პრემიერი: ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს, იმდენად მართლები ვართ, ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, იმ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც გადაწყვიტა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვერ დაველაპარაკებით

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები ნებისმიერ ფორმატში, იმდენად მართლები ვართ და იმდენად გვაქვს ამის რწმენა, რომ ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა, საჯაროდ თუ არასაჯაროდ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.
პრემიერის თქმით, ოპონენტებმა, მათ შორის, პროტესტის მონაწილეებმა იციან, რომ არაფერში არიან მართლები და არ მიდიან ამ წინადადებაზე.
„ჩვენ საუბარი გვექნება მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციასთან. რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას, მით უმეტეს, იმ არასაპარლამენტო ოპოზიციას, რომელმაც თვითონ გადაწყვიტა, არასაპარლამენტო ოპოზიცია ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ვერ დაველაპარაკებით. ისინი პირდაპირ წავიდნენ სისტემის წინააღმდეგ. გამოუცხადეს საბოტაჟი სისტემას. მათთან ბუნებრივია, არაფერი გვაქვს სალაპარაკო, მაგრამ ვინც ეს საბოტაჟი არ გამოაცხადა, გნებავთ იყოს არასაპარლამენტო, მაგრამ თუ არ იყო ჩართული საბოტაჟში, მათთან ვისაუბრებთ. დაახლოებით ათი განცხადება გავაკეთე, ხან ბრიფინგზე, ხან მთავრობის სხდომაზე. ნებისმიერი ათი ადამიანი მოვიდეს და დაველაპარაკები ნებისმიერ ფორმატში. გონივრული ფორმატი შევარჩიოთ, ათი კაცი დამიჯდეს, გინდა საჯაროდ, გინდა არასაჯაროდ. მოვიდნენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ პროტესტის განცდა და რომლებიც არ იღებენ ფულს აგენტურული საქმიანობისთვის. ნებისმიერი ადამიანი მოვიდეს, მოვიდნენ ადამიანები, ვისაც მოსწონს ხაზარაძე, გიჟდება გვარამიაზე, მოვიდნენ. ნებისმიერ ფორმატში. ამაზე გახსნილი ხელისუფლება მე არ ვიცი, სადმე თუ არის. იმდენად მართლები ვართ და იმდენად გვაქვს ამის რწმენა, რომ ნებისმიერ ფორმატზე ვართ თანახმა. საჯაროდ თუ არასაჯაროდ. რატომ არ გველაპარაკება არავინ, იმიტომ, რომ მათ, იციან, მათ შორის ამ პროტესტის მონაწილეებმა რომ არაფერში არ არიან მართლები. როგორ შეიძლება, მოლდოვა და საქართველო ერთად დააყენო და მოლდოვას მისცე კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსი თუ ასე აწუხებდათ, ხომ უსამართლოდ არ მოგვცეს სტატუსი, სადმე რაიმე გააპროტესტეს? რომ ამბობდნენ, რომ USAID-ი და NED-ი თუ დაიხურება ქვეყანაში, ეს ქვეყანა დაიქცევაო, სადმე გააპროტესტეს, როდესაც აშშ-მ დახურა USAID-ი და NED-ი? ხომ ყველაფერი ფარისევლობა და სიყალბეა?“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე

22 აპრილი 2025, 23:46
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: თუ საქართველოს ხელისუფლება მართლა გათავისუფლდა „დიფ სთეითის“ ბატონობისგან, მაშინ ამან ასახვა უნდა პოვოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკაზე
თუ საქართველოს ხელისუფლება მართლა გათავისუფლდა „დიფ სთეითის“ ბატონობისგან, მაშინ ამან ასახვა უნდა პოვოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკაზე.

22 აპრილი 2025, 23:03
მსოფლიო
Financial Times: პუტინი წინადადებით გამოვიდა, უკრაინაში მიმდინარე შეჭრა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ შეჩერდეს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი წინადადებით გამოვიდა, უკრაინაში მიმდინარე შეჭრა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ შეჩერდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 აპრილი 2025, 22:38
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინა იურიდიულად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა იურიდიულად არ ცნობს ყირიმის ოკუპაციას.

22 აპრილი 2025, 22:14
საზოგადოება
მეუფე შიო: საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი
საოცარია, რომ ჩვენი ქვეყანა გახდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ამით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოავლინა განსაკუთრებული სიყვარული ჩვენდამი.

22 აპრილი 2025, 21:58
პოლიტიკა
ვლადიმერ ბოჟაძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ის იყო უსამართლო, ტყუილზე და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუცია, რომელიც ოპოზიციის ნარატივს ემსახურებოდა
ის იყო უსამართლო, ტყუილზე და დეზინფორმაციაზე დაფუძნებული რეზოლუცია, რომელიც ოპოზიციის ნარატივს ემსახურებოდა.

22 აპრილი 2025, 21:46
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ძირითადად თავმოყრილნი არიან ის დეპუტატები, რომელთა მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის ყველანაირად ხელის შეწყობა იყო
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ძირითადად თავმოყრილნი არიან ის დეპუტატები, რომელთა მიზანი საქართველოში ხელისუფლების შეცვლისთვის ყველანაირად ხელის შეწყობა იყო.

22 აპრილი 2025, 21:34
საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

22 აპრილი 2025, 21:30
მსოფლიო
ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 - დაშავდა
ინდოეთის ჩრდილოეთით მდებარე ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 27 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 - დაშავდა.

22 აპრილი 2025, 21:24
პოლიტიკა
გიორგი შარაბიძე: განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესში ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესში ვისაუბროთ მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე.

22 აპრილი 2025, 21:12
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რადიკალები ელოდებიან რა პასუხი და დავალება ექნებათ უცხოეთიდან და შემდგომ ისე გადადგამენ ნაბიჯებს
რადიკალები ელოდებიან რა პასუხი და დავალება ექნებათ უცხოეთიდან და შემდგომ ისე გადადგამენ ნაბიჯებს,- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

22 აპრილი 2025, 21:08
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: უსინდისო მდგომარეობამდე დადიან ის აქტორები, რომლებიც თვალებზე ხელებს იფარებენ და არ უნდათ დაინახონ რეალობა, რომელიც თბილისში გაჩაღებულმა ომის იმიტაციამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას
უსინდისო მდგომარეობამდე დადიან ის აქტორები, რომლებიც თვალებზე ხელებს იფარებენ და არ უნდათ დაინახონ რეალობა, რომელიც თბილისში გაჩაღებულმა ომის იმიტაციამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას.

22 აპრილი 2025, 20:56
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის სპიკერი: დღეს ზურაბ წერეთლის გარდაცვალებას ვგლოვობთ - ხელოვანი, რომელმაც გაეროს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუში შექმნა
დღეს ზურაბ წერეთლის გარდაცვალებას ვგლოვობთ - ხელოვანი, რომელმაც გაეროს შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუში შექმნა, - განაცხადა გაერროს გენეწრალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დიუჟარიკმა.

22 აპრილი 2025, 20:56
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არასამთავრობო ორგანიზაციების არცერთი პროგრამა არანაირ სიკეთეს არ ემსახურება, თუ არა რევოლუციური პროცესის განვითარებას
არასამთავრობო ორგანიზაციების არცერთი პროგრამა არანაირ სიკეთეს არ ემსახურება, თუ არა რევოლუციური პროცესის განვითარებას.

22 აპრილი 2025, 20:44
პოლიტიკა
დიპლომატთა შერჩევითი სამართალი. „ქრონიკის" სიუჟეტი
ძალადობა რომ მიუღებელია, ეს ზოგადი თეზისი იკითხება ევროკავშირის საელჩოს პასუხში კითხვაზე, რომელიც აქციის მონაწილის მიერ ნასროლი საგნით მხედველობადაკარგულ პოლიციელს ეხებოდა. „ქრონიკა“ დაინტერესდა, როგორ აიხსნება საელჩოების და მესამე სექტორის მიერ მშვიდობიანად წოდებულ აქციებზე 171 სამართალდამცველის დაშავება.

22 აპრილი 2025, 20:38
პოლიტიკა
საფრანგეთის მდუმარე საელჩო. „ქრონიკის" სიუჟეტი
რისთვის დაფინანსდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრთა ორგანიზაციები? საფრანგეთის საელჩო დაჩქარებულად გაცემული გრანტების შესახებ ისევ არაფერს ამბობს. ეს დუმილი მმართველი გუნდისთვის ბევრ რამეს აჩვენებს.

22 აპრილი 2025, 20:34
პოლიტიკა
შეხვედრები აშშ-ში - გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება. „ქრონიკის" სიუჟეტი
შეხვედრები მსოფლიო ბანკის ლიდერებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდში. აშშ- საქართველოს დელეგაციის ვიზიტი მაღალი დონის კავშირებით და მკაფიო გზავნილებით დაიწყო. მათ შორის არის გრძელვადიანი თანამშრომლობის დაპირება. ამერიკაშია პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. რას ნიშნავს ეს ვიზიტი და გზავნილები ქართული ეკონომიკისთვის.

22 აპრილი 2025, 20:32
პოლიტიკა
გიორგი ცუცქირიძე ოპოზიციის სპეკულაციებზე: რომელ ეკონომიკის ჩამოშლაზე ან საბიუჯეტო კრიზისზეა საუბარი, როდესაც საშემოსავლო გადასახადების ხაზით საპროგნოზო მაჩვენებლები გადაჭარბებით არის შესრულებული
რომელ ეკონომიკის ჩამოშლაზე ან საბიუჯეტო კრიზისზეა საუბარი, როდესაც საშემოსავლო გადასახადების ხაზით საპროგნოზო მაჩვენებლები გადაჭარბებით არის შესრულებული.

22 აპრილი 2025, 20:32
მსოფლიო
The Washington Post: უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც ოთხშაბათს ლონდონში შეიკრიბებიან, აშშ-ის შეთავაზების წინაშე დადგებიან, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის აღიარებას ითვალისწინებს
უკრაინელი და ევროპელი ოფიციალური პირები, რომლებიც ოთხშაბათს ლონდონში შეიკრიბებიან, აშშ-ის შეთავაზების წინაშე დადგებიან, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის აღიარებას და სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ფრონტის ხაზის გაყინვას ითვალისწინებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Washington Post-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

22 აპრილი 2025, 20:29
პოლიტიკა
მხილებული ოპოზიცია. „ქრონიკის" სიუჟეტი
შიდა თუ გარე ძალების მცდელობის მიუხედავად, ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი შედგა. პოლიტიკოსები, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციას ჯერ კიდევ არჩევნების შეფასების გამო გაუბრაზდნენ, ახლა ვიზიტის მნიშვნელობას აკნინებენ. საინტერესოა, რომ სტუმარს საქართველოში ჩამოსვლაზე უარისკენ იმ მიზეზით მოუწოდებდნენ, რომ ეს, მათივე სიტყვებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების აღიარებად აღიქმებოდა. დღეს უკვე ასეთი არგუმენტები ისმის: ეუთო ყველგან ჩადის და რუსეთი მისი წევრია. მათი ლოგიკით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის საქართველოში ყოფნა არაფერს ნიშნავს.

22 აპრილი 2025, 20:26
პოლიტიკა
ეუთოს გენმდივანი საქართველოშია. „ქრონიკის" სიუჟეტი
„სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. ეუთოს გენერალური მდივანი თბილისშია. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთობლივი პრესკონფერენცია და გზავნილები მოჰყვა. სტუმარმა საქართველოს მხრიდან ორგანიზაციის ერთგულებას გაუსვა ხაზი. რეგიონში მშვიდობის ფასი აღნიშნა პირველმა დიპლომატმაც.