კახა კალაძე: ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და არა ისე, როგორც სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესს

კახა კალაძე
ფოტო: თბილისის მერია
„როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, ცხადია, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე.
მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, თუ საიდან მოდის ესა თუ ის თანხები და რაში იხარჯება.
„ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ცხადია, ამას ყოველთვის მოყვება რეაგირება. რა თქმა უნდა, უნდა გამოიკვეთოს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვის მიერ ხდება ქვეყნის აყირავების დაფინანსება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც დონორი ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება.
„ამაზე ჩვენ ღიად ვისაუბრეთ. უბრალოდ, სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ჩვენ პირდაპირ გამოვედით და საზოგადოებას ვუთხარით ის მოცემულობა, თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოსთან მიმართებაში და როგორ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას; როგორ ითხოვდნენ სანქციებზე მიერთებას. სხვათა შორის, სანქციებთან დაკავშირებით თავიდან უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ უკვე რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს. შეიძლება ჩვენ ხვალ,ზეგ ვიხილოთ ისეთი რეზოლუციები, სადაც გაგვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მეორე ფრონტი არ გაიხსნა ქვეყანაში. არაფერია გამორიცხული. ჩვენ უბრალოდ დავდექით იქ, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო აუცილებელი და ამ ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა; დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ვფიქრობ, დღეს საქართველო გამარჯვებულია იმ გადასახედიდან, თუ რა ხდებოდა, რა გამოვიარეთ. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო - იყო ძალიან დიდი ზეწოლა, შანტაჟი, მუქარები, რომლებიც დღესაც გრძელდება, მაგრამ ჩვენთვის ხომ მთავარი ამოსავალი ჩვენი ქვეყანა, ამ ქვეყნის ინტერესი, ხვალინდელი დღე და ჩვენი ხალხია. ამიტომ, ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და არა ისე, როგორც სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ყველა სიახლე

24 აპრილი 2025, 10:57
საზოგადოება
მაია ომიაძე: 2025 წლის პირველ კვარტალი წარმატებული იყო, როგორც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების, ასევე ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომაიძე 2025 წლის პირველ კვარტალს აჯამებს.

24 აპრილი 2025, 10:52
მსოფლიო
CNN: სტივ უიტკოფი პუტინს, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, ხვალ მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:30
ტექნოლოგიები
სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს
სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს.

24 აპრილი 2025, 10:20
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ
მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

24 აპრილი 2025, 10:13
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

24 აპრილი 2025, 10:08
მსოფლიო
ტრამპმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერების ბრძანებას ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისწავლიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:04
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 09:40
მსოფლიო
ისრაელში ხანძარს ებრძვიან
ისრაელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმის მახლობლად ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, 8 თვითმფრინავი და ვერტმფრენებია ჩართული.

24 აპრილი 2025, 09:39
მსოფლიო
ტრამპი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ პუტინს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თვეს, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

24 აპრილი 2025, 09:22
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა.

24 აპრილი 2025, 09:10
მსოფლიო
სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება
სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მუშაობენ.

24 აპრილი 2025, 09:00
მსოფლიო
უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა
უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც ანდრეი ერმაკი წერს, უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

24 აპრილი 2025, 09:00
მსოფლიო
CNN: ევროპაში ფიქრობენ, რომ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს
რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 08:52
პოლიტიკა
გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს აღიარება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის
ეს აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები როგორც ჩვენ ვამბობდით, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

24 აპრილი 2025, 08:40
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს
სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

24 აპრილი 2025, 08:31
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: ეუთოს გენმდივნის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთოს უაღრესად ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოსთან
დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის ერთგული იმ პრინციპებისა, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ეუთოს საქმიანობას, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

24 აპრილი 2025, 08:21
ეკონომიკა
ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა
ქართული დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.

24 აპრილი 2025, 08:14
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 08:05
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +24 და ღამით +16 გრადუსი იქნება.

24 აპრილი 2025, 02:36
პოლიტიკა
უჩა ნანუაშვილი: USAID-ი, აშშ-ის საელჩო საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში - გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა
რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ, რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.