23 მარტი 2025, 23:23 / სანდო წყარო

მალიკ მურზალინი: ქართული ბიზნესის წყალობით შესაძლოა, ყაზახეთი გახდეს უკიდურესი ჩრდილოეთის ქვეყანა, სადაც ზეთისხილი ხარობს

მალიკ მურზალინი

მალიკ მურზალინი

ინვესტიციების მოცულობაზე თუ ვისაუბრებთ, ყაზახური ინვესტიცია საქართველოში 600 მლნ-ზე მეტია, მაგრამ (ამ მაჩვენებელს) საქართველო ნელ-ნელა ეწევა - ბოლო დროს ქართული ინვესტიცია ყაზახეთში 430 მლნ იყო, - განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მალიკ მურზალინიმ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მან ყაზახეთში განხორციელებულ ქართულ ინვესტიციებზე ისაუბრა. კერძოდ, გამოყო ორი ქართული კომპანია, რომლებიც იქ საკუთარ ბიზნესს ავითარებენ. ამასთან, ხაზი გაუსვა, რომ ქართული ბიზნესის წყალობით, ყაზახეთში ზეთისხილის ხეების გახარება დაიწყეს.

„ქართული ბიზნესის ინვესტიცია ყაზახეთის ეკონომიკაში ძალზედ დადებითი მოვლენაა, მაგრამ ახალი ფენომენია. მე მიხარია, რომ საქართველოსა და ქართულ ბიზნესს გააჩნია საშუალებები ისეთ ქვეყანაში ჩადოს ინვესტიციები, როგორიც არის ყაზახეთი, რადგან ისტორიულად ჩვენ უფრო დიდ ინვესტიციებს ვდებდით საქართველოში, როგორიც გახლავთ ბათუმის ნავთობგადამამუშავებელი ტერმინალი, ბათუმის საზღვაო პორტი, „ხალიკ ბანკი საქართველო“ და თუ შევჩერდებით „რომპეტროლ საქართველოზე“, ეს არის უზარმაზარი საწარმო - ნავთობპროდუქტების 17% მის ხელშია, რომელიც საქართველოში იყიდება. გადასახადების სახით ბიუჯეტში ამ კომპანიამ 50 მლნ დოლარი შეიტანა. ამ საწარმოს, „რომპეტროლის“ არსებობის განმავლობაში, სულ დაახლოებით, 800 მლნ აქვს ბიუჯეტში შეტანილი. სხვა საწარმოებიც არსებობს.

თუ ვისაუბრებთ კარგ ტენდენციაზე, რომელიც მე, როგორც ყაზახეთის ელჩს საქართველოში ძალიან მომწონს, ბოლო პერიოდში ქართულმა ბიზნესმა დაიწყო უფრო მეტი ინვესტიციის განხორციელება ყაზახეთში. ორ პროექტზე შევჩერდები. პირველი გახლავთ კომპანია „ჯორჯიან ინდასტრიალ გრუპ“ - მათ გააჩნიათ ყაზახეთის სხვადასხვა დარგში ძალიან დივერსიფიცირებული პორტფელი. ყველაზე დიდი პროექტია - სოფლის მეურნეობის ტექნიკის წარმოება. თქვენ იცით, ყაზახეთი დიდი აგრარული ქვეყანაა. ისინი მუდმივად ეძებენ სიახლეს და ბოლო პერიოდში განიხილავენ ძალიან კარგ ლოგისტიკურ პროექტს.

ასევე, ვფიქრობ, ქართველ ტელემაყურებლებს ეს დააინტერესებთ, მეორე გახლავთ „ჯორჯიან ოლივ კორპორეიშენის“ პროექტი. გასულ წელს მათ 10 ათასი ზეთის ხილის ნერგი დარგეს ყაზახეთში. არავის ეგონა, რომ ეს გამოვიდოდა. მე ბევრ ადამიანს ვესაუბრებოდი, ყველას პესიმისტური განწყობა ჰქონდა, მაგრამ ერთი მხრივ, ძალიან ღრმა სამეცნიერო მიდგომა იყო გამოყენებული და მეორე მხრივ, გამარჯვების რწმენა და ოპტიმიზმი ბატონი გიორგი სვანიძისა, რომელიც ქართული მხრიდან ამ პროექტს ხელმძღვანელობს. ამან თავისი საქმე გააკეთა. ყაზახეთის ერთ-ერთ რეგიონში, ზეთისხილს აყვავებას ბრწყინვალე მაჩვენებელი ჰქონდა. სულ კავშირზე ვარ ქართველ კოლეგებთან. 1 მლნ-მდე ავიყვანთ ნერგების რაოდენობასო - ბატონმა გიორგიმ მითხრა, რომელთანაც სულ კავშირზე ვარ.

მომავალში დაიწყება ქარხნის მშენებლობა, რომელიც ზეითუნის ზეთს აწარმოებს. ყაზახეთისთვის ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის ახალი დარგი. ჩვენ ხორბალს ვზრდით, ბევრი სხვა საინტერესო მიმართულება გაგვაჩნია, მაგრამ ზეთისხილზე არასდროს გვიმუშავია და იგი შემოვიდა ქართველების წყალობით. კლიმატი ჩვენთან უფრო ცივია, ვიდრე საქართველოში. ეს ხარისხზე ზეგავლენას ახდენს, ოღონდ დადებითად. ძალიან როდესაც ცივა, რა თქმა უნდა, ზეთისხილი ვერ იყვავილებს. ქართული ბიზნესის წყალობით შესაძლოა, ყაზახეთი გახდეს უკიდურესი ჩრდილოეთის ქვეყანა, სადაც ზეთისხილი ხარობს.

ინვესტიციების მოცულობაზე თუ ვისაუბრებთ, ყაზახური ინვესტიცია საქართველოში 600 მლნ-ზე მეტია, მაგრამ საქართველო ნელ-ნელა ეწევა - 430 მლნ იყო ქართული ინვესტიცია ბოლო დროს და ბრწყინვალე პერსპექტივები გააჩნია ორივე მიმართულებით საინვესტიციო პროცესს“, - განაცხადა მალიკ მურზალინიმ.

ყველა სიახლე

24 აპრილი 2025, 11:08

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები გააცნო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

24 აპრილი 2025, 11:05

ეკონომიკა

GCCA საავტომობილო საწვავის ბაზარზე პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA,) საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვრის თვეში - ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო თებერვალ- მარტის თვეში - ფასების კლება. იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. კერძოდ, კომპანიების დონეზე, საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული / შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში - 3-10 თეთრით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 11:05

ეკონომიკა

„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ - ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.

24 აპრილი 2025, 11:05

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ 3 თვეში ტურიზმიდან 826 მლნ დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო

წელს იანვარ-მარტში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. წარმატებით დასრულდა ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში - პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 1.300 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. აქედან მილიონამდე ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2.2 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

24 აპრილი 2025, 11:02

რეგიონი

ComCom-მა სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მერიის თანამშრომლები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა

კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს თანამედროვე საზოგადოებაში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ინფორმაციას ComCom ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:57

საზოგადოება

მაია ომიაძე: 2025 წლის პირველ კვარტალი წარმატებული იყო, როგორც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების, ასევე ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომაიძე 2025 წლის პირველ კვარტალს აჯამებს.

სტივ უიტკოფი

24 აპრილი 2025, 10:52

მსოფლიო

CNN: სტივ უიტკოფი პუტინს, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, ხვალ მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:30

ტექნოლოგიები

სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს

სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს.

ლაშა ხუციშვილი

24 აპრილი 2025, 10:20

ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ

მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

24 აპრილი 2025, 10:13

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 10:08

მსოფლიო

ტრამპმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერების ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისწავლიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:04

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 09:40

მსოფლიო

ისრაელში ხანძარს ებრძვიან

ისრაელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმის მახლობლად ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, 8 თვითმფრინავი და ვერტმფრენებია ჩართული.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 09:39

მსოფლიო

ტრამპი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ პუტინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თვეს, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

24 აპრილი 2025, 09:22

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა.

24 აპრილი 2025, 09:10

მსოფლიო

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მუშაობენ.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

CNN: ევროპაში ფიქრობენ, რომ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს

რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც ანდრეი ერმაკი წერს, უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

24 აპრილი 2025, 08:52

პოლიტიკა

გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს აღიარება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის

ეს აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები როგორც ჩვენ ვამბობდით, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

არჩილ გორდულაძე

24 აპრილი 2025, 08:40

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს

სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.