ნანა კაკაბაძე ბრიტანეთის პარლამენტის წევრზე: ასეთი ყოფილა სამაგალითო ბრიტანული დემოკრატია - უნდა მიაწებო იარლიყი ვინმეს, რომ ის პრორუსია, მათმა პროპაგანდისტმა მედიებმა ყოველდღიურად უნდა იძახონ „პრორუსია, პრორუსია...“

ნანა კაკაბაძე
ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ბრიტანეთის პარლამენტის წევრის ჯეიმს მაკკლირის პოსტს ეხმიანება.
„იარლიყები და სანქციები
ბრიტანეთის პარლამენტის წევრი ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს: „უზარმაზარი სკანდალი - საქართველოში პრორუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოში წლებია შეუფერხებლად მუშაობს... ირაკლი რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა“.
მოკლედ, ეს პატივცემული პარლამენტარი შეწუხებულა, როგორ შეიძლება პრორუსული პროპაგანდისტი ბრიტანეთში მუშაობდესო, მაგრამ რომ ჰკითხოთ, რაში გამოიხატება ივანიშვილის ან რუხაძის პრორუსობაო, ალბათ გიპასუხებთ, მაგას რა კითხვა უნდა, ეგ ხომ ისედაც ყველამ იცისო. ასეთი ყოფილა სამაგალითო ბრიტანული დემოკრატია - უნდა მიაწებო იარლიყი ვინმეს, რომ ის პრორუსია (ან მკვლელია, პედოფილია, ყაჩაღია და ა. შ.), მათმა პროპაგანდისტმა მედიებმა ყოველდღიურად უნდა იძახონ „პრორუსია, პრორუსია...“ და არავითარი მტკიცებულება არ სჭირდება ამას. მაშ რით განსხვავდებიან ესენი ბოლშევიკებისგან, რომლებიც წაღმა-უკუღმა არიგებდნენ „ხალხის მტრების“ იარლიყებს და ვერავინ დაარწმუნებდა ზომბირებულ ხალხს საწინააღმდეგოში.
ივანიშვილის და რუხაძის „პრორუსობა“ კი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ მათ, გარეშე ძალებს, არ მისცეს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის, ეკონომიკის ჩამოშლის, დამატებითი ტერიტორიების დაკარგვის, ქვეყნის განადგურების საშუალება და ბოლომდე დაიცვეს ქვეყნის ინტერესები - ერთმა თავისი გავლენით ხელისუფლებაზე და მეორემ თავისი ტელევიზიის გავლენით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.
საქართველოს მოსახლეობის პროდასავლურობა, საქართველოს დაუძინებელ მტრებსაც კი არ დაუყენებიათ ეჭქვეშ. მაშინ რა გამოფის, თუ პროდასავლურად განწყობილი საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის რუხაძის ტელევიზიის პოპულარობა რამდენჯერმე აღემატება ერთად აღებული ყველა ოპოზიციური ტელევიზიების რეიტინგს, ამასთან დაკავშირებით ერთი მარტივი კითხვა უნდა დაისვას: თუ ჩვენი ხელისუფლება და მისი პროპაგანდის რუპორი (როგორც მას უწოდებენ), ირაკლი რუხაძის ტელეკომპანია „იმედი“ მართლაც პრორუსულია, როგორ ხდება, რომ ამ „პრორუსულ“ ტელევიზიას პროდასავლურ მოსახლეობაში ასეთი მაღალი რეიტინგი აქვს?
თუმცა, არგუმენტებს რა მნიშვნელობა აქვს, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრებისთვის“, მათთვის ხომ საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის ჩანოშლაზე, დამატებითი ტერიტორიების დაკარგვაზე უარის თქმა არის პრორუსობა და დასანქცირების საფუძველი. ხოლო საკუთარზე მეტად უცხო ქვეყნის ინტერესების გათვალისწინება არის მისაღები და მისაბაძი. ამიტომაც იყო მათთვის სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი „დემოკრატიის შუქურა“, ხოლო ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი რუხაძის მსგავსი პატრიოტები ყოველთვის იქნებიან მიუღებელნი, რის გამოც საკუთარი პროპაგანდისტული მედიების საშუალებით მიაკერებენ „პრორუსების“ იარლიყებს.
საინტერესოა თვითონ პარლამენტარი ჯეიმს მაკკლირი ბროტანელმა ხალხმა აირჩია ბრიტანელი ხალხის, ბრიტანეთის ინტერესების დასაცავად თუ საკუთარი ქვეყნის ინტერესების განადგურების ხარჯზე რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესების დასაცავად?
რატომ უკვირთ და რატომ აწებებენ პრორუსის იარლიყებს, საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც გააკეთა ის, რასაც ნებისმიერი ქვეყნის პატიოსანი ხელისუფლება გააკეთებდა?
ამ კითხვაზე ერთი პასუხი არსებობს: იმიტომ, რომ პატარა ქვეყნები დიდი ჰეგემონიების ინტერესების გატარებისთვის ფინანსდებოდნენ ევროპიდანაც და ამერიკიდანაც.
და თუ საქართველიმ ან რომელიმე მისი ზომის ქვეყანამ უარი თქვა საკუთარი ქვეყნის გაწირვაზე სხვა ქვეყნის კლანური ინტერესებისათვის, ასეთი ქვეყნის ხელისუფლება და მისი მხარდამჭერები ბრიტანეთისთვის და ევროკავშირის წევრი ზოგიერთი წარმომადგენლისთვის პრორუსული იარლიყის მიკუთვნებას, დასჯას და დასანქცირებას იმსახურებს“, - წერს ნანა კაკაბაძე.
ყველა სიახლე

28 აპრილი 2025, 09:17
მსოფლიო
გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი: გრენლანდია და დანია ერთად უნდა დადგნენ ვაშინგტონის უპატივცემულო რიტორიკის წინააღმდეგ
გრენლანდია და დანია ერთად უნდა დადგნენ ვაშინგტონის უპატივცემულო რიტორიკის წინააღმდეგ, - განაცხადა გრენლანდიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, რომელიც კოპენჰაგენში დანიელ კოლეგას შეხვდა.

28 აპრილი 2025, 09:11
მსოფლიო
კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კანადის ქალაქ ვანკუვერში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ინციდენტს 11 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა.

28 აპრილი 2025, 09:07
მსოფლიო
ლავროვი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით მოსკოვი გარკვეული დათმობებისთვის მზადაა. CBS News-თან ინტერვიუში სერგეი ლავროვმა ინტერესთა ბალანსის დაცვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

28 აპრილი 2025, 09:01
მსოფლიო
მარკო რუბიო: უკრაინაში ომის შესაჩერებლად მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება
უკრაინაში ომის შესაჩერებლად მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება, - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა NBC News-სთან. მარკო რუბიოს თქმით, მომავალ კვირას შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში მხარეთა პროგრესს შეაფასებს და გადაწყვეტს, სურს თუ არა სამშვიდობო პროცესში დარჩენა.

28 აპრილი 2025, 09:00
მსოფლიო
Axios: ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან შესაძლო მოლაპარაკებებისთვის ემზადება. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

28 აპრილი 2025, 08:52
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: რეგლამენტის ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას
რეგლამენტის ახალი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს უფრო მოქნილს ხდის საპარლამენტო მუშაობას, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

28 აპრილი 2025, 08:47
პოლიტიკა
პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე დაინიცირებულ კანონპროექტს, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი მეორე მოსმენით დღეს განიხილავს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების თაობაზე დაინიცირებულ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. კანონპროექტის მიზანი პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაუმჯობესებაა.

28 აპრილი 2025, 08:40
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს, შემდეგ შეიცვალოს სახელი და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს
არ შეიძლება პოლიტიკური პარტია ჩადიოდეს დანაშაულს და კვლავ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ. დეპუტატმა კომენტარი გააკეთა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

28 აპრილი 2025, 08:34
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მემკვიდრე პარტიებისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ითვალისწინებს

28 აპრილი 2025, 08:27
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე: საზოგადოებამ გაიხსენა, თუ ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე
საზოგადოებამ გაიხსენა, თუ ვისთან და რასთან ჰქონდა საქმე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ დროებითი საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას.

28 აპრილი 2025, 08:19
პოლიტიკა
პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება
განსახილველი საკითხებია: შპს „ჟინერის“ ქონებრივი უფლებების დარღვევის საქმე; შალვა ოგბაიძისა და მისი ოჯახის წევრების დევნისა და რეპრესიების საქმე; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატებისადმი არაადამიანური მოპყრობის (ზეწოლა, გატაცება) საქმე.

28 აპრილი 2025, 08:10
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით დღეს სომხეთის დედაქალაქს ეწვევა. „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება.

28 აპრილი 2025, 08:04
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
28 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +15 და ღამით +5 გრადუსი იქნება.

27 აპრილი 2025, 23:55
საზოგადოება
მეუფე შიო: ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა
ადამიანის სულიერ ცხოვრებაში მთავარია მისი გულის მდგომარეობა, გული არის ჩვენი უკვდავი სულის ცენტრი და მას ჩვენ გულს ვუწოდებთ; მთავარია, რა ხდება ჩვენს გულში. გულს შეუძლია მადლის მიღება და უხილავის დანახვა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.

27 აპრილი 2025, 23:38
სპორტი
პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობას ეხმიანებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და საქართველოს პრეზიდენტი მიეილ ყაველაშვილი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ევროპის ჩემპიონობას ეხმიანებიან.

27 აპრილი 2025, 23:21
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე რადიკალებზე: კარგად იციან, სწორედ ვატიკანში მოხდა ყაველაშვილის საყოველთაო აღიარება - ყაველაშვილისთვის ადგილი პრეზიდენტების რიგში იყო, არავის უთქვამს, არალეგიტიმური ხარ და პრეზიდენტების გვერდით ვერ გამოგიყოფთ ადგილსო
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის დასწრებაზე რადიკალების რეაქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

27 აპრილი 2025, 22:34
საზოგადოება
სვიმონ ჯანგულაშვილი სიქსტის კაპელაში გამართულ კონცერტზე: იმ დღეებში ჩვენ უარი გვითხრეს ევროკავშირის კანდიდატობაზე. პაპი წავიდა ამ ევროპული ბიუროკრატიის წინააღმდეგ და ქართველები ევროპის გულში შეგვიშვა
იმ დღეებში ჩვენ უარი გვითხრეს, ევროკავშირის კანდიდატობაზე (სტატუსზე). ის წავიდა ამ ევროპული ბიუროკრატიის წინააღმდეგ და ქართველები ევროპის გულში შეგვიშვა, - განუცხადა „იმედის კვირას“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელმა, დირიჟორმა სვიმონ ჯანგულაშვილმა პაპ ფრანცისკეზე საუბრისას.

27 აპრილი 2025, 22:14
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ და თავის პატრონებს, რომლებიც უცხოეთიდან მათ მხარს უჭერენ, მაქსიმალურად რთავენ იმ პროცესებში, რომ გარკვეულ ვიზიტებს ხელი შეეშალოს
ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, ისტერიამდე მიდიან და თავის პატრონებს, რომლებიც უცხოეთიდან მათ მხარს უჭერენ, მაქსიმალურად რთავენ იმ პროცესებში, რომ გარკვეულ ვიზიტებს ხელი შეეშალოს, თუმცა ეს მცდელობა მორიგ ჯერზე მათი მხრიდან აღმოჩნდა წარუმატებელი. ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ეუთოსა და საქართველოს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, ეუთო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას.

27 აპრილი 2025, 22:10
საზოგადოება
პაპი ხალხისთვის. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ომში ჩართულ მხარეებს მოვუწოდებ: შეწყვიტეთ ცეცხლი, გაათავისუფლეთ მძევლები და დაეხმარეთ მოშიმშილე ადამიანებს, რომლებსაც მხოლოდ მშვიდობიანი მომავალი სურთ, - პაპ ფრანცისკეს საბოლოო სიტყვა ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე, მსოფლიო საზოგადოებამ აღდგომის დღეს მოისმინა.

27 აპრილი 2025, 21:46
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ხელისუფლებას დააბრალო, რომ მას უნდა საქართველოს მოქალაქეებს წაართვას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, აბსურდულია. მართლაც უსუსურად გამოიყურებიან, აღარ იციან რაზე ააგონ პოლიტიკური დღის წესრიგი
პოლიტიკური მდგენელი ემატება შეჩერების მექანიზმებს, ანუ შესაძლოა დაემატოს ევროკავშირის გაუარესებული ურთიერთობა მესამე ქვეყანასთან და ეს შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი საფუძველი უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერების, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევრობიუროკრატების მხრიდან პოლიტიკურ შანტაჟზე საუბრისას.