24 მარტი 2025, 14:53 / სანდო წყარო

კახა კალაძე: აგენტურის, ქვეყნის მოღალატეების ადგილი არც ქართულ პოლიტიკაშია - ისინი იქნებიან იქ, სადაც არიან დღეს

კახა კალაძე

კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობას შესაბამისი დამოკიდებულება აქვს ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მტრობს ქვეყანას და ეწინააღმდეგება მის ინტერესებს. აღნიშნულის თაობაზე მან ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„ამ ადამიანის ვოიაჟებს და გადადგმულ ნაბიჯებს არანაირი აზრი არ აქვს. სალომე ზურაბიშვილი არასდროს ეკუთვნოდა ჩვენს ქვეყანას, არ ეკუთვნოდა საკუთარ ოჯახს, საკუთარ ხალხს. მას ჰყავს თავისი პატრონი, რომელსაც აქვს მის მიმართ მოთხოვნები, იმიტომ, რომ მისი შვილები უზრუნველყვეს, დაასაქმეს სხვადასხვა მიმართულებით, ეს კი შემთხვევით არ ხდება. ამ ადამიანს აქვს თავისი ვალდებულებები თავისი პატრონების მიმართ და მზადაა, ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას - ყველანაირი უბინძურესი ნაბიჯი იქნება ეს თუ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმული; ყველაფრისთვის მზად არის - დააზიანოს ქვეყანა, შელახოს მისი რეპუტაცია. ყველამ კარგად იცის ქვეყნის შიგნით, თუ რას წარმოადგენს ეს ადამიანი და მის ქმედებებს არანაირი აზრი არ აქვს. სადაც უნდა, წავიდეს და იქ გამართოს შეხვედრები. სალომე ზურაბიშვილს ხალხმა გამოუტანა განაჩენი და შესაბამისი დამოკიდებულება აქვს ისეთი ადამიანების მიმართ, ვინც მტრობს ქვეყანას და ეწინააღმდეგება მის ინტერესებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების კიდევ ერთხელ შეხვედრას, თბილისის მერის განმარტებით, იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც არ იცავს ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობის უმრავლესობამ გასული წლის ოქტომბერში შესაბამისი პასუხი უკვე გასცა.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს რადიკალური დაჯგუფება ერთად იქნება თუ ცალ-ცალკე, დაშლილი. როდესაც სხვა, კონკრეტული ძალების სამსახურში ხარ და არ იცავ შენი ქვეყნის ინტერესებს, რა თქმა უნდა, შენი ყველა ქმედება, გინდ გაერთიანების, გინდ დაშლის შემთხვევაში, ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. ვიცით, რას წარმოადგენს ეს რადიკალური დაჯგუფება, საიდან იმართებიან, ვის მიერ, რა ინტერესები ამოძრავებთ. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ამ რადიკალურ დაჯგუფებას, ყველას ერთად აღებულს, გასცა შესაბამისი პასუხი. აგენტურის, ქვეყნის მოღალატეების ადგილი არც ქართულ პოლიტიკაშია. ისინი იქნებიან იქ, სადაც არიან დღეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ყველა სიახლე

24 აპრილი 2025, 10:13

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 10:08

მსოფლიო

ტრამპმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერების ბრძანებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისწავლიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:04

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 09:40

მსოფლიო

ისრაელში ხანძარს ებრძვიან

ისრაელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმის მახლობლად ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, 8 თვითმფრინავი და ვერტმფრენებია ჩართული.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 09:39

მსოფლიო

ტრამპი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ პუტინს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თვეს, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

24 აპრილი 2025, 09:22

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა.

24 აპრილი 2025, 09:10

მსოფლიო

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მუშაობენ.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

CNN: ევროპაში ფიქრობენ, რომ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს

რამდენიმე ევროპელი ჩინოვნიკის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა მისი პრეზიდენტობის 100 დღისთვის სურს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 09:00

მსოფლიო

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის დელეგაცია ლონდონში ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ავრცელებს. როგორც ანდრეი ერმაკი წერს, უკრაინულმა მხარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავს თავის პრინციპულ პოზიციას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

24 აპრილი 2025, 08:52

პოლიტიკა

გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს აღიარება მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის

ეს აღიარება მხოლოდ და მხოლოდ მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანები როგორც ჩვენ ვამბობდით, უცხოურ დაფინანსებას იყენებდნენ და მომავალშიც სურთ, რომ გამოიყენონ საქართველოში დესტაბილიზაციისთვის, - ასე გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს.

არჩილ გორდულაძე

24 აპრილი 2025, 08:40

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე აქვს პასუხი გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს

სალომე ზურაბიშვილს იმ კითხვებზე პასუხი აქვს გასაცემი, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

თორნიკე ჭეიშვილი

24 აპრილი 2025, 08:31

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: ეუთოს გენმდივნის ვიზიტით კიდევ ერთხელ დადასტურდა ეუთოს უაღრესად ჯანსაღი დამოკიდებულება საქართველოსთან, როგორც მის ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოსთან

დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ საქართველო არის ერთგული იმ პრინციპებისა, რომელიც თავის მხრივ საფუძვლად უდევს ეუთოს საქმიანობას, განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

ნათია თურნავა

24 აპრილი 2025, 08:21

ეკონომიკა

ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა

ქართული დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლებს შეხვდა.

24 აპრილი 2025, 08:14

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო დეპარტამენტში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +24 და ღამით +16 გრადუსი იქნება.

უჩა ნანუაშვილი

24 აპრილი 2025, 02:36

პოლიტიკა

უჩა ნანუაშვილი: USAID-ი, აშშ-ის საელჩო საკმაოდ აქტიურად იყვნენ ჩართულნი, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში - გვქონდა როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერა

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ, რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ სალომე ზურაბიშვილთან და უჩა ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

ჯო უილსონი

24 აპრილი 2025, 02:16

პოლიტიკა

ჯო უილსონი: მონაწილეობა მივიღე სალომე ზურაბიშვილის ტრამპის ინაუგურაციაზე მიწვევაში, ასევე ჰელსინკის კომისიის წევრებმა მიიწვიეს ის

ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი რუსი „პრანკერების“ მახეში გაება. ისინი ჯო უილსონს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს სახელით დაუკავშირდნენ.

სალომე ზურაბიშვილი

24 აპრილი 2025, 01:38

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი ტრამპის ადმინისტრაციაზე: ეს ძალიან დიდი პრობლემაა

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

სალომე ზურაბიშვილი

24 აპრილი 2025, 01:29

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: საქართველოში კრიზისი იმდენად ღრმაა, რომ მისი მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა შეუძლებელია

რუსი „პრანკერები“ გადაცემა „ანტი-ფეიკში“ გამოჩნდნენ, რომელშიც განაცხადეს, რომ ამჯერად მათი მიზანი იყო გარკვეულიყვნენ რა იყო საქართველოში მიმდინარე აქციებისა და არეულობის მიზეზი. ამ მიზნით კი მათ ზურაბიშვილთან და ნანუაშვილთან გასაუბრება გადაწყვიტეს.

ჯონდი ბაღათურია

24 აპრილი 2025, 00:48

პოლიტიკა

ჯონდი ბაღათურია: საქმე უფრო მძიმედ არის, მალე გავა სხვა კადრებიც, განიხილება შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა. საუბრებში მონაწილეობს არა მხოლოდ ნანუაშვილი და ზურაბიშვილი, არამედ საქართველოს ძველი მტერი, ბატონი ჯო უილსონი

საქმე უფრო მძიმედ არის, ვიდრე ამ ანონსში ჩანს და ახლა მალე გავა სხვა კადრებიც, თუმცა მინდა „იმედი LIVE“-ს ჰქონდეს ამის ექსკლუზივი, აქ მიდის, განიხილება საქართველოში შეიარაღებული გადატრიალების მცდელობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE „ქართული დასის“ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ სალომე ზურაბიშვილისა და უჩა ნანუაშვილის მიერ რუს „პრანკერებთან“ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.