პრემიერი: აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ, რომელმაც გამოიყენა რეზინის ტყვიები. 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა თვალი დაკარგა, ესეც ხომ ფარისევლობაა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
უდიდესი რისკების მიუხედავად, ჩვენ რაც გვქონდა მთავარი ამოცანა დასახული, ის პირნათლად შევასრულეთ - არც ერთ ადამიანს არ დარჩა რაიმე კვალი ჯანმრთელობაზე, ამ მასშტაბის ძალადობის მიუხედავად და ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისივე თქმით, დღეს აღშფოთებული ადამიანები დგანან გახარიას მხარდამხარ, რომელმაც საქმე მიიყვანა იქამდე, რომ გამოიყენა რეზინის ტყვიები და 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა თვალი დაკარგა.
„ჩვენ გვქონდა მთავარი ამოცანა, რისკები იყო უდიდესი, მათ შორის, მსხვერპლის რისკიც კი იყო უდიდესი, ყველანაირი განვითარება იყო მოსალოდნელი, იმდენად მძიმე იყო ძალადობა, იყო ომის იმიტაცია. ამ უდიდესი რისკების მიუხედავად, ჩვენ რაც გვქონდა მთავარი ამოცანა დასახული, ის ამოცანა შევასრულეთ, რომ არც ერთ ადამიანს არ დარჩა რაიმე კვალი ჯანმრთელობაზე, ეს ამოცანა პირნათლად შესრულდა, ამ მასშტაბის ძალადობის მიუხედავად და ამას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, პირველ რიგში, შს მინისტრის მხრიდან, გდდ-ს ხელმძღვანელობის მხრიდან და ა.შ. მარტივი არ არის ეს, როდესაც იცი, რომ პოლიციელების მიმართ ასეთი მასშტაბის ძალადობაა, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ა.შ. და მათ უნდა მოთოკონ ემოციები. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება 10 000-მა კაცმა, ჯამურად, როტაციები ხომ იყო, შეძლო საკუთარი ემოციების კონტროლქვეშ შენარჩუნება და საბოლოო ჯამში, შემოვიფარგლეთ მხოლოდ 2 სამწუხარო, მძიმე ინციდენტით. ინსტრუქციების გარეშე, სწორი მითითებების გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ ეს შედეგი. აღშფოთებულნი რომ არიან დღეს ვიღაცები, ისინი ამ პროტესტში მონაწილეობენ გახარიას მხარდამხარ და მაშინ შეგახსენებთ, რაც იყო. არ გამოიყენა სხვა ზომები გახარიამ, მათ შორის, არც წყლის ჭავლი, არც გაზი, შედარებით რბილი ზომები, საქმე მიიყვანა იქამდე, რომ ესკალაციამ, ხელოვნურად მიაღწია მაქსიმუმს და იქ უკვე, აბსოლუტურად გაუგებარი ფორმით, გამოიყენა რეზინის ტყვიები და შედეგად მივიღეთ ის, რომ 7 ადამიანს დარჩა მძიმე კვალი ჯანმრთელობაზე, საიდანაც ორმა დაკარგა თვალი. აქაც ფარისევლობაა. კონკრეტული ადამიანები დღეს დგანან გახარიას გვერდით, რომელმაც 7 ადამიანს დაატყო მუდმივი კვალი ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ იმაზეც ვართ პასუხისმგებელი, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ვერ მოთოკეს საკუთარი ემოციები, მაგრამ რაც გვქონდა ამოცანა, რომ არც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას არ დარჩენოდა რაიმე კვალი, ეს შევასრულეთ და ეს მოხერხდა ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, პირველ რიგში შს-მინისტრის, გდდ-ს ხელმძღვანელობის, ქალაქის ხელმძღვანელობის და ა.შ. მუშაობის შედეგად, სწორედ ამ მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურად მოვახერხეთ ინციდენტების თავიდან არიდება, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა რამდენიმე მძიმე ინციდენტის თავიდან არიდება“, - აღნიშნა პრემიერმა.
ყველა სიახლე

22 აპრილი 2025, 23:55
მსოფლიო
მარკო რუბიო და სტივ უიტკოფი 23 აპრილს ლონდონში უკრაინასთან და ევროპულ სახელმწიფოებთან შეხვედრას არ დაესწრებიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი 23 აპრილს ლონდონში უკრაინასთან და ევროპულ სახელმწიფოებთან შეხვედრას არ დაესწრებიან. ინფორმაციას ამის შესახებ Financial Times-ი ავრცელებს.

22 აპრილი 2025, 23:46
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: თუ საქართველოს ხელისუფლება მართლა გათავისუფლდა „დიფ სთეითის“ ბატონობისგან, მაშინ ამან ასახვა უნდა პოვოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკაზე
თუ საქართველოს ხელისუფლება მართლა გათავისუფლდა „დიფ სთეითის“ ბატონობისგან, მაშინ ამან ასახვა უნდა პოვოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკაზე.

22 აპრილი 2025, 23:03
მსოფლიო
Financial Times: პუტინი წინადადებით გამოვიდა, უკრაინაში მიმდინარე შეჭრა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ შეჩერდეს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი წინადადებით გამოვიდა, უკრაინაში მიმდინარე შეჭრა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ შეჩერდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 აპრილი 2025, 22:38
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა იურიდიულად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იურიდიულად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას.

22 აპრილი 2025, 22:14
საზოგადოება
მეუფე შიო: საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი
საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი.

22 აპრილი 2025, 21:58
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ის იყო უსამართლო, ტყუილზე და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუცია, რომელიც ოპოზიციის ნარატივს ემსახურებოდა
ის იყო უსამართლო, ტყუილზე და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუცია, რომელიც ოპოზიციის ნარატივს ემსახურებოდა.

22 აპრილი 2025, 21:46
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ძირითადად თავმოყრილნი არიან ის დეპუტატები, რომელთა მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის ყველანაირად ხელის შეწყობა იყო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ძირითადად თავმოყრილნი არიან ის დეპუტატები, რომელთა მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის ყველანაირად ხელის შეწყობა იყო.

22 აპრილი 2025, 21:34
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

22 აპრილი 2025, 21:30
მსოფლიო
ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 - დაშავდა
ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 - დაშავდა.

22 აპრილი 2025, 21:24
პოლიტიკა
გიორგი შარაბიძე: განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესში ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესში ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე.

22 აპრილი 2025, 21:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რადიკალები ელოდებიან რა პასუხი და დავალება ექნებათ უცხოეთიდან და შემდგომ ისე გადადგამენ ნაბიჯებს
რადიკალები ელოდებიან რა პასუხი და დავალება ექნებათ უცხოეთიდან და შემდგომ ისე გადადგამენ ნაბიჯებს,- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

22 აპრილი 2025, 21:08
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უსინდისო მდგომარეობამდე დადიან ის აქტორები, რომლებიც თვალებზე ხელებს იფარებენ და არ უნდათ დაინახონ რეალობა, რომელიც თბილისში გაჩაღებულმა ომის იმიტაციამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას
უსინდისო მდგომარეობამდე დადიან ის აქტორები, რომლებიც თვალებზე ხელებს იფარებენ და არ უნდათ დაინახონ რეალობა, რომელიც თბილისში გაჩაღებულმა ომის იმიტაციამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

22 აპრილი 2025, 20:56
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციების არცერთი პროგრამა არანაირ სიკეთეს არ ემსახურება, თუ არა რევოლუციური პროცესის განვითარებას
არასამთავრობო ორგანიზაციების არცერთი პროგრამა არანაირ სიკეთეს არ ემსახურება, თუ არა რევოლუციური პროცესის განვითარებას.

22 აპრილი 2025, 20:56
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის სპიკერი: დღეს ზურაბ წერეთლის გარდაცვალებას ვგლოვობთ - ხელოვანი, რომელმაც გაეროს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუში შექმნა
დღეს ზურაბ წერეთლის გარდაცვალებას ვგლოვობთ - ხელოვანი, რომელმაც გაეროს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუში შექმნა, - განაცხადა გაერროს გენეწრალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა.

22 აპრილი 2025, 20:44
პოლიტიკა
დიპლომატთა შერჩევითი სამართალი. „ქრონიკის" სიუჟეტი
ძალადობა რომ მიუღებელია, ეს ზოგადი თეზისი იკითხება ევროკავშირის საელჩოს პასუხში კითხვაზე, რომელიც აქციის მონაწილის მიერ ნასროლი საგნით მხედველობადაკარგულ პოლიციელს ეხებოდა. „ქრონიკა“ დაინტერესდა, როგორ აიხსნება საელჩოების და მესამე სექტორის მიერ მშვიდობიანად წოდებულ აქციებზე 171 სამართალდამცველის დაშავება.

22 აპრილი 2025, 20:38
პოლიტიკა
საფრანგეთის მდუმარე საელჩო. „ქრონიკის" სიუჟეტი
რისთვის დაფინანსდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრთა ორგანიზაციები? საფრანგეთის საელჩო დაჩქარებულად გაცემული გრანტების შესახებ ისევ არაფერს ამბობს. ეს დუმილი მმართველი გუნდისთვის ბევრ რამეს აჩვენებს.

22 აპრილი 2025, 20:34
პოლიტიკა
შეხვედრები აშშ-ში - გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება. „ქრონიკის" სიუჟეტი
შეხვედრები მსოფლიო ბანკის ლიდერებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდში. აშშ- საქართველოს დელეგაციის ვიზიტი მაღალი დონის კავშირებით და მკაფიო გზავნილებით დაიწყო. მათ შორის არის გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება. ამერიკაშია პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რას ნიშნავს ეს ვიზიტი და გზავნილები ქართული ეკონომიკისთვის.

22 აპრილი 2025, 20:32
პოლიტიკა
გიორგი ცუცქირიძე ოპოზიციის სპეკულაციებზე: რომელ ეკონომიკის ჩამოშლაზე ან საბიუჯეტო კრიზისზეა საუბარი, როდესაც საშემოსავლო გადასახადების ხაზით საპროგნოზო მაჩვენებლები გადაჭარბებით არის შესრულებული
რომელ ეკონომიკის ჩამოშლაზე ან საბიუჯეტო კრიზისზეა საუბარი, როდესაც საშემოსავლო გადასახადების ხაზით საპროგნოზო მაჩვენებლები გადაჭარბებით არის შესრულებული.

22 აპრილი 2025, 20:32
მსოფლიო
The Washington Post: უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც ოთხშაბათს ლონდონში შეიკრიბებიან, აშშ-ის შეთავაზების წინაშე დადგებიან, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის აღიარებას ითვალისწინებს
უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც ოთხშაბათს ლონდონში შეიკრიბებიან, აშშ-ის შეთავაზების წინაშე დადგებიან, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის აღიარებას და სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ფრონტის ხაზის გაყინვას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 აპრილი 2025, 20:29
პოლიტიკა
მხილებული ოპოზიცია. „ქრონიკის" სიუჟეტი
შიდა თუ გარე ძალების მცდელობის მიუხედავად, ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი შედგა. პოლიტიკოსები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციას ჯერ კიდევ არჩევნების შეფასების გამო გაუბრაზდნენ, ახლა ვიზიტის მნიშვნელობას აკნინებენ. საინტერესოა, რომ სტუმარს საქართველოში ჩამოსვლაზე უარისკენ იმ მიზეზით მოუწოდებდნენ, რომ ეს, მათივე სიტყვებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებად აღიქმებოდა. დღეს უკვე ასეთი არგუმენტები ისმის: ეუთო ყველგან ჩადის და რუსეთი მისი წევრია. მათი ლოგიკით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის საქართველოში ყოფნა არაფერს ნიშნავს.