22 მარტი 2025, 18:43 / სანდო წყარო

გიორგი ვოლსკი: ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება, ვთვლით, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე

გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება, ჩვენ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია შექმნილი, ვთვლით, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.

ვოლსკის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანით სწორედ პრევენცია მოხდა რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულებისა და მიზანი არ ყოფილა ოპონენტების პოლიტიკური მონაწილეობის და ჩართულობის შეზღუდვა.

„ქალაქებსა და სოფლებში, რა საკვირველია, ხალხი მოითხოვს რაც შეიძლება მეტ რესურსს იმისათვის, რათა, თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს იმ სტრუქტურებში, რომელიც ადგილობრივი არჩევნების შემდეგ შეიქმნება. აი ეს რეალობა არსებობს და თუ კი ამ რეალობას თვალს გაუსწორებენ და მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხი თურმე ის ყოფილა, ვინც ქუჩაში გამოდის, ქვეყნის დამარცხებას და ნეგატიური პროცესების შეუქცევად განვითარებას ლამობს, მაშინ აიღონ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, პირიქით, უფრო მეტი შანსი აქვთ გამარჯვებისა, თუ კი მათ მიაჩნიათ, რომ მათი აზრი დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით უფრო პოპულარულია. არ მიაჩნიათ, წარმატების არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ და რა საკვირველია ამ შემთხვევაშიც და ვენეციის კომისიის ეს პოლიტიკური განცხადებაც მათთვის მისაღებია. პოლიტიკური განცხადება, რომელსაც არაფერი კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნაწილთან მითუმეტეს იმ ნაწილში, როდესაც ვენეციის კომისია გვირჩევს, რომ 2/3-ით მიიღონ ცესკოში გადაწყვეტილებები, მაგალითად ჩვენ ეს შევცვალეთ, ვინაიდან, საბოტაჟი იყო აშკარა და ვერანაირად ვერ იქნება ცესკოს გადაწყვეტილებები დამოკიდებული უმცირესობის მოსაზრებაზე, რომლებიც აიამ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები. საერთოდ გაჩერდება ცესკოს საქმიანობა, ოქმს ვერ მიიღებენ, არჩევნებს ვერ დაამტკიცებენ. სწორედაც პრევენცია მოხდა რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულების აი ამ კანონში ცვლილებებით. არანაირი ინტერესი ჩვენ იმასთან დაკავშირებით, რომ შევზღუდოთ პოლიტიკური მონაწილეობა ან ჩვენი ოპონენტების ჩართულობა საარჩევნო პროცესში, რასაკვირველია არც გვქონია და არც გვექნება, თავისუფალია არჩევნები და ვისაც მიაჩნია, რომ აქვს რესურსი გაიმარჯვოს, გამოვიდეს, იბრძოლოს და გაიმარჯვოს, მაგრამ ის, რომ საზოგადოებას სურს, რომ მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს არჩევით ორგანოებში, რათა მეტი ბერკეტი ჰქონდეს ხელთ, რომ გავლენა მოახდინოს აღმასრულებელ სტრუქტურებზე, რასაკვირველია მისაღებია, გასათვალისწინებელია და მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობას მოიტანს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ყველა სიახლე

26 აპრილი 2025, 12:13

ეკონომიკა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ვაშინგტონში ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის დელეგაციას შეხვდა

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრა გამართა. დისკუსია მაკროეკონომიკურ მიმოხილვებს, მონეტარული პოლიტიკის განვითარებასა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო.

ზაზა შათირიშვილი

26 აპრილი 2025, 12:05

საზოგადოება

ზაზა შათირიშვილი: რომის პაპი ძალიან ქარიზმული იყო, მისი მმართველობაც და ამავე დროს იყო საკმაოდ სპონტანური - მთლიანად მის ნებელობაზე იყო ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული

განსხვავებით წინა პაპისგან, ბენედიქტე მეთექვსმეტისგან, რომელიც იყო ფილოსოფოსი, თეოლოგი, ჭვრეტითი ცხოვრების ადამიანი, ეს იყო ქმედებითი ცხოვრების ადამიანი და ეს არც არის გასაკვირი, - განაცხადა გადაცემაში „იმედის LIVE“ ფილოსოფოსმა, ზაზა შათირიშვილმა რომის პაპის ფრანცისკეზე საუბრისას.

26 აპრილი 2025, 12:04

პოლიტიკა

დავით სონღულაშვილმა უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას გარემოს დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს ჩაბა ლანტოს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

26 აპრილი 2025, 12:04

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში არსებობს მყარი პოზიცია, რომ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა გაღრმავდეს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელმძღვანელობაში არსებობს მყარი პოზიცია, რომ საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობა გაღრმავდეს და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს.

ალექსანდრე დარახველიძე

26 აპრილი 2025, 12:00

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: იმ 50 ქვეყნის ჩამონათვალიდან, რომელთა მიერ გაცემული ვიზებიც ჩვენთვის ვალიდური იყო, გამოირჩა 5 ქვეყანა და ამ 5 ქვეყნის ვიზით თუ შემოდის 17 რთული ქვეყნის მოქალაქე, მათ უფრო მკაცრი მოთხოვნები დავუწესეთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებასთან დაკავშირებთ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მისი თქმით კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

26 აპრილი 2025, 12:00

საზოგადოება

ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ზემო ფონიჭალაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

26 აპრილი 2025, 11:56

საზოგადოება

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო.

ალექსანდრე დარახველიძე

26 აპრილი 2025, 11:51

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე: ბოლო პერიოდში მიგრაციული ნაკადები ძალიან გაზრდილია, ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი ინტერესები და მაქსიმალურად გაფილტროს საზღვარზე ადამიანები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ, 2025 წლის 17 აპრილს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ცვლილებასთან დაკავშირებთ დეტალურად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებას არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. მისი თქმით კონკრეტული ქვეყნის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვები დაწესდა.

26 აპრილი 2025, 11:47

მსოფლიო

საქართველოს პრეზიდენტი წმინდა პეტრეს მოედანზეა

ვატიკანში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული.

26 აპრილი 2025, 11:28

პოლიტიკა

პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია. „იმედი LIVE“-ის სპეციალური ეთერი ვატიკანიდან. LIVE

რომში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს.

26 აპრილი 2025, 11:17

მსოფლიო

რომში პაპ ფრანსცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად მოწრმუნეების და დელეგაციების შეკრება დილიდან დაიწყო. „ქრონიკა“ რომიდან

რომის პაპის ანდერძის მიხედვით, საფლავი უნდა იყოს უბრალო, დაკრძალვის ცერემონიამ კი პომპეზურობის გარეშე უნდა ჩაიაროს.

26 აპრილი 2025, 11:05

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილმა აშშ-ის Exim Bank - ის მოქმედ პირველ ვიცე-პრეზიდენტ ჯიმ ბაროუზთან შეხვედრა გამართა

ამერიკის შეერთებული შტატების Exim Bank - ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. ვფიქრობ, ამერიკას და საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციების, ტრანსპორტის, ლოგისტიკის და ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობის მართლაც ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აშშ - ის Exim Bank - ში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

26 აპრილი 2025, 10:48

მსოფლიო

ვირჯინია ჯუფრემ, რომელიც ჯეფრი ეპშტეინსა და ბრიტანეთის პრინც ენდრიუს ძალადობაში სდებდა ბრალს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ადამიანის უფლებების დამცველი 41 წლის ვირჯინია ჯუფრე გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვეს.

26 აპრილი 2025, 10:11

მსოფლიო

გამანადგურებლები და ზარბაზნები - ვატიკანში რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიაზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველსაყოფად უპრეცედენტო ოპერაცია მიმდინარეობს

შაბათს წმინდა პეტრეს მოედანზე 200 000-ზე მეტ ადამიანს და 130-მდე დელეგაციას ელოდებიან.

26 აპრილი 2025, 10:02

სპორტი

შალვა გოგოლაძე მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში მონტენეგროს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან დრაგოსლავ შჩეკიჩთან შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი

26 აპრილი 2025, 09:45

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: თეთრ სახლში გამართული შეხვედრა გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალ ადმინისტრაციასთან იმ პრიორიტეტებზე საუბარი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გააჩნია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა შეხვედრა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში გამართა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში ენდრიუ პიკს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

26 აპრილი 2025, 09:42

მსოფლიო

დრონებით შეტევა დნეპროპეტროვშინაზე - არის მსხვერპლი

დრონებით შეტევა დნეპროპეტროვშინაზე - არის მსხვერპლი.

26 აპრილი 2025, 09:28

მსოფლიო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროპის საკითხებში ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

ბრენდან ჰენაგანი სენატის ყოფილი თანამშრომელია.

მიხეილ ყაველაშვილი

26 აპრილი 2025, 08:08

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება. პრეზიდენტის თვითმფრინავი „ჩამპინოს“ სამხედრო აეროპორტში გუშინ საღამოს დაეშვა, სადაც პრეზიდენტის დახვედრის ცერემონია გაიმართა. რომის პაპს ფრანცისკეს დღეს რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ.

რომის პაპის ფრანცისკე

26 აპრილი 2025, 08:00

მსოფლიო

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ

რომის პაპ ფრანცისკეს დღეს დაკრძალავენ. რომის პაპის მიერ დაწერილი ანდერძის თანახმად, მას რომის სანტა-მარია-მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალავენ, და არა ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკაში. 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაციის ჩასვლა იგეგმება.