სოზარ სუბარი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარების შესახებ: იკვეთება, რომ არსებობდა ერთიანი კარგად შემუშავებული სქემა, სადაც ხელისუფლების ხელში იარაღს ეს ორი ადამიანი წარმოადგენდა

სოზარ სუბარი
ფოტო: ხალხის ძალა
„ძალიან ბევრ ამ საქმეში იკვეთება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ხელისუფლებაში ვითომ არ მყოფი გარკვეული პირების სახელები, რომლებიც სინამდვილეში ჩართულნი იყვნენ ძალადობრივი მექანიზმების აღსრულებაში“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე „მაგნატის“ საქმის განხილვაზე დაბარებულ პირთა შესახებ საუბრისას.
როგორც სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კომისიის საქმიანობის პროცესში ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დაზარალებულები ხელახლა აცოცხლებენ იმ სისასტიკეს, რასაც ადგილი ჰქონდა 2003-2012 წლებში.
„კომისიის მასალებს რომ ვეცნობი, კიდევ ერთხელ ცოცხლდება თვალწინ უკანონობის, ძალადობის, საკუთარი მოქალაქეების მიმართ ცინიზმის მთელი ის ეპოქა, რასაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა ადგილი. ძალიან ბევრ ამ საქმეში იკვეთება მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ხელისუფლებაში ვითომ არ მყოფი გარკვეული პირების სახელები, რომლებიც სინამდვილეში ჩართულნი იყვნენ ძალადობრივი მექანიზმების აღსრულებაში.
ერთ-ერთი ამგვარი საქმეა „მაგნატის“ საქმე, რომელზეც როცა ვეცნობით საქმის მასალებს (სხვათა შორის, სასამართლოს მხრიდან დამდგარია გამამართლებელი განაჩენი), როცა ვუსმენთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაზარალებულები იყვნენ, კიდევ ერთხელ განვიცდით შოკს ცინიზმის და უსამართლობის გამო, რაც იყო იმ ხელისუფლების პირობებში. ამ უსამართლობის შემადგენელი ნაწილები იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე და ეს ვლინდება ძალიან ბევრ საქმეში, როცა ხელისუფლება მათი მეშვეობით ადამიანებს ატერორებდა, ართმევდა ბიზნესს და შემდეგ ეს ბიზნესები ზოგჯერ რჩებოდა ხაზარაძე-ჯაფარიძის ხელში, ზოგჯერ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საბოლოოდ კეზერაშვილის ხელში აღმოჩნდებოდა ხოლმე.
იკვეთება, რომ არსებობდა ერთიანი კარგად შემუშავებული სქემა, სადაც ხელისუფლების ხელში იარაღს წარმოადგენდა ეს ორი ადამიანი. ისინი წესით უნდა მოვიდნენ კომისიის სხდომაზე, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტს, ქვეყნის კონსტიტუციას და მგონია, რომ მოვლენ და პასუხს გასცემენ მათ მიმართ არსებულ კითხვებს. თუ არ მოვლენ, ამ შემთხვევაშიც არსებობს შესაბამისი მექანიზმები, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ყველა სიახლე

24 აპრილი 2025, 11:24
მსოფლიო
Axios: ილონ მასკი და სკოტ ბესენტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი და ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 11:24
ეკონომიკა
აშშ-ში ვიზიტით მყოფი ნათია თურნავა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდა
აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.

24 აპრილი 2025, 11:23
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე: ეუთოს გენმდივნის საქართველოში და ვიცე-პრემიერის ვაშინგტონში ვიზიტებმა ოპოზიციის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას უფრო მკვეთრი ხაზი გაუსვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეუთოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტსა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ვაშინგტონში ვიზიტს ეხმიანება.

24 აპრილი 2025, 11:19
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე: ეს არის მორიგი აღიარება, აქ უკვე ახალი არაფერია, სახეები უკვე ცნობადია, მათი მიზანიც უკვე დიდი ხნის ნაცნობია საზოგადოებისთვის, გაშიფრულები არიან
ეს არის მორიგი აღიარება, აქ უკვე ახალი არაფერია, სახეები უკვე ცნობადია, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე რუს „პრანკერებთან“ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

24 აპრილი 2025, 11:08
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები გააცნო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.

24 აპრილი 2025, 11:05
ეკონომიკა
GCCA საავტომობილო საწვავის ბაზარზე პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA,) საავტომობილო საწვავის ბაზარზე მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, 2025 წლის პირველი კვარტალის შედეგებს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, ბენზინსა და დიზელზე, იანვრის თვეში - ფასების ზრდა ფიქსირდება, ხოლო თებერვალ- მარტის თვეში - ფასების კლება. იანვრის თვეში, საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით. კერძოდ, კომპანიების დონეზე, საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული / შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში - 3-10 თეთრით გაიზარდა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 11:05
ეკონომიკა
„ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან იტალიის ქალაქ - ფორლის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. პირველი პირდაპირი რეისი დღეს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდა.

24 აპრილი 2025, 11:05
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ 3 თვეში ტურიზმიდან 826 მლნ დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო
წელს იანვარ-მარტში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. წარმატებით დასრულდა ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში - პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 1.300 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. აქედან მილიონამდე ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2.2 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

24 აპრილი 2025, 11:02
რეგიონი
ComCom-მა სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მერიის თანამშრომლები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სენაკის, ჩხოროწყუს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებთან მედიაწიგნიერების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა. შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს თანამედროვე საზოგადოებაში მედიაწიგნიერების როლისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. ინფორმაციას ComCom ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:57
საზოგადოება
მაია ომიაძე: 2025 წლის პირველ კვარტალი წარმატებული იყო, როგორც საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების, ასევე ტურიზმიდან შემოსავლების კუთხით
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომაიძე 2025 წლის პირველ კვარტალს აჯამებს.

24 აპრილი 2025, 10:52
მსოფლიო
CNN: სტივ უიტკოფი პუტინს, სავარაუდოდ, ხვალ შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში, სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, ხვალ მოსკოვში ჩავა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:30
ტექნოლოგიები
სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს
სპეციალისტებმა უცნაური ზღვის ბინადარი აღმოაჩინეს, რომელსაც გრძელი „რქები“ აქვს.

24 აპრილი 2025, 10:20
ეკონომიკა
ლაშა ხუციშვილი აშშ-ში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ
მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა დონორი ორგანიზაციის მიერ გამოითქვა მზადყოფნა და მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომელიც უკვე ხორციელდება და იმ პროექტების მიმართ, რომლებზეც უკვე შეთანხმებული ვართ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

24 აპრილი 2025, 10:13
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

24 აპრილი 2025, 10:08
მსოფლიო
ტრამპმა სკოლებში ხელოვნური ინტელექტის როლის გაძლიერების ბრძანებას ხელი მოაწერა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმადაც სკოლის მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას ისწავლიან. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

24 აპრილი 2025, 10:04
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

24 აპრილი 2025, 09:40
მსოფლიო
ისრაელში ხანძარს ებრძვიან
ისრაელში ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი იერუსალიმის მახლობლად ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველების 110 ბრიგადა, 8 თვითმფრინავი და ვერტმფრენებია ჩართული.

24 აპრილი 2025, 09:39
მსოფლიო
ტრამპი იმედოვნებს, რომ მომავალ თვეს საუდის არაბეთში ვიზიტის შემდეგ პუტინს შეხვდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალ თვეს, მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთში, კატარსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებში ჩავა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

24 აპრილი 2025, 09:22
ჯანდაცვა
ჯანდაცვის სამინისტროში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ჯანდაცვის სამინისტროში, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. წიგნის ჩუქების დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მოადგილეებთან და სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკებს, 500-მდე წიგნი, მხატვრული და შემეცნებითი ლიტერატურა გადასცა.

24 აპრილი 2025, 09:10
მსოფლიო
სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება
სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტერანები და 10 წლამდე ასაკის ბავშვების დედები, რომლებიც საჯარო დაწესებულებებში მუშაობენ.