ბესო ხარძიანი: უდესიანის დავალებით მოქმედებდა მუხაძე, რომელმაც დაავალა ყაჭეიშვილს, ორი სხვადასხვა კამერიდან გამოეყვანა თითო პატიმარი - თუ ბესო ხარძიანის წამებით არ დაკავდებოდნენ ეს პატიმრები, მათ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით

ბესო ხარძიანი
ფოტო: ვიდეოკადრი
ყველაფერს თავისი სახელი დიდი ხნის წინ აქვს დარქმეული, ჩვენ ყველა სასამართლო, ყველა ინსტანცია მოგებული გვაქვს და დიდი ხნის დამტკიცებული გვაქვს ჩვენი სიმართლე, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ დავალება მოდიოდა გიორგი უდესიანისგან [ხარძიანის] დაჭერა და შემდეგ უკვე ციხეში მასზე ფიზიკური ზეწოლა, - განაცხადა ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შვილმა, ბესო ხარძიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
როგორც მან კომისიის წევრებთან საუბრისას აღნიშნა, გლდანის ციხის იმდროინდელი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“, მოქმედებდა გიორგი უდესიანის დავალებით. ხარძიანის თქმით, „ქილერას“ დავალებით, ორ პატიმარს დაევალა დაკავებული ბიზნესმენის წამება, არაადამიანური მოპყრობა და ფსიქოლოგიურად გატეხა, დავალების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, თავად ამ პატიმრებს პირადად მუხაძე გაუპატიურებით ემუქრებოდა.
„გიორგი უდესიანის ახლო მეგობარი იყო იმდროინდელი გლდანის ციხის დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე, მეტსახელად „ქილერა“. უკვე ნათელია, „ქილერა“ რომ გქვია ზედმეტსახელად, რისი გამკეთებელი ხარ - ის იყო
ადამიანი, რომელიც ტყვიის გარეშე კლავდა და აწამებდა ადამიანებს ციხეში, ამის ბევრი ფაქტია და მათ შორის, ჩვენს საქმეშიც დევს. ალექსანდრე მუხაძე მოქმედებდა გიორგი უდესიანის დავალებით, მან დაავალა ვიქტორ ყაჭეიშვილს, რომ ორი სხვადასხვა კამერიდან გამოეყვანა თითო პატიმარი, რომლებიც არ იყვნენ შემთხვევით არჩეული და ციხეზე „მუშაობდნენ“ ეს პატიმრები. ამ პატიმრებს დაავალეს ბესო ხარძიანის წამება, წვალება, არაადამიანური მოპყრობა, მენტალურად, ფსიქოლოგიურად გატეხა და ეს დავალება მათ უნდა შეესრულებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით პირადად ალექსანდრე მუხაძე, თუ ბესო ხარძიანის წამებით არ დაკავდებოდნენ ეს პატიმრები. გიორგი უდესიანის მიზანი იყო, 15 აპრილამდე რაღაცები მოეგვარებინა, კუს ტბის წილები იძულების წესით მიეღო და ციხის მანქანა ჩართო, ეს ადამიანები საკმაოდ კარგად ასრულებდნენ ამ ყველაფერს. წავიდა ზეწოლა ბესო ხარძიანზე, საკანში შესვლა, თავში ჩარტყმები - ეძინა თუ ეღვიძა, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, საქმის ვითომ გარჩევები და მსგავსი ფაქტები. ამ ადამიანებს შემდეგ უკვე კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაედგათ, რომ მიეღოთ კუს ტბაში შემავალი კომპანიის წილები, „კუს ტბა კალასა“ და „კუს ტბა პალასში“, იმიტომ, რომ მარტო ცემა-ტყეპა არ უშველიდა, ამით ბესო ხარძიანი არ მიხვდებოდა, რომ წილები უნდა დაეთმო. კარანტინში რომ ორი კვირა ხარ, უკვე წამებაა, თან იმ დროინდელ გლდანის ციხეში და შემდეგ პლუს რომ გიმატებენ წიხლებს.“ - განაცხადა ბესო ხარძიანმა.
2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დღეს სწორედ ბესო ხარძიანის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთი გახმაურებული საქმეა.
ყველა სიახლე

26 აპრილი 2025, 12:23
ეკონომიკა
ლევან მოსეშვილი: დღეიდან საქართველოსა და იტალიის დედაქალაქები ერთმანეთს პირდაპირი საჰაერო გზით დაუკავშირდებიან
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.

26 აპრილი 2025, 12:16
ეკონომიკა
ქართული ღვინის წარდგენა სლოვენიაში, ფესტივალზე „Orange Wine Festival“ გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 6 მარანი სლოვენიის რესპუბლიკის ქალაქ იზოლაში გამართულ ქარვისფერი ღვინოების საერთაშორისო ფესტივალში „Orange Wine Festival“ მონაწილეობდა.

26 აპრილი 2025, 12:15
საზოგადოება
რომის პაპის ფრანცისკეს ცხედარი წმინდა პეტრეს მოედანზე დაასვენეს
იგი წმინდა პეტრეს ტაძრიდან გამოასვენეს. წმინდა პეტრეს მოედანზე ათასობით ადამიანია შეკრებილი - სასულიერო პირები, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მორწმუნე ადამიანები. ისინი გარდაცვლილი პაპის მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

26 აპრილი 2025, 12:13
ეკონომიკა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დელეგაციას შეხვდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრა გამართა. დისკუსია მაკროეკონომიკურ მიმოხილვებს, მონეტარული პოლიტიკის განვითარებასა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.

26 აპრილი 2025, 12:05
საზოგადოება
ზაზა შათირიშვილი: რომის პაპი ძალიან ქარიზმული იყო, მისი მმართველობაც და ამავე დროს იყო საკმაოდ სპონტანური - მთლიანად მის ნებელობაზე იყო ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული
განსხვავებით წინა პაპისგან, ბენედიქტე მეთექვსმეტისგან, რომელიც იყო ფილოსოფოსი, თეოლოგი, ჭვრეტითი ცხოვრების ადამიანი, ეს იყო ქმედებითი ცხოვრების ადამიანი და ეს არც არის გასაკვირი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის LIVE“ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა რომის პაპის ფრანცისკეზე საუბრისას.

26 აპრილი 2025, 12:04
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს ჩაბა ლანტოს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

26 აპრილი 2025, 12:04
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში არსებობს მყარი პოზიცია, რომ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა გაღრმავდეს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს
აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში არსებობს მყარი პოზიცია, რომ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა გაღრმავდეს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს.

26 აპრილი 2025, 12:00
საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

26 აპრილი 2025, 12:00
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: იმ 50 ქვეყნის ჩამონათვალიდან, რომელთა მიერ გაცემული ვიზებიც ჩვენთვის ვალიდური იყო, გამოირჩა 5 ქვეყანა და ამ 5 ქვეყნის ვიზით თუ შემოდის 17 რთული ქვეყნის მოქალაქე, მათ უფრო მკაცრი მოთხოვნები დავუწესეთ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებასთან დაკავშირებთ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მისი თქმით კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

26 აპრილი 2025, 11:56
საზოგადოება
„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო.

26 აპრილი 2025, 11:51
სამართალი
ალექსანდრე დარახველიძე: ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები ძალიან გაზრდილია, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები და მაქსიმალურად გაფილტროს საზღვარზე ადამიანები
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებასთან დაკავშირებთ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მისი თქმით კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

26 აპრილი 2025, 11:47
მსოფლიო
საქართველოს პრეზიდენტი წმინდა პეტრეს მოედანზეა
ვატიკანში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

26 აპრილი 2025, 11:28
პოლიტიკა
პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია. „იმედი LIVE“-ის სპეციალური ეთერი ვატიკანიდან. LIVE
რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

26 აპრილი 2025, 11:17
მსოფლიო
რომში პაპ ფრანსცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მოწრმუნეების და დელეგაციების შეკრება დილიდან დაიწყო. „ქრონიკა“ რომიდან
რომის პაპის ანდერძის მიხედვით, საფლავი უნდა იყოს უბრალო, დაკრძალვის ცერემონიამ კი პომპეზურობის გარეშე უნდა ჩაიაროს.

26 აპრილი 2025, 11:05
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილმა აშშ-ის Exim Bank - ის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ ბაროუზთან შეხვედრა გამართა
ამერიკის შეერთებული შტატების Exim Bank - ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ამერიკას და საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ - ის Exim Bank - ში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

26 აპრილი 2025, 10:48
მსოფლიო
ვირჯინია ჯუფრემ, რომელიც ჯეფრი ეპშტეინსა და ბრიტანეთის პრინც ენდრიუს ძალადობაში სდებდა ბრალს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ადამიანის უფლებების დამცველი 41 წლის ვირჯინია ჯუფრე გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.

26 აპრილი 2025, 10:11
მსოფლიო
გამანადგურებლები და ზარბაზნები - ვატიკანში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად უპრეცედენტო ოპერაცია მიმდინარეობს
შაბათს წმინდა პეტრეს მოედანზე 200 000-ზე მეტ ადამიანს და 130-მდე დელეგაციას ელოდებიან.

26 აპრილი 2025, 10:02
სპორტი
შალვა გოგოლაძე მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან დრაგოსლავ შჩეკიჩთან შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

26 აპრილი 2025, 09:45
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: თეთრ სახლში გამართული შეხვედრა გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამართა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში ენდრიუ პიკს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

26 აპრილი 2025, 09:42
მსოფლიო
დრონებით შეტევა დნეპროპეტროვშინაზე - არის მსხვერპლი
დრონებით შეტევა დნეპროპეტროვშინაზე - არის მსხვერპლი.