულ საზოგადოებას, დაარწმუნოს ბიზნესი, მოქალაქეები ან სხვები, რომ გადაიხადონ ფული მათ საქმიანობაში, მაგრამ სინამდვილეში შიგნით მათ საქმეს არავინ აფასებს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.

შალვა პაპუაშვილი

17 აპრილი 2025, 23:30

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია და წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი

საფრანგეთის ელჩს „ნაცები“ რომ დემოკრატია ჰგონია, ესაა პრობლემა. წამების სისტემის შემქმნელი პარტიის წარმომადგენლებისთვის ხელფასის გადახდას რომ ეძახის ადამიანი დემოკრატიის განვითარებას, ზედმეტია აქ საუბარი, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ სამოქალაქო საზოგადოების პროექტების მხარდასაჭერად, საელჩოს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია.